რა წესები უნდა იქნას დაცული ოფისებსა და დახურულ სივრცეებში?

ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, რა წესები უნდა იქნას დაცული ოფისებსა და დახურულ სივრცეებში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ასეთ დაწესებულებებში სამუშაო მაგიდებს შორის მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა ეფექტს ნამდვილად არ მოგვცემს და ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ. მისი თქმით, ფიზიკური დისტანციის დაცვასთან ერთად აუცილებელია სხვა წესების დაცვაც, როგორიცაა განიავება, ხშირი დალაგება სველი წესითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. „ოფისებსა და დახურულ სივრცეში მუშაობისას წესების დაცვაში მხოლოდ მანძილი და ფიზიკური დისტანცირება არ იგულისხმება. აქ აუცილებლად უნდა იყოს სხვა წესები დაცული, როგორიცაა სწორი განიავება, სწორი აირაცია და ხშირი დალაგება სველი წესით,…

მეტი...

რომელ პოლიტიკურ პარტიაში იქნება ვანო მერაბიშვილი, ცნობილია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდება. „საბოლოო ჯამში, პარტიულად ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება. როგორი ფორმით, რანაირად, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა. საიდუმლო გავეცი? – არ მგონია, ეს დიდი საიდუმლო იყოს, მე ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ცხადი იყო“, – განაცხადა უგულავამ.

მეტი...

“როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის უხილავ მტერს, საოკუპაციო ძალები დამატებით პრობლემებს უქმნიან მოსახლეობას” – ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალები ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით​ უკანონო ინსტალაციებს ამ დროისთვის აღარ ამონტაჟებენ. მინისტრის თქმით, იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის უხილავ მტერს, საოკუპაციო ძალები დამატებით პრობლემებს უქმნიან მოსახლეობას. „ჩემი ინფორმაციით, ამ მომენტში იქ არ მიმდინარეობს ახალი ინსტალაციების მშენებლობა. თუმცა, ამგვარს ჰქონდა ადგილი ისევე, როგორც საბერიო-ფახულანისა და ტახტისძირის მონაკვეთებზე, ზუსტად „კოვიდ-19“-ის ფონზე. რაც კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო აშკარად წარმოაჩენს საოკუპაციო რეჟიმის სახეს, რომელიც თავისთავად არალეგალური და სრულიად უკანონოა და არაჰუმანური. იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო, აბსოლუტურად ყველა, ებრძვის ასეთ საერთო…

მეტი...

“ტურისტებისთვის ისეთი წესები იქნება, პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან” – პაატა იმნაძე

„ისეთი წესები იქნება იმ ტურისტებისთვის, რომ პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ კითხვაზე – ხომ არ შეუწყობს ტურიზმი ეპიდემილოგიური ვითარების დამძიმებას და როგორ აპირებენ მის გაკონტროლებას, საპასუხოდ განაცხადა. საკითხზე ვრცლად ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ რისკი არსებობს, თუმცა კორონავირუსი დიდხანს არ გაქრება და ამიტომ კორონავირუსულ ინფექციასთან თანაცხოვრების პრინციპები უნდა ჩამოაყალიბონ. „დიახ, რა თქმა უნდა, რისკი იქნება, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ დღეს მთელ მსოფლიოში ხდება, მიუხედავად იმისა, რომ სხვადახვა ქვეყანაში დაინფიცირებულების ჩვენზე გაცილებით მეტი რიცხვებია. ყველა ქვეყანა თანდათან…

მეტი...

