“მსოფლიოს ხუთი წელი დასჭირდება იმისთვის, რომ კორონავირუსის პანდემია სრულად გააკონტროლოს” – ჯანმოს მეცნიერი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის, სუმია სვამინატანის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.

„მე ვიტყოდი, რომ ხუთი წელი ის პერიოდია, რომელიც პანდემიის სრულად გასაკონტროლებლად დაგვჭირდება“, – განაცხადა მან.

სუმია სვამინატანის განმარტებით, ამ მომენტში ვაქცინა კარგი გამოსავალი იქნებოდა, თუმცა უამრავი კითხვები არსებობს ვაქცინის უსაფრთხოებასთან, წარმოებასა და სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 4.3 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 297 465 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები