მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი უკვე 6,6 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი უკვე 6,6 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ფატალური შემთხვევების რიცხვი კი 389,000-ს აღწევს. ინფიცირების შემთხვევების მიხედვით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც კორონავირუსი 1,900,000-ზე მეტ პაციენტს დაუდგინდა, მათ შორის 109,000 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყნის 50 შტატში COVID ინფიცირების 2 200-მდე შემთხვევა გამოვლინდა, ლეტალურად დასრულდა 34 პაციენტის სიცოცხლე. პანდემიის გავრცელებამ პიკს მიაღწია სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ბრაზილიაში COVID-19-ის 587,000 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 33,000-ს აღწევს. მექსიკა კი მე-14 ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს. ბოლო ერთ დღეში გარდაიცვალა 1 092 ადამიანი. სომხეთში ბოლო 24…

მეტი...

“დიდი იმედი გვაქვს, რომ კორონავირუსის გამო არჩევნებს რაიმე პრობლემა არ შეიქმნება” – ირაკლი კობახიძე

“დიდი იმედი გვაქვს, რომ კორონავირუსის გამო არჩევნებს რაიმე პრობლემა არ შეიქმნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაიმართა, რათა რისკების პრევენციისთვის უბნებსა და უბნების გარშემო  მთელი რიგი რეგულაციები იყოს დადგენილი. „ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნება. იცით, რომ არის საუბარი მეორე ტალღის შესაძლებლობაზე, თუმცა არავინ იცის, ეს როდის იქნება. არჩევნებს რაც შეეხება, კონსტიტუციის თანახმად, ტარდება 31 ოქტომბერს, ხოლო მეორე ტური 21 ნოემბერს. თეორიული ვარიანტი შეიძლება არსებობს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური პროგნოზი, რომ არჩევნებს არ შეექმნება არავითარი საფრთხე.…

მეტი...

“ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორიც საქართველოა, იზოლირებული და თვითკმარი ვერ იქნება” – კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეფასებით, საქართველო  ვერ იქნება იზოლირებული, არამედ ის გახსნილი ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით, მეტად წარმატებული და მდიდარი ქვეყანა გახდება. „რაც შეეხება მიღებულ გამოცდილებას, მე ვთვლი, რომ ერთი მხრივ, კრიზისის დროს, იქნება ეს პანდემია, თუ სხვა, ყველა ფიქრობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და ა.შ. იმისათვის, რომ გადარჩეს. ამავე დროს, მე ვფიქრობ, რომ ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორიც საქართველოა, იზოლირებული და თვითკმარი ვერ იქნება. საქართველო, გახსნილი ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით,უფრო წარმატებული და მდიდარი ქვეყანა გახდება. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს კომპანიებს ევროპული და სხვა ბაზრების მოძიებაში, რადგან…

მეტი...

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციამ წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა. სამართალდამცავებმა მსუბუქი ავტომობილის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის ხელყუმბარა და ნიღბები. დაკავებულის საცხოვრებელი სახლი პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

მეტი...

“ჩვენ პრაქტიკულად უკვე გადავდივართ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე“ – ირაკლი კობახიძე

“ჩვენ პრაქტიკულად უკვე გადავდივართ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. ჩვენ დათვლილი გვაქვს ხმები. იმ ორი პოლიტიკური პარტიის გარეშეც არის საკმარისი ხმები, რათა ეს საკონსტიტუციო ცვლილებები გავიდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ საკონსტიტუციო კანონპროექტის მიღების თვალსაზრისით არ იქნება არანაირი დაბრკოლება. იყო საუბარი იმაზე, რომ წინა წლების განმავლობაში განხორციელდა ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც ჩვენ გადავედით სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, შემოღებულ იქნა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა და ეს კონსტიტუცია, რომელიც უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრულად ამოქმედდება ჩვენს ქვეყანაში, არის მთლიანად…

მეტი...

