თენგიზ ცერცვაძე პრეპარატ რემდესივირის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

“მიმდინარე წლის პირველი მაისის გადაწყვეტილებით, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია​მ (FDA) მძიმედ მიმდინარე „კოვიდ-19“-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ, კლინიკურ კვლევებში მყოფი მედიკამენტებიდან რეკომენდაცია მისცა მედიკამენტ რემდესივირის (Remdesivir) გამოყენებას. ანალოგიური რეკომენდაცია აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია​მ, ​მიმდინარე წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, კლინიკურ კვლევებში მყოფ კიდევ ერთ მედიკამენტს, ჰიდროქსიქლოროქინს („პლაქვენილს“) მისცა, რომელიც საქართველოში უკვე წარმატებულად გამოიყენება „კოვიდ-19“-ით პაციენტების სამკურნალოდ”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს. მისივე ცნობით, პრეპარატ რემდესივირზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. იგი თავის დროზე შეიქმნა ამერიკული კომპანია „გილეად საიენსის“ (Gilead Science) მიერ ებოლას ცხელების სამკურნალოდ, მაგრამ ამ დაავადების დროს ეფექტიანი არ გამოდგა. „მიმდინარე წლის 29 აპრილს აშშ-ს ნაციონალური ინსტიტუტების ალერგიისა და ინფექციურ…

მეტი...

ექთანი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, რამდენიმე დღის წინ კახეთში იმყოფებოდა

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექთანი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, რამდენიმე დღის წინ კახეთში იმყოფებოდა. ქალი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, მეუღლესთან სტუმრად 27 აპრილს ჩავიდა და თბილისში იმავე დღეს დაბრუნდა. ინფიცირებული მედიკოსის ქმარი, ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაშია. ასევე თვითიზოლაციის ვალდებულება დაეკისრა კიდევ 3 მეზობელს. ამ დროისთვის არც ერთ მათგანს საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება.

მეტი...

“ჩინეთმა ქვეყნების საფრთხის ქვეშ დააყენა, დამალა ვირუსის შესახებ სიახლეები, გააჩუმა ან „გააქრო“ ექიმები“ – სკანდალური კვლევა

სადაზვერვო ალიანსმა „ხუთი თვალი“ დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლითაც, „ახალი კორონავირუსის“ გავრცელებასთან დაკავშირებით ჩინეთის მთავრობის ბრალეულობა იკვეთება.  დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთმა „კორონავირუსის“ შესახებ მტკიცებულებები დამალა ან გაანადგურა. დოკუმენტში მითითებულ ფაქტებს „The Saturday Telegraph“-მა ვრცელი ანალიზი დაუთმო, სადაც საუბარია, რომ რომ ჩინეთის მთავრობამ მსოფლიოს ქვეყნები საფრთხის ქვეშ დააყენა, დამალა “კორონავირუსის” შესახებ სიახლეები, გააჩუმა ან „გააქრო“ ექიმები, რომლებიც ალაპარაკდნენ, გაანადგურა ლაბორატორიაში ვირუსის მტკიცებულებები და უარი თქვა ბიომასალები გადაეცა იმ საერთაშორისო მკვლევარებისთვის, რომლებიც ვაქცინაზე მუშაობდნენ. კვლევის მიხედვით, „ახალი კორონავირუსი“ რომ ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა, ამის შესახებ ჩინეთის მთავრობისთვის 2019 წლის ბოლოს უკვე ცნობილი იყო. ასევე, როგორც კვლევაშია…

მეტი...