“ძალიან გვეშინია, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე ასე მოგვიყვანია, არ გახდეს არაკონტროლირებადი” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მართალია, მოსახლეობა შეზღუდვებით დაღლილია, თუმცა ეს აუცილებელია, რათა ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდეს. პაატა იმნაძის თქმით, გარკვეული შეზღუდვები იხსნება, თუმცა ამ მიმართულებით ფრთხილი ნაბიჯებია საჭირო. „მესმის, რომ შეწუხდა ჩვენი მოსახლეობა ამ შეზღუდვებისგან, მაგრამ გვერდზე გვაქვს ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ჩვენხელა ქვეყანა სომხეთი, რომელმაც პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა ერთდროულად გააუქმა. თუმცა საინტერესოა, რომ საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნებული იქნა, ოღონდ გაუქმდა აკრძალვები ტრანსპორტი იქნება ეს, თუ რესტორნები. არა თუ ღია, დახურული რესტორნებიც ამუშავდა. ანუ, ყველაფერი გაიხსნა, ეკონომიკა მთლიანად გაიხსნა. ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ბოლო სამ დღეში დაფიქსირდა იმაზე მეტი…

მეტი...

“მზად ვართ უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ევროპელ ტურისტებს” – ნათია თურნავა

“ჩვენ მალე დავასრულებთ პროცედურებს და მზად ვიქნებით იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ევროპელ ტურისტებს”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “უნგრეთი შეიძლება ერთ-ერთი იყოს იმ სახელმწიფოთა შორის, საიდანაც ჩვენთან შესაძლოა, პირველი ვიზიტორები ჩამოვიდნენ. დღეს შევხვდი უნგრეთის ელჩს საქართველოში და მან დაადასტურა ის დიდი სურვილი, რასაც გამოხატავენ უნგრეთის მოქალაქეები, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში. ასევე არის მზადყოფნა ოფიციალურ დონეზე. ჩვენ მალე დავასრულებთ პროცედურებს და მზად ვიქნებით იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ევროპელ ტურისტებს. ძალიან გაგვიხარდება, თუკი უნგრეთი ერთ-ერთი პირველი იქნება”, – აღნიშნა მინისტრმა.  შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა…

მეტი...

“მეორე ტალღაზე ზუსტ პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს, გარდა ღმერთისა” – ამირან გამყრელიძე

“ბევრი მოსაზრებაა კორონავირუსის მეორე, მესამე და მეოთხე ტალღაზე. დღეს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ანდრეა ამონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მოსალოდნელია ევროპაში იყოს მეორე, მესამე, მეოთხე ტალღაც, თუმცა ამის ზუსტ პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს, გარდა ღმერთისა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთონ ჯანდაცვის სექტორმა და მთლიანად ქვეყნებმა არის ის, რომ უნდა მოვემზადოთ. „მზადყოფნის რეჟიმი კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე იყო პირველი ტალღის დროს, რათა ჩვენ უფრო ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, თუ იქნება მეორე და მესამე ტალღა“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“საქართველოში ინფიცირებულების 67 პროცენტია გამოჯანმრთელებული, რაც კარგი მაჩვენებელია” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ეპიდემიოლოგიური ვითარება უკეთესია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. მისივე თქმით, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 713-ს შეადგენს, ხოლო ინფიცირებულების 67 პროცენტი გამოჯანმრთელებულია, რაც კარგი მაჩვენებელია. „საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით, გვაქვს 713 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 42 408 გამოკვლეული ადამიანიდან. ზოგადად, „პისიარ“ ტესტირება ქვეყანაში ჩატარებულია 45 000-მდე, აქედან დაახლოებით 3000 არის განმეორებითი ტესტირებები, როდესაც ადამიანები ეწერებიან. პროტოკოლით ორჯერ  უნდა გაკეთდეს გაწერიის წინ 24 საათში ტესტირება და შემდეგ ასევე დადგენილია, რომ კარანტინიდან მე-13, მე-14 დღეს.…

მეტი...

სოციალური დახმარებების გაცემა მაისის ბოლოდან, ეტაპობრივად დაიწყება

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ფინანსური შეღავათების – სოციალური დახმარებების, უმუშევრად დარჩენილთა და თვითდასაქმებულთა კომპენსაციების გაცემის საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან განიხილა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემა მაისის ბოლოდან, ეტაპობრივად დაიწყება. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, სახელმწიფოს მხრიდან, ექვსი თვის განმავლობაში, დამატებით, ჯამში 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. ამასთან ერთად, ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 000-მდე და ჰყავთ სამიდან და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, სახელმწიფო დაეხმარება 6 თვის განმავლობაში, ჯამში 600 ლარის…

მეტი...

