“მუშევანი ის სოფელია, სადაც ყველაზე მეტად არ სჯერათ, რომ კორონა არსებობს” – პაატა იმნაძე

“მუშევანი სამწუხაროდ, ის სოფელია, სადაც საქართველოში ყველაზე მეტად არ სჯერათ, რომ კორონა არსებობს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „ქვემო ქართლის დასენიანებულ სოფლებში ავადობა არის თითქმის ისეთი, როგორც გერმანიაში. მაშინ როდესაც, მთელს საქართველოში საბედნიეროდ ავადობა ძალიან ნაკლებია, ამ დასენიანებულ არეებში ავადობა გვაქვს დაახლოებით 180-ჯერ მეტი, ვიდრე მთლიანად საქართველოში“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ. ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი ახალი ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს. ერთი მათგანი სტუდენტია, რომელიც რუსეთიდან დაბრუნდა, მეორე რუსეთის საოკუპაციო ძალების გუდაუთის მე-7 ბაზის სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც დაღესტნიდან დაბრუნდა. საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის 14 პაციენტს მკურნალობენ.

მეტი...

“მარნეულსა და ბოლნისში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შევიდა

“ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შევიდა. ვინაიდან, 18 მაისს მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი უქმდება, მთავრობამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების თაობაზე ახალი დადგენილება გამოსცა, რომელიც ძალაში სწორედ 18 მაისიდან შედის. დადგენილების მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ყველა სახის მიმოსვლა, რომელიც გულისხმობს: ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე); ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვას; ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვას. აღნიშნული…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 667-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი 667 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაცია stop.cov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში კორონავირუსისგან 383 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4233 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი-373.

მეტი...

“დღეისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან 188 ადამიანია გადმოყვანილი” – ქეთევან ციხელაშვილი

“იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღეის მონაცემებით, ხაზგასმით ვამბობ, რომ იმ მონაცემებით, რასაც თავად აქვეყნებენ აფხაზეთში 15, ხოლო ცხინვალის რეგიონში 30 ინფიცირებულია”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა. „მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა გატარდეს, პროტოკოლი დაიცვან, რათა არ მოხდეს უმართავი და მასიური გადავრცელება ამ ვირუსის. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმ შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, რასაც ქმნის ოკუპაცია და ჩაკეტილობა, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის მხრიდან, რომ ადგილზე დავეხმაროთ მოსახლეობას უკეთ გაუმკლავდნენ ინფექციას. დაწყებული იმ გამოცდილებიდან რაც მივიღეთ ჩვენ და დანარჩენმა მსოფლიომ გამკლავებასთან დაკავშირებით, დასრულებული უშუალოდ სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებებით და…

მეტი...

“მსოფლიოს ხუთი წელი დასჭირდება იმისთვის, რომ კორონავირუსის პანდემია სრულად გააკონტროლოს” – ჯანმოს მეცნიერი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის, სუმია სვამინატანის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. „მე ვიტყოდი, რომ ხუთი წელი ის პერიოდია, რომელიც პანდემიის სრულად გასაკონტროლებლად დაგვჭირდება“, – განაცხადა მან. სუმია სვამინატანის განმარტებით, ამ მომენტში ვაქცინა კარგი გამოსავალი იქნებოდა, თუმცა უამრავი კითხვები არსებობს ვაქცინის უსაფრთხოებასთან, წარმოებასა და სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 4.3 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 297 465 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მეტი...

ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლნისში 86 შესწავლილი ნიმუშიდან 15 კორონავირუსზე დადებითია. დადასტურებული შემთხვევებიდან შვიდი არის სოფელ მუშევანთან დაკავშირებული პირი, ხოლო რვა სოფელი გეტას კლასტერიდანაა. საერთო ჯამში ლაბორატორიაში გაგზავნილი იყო 131 პირის საკვლევი მასალა. 45 დაკავშირებით კვლევა გრძელდება.

მეტი...

