“არ ვაპირებ, საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან” – ნიკოლოზ ბასილაშილის განცხადება

მსოფლიოში ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი,   რომელიც სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა, განცხადებას ავრცელებს. „მედიაცენტრი მთავარი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. „ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება, 22 მაისს, განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება…

მეტი...

„ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი ცდილობს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს ოჯახს“ – ბასილაშვილების ოჯახის განცხადება

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: „გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა. პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამარით ისმის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა.…

მეტი...

“საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას, ასე მარტივად ითქვას, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადეა” – ადვოკატი

“საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას, ასე მარტივად ითქვას, რომ ჩემი დაცვისქვეშ მყოფი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადეა” , – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს. ადვოკატის თქმით, ის სიამოვნებით გაასაჯაროვებდა მტკიცებულებებს, რომ არა დაწესებული შეზღუდვა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. „მეგობრებო, მსურს გამოვეხმაურო საქმეს, რომელსაც მოვკიდე ხელი როგორც იურისტმა და უფლებადამცვლმა. არ დავიწყებ იმის მტკიცებას და გამიჯვნას, თუ რას ვფიქრობ ოფიციალურ ბრალდებაზე. როგორც იურისტი და როგორც ქალი, ერთნაირად მიუღებელია ძალადობა და დასაგმობია, მაგრამ ამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას ასე მარტივად ითქვას, რომ ჩემი დაცვისქვეშ მყოფი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოძალადეა. მოვლენებს წინ არ…

მეტი...

რატომ მიაკითხა ყოფილმა მეუღლემ ნიკოლოზ ბასილაშვილს 40 წუთში – რას უყვება წყარო „მედიაცენტრ მთავარს“  

„ყოფილ მეუღლესთან მცირედი ინცინდენტისას ნიკოლოზ ბასილაშვილი სახლში არ ყოფილა. ის, შვილთან ერთად მანქანაში იჯდა, როცა ყოფილმა მეუღლემ მიაკითხა“ – უყვება წყარო „მედიაცენტრ მთავარს“ და ამბობს, რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ძალადობას ადასტურებს. „ეს ყველაფერი არის გამოგონილი, სიცრუე. არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ძალადობას ადასტურებს, ამიტომაც შეუფარდა მას სასამართლომ გირაო. მტკიცებულებები რომ ყოფილიყო, მას არავინ გამოუშვებდა“ – უყვება წყარო „მედიაცენტრ მთავარს“. რაც შეეხება თავად ფაქტს, წყაროს ინფორმაციით, ყოფილმა მეუღლემ ნიკოლოზ ბასილაშვილს შვილის წაყვანიდან დაახლოებით 40 წუთში მიაკითხა. „ყოფილი მეუღლე ყოველთვის, ყველაფერში ცდილობდა, მაქსიმალურად შეურაცხყო…

მეტი...

“მარტო ჩემი ქმარი კი არ იყო მოძალადე, მთელი ოჯახის ამბავია” – ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

„გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, რადგან მარტო ჩემი ქმარი კი არ იყო მოძალადე, მთელი ოჯახის ამბავია”, – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ნეკა დოროყაშვილმა განაცხადა.  ნეკა დოროყაშვილის თქმით, მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა სისტემატურად ხდებოდა. „გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, რადგან მარტო ჩემი ქმარი კი არ იყო მოძალადე, მთელი ოჯახის ამბავია. ჩემი ბავშვის თანდასწრებით მოხდა ეს, ძლივს გადავარჩინე მისი სიცოცხლე. ​აღმენიშნება დაზიანებები, ექსპერტიზა ჩატარდა და კიდევ არის დაგეგმილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ფოტომასალაა ასევე. ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი. უბრალოდ მეგონა, რომ დაშორების შემდეგ აღარ გაგრძელდებოდა. ვუფრთხილდებოდი ოჯახს, საქართველოა და ვუფრთხილდებოდი ოჯახის სტატუსს. დაშორების შემდეგ ამ ყველაფერმა ასეთი ხასიათი მიიღო და ლამის სიცოცხლეს გამოვესალმეთ მე და ჩემი შვილი ჩემთვის…

მეტი...