“ექიმების ინფიცირება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის” – ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევა გოფოძის განცხადებით, ექიმების დაინფიცირება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. გოფოძე ამბობს, რომ მედპერსონალის პირად აღჭურვილობასთან დაკავშირებით საქართველოში სპეციალური წესი მოქმედებს, რისი დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ძალიან რთულია ამის განსაზღვრა. ჩვენ გაწერილი გვაქვს წესი და რიგი, როგორ უნდა გვეცვას, როგორ უნდა ვმოძრაობდეთ, როგორ უნდა მივიდეთ ადამიანთან – გააჩნია, რას ვაკეთებთ. როდესაც ინვაზიური მეთოდის ჩატარების მიზნით ვართ პაციენტთან, მაშინ სულ სხვაგვარი აღჭურვილობა გვჭირდება. როდესაც გასასინჯად, სანახავად და ასე შემდეგ, მაშინ სხვა. ასე რომ, ამ წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეხება ექიმების ინფიცირების პრობლემას, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის.…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, გარდაცვლილს მძიმე ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდა. „ეს არის ქალბატონი დაახლოებით 60 წლის ასაკის. ანამნეზი დატვირთული ქრონიკული პათოლოგიებით. ქალბატონი იყო ფილტვის ქრონიკული ობსტრუქცით, ბრონხული ასთმით, იყო კოვიდ ინფიცირების შედეგად განვითარებული ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რეპირატორული დისტრეს სინდრომი. პაციენტი ჯერ მოთავსდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ვინაიდან ვერ იმართა სუნთქვის უკმარისობა, პაციენტი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. კლინიკურად სახეზე იყო მძიმე სომატური პათოლოგიების ფონზე განვითარებული პოლიორგანული კლინიკა, სუნთქვის მწვავე…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 221 პაციენტი. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

მეტი...

“ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას და ხალხს უჭირს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა არ მოაკლდება ეკლესიას” – ილია მეორე

“ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, როცა ხალხს უჭირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას”, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა. პატრიარქმა ბრძანა, რომ ეკლესია ააშენა მაცხოვარმა და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან მას. „დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, თუ რა გააკეთეს მენელსაცხებელმა დედებმა, რამდენი გაბედული ნაბიჯი გადადგეს მაშინ, როდესაც მოციქულებმა დატოვეს ჯვარცმული მაცხოვარი. ისინი ჯვართან იდგნენ და იქ იზიარებდნენ მაცხოვრის ტკივილს, მენელსაცხებელმა დედებმა თავისი მხრებით იტვირთეს ეკლესიის სიმძიმე. ისინი ქადაგებდნენ მთელ მსოფლიოში და ჩვენ თაყვანს…

მეტი...

“ბოდიშს გიხდით, თუ თქვენი გულისწყრომა დავიმსახურე” – ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი თენგიზ ცერცვაძეს

“ბატონო თენგიზ, მერცხვინება თქვენნაირ ბუმბერაზ ადამიანთან პაექრობა! არ ვაპირებ არგუმენტების მოყვანას და იმის მტკიცებას, მე ვარ მართალი თუ თქვენ, მაშინ როდესაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ძიების პროცესში არიან და სიტუაცია ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს! ბოდიშს გიხდით, თუ ჩემი ახალი კორონავირუსის თემის გარშემო აქტიურობით, თქვენი გულისწყრომა დავიმსახურე!” – ამ სიტყვებით ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს მის მიმართ გამოთქმულ შენიშვნაზე პასუხობს. ის განმარტავს, რომ მისი მოსაზრება არავის დაკნინებას და ჩრდილის მიყენებას არ ისახავდა მიზნად და სთხოვს თენგიზ ცერცვაძეს, ნებისმიერი ექიმის მოსაზრებას პერსონალურ წყენად ნუ მიიღებს. „ჩემი მთავარი მიზანი და ერთადერთი მოვალეობა, კოვიდ-19-ის დროს, მოსახლეობის სწორი ინფორმირება და…

მეტი...

“ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ საქართველოში მოღვაწე მედიასა და ჟურნალისტებს” – კელი დეგნანი

აშშ-ს საელჩო საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ავრცელებს. კელი დეგნანი მედიის წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების დღეს ულოცავს. “პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს მე და ჩემი კოლეგები საელჩოდან მივესალმებით მედიის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც დასაბუთებული და დაბალანსებული ჟურნალისტიკისთვის თავდადებულნი არიან. როგორც ყოფილი ჟურნალისტი, ძალიან ვამაყობ პრესის თავისუფლების ხელშეწყობის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულებით. ეს ერთგულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, როდესაც სწორი ინფორმაციის გავრცელებას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. თავისუფალი და პასუხისმგებლიანი მედია საუკეთესო საშუალებაა დეზინფორმაციასა და ფაქტების დაფარვასთან საბრძოლველად. ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ საქართველოში მოღვაწე მედიასა და ჟურნალისტებს, რომლებიც გულმოდგინედ მუშაობენ საზოგადოებისთვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებისთვის, რათა დაიცვან მათი ჯანმრთელობა და…

მეტი...