“ტესტირებების გაფართოებას დიდი მნიშვნელობა ექნება, როდესაც საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ლაბორატორიული კვლევები საგრძნობლად არის ​მომატებული​. ​როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ტესტირებების გაფართოებას დიდი მნიშვნელობა ექნება, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ. „ქვეყანაში ლაბორატორიული კვლევები საგრძნობლად არის ​მომატებული​. გუშინ ჩატარდა 1 773 ტესტირება 15 ლაბორატორიაში, მაგრამ დაახლოებით 75 პროცენტამდე კვლევებისა მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე, ეს არის ლუგარის ცენტრი, იმერეთის სამმართველო და აჭარის სამმართველო. საგულისხმოა და კარგია, რომ ბევრ ამ დანარჩენ ლაბორატორიებში თანდათან უფრო ფართოვდება ტესტირების მაჩვენებელი, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ უფრო და უფრო გაფართოვდება ეს ტესტირება, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, როდესაც შემსუბუქების ღონისძიებები უფრო მეტად განვითარდება ქვეყანაში.…

მეტი...

“ევროპაში კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღის პერსპექტივა შორეული თეორია აღარაა” – ანდრეა ამონი

“ევროპაში კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღის პერსპექტივა შორეული თეორია აღარაა”, – განაცხადა ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ანდრეა ამონმა. ანდრეა ამონის თქმით, ვირუსის მახასიათებლები ცხადყოფენ, რომ ის ჩვენს გარშემოა. „მთავარი კითხვა ახლა ის არის, თუ როდის მოხდება მეორე ტალღა და რამდენად დიდი იქნება ის. არ მინდა მძაფრი სურათი დავხატო, მაგრამ ვფიქრობ, რეალისტები უნდა ვიყოთ. ახლა მოდუნების დრო არ არის“, – დასძინა მან.

მეტი...

“ნამუსი არ გაქვს, ცოტა ტონს დაუწიე” – სოფიო კილაძესა და ლევან კობერიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძესა და ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრ ლევან კობერიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კომიტეტის სხდომაზე სოფიო კილაძემ ლევან კობერიძეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ნამუსი არ გაქვს“. თავის მხრივ, მიმართვას ლევან კობერიძე ასე გამოეხმაურა. „ნამუსი არ გაქვს“ – ეს რა მიმართვაა? მგონი შენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია. ნამუსი შენკენ მოიკითხე. რა სიტყვებია. ცოტა დაუწიე ტონს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და ასე შეურაცხყოფას ნუ აყენებ ადამიანს“, – მიმართა კობერიძემ კილაძეს. ცნობისთვის, დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილავდნენ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან…

მეტი...

“კორონავირუსის ვაქცინას ამ სეზონისთვის ვერ მივიღებთ” – ივანე ჩხაიძე

“მეცნიერებმა და ფარმაცევტულმა კომპანიებმა როგორც არ უნდა მოინდომონ, კორონავირუსის ვაქცინას ამ სეზონისთვის ვერ მივიღებთ”, – ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე ოპტიმისტური ვადა ვაქცინის შესაქმნელად იქნება ერთი წელი, ყველაზე რეალისტური წელიწადნახევარი, ორი წელი. „თუ ჩვენ იმის მოლოდინში ვიქნებით, რომ ნოემბერში ვაქცინა იქნება და მისი გაკეთების შემდეგ მეორე ტალღის აღარ შეგვეშინდება, ეს იქნება ისეთი ილუზია, რომელმაც შეიძლებ ჩვენი წარმატებული ნაბიჯი სრულაიდ შეცვალოს. ცუდი ტერმინია, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს. თუ ჩვენ ამას არ შევეგუებით და ჩავთვლით, რომ…

მეტი...