ტრამპმა კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთთან ურთიერთობების გაწყვეტა არ გამორიცხა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩინეთთან ურთიერთობების გაწყვეტა არ გამორიცხა. ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა ტელეარხ Fox Business-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ამერიკის ხარჯზე ცხოვრობს. „ჩვენ ბევრის გაკეთება შეგვიძლია. შეგვიძლია საერთოდ გავწყვიტოთ ურთიერთობა ჩინეთთან. იცით რა მოხდება მაშინ? 500 მილიარდი დოლარის დაზოგვას შევძლებთ, თუ ამ ურთიერთობებს გავწყვეტთ. ნატოს ქვეყნების დაცვას პრაქტიკულად ჩალის ფასად ვუზრუნველყოფდით და შევძელი, რომ ამ ქვეყნებს დამატებით ასობით მილიონი დოლარი გადაეხადათ. ევროპის დაცვას ვუზრუნველყოფთ, ხოლო ისინი კი ვაჭრობის სფეროში უპირატესობებით სარგებლობენ. ეს ცალმხრივი უპირატესობებია, თუმცა ახლა სიტუაცია იცვლება“,…

მეტი...

“ქართული ღვინო იყიდება ისეთ ქვეყნებში, სადაც რამდენიმე წლის წინ არა თუ ექსპორტი იყო დასაშვები, არამედ საერთოდ არ იცნობდნენ” – დავით ტყემალაძე

“ქართული ღვინის წარმოებას და ექსპორტს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მიმართულებით სწორი სახელმწიფო და დარგობრივი პოლიტიკის შედეგად გაშენდა ახალი ვენახები, ფუნქციონირებს ასობით ღვინის საწარმო, მათ შორის ბევრი ახალი, რეკორდულად გაიზარდა ღვინის ექსპორტისა და ყურძნის მოსავლის რაოდენობა”, – ამის შესახებ “ღვინის ეროვნული სააგენტოს” თავმჯდომარის მოადგილე, დავით ტყემალაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ქართული ღვინო იყიდება ისეთ ქვეყნებში, სადაც რამდენიმე წლის წინ არა თუ ექსპორტი იყო დასაშვები, არამედ ქართულ ღვინოს საერთოდ არ იცნობდნენ. “სამწუხაროდ, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასს „სამარცხვინო“ უწოდა და ვითარება წარმოაჩინა ისე,…

მეტი...

“ევროპის ქვეყნები კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის უნდა მოემზადონ” – ჰანს კრიუგე

“ევროპის ქვეყნები კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის უნდა მოემზადონ და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას”, – ამის შესახებ ჯანმოს ევროპული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლიუგემ გამოცემა The Daily Telegraph-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჯანმოს ევროპული ბიუროს დირექტორმა აღნიშნა, რომ ქვეყნები, რომლებსაც ეპიდემია არ შეეხო, მეორე ტალღის დროს შეიძლება დაზარალდნენ. „შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღის წინაშე შეიძლება დავდგეთ. მეორე ტალღა გრიპისა და წითელას სეზონურ აფეთქებას დაემთხვევა. მინდა ის ქვეყნები გავაფრთხილო, რომლებიც შეზღუდვებს არბილებენ: ახლა მომზადების დროა და არა ზეიმის“, – განაცხადა ჰანს კლიუგემ.

მეტი...

“მთელი პანდემიის პერიოდში ველოდებოდი, ოპოზიციას მოთმინება როდის აღარ ეყოფოდა” – რატი იონათამიშვილი

“მთელი პანდემიის პერიოდში ველოდებოდი, ოპოზიციას როდის აღარ ეყოფოდათ მოთმინება და მთავარი ქვეცნობიერი ზრახვებს ცნობიერში როდის გააჟღერებდნენ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები როგორი ფორმატითაც არ უნდა ჩატარდეს, მათ ამ გზით წარმატების მიღწევის შესაძლებლობა არ აქვთ. „ოპოზიციას გული დაწყდა, რომ სცენარი, რაც დადგმული ჰქონდათ ამ პერიოდში ხელიდან გამოეცალათ და დიდი რესურსი, რაც ჩაყრილი ჰქონდათ, რომ დესტაბილიზაცია ყოფილიყო, ერთი ხელის მოსმით ფუჭი გახდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ფუჭი იყო და ისინი ამ გზით ჩვენს ქვეყანაში წარმატებას ვერასდროს მიაღწევდნენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად…

მეტი...