“ყველა განსაცდელს სძლევდა ქრისტეს სიყვარული, თუ ეს გვაქვს, ყველაფერს დავძლევთ, თუ არ გვაქვს, ვეცადოთ მოვიპოვოთ” – მეუფე შიო

სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში დღეს სადღესასწაულო წირვა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა. „ყველა განსაცდელს, ყველა შიშს, ყველა მუქარას ყოველთვის სძლევდა ქრისტეს სიყვარული, თუ ეს გვაქვს, ყველაფერს დავძლევთ, თუ არ გვაქვს, ვეცადოთ, რომ მოვიპოვოთ“,- აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას. კითხვაზე, უნდა განიხილოს თუ არა საპატრიარქოს ზნეობრივმა კომისიამ ყინწვისში მომხდარი ფაქტი, მეუფემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდონ. „ვერ გეტყვით, როგორ დასრულდება საკითხი იმისდა მიხედვით“, – განაცხადა მეუფე შიომ

მეტი...

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 103 ახალი ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 103 ფაქტი გამოავლინა. უწყების ცნობით, შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. „ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 103 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 2 მაისის 21:00 საათიდან 3 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 78 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის…

მეტი...

საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსი ორსულ ქალს დაუდასტურდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით 2 ორსული ქალი შეიყვანეს, მათგან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. „ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91, აქედან 70 არის ინფიცირებული. რეანიმაციაშია 8 პაციენტი, ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, ხორციელდება რეანიმაციული ღონისძიებები. გუშინ კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით 2 ორსული ქალი შემოვიდა, ერთთან კორონავირუსი დადასტურდა, მეორეს პასუხს კი დღეს ველოდებით“, – განაცხადა რატიანმა.

მეტი...

საჩხერის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიისგან მიყენებული ზარალი ერთ მილიონ ლარზე მეტია

საჩხერის მერის, ბენიამენ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტისთვის სტიქიისგან მიყენებული ზარალი ერთ მილიონ ლარზე მეტია. მერის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები, გაბიონები, ასევე სავარგულები. „მას შემდეგ, რაც მომზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია, სახელმწიფო რწმუნებულის შუამდგომლობით ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიის სალიკვიდაციო ფონდს დახმარების თხოვნით მივმართავთ“, – განაცხადა ბენიამენ ფალავანდიშვილმა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში, 215 შეადგინა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 8 ადამიანი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში 5066 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 528.

მეტი...

ამ დოისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 589-ია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კიდევ 7-ით გაიზარდა და 589 შეადგენს. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტახნოს წინ განახლდა. 589 ადამიანიდან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმშია 5066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 528.

მეტი...

ქუთაისში მოზარდი, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა გარდაიცვალა

ქუთაისში, მოზარდი, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა გარდაიცვალა. მოზარდი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სასწრაფო დახმარების მანქანას გადაჰყავდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

მეტი...

„გენეტიკური დიაგნოზის“ ბავშვები მედიკამენტების გარეშე დარჩნენ, “რა გვეშველება”? – მშობლების კითხვა

„კორონავირუსის პანდემიის“ გამო მთელ მსოფლიოსა და საქართველოში დაწესებული შეზღუდვები ყველას თანაბრად შეეხო, მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს. ერთ-ერთი ასეთი კატეგორია  „გენეტიკური დიაგნოზის“ ბავშვები არიან. „მედიაცენტრ მთავარს“ არაერთი მშობელი დაუკავშირდა, რომლებმაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დახმარება გვთხოვეს.  შესაბამისად, საკითხის გასარკვევად  დავუკავშირდით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. მშობლების კითხვა: ბავშვებს, რომლებსაც აქვთ გენეტიკური დიაგნოზი და არიან სპეციალურ კვებაზე, სახელმწიფოსგან იღებდნენ ამ სპეციალურ პრეპარატებს. ახლა კი ამ პრეპარატების მიღებაზე შეგვექმნა პრობლემა. კერძოდ, პროგრამით გათვალისწინებულ საკვებ დანამატებზე შეიქმნა დეფიციტი, რა ბედი ელის ამ ბავშვებს როდის მიიღებენ  ყველა ასაკის კატეგორიაზე მარაგს? კითხვა…

მეტი...