“საქართველოს სიძლიერე მის მოსახლეობაშია” – კარლ ჰარცელი

“ამ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების სიძლიერე მე პირადად ვიგრძენი საქართველოში წელიწადნახევრის განმავლობაში ყოფნის დროს. ამ ქვეყნის სიძლიერე მის მოსახლეობაშია”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ვიდეო ჩართვისას განაცხადა. „ჩემმა ყოფილმა უფროსმა, პრეზიდენტმა ტუსკმა, გასული წლის ზაფხულში ბათუმში ყოფნის დროს მითხრა, „საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ქართველები ძლიერი ერია“. მე ვთვლი, რომ მან ზუსტად დაინახა არსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახლა და მნიშვნელოვანი იქნება მაშინაც, როდესაც საქართველოს მოუწევს პარტნიორების შერჩევა და იმის გადაწყვეტა, თუ რამდენად მჭიდრო იყოს ეს პარტნიორობა. მან ყოველთვის უნდა ისაუბროს ძლიერის და არა სუსტის პოზიციიდან“ , – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მეტი...

„ისეთი „ლამაზი“ ანგარიში წარმოგვიდგინეთ, ბატონო კობა, რომ ფეხზე წამოდგომა და აპლოდისმენტები მომინდა!” – დავით ჭიჭინაძე

„ისეთი „ლამაზი“ ანგარიში წარმოგვიდგინეთ, ბატონო კობა, ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე, რომ ფეხზე წამოდგომა და აპლოდისმენტები მომინდა!“,- ასე შეაფასა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის,  2019 წლის ანგარიში და პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მას რამდენიმე საკმაოდ მწვავე კითხვა დაუსვა. “კარგია ფინანსური სტაბილურობა, მაგრამ რას ეტყვით ხალხს, მითუმეტეს პანდემიის დროს დაუცველად დარჩენილი ადამიანებს, ცხოვრების დონის სტაბილურობაზე,  რომელიც სულ უკან და უკან მიდის? “პრემიერმა გახარიამ, 27 მაისს, ზარზეიმით რომ გვამცნო, ვინც 1200 და 300 ლარიანი დახმარების სიაში მოხვდა, მათ სესხებიც გადაეწევათ კაპიტალიზაციის გარეშეო, ბანკებში მისულ ადამიანებს კი პასუხობენ: „ჩვენთვის მნიშვნელობა არ…

მეტი...

USAID-ი საქართველოს კიდევ 1 მილიონი დოლარით დაეხმარება

“ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემცირებისთვის USAID-ი საქართველოს კიდევ 1 მილიონი დოლარით დაეხმარება”, – ამის შესახებ ინფორმაცია USAID/Georgia-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარდაჭერა მოიცავს  სამედიცინო დაწესებულებებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემას, სწრაფი რეაგირების ჯგუფების ხელშეწყობას, ინფექციის კონტროლს, ვირუსის გავრცელების პრევენციას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომუნიკაციის გაძლიერებას.  “ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემცირებისთვის USAID-საქართველოს კიდევ 1 მილიონი დოლარით დაეხმარება. ეს მხარდაჭერა, რომელიც განხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) პარტნიორობით, მოიცავს სამედიცინო დაწესებულებებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემას, სწრაფი რეაგირების ჯგუფების ხელშეწყობას, ინფექციის კონტროლს, ვირუსის გავრცელების პრევენციას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომუნიკაციის გაძლიერებას” , – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

22 მაისის მდგომარეობით საზღვარგარეთ კორონავირუსით 16 ქართველი გარდაიცვალა

გასულ პერიოდში საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 16 მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ საუბარია COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში “22 მაისის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული იყო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს 118 მოქალაქე, უმრავლეს შემთხვევებში სახეზეა დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები. ინფექციით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 16 მოქალაქე (ავსტრია – 1, ესპანეთი – 4, თურქეთი – 1, ბრიტანეთი – 2, აშშ – 5, საფრანგეთი – 2, ლატვია – 1)”, – ნათქვამია ანგარიშში.

მეტი...

ტაქსით 4-ზე მეტი პირის გადაადგილებისთვის მგზავრები და მძღოლი 50-50 ლარით დაჯარიმდებიან

ტაქსით 4-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილებისთვის მგზავრები და მძღოლი დაჯარიმდებიან 50-50 ლარით.  კანონპროექტის თანახმად, პირბადის გარეშე გადაადგილება დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივ თავშეყროს ადგილებში 50 ლარით დაისჯება, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი 1000 ლარით განისაზღვრა. 50 ლარიანი ჯარიმაა მგზავრისთვისაც და მძღოლისთვისაც საზოგადოებრივი ტრანსპორტში, მეტროსა და ტაქსში, თუ ისინი პირდაბის გარეშე იქნებიან.

მეტი...

საჯარო სივრცეებსა და თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე გადაადგილება 50 ლარით დაისჯება

პირბადის გარეშე გადაადგილება დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში 50 ლარით დაისჯება, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი 1000 ლარით განისაზღვრა. კანონპროექტი უკვე მზად არის. დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის – ფიზიკური პირი 50 ლარით, პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის – სივრცის მფლობელი, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება. 50 ლარიანი ჯარიმაა მგზავრისთვისაც და მძღოლისთვისაც საზოგადოებრივი ტრანსპორტში, მეტროსა და ტაქსიში, თუ ისინი პირდაბის გარეშე იქნებიან.

მეტი...

“კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ხალხის ვაქცინა უნდა იყოს” – გაეროს გენერალური მდივანი

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა ხალხის ვაქცინა უნდა იყოს.  „კორონავირუსი ჯანდაცვის სფეროში ჩვენი თაობის უდიდესი კრიზისია და ზუსტად ახლა ვაქცინა არ არის. მაშინ, როდესაც ერთობლივად ვმუშაობთ ვაქცინის შესაქმნელად, ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომელიც ყველამ უნდა ვისწავლოთ. თავად ვაქცინა საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება გლობალური სოლიდარობა, რათა ვუზრუნველყოთ ის, რომ ყველას ჰქონდეს მასზე წვდომა. კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა, როგორც გლობალური კეთილდღეობა უნდა განიხილებოდეს“, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა. აღსანიშნავია, რომ გლობალური ვაქცინის სამიტში მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი და კომპანია იღებს. გლობალური ვაქცინის ვირტუალური სამიტის ფარგლებში 7.4 მილიარდი დოლარის…

მეტი...

რუსეთში 20 000 ტონა დიზელი მდინარეში ჩაიღვარა – პუტინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ციმბირის ქალაქ ნორილსკთან ახლოს ელექტროსადგურზე განთავსებული საწვავის ავზი ჩამოინგრა და არქტიკულ წრეზე, მდინარეში 20 000 ტონა დიზელი ჩაიღვარა. ამის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დიზელის ჩაღვრის შემდეგ, 350 კვ.კმ ტერიტორია დაბინძურდა. ვლადიმერ პუტინმა ინციდენტის გამოძიების ბრძანება გასცა, მანამდე კი ელექტოსადგურის მმართველი დააკავეს.

მეტი...

“რევოლუციური სცენარიც და მათი პარტიაც დამარცხებისთვის არის განწირული” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ერთ-ერთი მინისტრის, გიორგი არველაძის მიმართვა, სადაც ის რევოლუციაზე საუბრობს, არ გაკვირვებია. „არ გამკვირვებია ნამდვილად, რადგან აღიარების სერია გრძელდება. სააკაშვილის აღიარება, მელიას აღიარება, შემდეგ ოქრუაშვილის აღიარება პარლამენტში შემოჭრაზე. რევოლუციურ სცენარზე საუბარი ეს არის ის, რაზეც დარწმუნებული ვარ, შიგნით საუბრობენ. დღეს არველაძის მხრიდან ამის აღიარება მოხდა. ასეთ საკითხებზე მსჯელობენ, რადგან იციან ზუსტად, რომ არჩევნები მათი გამარჯვების გზა ვერ იქნება, მათი რეიტინგებიდან გამომდინარე. თუ ისინი რევოლუციურ სცენარზე მსჯელობენ, აქ უბრალოდ ამ გეგმის გასაჯაროება მოხდა, კონკრეტული ადამიანის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან. მეორე არის მათი რეალური მოლოდინები.…