“ზოგი ამბობს, რომ თოხით გავეკიდე, ზოგი კი ბარით, ძალიან სასაცილოა” – ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა

ყოფილი ცოლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშილის მამა ყოფილი რძლის ბრალდებებს უარყოფს. “ნუ მაცინებთ რა, ძალიან სასაცილოა… ყველა სხვადასხვა ვერსიას მეუბნებით, ზოგი ამბობს, რომ თოხით გავეკიდე, ზოგი კი ბარით. ეს ახლა პირველი შემთხვევაა, რომ ნაჯახით გავეკიდე,” – განაცხადა ნოდარ ბასილაშვილმა. ნეკა დოროყაშვილის მტკიცებით, ჩოგბურთელმა მასზე შვილის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა. უფრო მეტიც, ის ირწმუნება, რომ ურთიერთშელაპარაკებაში ყოფილი მამამთილიც მონაწილეობდა და გარკვეული საგნით გამოეკიდა. დოროყაშვილი კონკრეტულად ვერ იხსენებს, თუ რა საგანი იყო ეს და ვარაუდობს, რომ აღნიშნული საგანი შესაძლოა ნაჯახი იყო. დღეს ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას ყოფილი რძლის მიმართ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი…

მეტი...

“ჯერ შორს ვართ, რომ COVID19-ის პანდემია დასრულებულად გამოცხადდეს” – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა, რომ COVID19-ის პანდემიას დასრულებაზე საუბარი ადრეა. მისი თქმით, პანდემია მაშინ დასრულდება, როცა სრულად კონტროლირებადი გახდება. „პანდემიის გამოცხადება ხდება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. მაგალითად H1N1-ის პანდემია ერთ წელი იყო და შემდეგ ჯანმო-ს მიერ გამოცხადდა დასრულებულად. პანდემია ცხადდება მაშინ, როცა დაავადება ბევრ ქვეყანაშია და სხვადასხვა კონტინენტზე. პანდემია დასრულებულად გამოცხადდება მაშინ, როცა სრულად კონტროლირებადი იქნება. კერძოდ, როცა შემთხვევების რაოდენობა ერთეული იქნება და ახალი ცხელი კერები აღარ წარმოიქმნება. დღეს კორონავირუსი ბევრ ქვეყანაში აღმავლობის რეჟიმშია. ჯერ შორს ვართ, რომ პანდემია დასრულებულად გამოცხადდეს. ჯერჯერობით მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდემია კონტროლირებადია, მაგრამ როცა ეს ქვეყნები საზღვრებს გახსნიან,…

მეტი...

“ბასილაშვილი ყოფილ ცოლს ყოველ თვე 100 000-სს უხდიდა, ცოლმა კი 300 000 მოსთხოვა” – ჟურნალისტის სკანდალური პოსტი

ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი სოციალურ ქსელში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით, სკანდალურ პოსტს აქვეყნებს: “მოკლედ, კიდევ ერთხელ რომ განგიმარტოთ, ზოგიერთი ჩლუნგი რომ არ გამოხტეს მერე – კულუარული ინფორმაცია ბევრი წელია მაქვს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის ცოლზე ძალადობდა და ბევრი წელია დაშორებულები არიან. შერიგდნენ, დაშორდნენ. ნელი, იგივე ნეკა დოროყაშვილს ჰქონდა ოფიციალური კონტრაქტი გაფორმებული მეუღლესთან, რომლის მიხედვით ბასილაშვილი მას ყოველ თვე ასი ათას ლარს ურიცხავდა. ბავშვს ბასილაშვილი ნახულობდა სოც მუშაკის ნებართვით და იშვიათად! ვაედითებ და ვამატებ იმას, რომ რაზეც შეთანხმება დაიდო, გაუთქმელობაზე კონკრეტული ამბის, ზუსტად ამ ამბის…

მეტი...

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი საზღვრიდან 2 კილომეტრში, ინგუშეთის ტერიტორიაზე იყო. 3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 16:33 საათზე მოხდა.

მეტი...

“ტყე არ იკეტება, მისი გონიერი, ზომიერი მოხმარების ნორმები წესდება” – ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი

“ისტორიული ფაქტებიც გვახსოვს და სინამდვილეც არსებობს, რომ ტყე ეკლესიამ შეინარჩუნა, დღეს ეს ნაბიჯი ვფიქრობ, რომ კარგია, ტყე არ იკეტება, ოღონდ მისი გონიერი, ზომიერი მოხმარების ნორმები წესდება”, – განაცხდა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ტყეების მართვის კანონში რეგულაციების საკითხთან დაკავშირებით. „ეს არაა მხოლოდ ეკლესიებზე გადასაცემი ტერიტორიების კანონი, ესაა ზოგადად ტყის მართვის კანონი. აქედან გამომდინარე, თუ სახელმწიფო კანონმდებელი თვლის, რომ ერთობლივად შეიძლება ამ საკითხის მოგვარება, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავთ. რაც შეეხება იმას, რომ ეკლესიაზე გადაცემული ტყეები იქნება უტყუარად დაზიანებული ან აკრძალვის ზონები, მინდა გავიხსენო, რომ მსოფლიოშიც და საქართველოშიც არსებობს ასეთი რეგულაციები, რომელიც იძლევა…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლეს არ ახსოვს, მეუღლე ნაჯახით გამოეკიდა, თუ გიტარით

“გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი იყო ნაჯახი”, – ამის შესახებ ძალადობაში ბრალდებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, კონფლიქტში ყოფილი მამამთლიც ჩაერია. “ჩემს დანახვაზე, როცა მივაკითხე ჩემს შვილს, არ ვიცი რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა არ ვიცი, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი იყო ნაჯახი. მე არც მახსოვს…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილი უახლოეს საათებში განცხადებას გაავრცელებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ადვოკატი უახლოეს საათებში განცხადებას გაავრცელებენ. როგორც ცნობილია, ჩოგბურთელი 100 ათას-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. ადვოკატის ინფორმაციით, თანხის გადახდა ამ წუთებში მიმდინარეობს, რის შემდეგაც ბასილაშვილი საპატიმროს დატოვებს. ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.

მეტი...

“ისინი, ვინც ჩინეთისგან კორონავირუსის გამო კომპენსაციას ელოდება, ოცნებობენ” – ჩინეთის საგარეო მინისტრი

„ისინი, ვინც ჩინეთისგან კორონავირუსის გამო კომპენსაციას ელოდება, ოცნებობენ“, – ამის შესახებ განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ გააკეთა. ინფორმაციას reuters ავრცელებს. ამ დროისთვის ჩინეთში კორონავირუსის 84,084 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 4,638 ლეტალურად დასრულდა.

მეტი...

“ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და ამის მტკიცებულებებიც არ არსებობდა” – ადვოკატი

ქართველი ჩოგბურთელის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის. ადვოტატის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი უახლოეს მომავალში დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. „მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. მთავარია, რომ მას შეეფარდა გირაო და უახლოეს მომავალში დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. დანაშაულს არ აღიარებს, იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი არ ჩაუდენია. საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა. ბასილაშვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და მის მტკიცებულებებიც არ არსებობდა. პროკურატურამ რა თქვა, არ მაინტერესებს, ბავშვისა და ბასილაშვილის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, კომენტარს არ ვაკეთებთ. გირაოსთან დაკავშირებით პოზიციას არ გავაჟღერებთ. ​ბასილაშვილებისგან არ მაქვს უფლება, საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვისაუბრო. არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია. თუკი ძალადობას ექნებოდა…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პროკურორ ნათია გურულის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს გადახდის ვადად ბასილაშვილს 30 დღე მიეცა. მას შემდეგ კი, როცა გადაიხდის გირაოს, ბასილაშვილი საპატიმროს დატოვებს. ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. წინასასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე 16 ივლისს ჩაინიშნა.

მეტი...

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლის ცემაში ადანაშაულებენ

ქართველი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლის ცემაში ადანაშაულებენ. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბასილაშვილის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

მეტი...

“ქართული ეკლესია და ქართველი ერი საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ტაძრებს და უნარჩუნებდნენ მომავალ თაობებს” – მეუფე გრიგოლი

“ქართული ეკლესია და ქართველი ერი საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ტაძრებს, მის მიმდებარე ტერიტორიებს, უვლიდნენ, ამრავლებდნენ და ასე უნარჩუნებდნენ მომავალ თაობებს”, – ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ კაცია საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ეკლესიებისთვის ხე-ტყის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ხე-ტყის გადაცემა ეკლესიისთვის პრივილეგია კი არ არის, არამედ მრავალსაუკუნოვანი ღვაწლის დაფასება. „მარტვილის მონასტერი მერვე საუკუნიდან არსებობს და საუკუნეები ეპარქია ინარჩუნებს და ამრავლებს ტყეს. მიუხედავად იმისა, რომ შემოსევების დროს დაუნგრევიათ და გადაუწვავთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიები, ჩვენი ეკლესია და ქართველი ერი ყოველთვის ერთად ზრუნავდა მათ გადარჩენაზე და ეს არის კარგი მაგალითი ჩვენთვის. პატრიარქი მუდამ…

მეტი...