“აშშ-მა 500 ათასი დოლარის ოდენობის დახმარება გამოჰყო მათთვის, ვინც კოვიდს წინა ხაზზე ებრძვის” – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-მა 500 ათასი დოლარის ოდენობის დახმარება გამოჰყო მათთვის, ვინც კოვიდს წინა ხაზზე ებრძვის. კელი დეგნანის თქმით, აშშ-ის მხრიდან გამოყოფილი დახმარება კორონავირუსის საბრძოლველად საკმაოდ მოცულობითია და ვრცელდება სხვადასხვა მიმართულებაზე. “პროექტები გადამისამართებულია ახლადწარმოქმნილ საჭიროებებზე. ჯანდაცვის მიმართულებით, მათ შორის USAID-მა დაახლოებით 2 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი გამოყო და სამომავლოდ, პარტნიორებთან ერთად განახორციელებს სხვადასხვა პროექტებს ამ კუთხით. ასევე აღვნიშნავთ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებიდან მიღებულ დახმარებას, რომელიც მოხმარდება ახალი კორონავირუსის  გავრცელების პრევენციას, ეპიდზედამხედველობის მიმართულებებს და სამედიცინო პერსონალის გადამზადებას. ასევე, გამოვყავით კონკრეტული დახმარებები სამინისტროებისთვისაც, მათ შორის – სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემის კუთხით, ეს იყო 500 ათასი დოლარის ოდენობის დახმარება მათთვის, ვინც კოვიდს წინა ხაზზე ებრძვის,”…

მეტი...

“საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა ეფექტურად და მარჯვედ, პასუხისმგებლიანად ართმევს თავს შექმნილ კრიზისს” – კელი დეგნანი

“ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა ძალიან ეფექტურად და მარჯვედ, პასუხისმგებლიანად ართმევს თავს შექმნილ კრიზისს”, – ამის შესახებ  საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა. „ცოტა უჩვეულო ფორმატია, თუმცა მოხარული ვარ, რომ მაქვს თქვენთან საუბრის შესაძლებლობა, საქართველოში ჩემი ჩამოსვლის სამი თვის თავზე. დღეს ვისაუბრებ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე და იმ დახმარებაზე, რასაც აშშ უზრუნველყოფს საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების კუთხით. მოგეხსენებათ, აშშ უძღვება გლობალურ ძალისხმევას „კოვიდ-19“-ზე რეაგირების კუთხით, მაშინ, როდესაც თავადაც ვირუსს ებრძვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში მან უზრუნველყო დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფა ჯანდაცვის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის, დამატებით იმ თანხებისა და ფინანსების, რაც…

მეტი...

ამერიკელმა მეცნიერებმა ვირუსების პრევენციისთვის ახალი ტიპის პირბადე შექმნეს

ინდიანას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ისეთი მატერიისგან შექმნეს პირბადე, რომელსაც დანოტივების შემთხვევში ელექტრონული ძაბვის გენერირება შეუძლია. სამეცნიერო კვლევა ვებგვერდ ChemRxiv-ზე გამოქვეყნდა. მეცნიერებმა ახსნეს, რომ ბევრი ვირუსი ადამიანის სხეულს ელექტროსტატიკური ზემოქმედების შედეგად ეკრობა. ორგანიზმში შესაღწევად, ვირუსების სტრუქტურამ სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს. ახალი ტიპის სამედიცინო პირბადესთან კონტაქტის შედეგად ეს სტრუქტურა იშლება, რაც უცხო ელემენტების კვდომას იწვევს. სპეციალისტების მიერ ადრეული გამოკვლევის თანახმად, ნიღაბი შეიძლება გაკეთდეს პოლიესტერის ქსოვილისგან. ამ მასალაზე ხდება ვერცხლისა და თუთიის წერტილების დატანა, რასაც შეუძლია ტენიანობის მოპოვებისას ელექტროენერგიის წარმოება. ამჟამად, ახალი ნიმუშის ქსოვილი შესახვევ მასალად გამოიყენება მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ისინი ელოდებიან აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის თანხმობას, რომ COVID-19 თან საბრძოლველად ახალი ტიპის ნიღაბი წარმოებაში…

მეტი...

“ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, გვყავს კონკრეტული კრიმინალები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. „მე აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტს ამ განცხადებაში. გუშინ განმარტებები იქნა გაკეთებული და აბსოლუტურად ვიზიარებ ყველა სიტყვას, რომ ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, გვყავს კონკრეტული კრიმინალები, რომლებსაც აქვთ დანაშაული ჩადენილი და თუ ჩვენ სიმართლე არ ვუთხარით ერთმანეთს, ცუდი იქნება ისევ ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისთვის, ყველას, ყველაფერს უნდა დაერქვას სახელი“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი...

“იმედია, კრიზისის შემდეგ გაგვიჩნდება ახალი აღქმა დემოკრატიის მნიშვნელობის შესახებ” – ამერიკის ელჩი

აშშ – ს ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოსა და ასშ – ს ურთიერთობაზე ისაუბრა. ელჩმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ პანდემიის პირობებშია და ყველა ერთად უნდა შეეცადოს კრიზისის დაძლევას.  ვფიქრობ, ჩვენ ისევ ვიმყოფებით პანდემიის პირობებში და საჭიროა ფოკუსი გვქონდეს ვირუსის გავრცელების შეჩერებაზე. ჩვენ გადავედით ახალ ეტაპზე, ვხსნით ჩვენს ეკონომიკას, ხდება ეკონომიკური ზრდის სტიმულირება და ადამიანები უბრუნდებიან თავიანთ სამსახურებს. ეს უნდა იყოს ჩვენი ყურადღების საგანი ახლა და ეს მოითხოვს ყველას ჩართულობას. ჩვენ, როგორც ექიმმა გამყრელიძემ თქვა, ჯერ არ დაგვიმარცხებია ეს ვირუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება NCDC-ისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების…

მეტი...

“შესაძლებელია, საქართველოსთვის ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთ უპირატესობად იქცეს ის ფაქტი, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება პანდემიის შედეგებს” – ბექა ლილუაშვილი

მრავალი საერთაშორისო გამოცემა აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, საქართველოსთვის ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთ უპირატესობად იქცეს ის ფაქტი, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება პანდემიის შედეგებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, „თრეველთაიმსის“ (Traveltimes.ie) მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. „საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ სწრაფად გახსნას ქვეყანა ტურისტებისათვის და საქართველოს პოზიციონირება მოახდინოს, როგორც ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყნის. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 15 ივნისიდან ქვეყნის ტურისტული სექტორი გაიხსნება, ხოლო პირველი ივლისიდან ქვეყანა გაიხსნება ასევე საერთაშორისო მოგზაურებისთვისაც. ამ ფაქტს მრავალი საერთაშორისო გამოცემა ეხმიანება, მათ შორის, ჩეხეთის ერთ-ერთ…

მეტი...

“პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ უნდა თანხმდებოდეს პარტიასთან, მაშინ, როდესაც არანაირი კავშირი არ აქვს სალომე ზურაბიშვილს პარტია „ქართულ ოცნებასთან“ – კახა კალაძე

თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ ბრიფინგის შემდეგ შეიტყო და ამ საკითხზე ინფორმირებული არ ყოფილა. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხდა. „მე არ ვიცოდი ნამდვილად. რომ მცოდნოდა, რა იყო აქ დასამალი, არ მესმის. რომ მცოდნოდა, ვიტყოდი, რომ ვიცოდი, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. რაც იყო, ის ვთქვი, სიმართლე“, – განაცხადა თბილისის მერმა. კითხვაზე, უნდა სცოდნოდა თუ არა ამის შესახებ, კახა კალაძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ უნდა თანხმდებოდეს პარტიასთან. „მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ უნდა თანხმდებოდეს პარტიასთან,…

მეტი...

