ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან პოლიციაა მობილიზებული

ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან პოლიციაა მობილიზებული. შენობას ისინი კორდონით იცავენ.

მიზეზი კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაა.

ისინი აჭარის პროკურატურიდან მსვლელობით მიემართებიან საკონაულოსკენ.

მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები რამდენიმე დღეა, აქციებს მართავენ. 15-მდე ადამიანი შიმშილობს, ოთხმა კი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ისინი თურქეთის ციხეში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოში ან მესამე ქვეყანაში ექსტრადაციას ითხოვენ.

მსგავსი თემები