როგორია იმ პაციენტის მდგომარეობა, ვისაც გამოჯანმრთელებულის პლაზმა გადაუსხეს? – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულის პლაზმა გადაუსხეს, გაუმჯობესდა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, გადარჩება თუ არა ავადმყოფი, თუმცა სპეციალისტებს ამის იმედი აქვთ. „2 დღის წინ ჩვენ განვახორციელეთ პირველი გადასხმა ასეთი პლაზმის მძიმე პაციენტზე, 83 წლის ქალბატონზე, რომელიც ძალიან მძიმე იყო და რომელთან მკურნალობის სხვა მეთოდები არაეფექტური გამოდგა. ამ მომენტისთვის პაციენტი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული მისი გადარჩენა მოხერხდება თუ ვერა, მაგრამ ყველაზე მძიმე წუთები, ვფიქრობ, უკან არის და ჩვენ იმედის თვალით ვუყურებთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მეტი...

“ე.წ. „წითელი ზონებიდან“ საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა იოლი არ ყოფილა” – დავით ზალკალიანი

“მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება იოლი არ ყოფილა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პანდემია მძვინვარებდა და ჩვენი საკონსულოს თანამშრომლები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. საკუთარი საშუალებებით, მათ შორის, ავტომობილებით, სხვადასხვა საშუალებებით გამოგვყავდა მოქალაქეები ე.წ. წითელი ზონებიდან”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო დროს სტატისტიკა მნიშვნელოვნადაა დაცემული. „თუნდაც დღევანდელი, ლონდონის რეისი რომ ავიღოთ, მთლიანად არც შევსებულა თვითმფრინავი“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. პაციენტი, რომელიც ე.წ. ღვანკითის კლასტერს განეკუთვნებოდა კლინიკიდან ხვალ გაეწერება. კლინიკაში ხვალიდან ორი პაციენტი დარჩება. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 642 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 349 მოქალაქე.

მეტი...

“ნუ ვიფიქრებთ, რომ ბავშვებს იმუნიტეტი აქვთ კორონავირუსის მიმართ” – ენტონი ფაუჩი

“ნუ ვიფიქრებთ, რომ ბავშვებს იმუნიტეტი აქვთ კორონავირუსის მიმართ”, ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. „ჩვენ ყველაფერი არ ვიცით ამ ვირუსის შესახებ. მართლაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ბავშვებს ეხება, ვინაიდან რაც უფრო მეტს ვიგებთ ამ ვირუსზე, ვხედავთ, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას. ვფიქრობ, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, “, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ. ამასთან, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების უმეტესობის გამოჯანმრთელება გაცილებით უკეთესად მიმდინარეობს, ვიდრე ეს ზრდასრულთა შემთხვევაში ხდება. „თუმცა, მე სიფრთხილეს ვიჩენ, რადგან ვიცი,…

მეტი...

ბოლნისში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში დაფიქსირდა. ამ სოფლიდან გუშინ ეპიდემიოლოგებმა 36 პირის ბიოლოგიური ნიმუში აიღეს. სოფელ გეტაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების ხუთი დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება. ამ დროისთვის ბოლნისში 122 დადასტურებული შემთხვევაა. სამი გარდაიცვალა

მეტი...

“სრულიად შესაძლებელია, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა შემოდგომაზე დადგეს” – ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, სრულიად შესაძლებელია, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა შემოდგომაზე დადგება. მან იმედი გამოთქვა, რომ შესაძლო მეორე ტალღის საფრთხის შემსუბუქება შესაძლებელი გახდება აგრესიული ტესტირების მცდელობებისა და ჯანმრთელობის დაცვის მზადყოფნით. „როდესაც ამბობთ გაქრება თუ არა ვირუსი, ბევრჯერ მითქვამს ეს და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს არ მოხდება, რადგან ეს ძალზედ გადამდები ვირუსია. მომდევნო თვეების განმავლობაში სულ რომ კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ ის, სავარაუდოდ, მეორე ტალღა იქნება სადმე მსოფლიოში, რაც საბოლოოდ ჩვენამდეც მოაღწევს“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 351 200 შემთხვევა…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი ფაქტი დადასტურდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 642 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა  349 ადამიანი, გარდაიცვალა 11.

მეტი...

სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში კორონავირუსი დაუდასტურდა

“სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში კოვიდ-19 დაუდასტურდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. სამსახურის განცხადებით, საკარანტინო ზონის ბოქსირებულ პალატებში განთავსებულ სხვა ახალდაკავებულ ბრალდებულებთან ინფიცირებულს შეხება არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ყველა ბრალდებულს, ასევე მოცემულ კლინიკაში დისლოცირებულ ესკორტის ოფიცრებს და ბრალდებულთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებს, დადგენილი წესით, ტესტები ჩაუტარდებათ. „მიმდინარე წლის 24 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სარფში სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაკავებული იქნა ბრალდებული რ.მ., რომელიც იმავე დღეს პირდაპირ განთავსდა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გადმოიბარეს. საპატიმროს…

მეტი...

“ხელისუფლება მზადაა, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიოს” – ირაკლი ბერაია

“საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიოს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა. მისი თქმით, COVID-19-ის გამო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მძიმე ვითარებაა შექმნილი. „ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი არის მძიმე ვითარება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამას ართულებს ოკუპაციით გამოწვეული შეზღუდვები, პრობლემები არის ასევე როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებას აქვს მზაობა და აღებული აქვს სრული პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ყველა სათანადო მომსახურებით, მათ შორის, სამედიცინო მომსახურებით. ამას ჩვენ წლებია ვაკეთებთ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ჩვენ, ასევე მზად…

მეტი...

„რაჭაში ონის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, ვრცელდება დეზინფორმაცია” – ლევან დავითაშვილი

„რაჭაში ონის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, ვრცელდება დეზინფორმაცია, უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. ლევან დავითაშვილმა ამ განცხადებებს მოღალატეობრივი უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი მიმართულია მოსახლეობის, მათ შორის, რაჭის მოსახლეობის გრძნობებზე. “ამ განცხადებებს, ვფიქრობ, მოღალატეობრივიც შეიძლება ვუწოდოთ, რადგან მიმართულია მოსახლეობის, მათ შორის, რაჭის მოსახლეობის გრძნობებზე და მათი შეცდომაში შეყვანაა ამ დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი. ყველა ფაქტი, რომელიც იყო მიწოდებული, არის ტყუილი. განვმარტავ – პირველ რიგში, იყო საუბარი, რომ ფეთქდებოდა მთები და დაიკარგებოდა მდინარე რიონი, რაც ტყუილია. არ არის გათვალისწინებული…

მეტი...

დაკეტილ მაღაზიებში ინვენტარი დაობდა

პანდემიის გამო, რამდენიმე თვით გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღა­ზი­ე­ბის და კეტვის შე­დე­გად ტყა­ვის სა­მო­სი, ფეხ­საც­მე­ლე­ბი და ჩან­თე­ბი და­ზი­ან­და და ობი მო­ე­დო. ასე მოხდა მალაიზიაში, სა­დაც ორ­თვი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის შემ­დეგ, ტყა­ვის სა­ქო­ნე­ლი ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად სრუ­ლი­ად გა­ნად­გურ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს ფე­ის­ბუქ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ავ­რცე­ლებს.  პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ ავნო კო­რო­ნა­ვირუს­მა და ვირუ­სის გამო შე­მო­ღე­ბულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა ბიზ­ნეს-სექ­ტორს.

მეტი...

მოიმატებს თუ არა სტომატოლოგიური მომსახურების ფასი?

სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა განმარტა, მოიმატებს, თუ არა სტომატოლოგიური მომსახურების ფასი. ქეთევან გოგილაშვილის თქმით, სტომატოლოგიური ბიზნესი დამოკიდებულია მომწოდებლებზე, შესაბამისად, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ფასების გათვალისწინებით, სტომატოლოგიური მომსახურების ფასი ცოტათი მოიმატებს. „სტომატოლოგიური ბიზნესი დამოკიდებულია მომწოდებლებზე. დღეს რომ ფასებს გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები არც თუ ისე იაფია, ამიტომ სტომატოლოგიური მომსახურების ფასი ცოტათი მოიმატებს“, – განაცხადა გოგილაშვილმა. ქვეყანაში სტომატოლოგიური კლინიკების მუშაობა 22 მაისიდან განახლდება.

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლები გზის შუა ნაწილზე განთავსდა

“თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლები გზის შუა ნაწილში განთავსდა, რადგან გზის განაპირა ნაწილზე განთავსება პრობლემებს შექმნიდა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით ფრანგულმა კომპანია „სისტრამ“ კვლევა ჩაატარა. „რაც შეეხება ავტობუსის მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლს, გამზირის შუა ნაწილში განთავსდება, რადგან ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში იყოს ყველაზე სწრაფი, ავტობუსებით გადაადგილება ყველაზე კომფორტული უნდა იყოს. შესაბამისად, მათთვის სპეციალური ზოლები აუცილებელია, რათა შეუფერხებლად შეძლონ გადაადგილება. შემთხვევით არ არის, რომ ყველა პროექტზე, რომელზეც მივდივართ და ვახორციელებთ სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს, ყველგან ვითვალისწინებთ ავტობუსებისთვის შესაბამის ზოლებს. ჭავჭავაძის გამზირს…

მეტი...

აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი განიკურნა

ბათუმის კლინიკა „მედალფადან“ დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული შვიდი პაციენტი გაწერეს. განმეორებითი ტესტირების შედეგად, მათ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ. სამედიცინო დაწესებულებაში ოთხი კოვიდინფიცირებული რჩება. როგორც „მედალფას“ დირექტორი ინგა ხოზრევანიძე აცხადებს, კლინიკიდან შესაძლოა, კიდევ ერთი პაციენტი გაწერონ.

მეტი...

„ზაფხულის პერიოდი ბევრად უფრო მსუბუქი გველის და კორონავირუსისგან მეტად თავისუფლები ვიქნებით” – ინფექციონისტი

“ბოლო ერთი კვირის მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსი უკან იხევს. უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ეს დინამიკი თუ ასე გაგრძელდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ პიკი გადავლახეთ”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ  განაცხადა. მისივე თქმით ზაფხულის პერიოდი ბევრად უფრო მსუბუქი გველის. „ზაფხულის პერიოდი ბევრად უფრო მსუბუქი გველის და კორონავირუსისგან მეტად თავისუფლები ვიქნებით. მაგრამ წესები მაინც უნდა დავიცვათ. მსოფლიო ასეთი ტიპის პანდემიისთვის ბოლომდე მზად არ აღმოჩნდა. დინამიკაში, თანდათან ბევრი ხარვეზი გამოსწორდა. მომავალში, თუ კორონავირუსი მეორე ტალღა იქნება, სამყარო უფრო მომზადებული შეხვდება. ვირუსთან ბრძოლის ეს პერიოდი შეიძლება „გენერალურ რეპეტიციად“ ჩავთვალოთ, რადგან ამ პანდემიამ გვასწავლა, რომ მიკრო სამყაროსთან ბრძოლა…

მეტი...

ახალციხეში საკონტროლო-გამშვები პუნქტების დემონტაჟი დაიწყო

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაუქმდა ახალციხეშიც. ორივე პუნქტის დემონტაჟი უკვე დაწყებულია, ხვალ დილიდან კი ახალციხეში შესასვლელ – გამოსასვლელზე კონტროლი მოიხსნება. საკონტროლო პუნქტები კორონავირუსის პრევენციის მიზნით 31 მარტს მოეწყო. ბოლო მონაცემებით შემოწმდა 54 424 მოქალაქე, 29 795 ავტომანქანას კი დეზინფექცია ჩაუტარდა.

მეტი...

“მედდები სიცოცხლის მფარველები არიან და გარშემო მყოფებს სიმამაცით, იმედითა და ნდობით აღავსებენ” – რომის პაპი

“მედდებმა თავიანთი ცხოვრება სხვების სიცოცხლეზე ზრუნვას მიუძღვნეს. ავადმყოფების მკურნალობის დროს ისინი, როგორც სიცოცხლის მფარველები, გარშემო მყოფებს სიმამაცით, იმედითა და ნდობით აღავსებენ”, – ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის მეთაურის მედდის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიმართვაშია ნათქვამი. რომის პაპი აღნიშნავს, რომ ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში – დაბადებისას და გარდაცვალებისას, დაავადებისას და განკურნებისას მედდები ადამიანების გვერდით არიან. „მედდებმა გადაწყვიტეს, თავიანთი ცხოვრება სხვების სიცოცხლეზე ზრუნვას მიუძღვნან. ავადმყოფების მკურნალობის დროს ისინი, როგორც სიცოცხლის მფარველები, გარშემო მყოფებს სიმამაცით, იმედით და ნდობით აღავსებენ. თითოეული ავადმყოფის ისტორია უნიკალურია და მხოლოდ პროტოკოლით გათვალისწინებული ქმედებების შესრულება ზოგჯერ საკმარისი არაა და ასეთ დროს მედდების…

მეტი...