მეტი...

22 მაისის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მიხედვით, 22 მაისის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა. „მათ შორის: თვითიზოლაციის ან საკარანტინო სივრცის დატოვების ფაქტი – საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ იქნა 382, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი; მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევა -დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი;  მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება – დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი; სამ პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა და პირბადის გამოუყენებლობა – დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი; კომენდანტის…

მეტი...

“რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უმჯობესდება” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უმჯობესდება. „ახლა სიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, უმჯობესდება. თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროა მუდმივი და დეტალური მონიტორინგის წარმოება და სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში, სწრაფი და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 441 108 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 5 384 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამჟამად კი აქტიური შემთხვევების რაოდენობა 231 101-ს შეადგენს.

მეტი...

“საქართველოში არიან პარტიები, რომლებსაც შეიძლება, ნაყარნუყარი დაუძახო” – ზურაბ ჯაფარიძე

„საქართველოში არიან პარტიები, რომლებსაც შეიძლება, ნაყარნუყარი დაუძახო, მანდ ვერ შევეკამათები, მაგრამ რევოლუციას რაც შეეხება, გაუძღვეს და ვნახოთ, ვინ გაყვება, მე არა“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ერთ-ერთი მინისტრის, გიორგი არველაძის ფეისბუქ-სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა. გიორგი არველაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ქართული ოპოზიცია ამაზრზენად გამოიყურება. მისი შეფასებით, ქვეყანა შიმშილის და სრული სიღატაკის ზღვარზეა და ოპოზიცია პოლიტიკური იწილო-ბიწილოთი, არარსებული თანამდებობებისა და მანდატების გაყოფით არის დაკავებული. მას ოპოზიციისადმი რამდენიმე მოწოდებაც აქვს, მათ შორის მოუწოდებს, შეწყვიტონ „ვითომ ერთობის ტაკიმასხარობაში მონაწილეობა“. „დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ამ ვითომ ერთობის ტაკიმასხარობაში მონაწილეობა! ერთობა კარგია, მაგრამ მხოლოდ მათთან, ვინც შემოგიერთდებათ. ყველა ნაყარნუყართან  და არარაობასთან ერთად ჯდომა…

მეტი...

“ქვეყანაში არ დაფიქსირებულა “დღესასწაულების” კლასტერი” – მთავრობის ანგარიში

“17 აპრილიდან 27 აპრილამდე ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის მიზეზი იყო აღდგომის დღესასწაულის დღეებში ვირუსის გამოვლენილი შემთხვევების მზარდი დინამიკა”, – ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 13-19 აპრილის კვირას დაფიქსირდა 133 შემთხვევა, რაც კვირაში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო 17 აპრილს ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი – 34 შემთხვევა დაფიქსირდა. “აღდგომის დღესასწაულის შემდგომი სამკვირიანი მაჩვენებლების ანალიზით აშკარაა, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა არ დაფიქსირებულა. უფრო მეტიც, 4 მაისის კვირაში, კლების დინამიკა აღინიშნა. ასევე, ქვეყანაში არ დაფიქსირდა “დღესასწაულების” კლასტერი. მობილობის შემცირებას აჩვენებს ავტომანქანების ნაკადების…

მეტი...