ევროკავშირის ქვეყნები ჩინური პირბადეებით აღარ მომარაგდება – ევროკომისიის გადაწყვეტილება

ევროკომისიამ გადაწყვიტა, ევროკავშირის ქვეყნები ჩინური პირბადეებით აღარ მომარაგდეს. ამის შესახებ Aljazeera წერს. ბოლო ერთი თვეა, პანდემიასთან გასამკლავებლად, ევროკავშირი წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მუშაკებს ჩინეთიდან მიღებული პირბადეებით ამარაგებს, თუმცა, როგორც ირკვევა, სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანები პირბადეების უხარისხობას უჩივიან. ცოტა ხნის წინ პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მათ ქვეყანაში გაგზავნილ 600 ათას პირბადეს არ აქვს ევროკავშირის სერთიფიკატი და სამედიცინო დაწესებულებში ისინი არ გამოუყენებიათ.

მეტი...

საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფი ქართველების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 15 მაისის 24 საათიდან 19 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს თურქეთის რამდენიმე ქალაქში ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ. „კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 15 მაისის 24 საათიდან 19 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალქებში: ანკარა, ბალიქესირი, ბურსა, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, სტამბოლი, იზმირი, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მანისა, საქარია, სამსუნი, ვანი და ზონგულდაქი. ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება. კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90…

მეტი...

“ისევ მოვა გაზაფხული კორონას გარეშე” – ლევან რატიანი

“აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ეს ვირუსი ადამიანისთვის ასეთი საშიში აღარ იქნება”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.  მისი თქმით, ამის მიუხედავად, რეკომენდაციების გათვალისწინება არ უნდა დაგვავიწყდეს. „თუ დავიცავთ სოციალურ და პირადი ჰიგიენის ელემენტარულ წესებს, აუცილებლად გადავრჩებით, ყველა ერთად ცხოვრებას გავაგრძელებთ და ისევ მოვა გაზაფხული კორონას გარეშე“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

მეტი...

საქართველოში აივინფიცირებულთა 37% ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია

2020 წლის 13 მაისის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 197 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში შიდსის რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.3 % (3093) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.4 % (4019) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.9 % (991) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (109) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (46) – გადაცემის გზა დაუდგენელია. აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3074 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა ორი დაუდგენელი); სამეგრელოში 1147; შემდეგ…

მეტი...

ავტოიმპორტიორებს 1-ელ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდებათ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად, ავტოიმპორტიორებს, 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 1-ელ სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ. ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები და სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღის განმავლობაში ან მის სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევას. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი აგრეთვე თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან. „გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან მისი რეექსპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში…

მეტი...

სამი ადამიანის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამი ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ ძალაში რჩება. ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით სამზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. „როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა – სამი ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აქვე განვმარტავთ, რომ სამი ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ. ამასთან, კვლავ ძალაში რჩება…

მეტი...

“როგორც უნდათ ისე გამოუშვან, უნდათ პრეზიდენტს შეაწყალებინონ, უნდათ უდოთი გამოუშვან” – მარგველაშვილი “პოლიტპატიმრებზე”

“როგორც უნდა ისე გააკეთონ. უნდათ პრეზიდენტს შეაწყალებინონ, უნდათ კანონი გააკეთონ და ჩაწერონ იქ სამი გვარი და ისე გამოუშვან, უნდათ უდოთი გამოუშვან, უნდათ კიდევ სხვა რამით გამოუშვან”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “პოლიტპატიმრებზე” საუბრისას განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, გიგი უგულავა მას შემდეგ გახდა “პოლიტპატიმარი”, როდესაც გამოვიდა ციხიდან, მოიხადა სასჯელი და დაიწყო აქტიური პოლიტიკური ცხოვრება. “უგულავა იჯდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, იყო ცნობილი დამნაშავე და არც ერთ ჩვენს პარტნიორს არ გაჩენია კითხვის ნიშანი, არც უგულავას სამართლიანად ჩაჯდომასთან დაკავშირებით და არც მერაბიშვილის სამართლიანად ჩაჯდომასთან დაკავშირებით. მერაბიშვილთან იყო პრობლემები მის გაყვანასთან მიმართებაში.  გიგი უგულავას ერთი დღე…

მეტი...