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია დიმიტრი პესკოვმა „რია ნოვოსტის“ დაუდასტურა. ის უკვე საავადმყოფოში იმყოფება.

მეტი...

„ჩვენ აგროდაზღვევა უკვე სისტემურ მიმართულებად ვაქციეთ. პროექტი სამწლიანი იქნება“ – ლევან დავითაშვილი

აგროდაზღვევა, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე  რთული ამოცანაა  ნებისმიერ ქვეყანაში. უნივერსალური წარმატებული მაგალითი არ არსებობს, თუმცა, წლიდან წლამდე, საქართველოში აგროდაზღვევის კომპონენტი იხვეწება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით,  აგროდაზღვევის პროექტი 2014 წლიდან დავიწყეთ. შემდეგ ბევრი ელემენტი შევცვალეთ, დავხვეწეთ. „სადაზღვევო კომპანიებს, ფერმერებს დღეს უკვე აქვთ გამოცდილება, მათ შორის წარმატებული გამოცდილება სადაზღვევო სერვისით სარგებლობის; თუმცა არის გამოწვევები, განვითარება საჭიროა. მაგრამ მთავრია, რომ ჩვენ აგროდაზღვევა უკვე სისტემურ მიმართულებად ვაქციეთ. პროექტი სამწლიანი იქნება. ეს მისცემს ფერმერებს საშუალებას, მიღებული მოსავლის რეალიზაციის შედეგად თანხები მიმართოს მომავალი წლის რისკების დაზღვევისთვის.  სამწუხაროდ, ახლა სოფლის მეურნეობაში…

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილმა, დაახლოებით 200 მლნ ლარამდე დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ – ლევან დავითაშვილი

ეკონომიკური აქტივობები, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ იყო წარმოდგენილი არის უნივერსალური და ეხება, ფაქტობრივად,  ეკონომიკის ყველა დარგს, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, სოფლის მეურნეობის გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებს, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. დავითაშვილის ინფორმაციით, ეს არის მნიშვნელოვანი სტიმულირების ნაწილი, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკის გაცოცხლებისა და გაჯანსაღებისთვის. სოფლის მეურნეობა არის ეკონომიკური საქმიანობის ნაწილი, თუმცა სპეციფიკური. „ფერმერული საქმიანობა თავის თავში მოიცავს მნიშვნელოვან რისკებს, რაც დიდწილად უკავშირდება ბუნებრივ მოვლენებს, კლიმატს. შესაბამისად, სპეციფიკურია სახელმწიფოს პოლიტიკა სოფლის მეურნეობის მიმართ და ფერმერების დახმარების პაკეტიც განსხვავდება, კომპლექსურია და მოიცავს საკრედიტო ინსტრუმენტებს, საგრანტო დახმარებას, მოიცავს პირადაპირ დახმარებას…

მეტი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ ანახლებს

პროგრამა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, მათ შორის ხელის ტრაქტორების (მოტობლოკი) და იმპლემენტების) შეძენის თანადაფინანსებას. ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის გაფართოება/მოდერნიზებისთვის  საჭირო შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსებას და ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე შეადგენს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 50,000 ლარისა.  პროგრამის საბიუჯეტო თანადაფინანსების ჯამური თანხა შეადგენს 10,000,000 ლარს. პროგრამის ფარგლებში სავარაუდოდ დაფინანსდება 200 ტრაქტორი, 80 000 კვ/მ სათბური და 400 ჰა მიწის ფართობზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, – ნათვაქმია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის…

მეტი...