“20 ივნისს ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქცია არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ დანაშაულისთვის გამოიყენეს” – ანრი ოხანაშვილი

ეს იყო აღიარება პირდაპირ ეთერში, რომ ეს აქცია არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ დანაშაულებრივი ქმედებისთვის და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობისთვის გამოიყენეს, – ასე შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუ „მთავარი არხის“ ეთერში. ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა 20 ივნისს რეალურად სახელმწიფო დააყენეს ფაქტის წინაშე, რომ გატარებულიყო შესაბამისი ღონისძიებები და შექმნილიყო პოლიტიკური დესტაბილიზაცია. „რომ აღარაფერი ვთქვათ ამ მსჯავრდებულის მხრიდან საზოგადოების წინაშე აღიარებით ჩვენებაზე, ყველაზე სკანდალური, ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში არის იმის პირდაპირ აღიარება და დადასტურება პირდაპირ ეთერში, რომ ამ ადამიანებმა და პირადად მან ეს აქცია გამოიყენეს არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ…

მეტი...

“კორექტულობის ნიშანია, რომ პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას აცნობებს მმართველ გუნდს” – გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის შეფასებით, კორექტულობის ნიშანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ოპოზიციის ლიდერების შეწყალებაზე მმართველ გუნდს აცნობა. თავდაპირველად, ქართულ ოცნებაში ამბობდნენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგზე შეიტყვეს და ეს წინასწარ მათთვის ცნობილი არ იყო. თუმცა, რუსთავი 2-თან მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილა განმარტა, რომ პოლიტპატიმრების შეწყალების აქტის გამოცემამდე, მან ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა. ამ ფაქტს შესაბამისი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციისგან. ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პრეზიდენტის ეს განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ქართული ოცნების სპიკერები, უბრალოდ, “მატყუარები არიან”. გია ვოლსკი ამ საკითხზე ოპოზიციური სპექტრის კომენტარებსაც…

მეტი...

“მისი ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი გადმოეყვანა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე” – ქეთავან ციხელაშვილი, გარდაცვლილ მამაცაცზე

გამოვხატავ თანაგრძნობას ახალგორელი მამაკაცის ოჯახის წევრების მიმართ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური შეზღუდვებისა, რომელიც მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში აქვს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა 63 წლის მამაკაცის გარდაცვალების კომენტირებისას განაცხადა. სახელმწიფო მინისტრის თქმით, მამაკაცს ინსულტი ჰქონდა, ახალგორის საავადმყოფოდან გადაიყვანეს ცხინვალის საავადმყოფოში და მოგვიანებით, ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოყვანის დროს გზაში გარდაიცვალა. „ძალიან სამწუხაროა და პირველ რიგში, გამოვხატავ ჩემს თანაგრძნობას ჯუმბერ მილაძის ოჯახის წევრების მიმართ, ახალგორელი 63 წლის მამაკაცის, რომელიც გუშინ ოკუპირებული ტერიტორიიდან წითელი ჯვრის მეშვეობით იყო გადმოყვანილი და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ახლა…

მეტი...

“მაღალმთიანი რეგიონების კანონში ცვლილებით, დამატებით ათასობით ექიმი, ექთანი მასწავლებელი, პენსიონერი მიიღებს მხარდაჭერას” – ზაზა გაბუნია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში დამატებით 6767 მოქალაქე, კერძოდ: ექიმი, ექთანი, მასწავლებელი, პენსიონერი და სოციალური პაკეტის მიმღები ისარგებლებს. ამის შესახებ გაბუნიამ კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათების ჯამური ოდენობა დაახლოებით 7,4 მილიონ ლარია და კანონპროექტის განხორციელებით მხარდაჭერა დამატებით 25-30 ათას მოსახლეს შეეხება“, -აღნიშნა მან. „რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების…

მეტი...

