სალონები იხსნება, ტრანსპორტში კი 3 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს

„18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური სამედიცინო ცენტრები, მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის გადაადგილებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით“ – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია. „დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით დასტაბილურდა, ხაზგასმით ვამბობ, შედარებით და კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ გვაქვს ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა, 11 გამოჯანმრთელებული და სამწუხაროდ, დღეს დილით გახდა ცნობილი გვყავს კიდევ ერთი გარდაცვლილი 81 წლის ქალბატონი. ეს სამწუხარო ფაქტი კიდევ…

მეტი...

“კორონავირუსი შესაძლოა, არასდროს გაქრეს და ის ენდემურ ვირუსად იქცეს” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

კორონავირუსი შესაძლოა, არასდროს გაქრეს, – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ექიმმა მაიკ რაიანმა გააკეთა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაქცინა იარსებებს, ვირუსის კონტროლისთვის დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო. „მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება, ვირუსი შესაძლოა, კიდევ ერთ ენდემურ ვირუსად იქცეს ჩვენს საზოგადოებაში და ის შესაძლოა, არასდროს გაქრეს. იმუნოდეფიციტური ვირუსი არ გამქრალა, მაგრამ მისი კონტროლი ვისწავლეთ“, – განაცხადა ექიმმა მაიკ რაიანმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ვერავინ შეძლებს თქმას, როდის გაქრება „კოვიდ-19“.

მეტი...

„გარანტიას გაძლევთ, უმრავლესობა მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, არსებული ხმები საკმარისია“ – სიმონ ნოზაძე (ვიდეო)

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე თვლის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმები საკმარისი იქნება, პარლამენტის წევრს იმედი აქვს, რომ პროცედურაში მონაწილეობას დამოუკიდებელი და უმრავლესობიდან წასული დეპუტატებიც მიიღებენ. „მე გარანტიას გაძლევთ, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ ცვლილებებს, გარდა ამის რჩება კიდევ იმაზე მეტი დეპუტატი, რაც საკმარისია, საკონსტიტუციო უმრავლესობის  მოსაპოვებლად, 113 ხმა არის საჭირო, თუკი ერთიანობა იქნება, თუ ინაშვილის ფრაქცია მხარს დაუჭერს, ასევე უმრავლესობიდან გასული ფრაქციები და დამოუკიდებელი დეპუტატებიც დაუჭერენ მხარს, სავსებით შესაძლებელია ამ საკონსტიტუციო ცვლილების გატანა. ვადებშიც ჩავეტევით,“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ “მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია  წყაროს და ლინკის…

მეტი...

“ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო, მწვანე კორიდორი, როგორც ჩანს, ისრაელი იქნება” – გიორგი გახარია

საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ტურიზმის ამუშავებას და ქვეყანაში სტუმრების მიღებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიდგომაა, რომ კრიზისი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა. „რაც შეეხება ეკონომიკის შემდგომ განვითარებას და ანტიკრიზისულ გეგმებს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, მოგეხსენებათ, ჩვენი მიდგომა არის მარტივი – კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა, ეს გამოწვევა, გლობალური კრიზისი, გლობალური პანდემია ჩვენი ქვეყნისთვის უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად, გავხდეთ უფრო ეფექტიანი და წარმატებული გლობალურ კონკურენციაში. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი გახლავთ ტურიზმი და საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი…

მეტი...

„500 მილიონიანი დახმარება ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის საიმედო პარტნირია” – სიმონ ნოზაძე

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე კუბილიუსის განცხადებას ეხმაურება. ნოზაძე თვლის, რომ საქართველო დაპირებულ დახმარებას მიიღებს. დეპუტატი “მედიაცენტრ მთავარში”, იმ დოკუმენტზე საუბრობს, რაც 8 მარტის შეთანხმების შემდეგ შეიქმნა: „ჩვენთვის სულერთი არაა ჩვენი მეგობრების პოზიცია, 500 მილიონიანი დახმარება ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის საიმედო პარტნირია, ის რომ საქართველოს ეხმარება ცივილიზებული მსოფლიო, ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველო მათი საიმედო პარტნიორია, ასევე ეპიდემიასთან ბრძოლაში ვაჩვენეთ საუკეთესო შედეგი. მე მომეწონა ის, რომ ხელისუფლებამ შეძლო საკუთარი ძალებით გამკლავება. კუბილიუსის განცხადებას, რაც შეეხება დახმარებაზე, ეს დახმარება აუცილებლად იქნება. ახლა კი დოკუმენტი, რომელიც სადაო საგანი გახდა გავყოთ…

მეტი...