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 102 ახალი ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 102 ახალი ფაქტი გამოვლინდა. შსს-ს ცნობით, პოლიციამ 13 მაისის 21:00 საათიდან 14 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 89 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე შვიდი პირი დააჯარიმეს. „პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის ექვსი ფაქტი გამოავლინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები,…

მეტი...

ევროპარლამენტი 19 მაისს საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს

ევროპარლამენტი 19 მაისს საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას ეხება. როგორც დღის წესრიგთან მიმაგრებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ყურადღება გამახვილდება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე რამდენიმე მიმართულებით, თუმცა ამავდროულად, შეშფოთებაა გამოთქმული ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. „ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით წარმოებული სასამართლოს საქმეების გამო, რომელმაც ხელი შეუწყო უნდობლობის ზრდას და დაძაბულობის გაღრმავებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ასევე ხელი შეუწყო პოლარიზაციას საზოგადოებასა და პოლიტიკაში. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პატივი სცეს დამოუკიდებელი სასამართოს უმაღლეს სტანდარტს და მიუკერძოებელ სასამართლოს, რისი ვალდებულებაც მას…

მეტი...

ფოთში საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 58 თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა

ფოთში, მიზნობრივი კვლევების ფარგლებში კორონავირუსზე კვლევა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდათ. როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე 58 ნიმუშის აღება მოხდა. „აღნიშნული კვლევა გეგმიურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. იგი უკვე მეორედ ხორციელდება და გეგმის მიხედვით 14 დღეში ერთხელ ტარდება. ამჟამად, სულ 58 ნიმუში იქნა აღებული. იგი ,,პისიარ” ტექნოლოგიით კვლევისათვის ზუგდიდის ინფექციური საავამდყოფოს ლაბორატორიაში გაიგზავნა.”- განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ.

მეტი...

აჭარის საკარანტინო სივრცეები 325-მა ადამიანმა დატოვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით დღეს რეგიონის საკარანტინო სივრცეები 325-მა ადამიანმა დატოვა. მოქალაქეები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში 14-დღიან სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ. დღეს კი, სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ტრანსპორტით ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საკუთარ ოჯახებში დააბრუნეს. ამ ეტაპზე, აჭარის სასტუმროებში განთავსებულ საკარანტინო სივრცეებში 1 300-მდე ადამიანი რჩება. ჯამში კი, რეგიონში სავალდებულო კარანტინი 6 000-მდე ადამიანმა გაიარა. აჭარაში საკარანტინო სივრცეების ორგანიზებას, მართვასა და ფინანსურ უზრუნველყოფას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მესამე თვეა უზრუნველყოფს.

მეტი...

იტალიაში, მიგრანტებს, მათ შორის ქართველებს, დროებით ლეგალურად შრომა შეეძლებათ

იტალიაში ასიათასობით არალეგალურად დასაქმებული მიგრანტი, მათ შორის ქართველი, დროებით ლეგალურად შრომის უფლებას მიიღებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ოფიციალური საბუთების გარეშე მცხოვრებ და მომუშავე პირები სპეციალურ დოკუმენტს მიიღებენ. ეს კი მათ ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის საშუალებას მისცემს. მიგრანტებს იტალიის ჯანდაცვის სერვისით სარგებლობის უფლებაც ექნებათ.  ცნობილია ისიც, რომ მმართველი კოალიცია კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისისგან თავის დასაღწევად ეკონომიკის მასტიმულირებელ 60 მილიარდიან პაკეტზე მუშაობს.

მეტი...