“თეთრ სახლში ჰალუცინაციები აქვთ” – კონგრესმენი

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა თეთრ სახლს დასცინა. „ვფიქრობ, მათ ჰალუცინაციები აქვთ“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ. წარმომადგენელთა პალატის ლიდერი ნენსი პელოსი ამით ტრამპის პრეს-მდივნის, კეილი მაკინანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მოქმედი პრეზიდენტი უინსტონ ჩერჩილსა და ამერიკის ყოფილ პრეზიდენტებს შეადარა. „ჩვენ ვხედავდით ამერიკის პრეზიდენტებს და მსოფლიო ლიდერებს, რომლებსაც ჰქონდათ ლიდერობის მომენტები და ძლიერი სიმბოლოები, რომლითაც ხალხს სიმტკიცისა და სიძლიერის მესიჯს უგზავნიდნენ. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო ჩერჩილი, რომელიც ათვალიერებდა დაბომბილ ადგილებს და ამ გზით ბრიტანელ ხალხს ლიდერობის ძლიერ სიგნალი უგზავნიდა“, – განაცხადა მაკინანმა.

მეტი...

“ზაფხულში ვირუსის გაუთვალისწინებელ მატებას არ ველით” – ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღა გვექნება და შესაძლოა იმაზე მეტი ინფიცირებული ვიხილოთ, ვიდრე გაზაფხულზე გვყავდა, – ამის შესახებ ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.​ მისივე თქმით, კორონავირუსი დამარცხებული არსად არაა და პანდემიის დამარცხებას ერთი ქვეყნის გარკვეულ ეტაპზე მიღწეული წარმატება არ განსაზღვრავს. “ჩვენ მუდმივად უნდა ველოდოთ შემთხვევების მატებას, რაც სწორედ იმითაა განპირობებული, რომ ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ. მატება აუცილებლად იქნება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულის განმავლობაში, გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით, კორონავირუსი იქნება ნაკლებად აქტიური, ანუ ზაფხულში გაუთვალისწინებელ მატებას არ ველით. ზაფხულს, განსხვავებით ჩვენი მეზობელი ქვეყნისგან, კარგი მდგომარეობით შევხვდით. თუ…

მეტი...

22 მაისის ჩათვლით საქართველოში 4 787 111 პირბადე შეიკერა

საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში სულ ნაწარმოებია 4 787 111 პირბადე, ხოლო დარიგებულია – 2 761 990, აქედან, საცალო ქსელში – 1 828 850; რეგიონებში – 474 300; პენსიონერებისთვის – 80 500, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის (საელჩოები) – 35 300, კერძო სექტორისთვის (მაღაზიები, დისტრიბუცია, კომუნიკაცია) – 85 650. ამ ეტაპისთვის წარმოებაში ჩართულია 13 საწარმო. „პირბადეებთან დაკავშირებით შექმნილი გლობალური დეფიციტის პირობებში, რომელიც მოიცავდა როგორც მზა პირბადეების, ისე მასალის მკვეთრ დეფიციტს, მნიშვნელოვანი იყო ისეთი გამოსავლის მოძებნა, რომელიც უზრუნველყოფდა პრობლემის გადაჭრას რამდენიმე მიმართულებით: მიწოდების უწყვეტობა; გარე ფაქტორებზე მინიმალური დამოკიდებულება; მოკლე…

მეტი...

სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობით 600 000-მდე მსესხებელმა ისარგებლა

სახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ – გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც 600 000-მდე მსესხებელმა ისარგებლა, – ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. „იმის გამო, რომ შექმნილმა ვითარებამ გავლენა იქონია როგორც ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილზე, ისე კომპანიებზე, სახელმწიფომ შეიმუშავა ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია არსებულ გამოწვევებზე. ანტიკრიზისული პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები 2 ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი იყო გადაუდებელი დახმარება, რომლის განხორციელება მარტში (ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობამდე) დაიწყო, ხოლო…

მეტი...