აჭარაში მოქმედი 27 საკარანტინო სივრცე 14-მდე შემცირდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში მოქმედი 27 საკარანტინო სივრცე 14-მდე შემცირდა. 13-მა საკარანტონო სივრცემ მუშაობა დაასრულა. საკარატინო სასტუმროებში არსებულ ვითარებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის აჭარის ტერიტორიაზე დარჩენილ 14 საკარანტინო სასტუმროში 1155 პირი იმყოფება. სასტუმროები სულ 6486 პირმა დატოვა.

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 5 მილიონს გადააჭარბა. 20 მაისი მონაცემებით კორონავირუსი მსოფლიოში სულ 5,002,783 ადამიანს დაუდასტურდა.  აქედან 1,971,366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 325,218 – კი გარდაიცვალა.  20 მაისის მონაცემებით, მსოფლიშო 2,706,199 აქტიური შემთხვევაა, საქართველოში კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 19 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 475, რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, 20 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 713 შემთხვევაა დადასტურებული. 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისათვის ქვეყანაში 226 აქტიური შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში 3519 ადამიანია.

მეტი...

შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით 13 პირი დააკავა, – ​ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, იმერეთის, შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით 13 პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების…

მეტი...

“გიორგი რურუა მოწმეების დისკრედიტაციას ახდენს და ბრალდების მხარეს შეურაცხყოფას აყენებს” – პროკურორი

გიორგი რურუას საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის განცხადებით, ბრალდებული გიორგი რურუა მოწმეების დისკრედიტაციას ახდენს და ბრალდების მხარეს შეურაცხყოფას აყენებს. „დღეს ოთხი მოწმე დავკითხეთ, ექსპერტ-კრიმინალისტები. ორი ნიმუშის აღების პროცედურას ესწრებოდა, ორი  – ჩხრეკას. ბატონი რურუა ცდილობს, მოწმეების დისკრედიტაცია მოახდინოს და ამას თავისთავად მოჰყვება ჩვენი პროტესტი. მისი მხრიდან მოდის შეურაცხყოფა. მოწმის დისკრედიტაცია გულისხმობს მოწმეზე მისთვის სასურველი ზემოქმედების მოხდენას“, – განაცხადა პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ. სასამართლო სხდომაზე, სადაც გიორგი რურუას საქმეს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ​სხდომაზე დღეს ოთხი მოწმე დაიკითხა. შემდეგი სასამართლო პროცესი ორშაბათს 10:00 საათზეა ჩანიშნული.

მეტი...

“საოკუპაციო ძალებმა ხურჩის და განმუხურის მიმდებარედ, დამატებით უკანონო ინსტალაციები აღმართეს”- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსებული მავთულხლართები და აღიმართა დამატებითი უკანონო ინსტალაციები. სახემწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. “უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას,” – აცხადებენ სუს-ში.

მეტი...

“არსებული დინამიკა თუ შენარჩუნდება, მალე სომხეთში კორონავირუსით დღეში ათობით, ასობით ადამიანი დაიღუპება” – ნიკოლ ფაშინიანი

არსებული დინამიკა თუ შენარჩუნდება, მალე სომხეთში კორონავირუსით დღეში ათობით, ასობით ადამიანი დაიღუპება, – ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პირდაპირი ეთერის დროს გააკეთა. სომხეთის პრემიერის თქმით, იმის გამო, რომ მოსახლეობა „კოვიდ-19“-ის პანდემიას საფრთხედ არ აღიქვამს, ქვეყანა სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. „თუ ლეტალური შემთხვევების რაოდენობას არ შევამცირებთ, 29 მაისს სომხეთში 10 000 შემთხვევა გვექნება, 12 ივნისს – 20 000, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება მსხვერპლის რაოდენობაც, რადგან რეანიმაციებში უბრალოდ, ადგილი არ იქნება. ეს დინამიკა თუ არ შეიცვლება, ჩვენ სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებით, დღეში გვექნება ასობით, ათასობით შემთხვევა და…

მეტი...