18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება

18 მაისიდან სილამაზის სალონები გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავაჩქაროთ გარკვეული ნაბიჯები და ამ შესაძლებლობის ფარგლებში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზისა და ესთეტიკის სალონები.  რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით მე-12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

“ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი ახალი პაციენტი გვყავს, როგორც ვიცი, გადმოყვანილია ცხინვალიდან” – მაკა სოლოღაშვილი

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში ერთი ახალი პაციენტია, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან არის გადმოყვანილი. როგორც მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. „ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 55 პაციენტი. აქედან „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი დადასტურებულო აქვს 45 პირს. 18 წლამდე ასაკის პაციენტია შვიდი. კლინიკაში გვაქვს ხუთი გამოჯანმრთელება, სამი მოზრდილი და ორი მოზარდი. გვყავს ერთი ახალი პაციენტი, რომელიც გადმოყვანილია მცხეთის საავადმყოფოდან დადასტურებული დიაგნოზით. ახალი პაციენტი მკურნალობდა მცხეთის საავადმყოფოში, თანამშრომელი არ არის. როგორც ვიცით, გადმოყვანილია ცხინვალიდან, მამაკაცია 60 წელს ზემოთ ასაკის. მდგომარეობა საყურადღებოა და მიმდინარეობს გამოკვლევები, ასევე მკურნალობა. ​​საყურადღებოა კიდევ ოთხი პაციენტის მდგომარეობაც. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობის სიმძიმე საშუალოა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მეტი...

აჭარაში კორონავირუსზე ჩატარებული 391 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია

აჭარაში მე-14 დღეა, ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ქალაქ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 391 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. რეგიონში 14 მარტის შემდეგ ინფიცირების 71 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 60-მა უკვე დაამარცხა კორონავირუსი, ორი კი გარდაიცვალა.

მეტი...

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 89 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 933-ით გაიზარდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ითგარდაცვალების 89 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შედეგად, გერმანიას 175 ათასამდე ინფიცირებული და 7861 გარდაცვლილი ჰყავს. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ბავარიასა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ფიქსირდება

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 5-ით გაიზარდა და 652 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 11 – ით გაიზარდა და 383 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 4246 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394 პირი. საქართველოში კრონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 204 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

იმერეთის რეგიონში უკვე 13 დღეა, კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი არ დაფიქსირებულა.ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 204 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი არის უარყოფითი, – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განაცხადა. ანალიზებს შორის იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების პაციენტების, სამედიცინო პერსონალის, საკარანტინო სივრცეებიდან გამსვლელ პირთა და ძევრის შშმ პირთა თავშესაფრის პერსონალის ბიოლოგიური ნიმუშები იყო. გიორგიძის ინფორმაციით, „კოვიდ 19“ არც ერთს არ დაუდასტურდა. იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 206 მოქალაქე იმყოფება.

მეტი...

ბრიტანეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 494 ადამიანი გარდაიცვალა

გაერთიანებულ სამეფოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 494 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 33 186-მდე გაიზარდა. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი სულ 231 ათასამდე ადამიანს აქვს დადგენილი.

მეტი...

“ჩვენ არ გვაქვს ისეთი კომპეტენცია, რომ პატიმრები ციხიდან გავათავისუფლოთ” – კახა კალაძე

კახა კალაძის განმარტებით, შეთანხმება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ვერ იქნებოდა, რადგან მთავრობას პატიმრების გათავისუფლების კომპეტენცია არ აქვს. „8 მარტის შეთანხმება რაც იყო, ეს საზოგადოებამ იხილა და იქ თეთრზე შავით წერია, რომ საერთოდ პოლიტპატიმრები ნახსენები არ არის და ვერც იქნებოდა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი კომპეტენცია, რომ პატიმრები გავათავისუფლოთ ციხიდან. მთავრობა ამას ვერ გააკეთებს. თუ ეს გადაწყვეტილება ზოგადად მიღებული იქნება, ამას იღებს პრეზიდენტი. შესაბამისად, ჩვენ ამ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდით. რა პასუხისმგებლობაც გვაქვს აღებული, ეს არის მოცმული ამ შეთანხმებაში და ჩვენს აღებულ პასუხისმგებლობას აუცილებლად პირნათლად შევასრულებთ, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება. არანაირი…

მეტი...

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დიდი რისკია“ – ეპიდემიოლოგები შეზღუდვების აღდგენას არ გამორიცხავენ

„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში“ – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და ამ ეტაპზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაშვების რეკომენდაციას არ იძლევა. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება გახლავთ მობილობის ყველაზე უფრო დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც გარკვეული მომატებული რისკია ინფექციის ზრდისა. ამიტომ,  მიმდინარეობს მსჯელობა, ამას მიეძღვნება მთავრობის სხდომა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი კი მიიჩნევს, რომ ვირუსის მატების შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვის რეკომენდაციები ისევ გასცენ. „ნებისმიერი ცვლილება, საზოგადოებრივ გადაადგილებასთან ერთად, უნდა იყოს ასოცირებული…

მეტი...

„შესაძლოა, ეს ვირუსი არასდროს გაქრეს“ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ „ახალი კორონა ვირუსი“ სხვა ვირუსების მსგავსად, ჩვენს რეალობაში დარჩება. „შესაძლოა, „ახალი კორონა ვირუსი“ ჩვენს საზოგადოებებში არსებული სხვა ენდემურ ვირუსს დაემსგავსოს და არასდროს გაქრეს. არ ვფიქრობ, რომ  ვინმეს შეეძლოს პროგნოზირება, როდის გაქრება ვირუსი. შესაძლოა, არასდროს წავიდეს, აივ-ინფექციაც არ გამქრალა. ამ ორ დაავადებას ერთმანეთს არ ვადარებ, თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ,“- განაცხადა მაიკ რაიანმა. ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ მაღალ რისკად საზოგადობრივი ტრანსპორტის ამოქმედება განიხილება. როგორც  როგორც იცით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება ვირუსის გავრცელების მხრივ…

მეტი...