22 მაისამდე სახელმწიფოს დახმარებით სამშობლოში 12 720 მოქალაქე დაბრუნდა – მთავრობის ანგარიში

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მიხედვით, 22 მაისისთვის სახელმწიფომ სამშობლოში 12 720 საქართველოს მოქალაქე დააბრუნა. „მათ შორის საჰაერო გზით – 7 107, სახმელეთო გზით – 5 223 და საზღვაო გზით – 390 ადამიანი. დაბრუნებულთა შორისაა ქრონიკული დაავადების მქონე 483 პირი, 34 – შშმ პირი, 259 – ხანდაზმული, 102 – ორსული, 435 – მცირეწლოვანი, 173 – ონკოლოგიური პაციენტი, 1 118 – ტრანზიტული მგზავრი, 29 – მეზღვაური და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე 90 პირი. აგრეთვე, საცხოვრებლისა და სტიპენდიის გარეშე დარჩენილი 794 სტუდენტი (საერთო ჯამში განსაკუთრებული საჭიროების მქონე – 3 517…

მეტი...

“ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვამ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სატრანსპორტო ნაკადები შეამცირა, შეზღუდვა მნიშვნელოვანი და ეფექტიანი იყო” – საქართველოს მავრობა

17 აპრილიდან 27 აპრილამდე ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის მიზეზი იყო აღდგომის დღესასწაულის დღეებში ვირუსის გამოვლენილი შემთხვევების მზარდი დინამიკა, – ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 13-19 აპრილის კვირას დაფიქსირდა 133 შემთხვევა, რაც კვირაში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო 17 აპრილს ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი – 34 შემთხვევა დაფიქსირდა. „აღდგომის დღესასწაულის შემდგომი სამკვირიანი მაჩვენებლების ანალიზით აშკარაა, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა არ დაფიქსირებულა. უფრო მეტიც, 4 მაისის კვირაში, კლების დინამიკა აღინიშნა. ასევე, ქვეყანაში არ დაფიქსირდა „დღესასწაულების“ კლასტერი. მობილობის შემცირებას აჩვენებს ავტომანქანების ნაკადების შესახებ ინფორმაცია.…

მეტი...

“საქართველო, როგორც „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითად აღიარებული ქვეყანა, თავის წვლილს შეიტანს გლობალური ჯანმრთელობის დღის წესრიგში” – დიდ პრიტანეტში საქართველოს საელჩო

საქართველო, როგორც „კოვიდ-19“ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითად აღიარებული ქვეყანა, თავის წვლილს შეიტანს გლობალური ჯანმრთელობის დღის წესრიგში, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთში საქართველოს საელჩო  ფეისბუქის გვერდზე წერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს გაერთიანებული სამეფოს მოწვევით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მსოფლიო ლიდერებთან ერთად მონაწილეობას იღებს „გლობალურ ვაქცინაციის სამიტში“. „დღეს, გაერთიანებული სამეფოს მოწვევით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მსოფლიო ლიდერებთან ერთად მონაწილეობას იღებს „გლობალურ ვაქცინაციის სამიტში“. საქართველო, როგორც „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითად აღიარებული ქვეყანა, თავის წვლილს შეიტანს გლობალური ჯანმრთელობის დღის წესრიგში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

„მავნებლობაა, როდესაც „ფეიკ ნიუსებით“ ფაქტების დამახინჯება და მძიმე და სენსიტიური თემების კიდევ უფრო განგებ გამძაფრება ხდება“ – რატი იონათამიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა, საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და სახალხო დამცველს „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებების დაწყება შესთავაზა. „დღევანდელ სამყაროში ინფორმაციის ზუსტად და სწრაფად გავრცელებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. შესაბამისად, როდესაც ინფორმაციის განძრახ დამახინჯება და სიცრუის ტირაჟირება ხდება, ეს საზოგადოებისთვის ორჯერ უფრო ცუდი საქმეა. სულ ახლახანს ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ძალიან მძიმე თემა იყო გაშუქებული, რომელიც ახალშობილი ბავშვის ფაქტს ეხებოდა. ჩემთვის სასაუბროდაც ახლა ძალიან მძიმეა, მაგრამ ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ეს კომენტარი გავაკეთო.  სიუჟეტში იყო, რომ სავარაუდოდ არასრულწლოვანმა გოგომ იმშობიარა, ასევე სავარაუდოდ, მშობიარობის…

მეტი...