18 წლამდე პირებს 500, 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს 1000 ლარი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარდაჭერის გეგმა წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერის გეგმა წარადგინა. მელიას განცხადებით, ფინანსური მხარდაჭერის გეგმა 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 500 ლარით, ხოლო 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის 1000 ლარით დახმარებას ითვალისწინებს. მელიას განმარტებით, მხარდაჭერის გეგმაში არ მოიაზრებიან ის პირები, რომლებსაც 40 ათასი ლარი და მეტი შემოსავალი აქვთ. ნიკა მელიას შეფასებით, შექმნილ ვითარებაში ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი და სახელმწიფო მოქალაქეებს სწორედ ამ გეგმის მიხედვით უნდა დაეხმაროს. „უალტერნატივო და უპირობო გამოსავალია, რომ ამ ადამიანებს შევეხიდოთ. ჩვენ ვიმუშავეთ კოლეგებთან, რეფორმების გუნდთან ერთად და ერთადერთ სწორ გამოსავლად, რომელიც…

მეტი...

“საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი და უპირველესი რეგიონში, რომელიც გახსნის საკუთარ საზღვრებს” – ირაკლი ჩიქოვანი

საერთაშორისო მედია აგრძელებს საქართველოს მიერ „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგების აღიარებას. ეს არის მნიშვნელოვანი და მისასალმებელი,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს შესახებ ევროპა პრესის ესპანური გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში შედეგი სახელმწიფოს მიერ მიღებული სისტემური გადაწყვეტილებების შედეგად დადგა. „რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიიღეს დარგის ექსპერტებმა, ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სპეციალისტებმა. შედეგები, რომელიც საქართველოში გვაქვს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საქართველომ, არა მხოლოდ „კოვიდ-19“-ის ეფექტიან გამკლავებაზე იფიქროს, არამედ უკვე, პოსტკრიზისულ პერიოდში იფიქროს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი და უპირველესი რეგიონში,…

მეტი...

გუდაურში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. საქმის არსებითი განხილვა 25 მაისიდან დაიწყება და სხდომები გორის რაიონულ სასამართლოში ჩატარდება. ახალგაზრდა მამაკაცი გუდაურში 16 თებერვალს მოკლეს, ერთი კი, დაჭრეს. განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილია დაკავებული. ასევე, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი ექვს პირს წარუდგინა.

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 14 მაისის მდგომარეობით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 შეადგინა. ცხინვალის ე.წ. სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელის, ანა გაგლოევას ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკვირვების ქვეშ 279 პირი იმყოფება. აღსანიშნავია, რომ დღეს გამოვლენის შემთხვევებს შორის 4 რუსული სამხედრო სასწავლებლების კურსანტია. ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსის პირველი შემთხვევები 6 მაისს გამოვლინდა.

მეტი...

“არ შეიძლება დახმარებასა და „ნაცმოძრაობის“ ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე სახის ტოლობა დაფიქსირდეს” – დავით მათიკაშვილი

უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. როგორც დეპუტატი ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში პრობლემა შექმნას. მისი თქმით, ეს პარტია ქართველი ამომრჩევლისგან 2020 წლის არჩევნებშიც საკადრის პასუხს მიიღებს. „დღეს უკვე „ნაციონალური მოძრაობა“ ღიად აცხადებს, რომ გამოიყენებს ყველა საშუალებას იმისთვის, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და ეს საშუალებები არის ტყუილი და ძალადობა, რაც საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში რაიმე პრობლემა შექმნას. ეს ურთიერთობა არის ძალიან მნიშნელოვანი ქვეყნისთვის. საზოგადოებისთვის კრგად ცნობილია თუ რა მაღალი შეფასება მიიღო საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით,…

მეტი...