„მიწის რეგისტრაცია არის უმთავრესი წინაპირობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის” – ლევან დავითაშვილი

არ შეიძლება არ აღინიშნოს იუსტიციის სამინისტროს აქტიური მუშაობა სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის კუთხით. ჩვენ გვაქვს სწორი მეთოდოლოგია, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მინისტრმა ისაუბრა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რაოდენობაზე ბოლო 7 წელიწადში. „აღსანიშნავია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 7 წელიწადში რეგისტრირებულია უფრო მეტი მიწის ნაკვეთი, ვიდრე წინა 25 წლის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობის დროიდან. ეს პროცესი,  სავარაუდოდ, 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს. ვფიქრობთ, რომ დაურეგისტრირებელი ნაკვეთები წლის განმავლობაში  დარეგისტრირდება და მეტი ფერმერი ჩაერთვება სახელმწიფო პროგრამებში. მიწის რეგისტრაცია არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ბმაშია ჩვენს პოლიტიკასთან და ამ პოლიტიკის თანამიმდევრულობას უსვამს ხაზს –…

მეტი...

ირაკლი შოთაძემ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე – „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება: აღდგენითი მართლმსაჯულების გამოცდილება ევროპაში“ მოხსენება წარადგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მონაწილეებმა მოხსენებები დისტანციურად წარადგინეს. ირაკლი შოთაძემ კონფერენციის მონაწილეებს, საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მიღწევების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა როგორ დაინერგა აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიებები ქართულ სამართლებრივ სივრცეში, რა ფორმით მოხდა მისი ინტეგრირება ტრადიციულ სამართლებრივ სისტემასთან და რა შედეგები გამოიღო. ირაკლი შოთაძის თქმით, აღდგენითი მართლმსაჯულების დამკვიდრება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში დაიწო. საქართველოს პროკურატურისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. პროკურატურა აქტიურად იყო  ჩართული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე…

მეტი...

„აგროკრედიტის პროგრამა. ეს არის „ქართული ოცნების” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება – იაფი რესურსი სოფლის მეურნეობაში“ – ლევან დავითაშვილი

უნივერსალურ პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ 2013 წლიდან, ეს არის აგროკრედიტის პროგრამა. ეს არის „ქართული ოცნების” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. დავიტაშვილის ინფორმაციით, იაფი რესურსი სოფლის მეურნეობაში.  შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი წლიდან წლამდე სახეს იცვლის, გარკვეულ მოდიფიკაციას გადის რეალობიდან გამომდინარე. „დღეს შეცვლილია რეალობა ბანკებში; აქედან გამომდინარე, საპროცენტო განაკვეთი გავზარდეთ იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს აგროსასურსათო სექტორს და აგროსასურსათო ბიზნესს.  ეს არის ახალი შესაძლებლობები, რომელიც კრიზისის დროს ჩნდება ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობაში. ჩვენი მოსახლეობის, დააახლოებით, 39 %-ია  სოფლის მეურნეობაში ჩართული. ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანები მიუბრუნდნენ სოფელს, თავიანთ…

მეტი...

შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, სრულად ჩამოეწერება 42 000 ფერმერს

“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სრულად ჩამოეწერებათ შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების შედეგად წარმოიქმნა,” – ინფორმაციას, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული დავალიანება ფერმერებს ჩამოეწერებათ ავტომატურად. „42 ათასზე მეტი ფერმერი 2020 წელს  სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდება, რაც 1 ჰექტარზე 75 ლარამდე გადასახადს გულისხმობს და ჯამში 5 მილიონ ლარს შეადგენს. დახმარება განკუთვნილია ყველა ფერმერისთვის, ვინც სარგებლობს ირიგაციის და დრენაჟის…

მეტი...

დიზელის საწვავი შეღავათიან ფასად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებს

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,25-დან 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები, ახალი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, დიზელის საწვავს შეღავათიან ფასად იყიდიან. პროექტის ფარგლებში, საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. პროგრამის ბენეფიციარები აგროტექნიკური სამუშაოებისთვის  საჭირო დიზელის საწვავს, ბაზარზე არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად იყიდიან. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც, თავის მხრივ, სასურსათო უზრუნველყოფასა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25 და მეტი ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელ ყველა ფიზიკურ…

მეტი...

ლევან დავითაშვილმა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ. „ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უკავშირდება ფერმერების დახმარებას, ეს არის პირდაპირი დახმარება – სუბსიდირება იმისთვის, რომ ფერმერებს წარმოება გაუმარტივდეთ და გაუიაფდეთ; მათთვის ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა მასალა, რომელიც სოფლის მეურნეობაში გამოიყენება”, – განაცხადა მინისტრმა. იწყება ახალი სახელმწიფო პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება“ პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში …

მეტი...