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვების დაწესების მიზეზებს ასახელებს

საქართველოს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვების დაწესების მიზეზებს ასახელებს. როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი ძირითადი ფაქტორით – ვირუსის გადამდებობის ხარისხით და ჯანდაცვის სისტემის მზაობით, სოციუმის სოციალურ-კულტურული თავისებურებებით და სოციუმის მხრიდან რეკომენდაციების მიმღებლობის ხარისხით. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი ძირითადი ფაქტორით: ვირუსის გადამდებობის ხარისხი და ჯანდაცვის სისტემის მზაობა – ვირუსის მაღალი გადამდებობისა და სწრაფად გავრცელების გათვალისწინებით, ამოცანა იყო, არ დაგვეშვა ადამიანების მასობრივი დაინფიცირება, რაც ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას და შემდგომ კოლაფსს გამოიწვევდა; სოციუმის სოციალურ-კულტურული თავისებურებები – ქვეყანაში სოციუმის სპეციფიკის გათვალისწინებით…

მეტი...

საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მილიონ ლარს შეადგენს

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშში ერთ-ერთი თავი საკარანტინო ზონების მართვას ეთმობა. ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ინფექციის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, მთავრობამ დაიწყო საკარანტინო სივრცეების შექმნა, რომლებითაც დღემდე უზრუნველყოფს რისკ ჯგუფებს მიკუთვნებული პირების დროებით იზოლირებას. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ საკარანტინო ზონების პროექტის დაწყებიდან, მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მცირე, საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებთან. ჯამში, მოლაპარაკებები წარიმართა დედაქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე 300-ზე მეტ სასტუმროსთან. „საკარანტინო სივრცედ სასტუმროს შეჩევის პროცესში საქართველოს მთავრობა ეყრდნობოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს…

მეტი...

“ეროვნული ბანკის ქმედებები ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ ყოველთვის გააზრებული და პროფესიონალური იქნება” – კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის ქმედებები იქნება ყოველთვის გააზრებული, ანალიზზე დაფუძნებული და არსებული სიტუაციის შესაბამისი, ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ პროფესიონალური და საშუალო და მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში წარადგინა. მან სხვა საკითხებთან ერთად, გლობალური კრიზისის პირობებში საერთაშორისო პარტნიორების თანადგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კუთხით საქართველოს ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (სსფ) გამართულ მოლაპარაკებებს გაუსვა ხაზი. „შედეგად, საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა და პანდემიასთან გასამკლავებლად პროგრამის საერთო თანხაც გაიზრდა. პანდემიის ფონზე გაზრდილი…

მეტი...

„არის თუ არა სიძულვილის ენა, როდესაც ზიარების საიდუმლოს ,,კოვზის ტლეკვად“ მოიხსენიებენ“ – ცოტნე ზურაბიანი სახალხო დამცველს

,,ძალიან კარგია როდესაც იზრდება პროცენტულობა გათვალისწინებული რეკომენდაციების რაოდენობის, ეს მიანიშნებს, რომ ცალსახად იზრდება ანგარიშვალდებულების ხარისხი, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ცოტნე ზურაბიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 სექტემბრის N5003-Iს დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენაზე. მისი შეფასებით, ძალიან შრომატევადი სამუშაოა გაწეული აღმასრულებული ხელისუფლების მხრიდან და მომავალშიც პროაქტიულად გაგრძელდება ამ მიმართულებით კიდევ და კიდევ მეტი შედეგების მიღწევა. მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატები გარკვეულწილად…

მეტი...

დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში სკვერი მოეწყობა

დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში, იოანე პეტრიწის N9-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყობა, სამუშაოების შესახებ განცხადებას საბურთალოს რაიონის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი 8 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე, მოეწყობა სარწყავი სისტემა და რულონური ბალახი დაიგება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, LED განათების ქსელი, გარე ტრენაჟორები და საბავშვო ზონა, სადაც სხვადასხვა სახეობის ატრაქციონი განთავსდება. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო. „მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე და დასასვენებელი ადგილი შევქმნათ. მიმდინარე წელს, საბურთალოს რაიონში…

მეტი...

“ანგარიში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ სცემს პასუხს იმ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს თუ უბრალოდ, მოქალაქეს აქვს” – ნათია მეზვრიშვილი

ანგარიში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ სცემს პასუხს იმ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს თუ უბრალოდ, მოქალაქეს აქვს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, ეს ანგარიში კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას და სამოქალაქო სექტორს, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. „დღეს ჩვენ გამოვაქვეყნეთ მნიშვნელოვანი ანგარიში. როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო ტრიბუნიდან დავპირდით საზოგადოებას, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ დეტალურ ანგარიშს გავასაჯაროებდით და მივაწვდიდით. ეს არის მთავრობის ანგარიშვალდებულების ნაწილი. ჩვენ ძალიან…

მეტი...

სოფელ ქვახვრელში დოეს-გრაკალის სარწყავი არხი გაიწმინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს, – ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში,  დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა.  სოფელ ქვახვრელში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან  არხის 1000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. „ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რაც სოფელ ქვახვრელის, უფლისციხის, დოესისა და გრაკალის დამატებით 100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს, ხოლო 400 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.  დოეს-გრაკალის სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები…

მეტი...

“რა შეიძლება დღეს ვთქვათ – მოლოდინები ძალიან გაუმჯობესებულია და ვფიქრობ, რომ დამსახურებულადაც” – კობა გვენეტაძე

საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ ღია ეკონომიკა, როგორიც ჩვენს ქვეყანაშია, ყველაზე კარგად გაუმკლავდეს სხვადასხვა შოკისგან მომავალ პრობლემებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ განმარტებას იმაზე, რა ხდება მოკლევადიან პერიოდში. „კურსის მოძრაობას მრავალი შემადგენელი ნაწილი აქვს, მრავალმა ფაქტორმა შეიძლება, იმოქმედოს. ეს ფაქტორები შეიძლება, არ იყოს დღესდღეობით ხელმისაწვდომი. მაგალითად, ექსპორტი, იმპორტი, გადმორიცხვები და ა.შ. ამის ანალიზის ყველაზე კარგი საშუალება  არის საგადასახადელო ბალანსი, რომელიც დაახლოებით სამი-ოთხი თვის შემდეგაა ხელმისაწვდომი. რა შეიძლება დღეს ვთქვათ – მოლოდინები ძალიან…

მეტი...

თეთრიწყაროში საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა

დღეიდან ქალაქ თეთრიწყაროში საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა, ყველა საკონტროლი გამშვები პუნქტი გაუქმებულია და 39-დღიანი შეზღუდვების შემდეგ, მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ქალაქ თეთრიწყაროში 25 აპრილს დაფიქსირდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა,ხოლო 26 აპრილს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩაიკეტა მუნიციპალური ცენტრი. გატარებული პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის გახსნასთან დაკავშირებით. „ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი სირთულეების დაძლევა მოგვიწია, მინდა მადლობა გადავუხადო ამ პროცესებში ჩართულ ყველა პირსა თუ უწყებას, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თავდაცვის ძალებს, პოლიციას, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს, თეთრიწყაროს ჯანდაცვის ცენტრს გაწეული დაუღალავი შრომისთვის“,…

მეტი...