მამაკაცი, რომელიც ახალგორიდან თბილისში მოჰყავდათ გზაში გარდაიცვალა

ოკუპირებული ახალგორის მცხოვრები 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ახალგორის გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, მას მკურნალობა სჭირდებოდა, თუმცა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. „დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, უნდოდა მკურნალობა. გადმოსვლის საშუალება არ მისცეს და რომ დამძიმდა, შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება. გზაში დაიღუპა,” – განაცხადა თინიკაშვილმა.

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დღეს საბერძნეთიდან დაბრუნდებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ათენიდან განხორციელდება. „საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება მორიგი ჩარტერული რეისი საბერძნეთიდან. ამ რეისით სამშობლოს დაუბრუნდება 180-მდე თანამემამულე მათ შორის არასრულწლოვნები, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმული პირები. მგზავრები საქართველოში დაბრუნებისას გაივლიან 14 დღიან საკარანტინო პერიოდს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში. საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან,…

მეტი...

“11 ახალი შემთხვევიდან 9 ბოლნისის ორ სოფელს, 2 კი საკარანტინე სივრცეს უკავშირდება” – მარინა ეზუგბაია

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 11-დან 9 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, 2 კი საკარანტინე სივრციდანაა. “24 საათში დაგვემატა 11 შემთხვევა და ამჟამად არის 713 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანრთელებული 19 დაგვემატა და გვყავს 475. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 226 პაციენტი. 11 ახალი შემთხვევიდან ყველა ცნობილი წყაროა, 9 არის ბოლნისის ორი სოფლიდან – გეტა და მუშევანი, ესენი არიან არსებული დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, 2 შემთხვევა არის საკარანტინე სივრციდან, თვითიზოლაციაში მყოფი ორი პაციენტი. ამ 11-დან ჩვენთან ახალი პაციენტი არ მოთავსებულა”, – განაცხადა ეზუგბაიამ. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას განმარტებით, კვლავ 2 მძიმე პაციენტი ჰყავთ. “გვყავს 26 დადასტურებული…

მეტი...

ბოლო მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 20 957 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 12 192

20 მაისის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 20 957 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 12 192, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. 2020 წლის 20 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20 957 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 12 192 მოქალაქე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში…

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირისა და ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

თბილისში ორი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ჭავჭავაძის გამზირისა და ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის ბოლო ფენა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიგება. „გასულ წელს დავიწყეთ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც დასასრულს უახლოვდება. ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საკომუნიკაციო ჭების თავები წამოწეულია და გამზადებულია, რომ ასფალტის ბოლო ფენა დაიგოს. ეს პროცესი ხვალ საღამოს დაიწყება და კვირის ბოლომდე ატენის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთი მთლიანად დასრულდება. ამ სამუშაოების პარალელურად, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა…

მეტი...

“შესაძლოა, ანალიზის დროს ხარვეზი იყოს, მაგრამ თუ კლინიკური გამოვლინება არ გვაქვს, პაციენტი ამ დროს გადამდები არ არის” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია საჩხერის კლინიკის პაციენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ განმეორებით დაინფიცირებაზე ვერ ისაუბრებენ, ვიდრე სრულყოფილი მონაცემები არ იქნება ცნობილი. მისივე თქმით, ზოგადად, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ითვლება, თუ კი სახეზეა, როგორც კლინიკური გამოჯანმრთელება, ასევე „პისიარ“ კვლევით  ვირუსის ელიმინირება. „მე დაზუსტებით არ შემიძლია, გითხრათ სიტუაცია. აქ გარკვეულწილად მნიშვნელობა აქვს, განმეორებით დადასტურების შემთხვევაში კლინიკა იყო გამოვლენილი, თუ არ იყო  გამოვლენილი. ანუ, ეს არის ტესტი დადებითი კლინიკის გარეშე. ეს ერთი ვარიანტია. ე.ი. დაავადების რეინფექციაზე ნუ ვილაპარაკებთ, როცა არ ვიცით ჩვენ სრულყოფილი მონაცემები. ამდენი ხნის განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ ჩვენს პაციენტებს და ხდება…

მეტი...