“საქართველოს მთავრობას უკვე მოზიდული აქვს 3.5 მილიარდის საერთაშორისო დახმარება” – ნათია თურნავა

საქართველოს მთავრობას მთლიანობაში უკვე მოზიდული აქვს 3.5 მილიარდის საერთაშორისო დახმარება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტიდან, მათ შორის მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა და, რა თქმა უნდა, ევროკავშირს  ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ამაში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებასთან დაკავშირებით. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ მოზიდული თანხა მთლიანობაში ქართველ ხალხის მიმართ დახმარებაა. „ეს დახმარება ჩვენ მოვიზიდეთ უკვე და პრაქტიკულად ეს არის დასრულებული საკითხი, სწორედ იმის გამო, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში განუხრელად მიყვებოდა რეფორმების კურსს. იმის გამო, რომ საქართველო ბევრ პოზიციაში არის ნომერ პირველი რეფორმატორი…

მეტი...

“მესამე კომპონენტი უკავშირდება ერთწლიანი კულტურების თანამედროვე სარწყავი სისტემებით აღჭურვას” – ლევან დავითაშვილი

ფერმერების მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა. „პირველი ეს არის შეღავათი, რომელიც ფერმერებს დაუწესდა სამელორაიცო გადასახადის გათავისუფლების სახით. მათ ჩამოეწერათ, როგორც წინა წლების 2020 წლამდე არსებული დავალიანება, ასევე მიმდინარე წლის, 10 ჰექტრამდე მეურნებობებისთვის ირიგაციისა და დრენაჟის საფასური. მეორე აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაა, ეს არის მთავრობის ახალი დადგენილება, ახალი საგრანტო პროექტი, რომელიც მცირე და საშუალო ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია ეს პროექტი მომავალ წლებშიც იარსებებს, რათა გაძლიერდეს ფერმერების შესაძლებლობები, ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ტექნიკაზე. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მათ კონკურენტუნარიანობასთან, რათა თავიანთი მეურნეობების მოდერნიზება და გაფართოება შეძლონ. პირველი ეს უკავშირდება მექანიზაციას,…

მეტი...

“ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიუბრუნდა სოფელს და ფერმერული საქმიანობა დაიწყო” – ლევან დავითაშვილი

ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა – ყოველთვის გვქონდა აქცენტი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე,  პროდუქტიულობის, კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებებით სამინისტრო სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს, რომლებიც  სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. „დამატებითი დახმარების პაკეტი, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ გვქონდა, უკავშირდება იმას, რომ ჩვენ არაერთხელ გაგივცხადებია და პრემიერმა დღესაც განაცხადა, რომ როდესაც ვაწყდებით კრიზისს კოვიდიდან გამომდინარე, ნებისმიერი მთავრობის მხრიდან ყველაზე სწორი ალბათ იქნებოდა ამ კრიზისის შესაძლებლობებში გადატანა, თუ შესაძლებლობების გამონახვა. დავინახეთ, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიუბრუნდა სოფელს და დაიწყო ფერმერული საქმიანობა იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეულწილად…

მეტი...

„დამოუკიდებელი დეპუტატები“ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მხარს ერთი პირობით დაუჭერენ“ – მარიამ ჯაში (ვიდეო)

პოლიტიკური ჩრდილით მიმდინარე დაპატიმრებების თემაში ჩვენი ფრაქცია არასოდეს ჩარეულა, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.ჯაში „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სახელით აცხადებს, რომ მათი ფრაქციის მთავარი მოთხოვნა სავალდებულო არჩევნებია. „ჩვენი ფრაქციის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს განხილვის თემა გამხდარიყო სავალდებულო არჩევნების საკითხი, წელს სავარაუდო იყო, რომ ეს ვერ მოსწრებულიყო. პოლიტიკური ჩრდილით მიმდინარე დაპატიმრებების თემაში ჩვენი ფრაქცია არასოდეს ჩარეული, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებას, თუ სავალდებულო არჩევნების თემა იქნება განხილული. ყევლაზე დიდი რისკი „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება ხალხისთვის და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობის…

მეტი...