“ქვეყანაში აგრარული პროცესი არც ერთი დღით არ უნდა გაჩერდეს და დაუმუშავებელი მიწა არ უნდა დარჩეს” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სფეროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში აგრარული პროცესი არ უნდა შეჩერდეს. პრემიერმა,  სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროგრამებზე ისაუბრა და ის გადაწყვეტილებები  წარადგინა, რაც მთავრობამ პანდემიის პირობებში ფერმერების დასახმარებლად მიიღო. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პროგრამის შედეგი უნდა იყოს, რომ აგრარული პროცესი არც ერთი დღით არ უნდა გაჩერდეს ქვეყანაში და არ უნდა დარჩეს ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწა. ამ მიზნის მისაღწევად მთავრობამ შეიმუშავა კონკრეტული გეგმა იმ პროგრამებისა, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე არსებობს ფერმერების დასახმარებლად, ამ პროგრამების დაფინანსების გასაზრდელად. ამასთან ერთად, სპეციალური დამატებითი ღონისძიებების მისაღებად, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად: თითოეული…

მეტი...

“დღეს კიდევ ერთი გაჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას” – ლევან გოფოძე

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი უკვე სამი დღეა არ მიუღია. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა, დადებითი ტენდენცია შეინიშნება „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელებულებთან მიმართებაშიც. მისივე ინფორმაციით, დღეს კლინიკიდან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება. ლევან გოფოძის ინფორმაციით, კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტის მსგომარეობას მისი ასაკი და მწვავე პნევმონიაც ართუკებს. კლინიკის ექიმები “კოვიდ 19″-ზე კიდევ 8 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან. „ამჟამად 64 პაციენტია დაკვირვების ქვეშ. აქედან კოვიდინფიცირებული არის 38. დღეს კიდევ ერთი გაჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას. პაციენტების მდგომარეობას რაც შეეხება, ერთი ინფიცირებული პაციენტი მართვით სუნთქვაზე, კრიტიკულ მდგომარეობაში გვყავს. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია მეტ-ნაკლები სირთულით. ხუთი პაციენტს პნევმონია აქვს დადასტურებული და ვმკურნალობთ, თუმცა სუნთქვის პარამეტრები მოშლილი არ…

მეტი...

“სოფლის მეურნეობის მინისტრი წარმოგვიდგენს ანტიკრიზისულ, პოსტკრიზისულ პროგრამას, რომელსაც ჰქვია “ზრუნვა სოფელზე და ზრუნვა ფერმერზე” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ფერმერების დასახმარებლად გარკვეული ღონისძიებები გატარდა, თუმცა ეს საკმარისი არაა. ამიტომ, გახარიას თქმით, დღეს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი წარმოადგენს პოსტკრიზისულ პროგრამას – „ზრუნვა სოფელზე და ზრუნვა ფერმერზე“. „სოფლის მეურნეობა არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ უკვე ორიოდე სიტყვა ვთქვით, გარკვეული ღონისძიებები ჩვენი ფერმერების დასახმარებლად გადავდგით, მაგრამ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. დღეს ჩვენ სოფლის მეურნეობის მინისტრი წარმოგვიდგენს ანტიკრიზისულ, პოსტკრიზისულ პროგრამას, რომელსაც ჰქვია ზრუნვა სოფელზე და ზრუნვა ფერმერზე“, – განცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერის განმარტებით, კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა, რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება, აგრო…

მეტი...

“ფერმერები დიზელის საწვავს ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით ერთი ლარით იაფად შეიძენენ” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ფერმერები დიზელის საწვავს ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით ერთი ლარით იაფად შეიძენენ. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა მუშაობს, რომ ფერმერებისთვის აგროდეზელის ფასი ნაკლები იყოს კრიზისის შემდეგადაც, მომდევნო წლებში. „ყოველი ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი. საერთოდ, სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის, საწვავის ფასი არის კრიტიკულად, სისტემურად მნიშვნელოვანი და ჩვენ ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად არა მხოლოდ წელს კრიზისში, არამედ მომავალი წლებისთვისაც. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი…

მეტი...

“თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან მიიღებს დახმარებას 200 ლარის სუბსიდირებით” – გიორგი გახარია

თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით,  – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „დაახლოებით ეს ნიშნავს, რომ საშუალო დონის საფერმერო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც მაგალითად აქვთ 10 ჰექტარი მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან 2000 ლარის ოდენობით. ეს, რა თქმა  უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზე, რომელთაც აქვთ  შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

კორონავირუსით დღეს დაინფიცირებული ადამიანი, ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ბოჭორიშვილის კლინიკაში განუცხადეს. როგორც კლინიკაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, თავდაპირველად ის პნევმონიის ნიშნებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში შევიდა, რის შემდეგაც, პაციენტი გადაიყვანეს კარანტინში. სწორედ კარანტინში დაუდასტურდა მას „კოვიდ-19“. ლაბორატორიული კვლევის დადებითი პასუხის შემდეგ, დღეს პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ირკვევა, აღნიშნულ პაციენტს მჭიდრო კონტაქტი სულ ოთხ პირთან ჰქონდა. ყველა მათგანი უკვე გამოკვლეულია, თუმცა ლაბორატორიული კვლევა მათ კიდევ ერთხელ, დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ. პასუხები სავარაუდოდ ხვალ, დილით გახდება ცნობილი. აღნიშნული…

მეტი...

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ხუთი პირი გამოჯანმრთელდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსისგან კიდევ ხუთი პირი გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, ბოლნისში 121 კოვიდინფიცირებულიდან 37 გამოჯანმრთელებულია. ამასთან, მუნიციპალიტეტში დადასტურებული შემთხვევებიდან სამი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები სოფელ სავანეთში მიშაობენ, სადაც დაგეგმილია სინჯების აღება 40-მდე მოქალაქისთვის და ახალ კორონავირუსზე კვლევის მიზნით ლაბორატორიაში გაგზავნა. სოფელ სავანეთში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 15 აპრილიდან, მას შემდეგ მოქმედებს, რაც „კოვიდ-19“-ის ორი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მაშინ ინფექციის წყარო ვერ დადგინდა. ასევე, მუნიციპალიტეტში დღის ბოლოსთვის 48 პირის კვლების შედეგებს ელოდებიან. მათი უმრავლესობა სოფელ გეტაში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი და სავარაუდო კონტაქტები არიან. აღნიშნულ სოფელში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის ოთხი შემთხვევა არის დაფიქსირებული. კვლევისთვის გაგზავნილია სინჯები სოფელ მუშევანიდანაც. გამოსაკვლევი პირები სოფელში ბოლო დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიანმ ასევე იკლევენ ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებული…

მეტი...

“ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლად წმინდისა ღვთისმშობლისა” – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე მიულოცა. პატრიარქის თქმით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დიდ დღესასწაულს ქართველი ერი მთელი კვირის განმავლობაში იზეიმებს. „გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს, ანდრია პირველწოდებულის დღეს და საქართველოს ეკლესიის და ერის ღვთისმშობლოს წილხვედრად აღყვანებას. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლად წმინდისა ღვთისმშობლისა. უფალი ხედავს წარსულს, აწმყოს და მომავალს, როგორც დღევანდელ დღეს. უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ იმოქმედებს ასევე საქართველო სხვა ერების ცხოვრებაზე.…

მეტი...

დონალდ ტრამპმა, ჟურნალისტთან კონფლიქტის გამო, ბრიფინგი დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ახალი კორონავირუსის შესახებ საუბრის დროს, ჟურნალისტთან კონფლიქტის გამო, ბრიფინგი დატოვა. სატელევიზიო არხი CBS-ის თანამშრომელმა ჰკითხა ტრამპს, თუ რატომ არის ის მუდმივად ფოკუსირებული სხვა ქვეყნებთან აშშ-ის მეტოქეობაზე კორონავირუსის ტესტების რაოდენობის თვალსაზირისთ, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება მიაქციოს ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას, სადაც ხალხი კვდება. “ხალხი კვდება მთელ მსოფლიოში. ალბათ ეს არის შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ ჩინეთს. არ მკითხოთ. ჰკითხეთ ჩინეთს. თუ მათ ჰკითხავთ, შესაძლოა მიიღოთ ძალიან უჩვეულო პასუხი.” – უპასუხა ამერიკის ლიდერმა მის ამ შეკითხვას. Washington Post- მა და რამდენიმე სხვა მედიასაშუალებამ მოგვიანებით გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ…

მეტი...