“უკრაინის მთავრობამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთან კონსულტაციების გარეშე დანიშნა” – სალომე ზურაბიშვილი

“უკრაინის მთავრობამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთან კონსულტაციების გარეშე დანიშნა”, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებამ გაართულა მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის. „ეს არ ყოფილა ფრთხილად გააზრებული გადაწყვეტილება, ის მიიღეს კონსულტაციების გარეშე, გაფრთხილების გარეშე, უბრალო შეტყობინების გარეშეც კი. მიუხედავად ამისა, საქართველოს არ სურს სიტუაციის გართულება, რადგან საქართველოს და უკრაინას ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები აკავშირებთ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

“100 ათასამდე ამერიკელი გარდაიცვალა, პრეზიდენტი კი ამ დროს გოლფს თამაშობს” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. „100 000-მდე ამერიკელი გარდაიცვალა, ათობით მილიონმა კი სამსახური დაკარგა. ამ დროს პრეზიდენტი გოლფს თამაშობს“, – წერს ბაიდენი Twitter-ზე. CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა გოლფი ვირჯინიის ქალაქ სტერლინგში ითამაშა. ტელეარხის ცნობით, გოლფის თამაშისას ტრამპსა და მის პარტნიორებს პირბადეები არ ეკეთათ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

“საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. „კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი. ამ დროისთვის, კოვიდ ცენტრებში 196 პაციენტი მკურნალობს. ორი ახალი შემთხვევის კლასტერი ცნობილია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, მეორე საკარანტინო სივრციდან. კვლავ რჩება ჩვენთან 35 პაციენტი. ერთი ახალი დადასტურებული მივიღეთ სოფელ მუშევანიდან, ბოლნისის რაიონიდან. ეს პაციენტი იქ დადასტურებულის კონტაქტია. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი ასაკოვანია, ჩივილები არ აქვს განსაკუთრებული, ტეპმპერატურაც ნორმაში აქვს. ლაბორატორიული მონაცემებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება. დღეს ვნახავთ, აქვს თუ არა პნევმონია და შეფასებით ნაწილზე ხვალ ვისაუბრებთ“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მეტი...

2 მეტრიანი დისტანციის დაცვა და ნიღბების ტარება სკოლებსაც მოუწევთ – როგორ უნდა განაწილდნენ ბავშვები კლასებში?!

,,სავარაუდოდ, შემოდგომაზე სწავლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, მაგრამ აუცილებელი პირობების დაცვით: ნიღბის ტარებით, ჰიგიენის დაცვით და სოციალურ დისტანცირებით’’ – ამის შესახებ  თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარს’’ განუცხადა. მისი თქმით, თუ ვირუსის მეორე ტალღა მძიმე იქნა და შემთხვევებმაც იმატა,  ეს ავტომატურად დააყენებს დღის წესრიგში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეჩერების საკითხს. „,მედიაცენტრი მთავარის’’კითხვას, სწავლის განახლებასთან ერთად ვირუსის გავრცელების რისკები რამდენად მატულობს, ივანე ჩხაიძემ ასე უპასუხა: „თუ შემოდგომაზე მეორე ტალღა გაცილებით უფრო მძიმე იქნება და შემთხვევებიც მოიმატებს, ეს ავტომატურად დააყენებს დღის წესრიგში საკითხს, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო დაწესებულებებში…

მეტი...

“მელნისებრი ავადმყოფობით” დაავადებული წაბლის სანიტარული ჭრა 43 ჰა ფართობზე მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი  იმერეთის რეგიონში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოსლევში,   წაბლნარ კორომებში სანიტარული ჭრების მიმდინარეობას გაეცნო. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ „ეროვნული სატეო სააგენტოდან“ აცნობეს,  სანიტარული ჭრისთვის  მოინიშნა დაავადებული ხეები 43 ჰა ფართობზე. „იმერეთის რეგიონში წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების პროგრამის ფარგლებში,  საერთაშორისო ექსპერტის ირინა მაციახის,  გასულ წელს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე   დაყრდნობით,  სანიტარული ჭრისთვის  მოინიშნა დაავადებული ხეები 43 ჰა ფართობზე.  ხოლო  ჭრის განხორციელების შემდეგ დაიწყება ბიოლოგიური კონტროლის მეთოდის ტესტირება – ტერიტორიაზე ჰიპოვირულენტური შტამების შეტანით. რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელდება როგორც დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდების გამოყენება,  ასევე ტყის აღდგენისა და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის…

მეტი...

“გამორიცხული არაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისზე უფრო ადრე აღდგეს” – მთავრობის ადმინისტრაცია

შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი, თუმცა ეს არ გამორიცხავს, მათი ნაწილი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, უფრო ადრე მოიხსნას, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ. „დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი, თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით, უფრო ადრე მოიხსნას. ისევე, როგორც ცალკეული ეკონომიკური საქმიანობების აღდგენის გადაწყვეტილება დადგენილ ვადაზე ადრე იყო მიღებული, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დარჩენილი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მიიღებს, რის შემდეგაც დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მეტი...