“კონკრეტული მიმართულებებით ფრენების შესახებ თარიღები მალე დასახელდება” – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სულ მალე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების შესახებ თარიღები დასახელდება. მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ დაადასტურა მზადყოფნა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აღადგინოს რეგულარული ფრენები. „სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის სამთავრობო სტრუქტურებმა დაასახელეს საქართველო, როგორც ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, სადაც ვარაუდოებენ, რომ შედარებით ნორმალური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და იმ ეფექტური ზომებიდან გამომდინარე, როგორც ჩვენმა მთავრობამ მართა ეპიდემია, ვარაუდობენ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, სადაც მათი ტურისტები ჩავლენ. არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მათ შორის ეს არის ევროპის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, საფრანგეთთან ვაპირებთ აქტიურ კომუნიკაციას და ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნები და რეგიონის…

მეტი...

“თუ დავკარგავთ ევროპარლამენტართა ან ვაშინგტონის ნდობას, ოკუპანტ სახელმწიფოსთან პირისპირ აღმოჩნდებით” – მარიამ ჯაში

ფრაქცია ,,დამოუკიდებელი დეპუტატების’’ თავმჯდომარე, მარიამ ჯანაშია “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის არსებულ სიტუაციას “ჩიხში შესვლად” აფასებს. ჯაში იმ რისკებზე საუბრობს, რაც შეიძლება ოკუპანტ ქვეყანასტან მიმართებაში წარმოიშვას.„8 მარტის შეთანხმებამ, ჩიხში შეიყვანა ხელისუფლება, როდესაც ევროპარლამენტარები თანმინდევრულად აკრიტიკებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ბუნებრივია ეს დადებითად არ აისახება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ინტერესებზე. ჩვენ თუ დავკარგავთ ევროკავშირის ნდობას, ან ვაშინგტონის მხარდაჭერას აღმოვჩნდებით პირისპირ ოკუპანტ სახელმწიფოსთან,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარში.“ “მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია  წყაროს და ლინკის მითითება

მეტი...

,,თუ ხელისუფლება გაათავისუფლებს პატიმრებს, დაკარგავს საარჩევნო ხმებს, თუ არ გაათავისუფლებს, მიიღებს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას’’ – მარიამ ჯაში ,,მედიაცენტრ მთავარში’’

ფრაქცია ,,დამოუკიდებელი დეპუტატების’’ თავმჯდომარე მარიამ  ჯაშის შეფასებით, 8 მარტის გადაწყვეტილება იყო წინ გადადგმული ნაბიჯი  საქართველოს დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ, რეალურად ჩიხში შეიყვანა ხელისუფლება, რადგან ის ფიქრობს, რომ ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება და ნაბიჯი აუცილებლად გახდება კრიტიკის საკითხი. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მარიამ ჯაშმა ,, მედიაცენტრ მთავარში’’ ისაუბრა. ,,თუ ქართული ოცნება გაათავისუფლებს პოლიტიკურ ლიდერებს,  ის  აუცილებლად დაკარგავს ხმებს. მეორე მხრივ, თუ ბოლომდე არ იქნება შეთანხმება მიღწეული, გაგრძელდება კრიტიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან’’ – აღნიშნა მარიამ ჯაშმა ,,მედიაცენტრ მთავარში’’. რაც შეეხება უგულავა- რურუა- ოქრუაშვილი არიან თუ არა პოლიტიკური პატიმრები, როგორც მარიამ ჯაში განმარტავს…

მეტი...

“სილამაზის სალონები ელექტრონული რიგისა და სოციალური დისტანციის დაცვით იმუშავებენ” – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვებით, შესაძლებლობის შემთხვევაში, ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორი უფრო სწრაფად გახსნას. მისივე თქმით, სილამაზის სალონები, რომელიც მცირე ბიზნესის ძალიან დიდი სეგმენტია, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი იყო. ამასთან, თურნავა ამბობს, რომ სილამაზის სალონები პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რაც ამოქმედების შემდეგ იქნება დაწესებული. „თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვებით, როგორც კი ამის საშუალება გვეძლევა, უფრო სწრაფად გავხსნათ ეკონომიკის ესა თუ ის სექტორი. სილამაზის სალონები, რომელიც არის ძალიან დიდი სეგმენტი მცირე ბიზნესის, ინდმეწარმეების, მიკრომეწარმეების,…

მეტი...