ამერიკამ საქართველოს თვის განმავლობაში $500 000-მდე ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ, ამ თვის განმავლობაში საქართველოს $500 000-მდე ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა. დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღჭურვილობა გადაეცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. „ამ აღჭურვილობას შორისაა სათვალეები, დამცავი ფარები, დეზინფექციის ხსნარები, რესპირატორები, ინფრაწითელი თერმომეტრები და კომბინიზონები. ეს მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სფეროს უფლებამოსილ პირებს, COVID-19 საფრთხეზე რეაგირებისას იყვნენ დაცული და სანიტარიულ გარემოში“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

მეტი...

ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ხვალიდან იხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, ხვალიდან, 19 მაისიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება. კარანტინის რეჟიმი უქმდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნახიდური, ფარიზი, ცურტავი, დაბა თამარისი, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური და მწყნეთი. აღნიშნულ სოფლებში ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს.

მეტი...

“მსოფლიომ ხელახლა უნდა გაიცნოს საქართველო, როგორც უსაფრთხო დანიშნულების მქონე ქვეყანა ტურისტულ სამყაროში” – ნათია თურნავა

“მსოფლიომ ხელახლა უნდა გაიცნოს საქართველო, როგორც უსაფრთხო დანიშნულების მქონე ქვეყანა ტურისტულ სამყაროში”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის ელჩებთან ვიდეო ჩართვის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ამ დღეებში საელჩოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ პირველ ივლისს საქართველომ წარმატებულად შეძლოს გახსნას ტურისტული ბაზარი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. „აქამდე გვიცნობდნენ ჩვენ, როგორც უძველესი ტრადიციების, ისტორიის და შესანიშნავი ბუნების მქონე ქვეყანას. ახლა გვიცნობენ, როგორც ქვეყანას, რომელმაც წარმატებით ბრძოლა შეძლო კოვიდ 19-თან, რაც სხვა ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო. ჩვენი ფრონტის წინა ხაზი დღეს გადის სწორედ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსზე, საელჩოებზე და სწორედ ეს იყო პრემიერ-მინისტრის გზავნილი ჩვენი დიპლომატიური კორპუსის…

მეტი...

“მოსახლეობას ვაქცინის არ უნდა ეშინოდეს, ის ნებაყოფლობითი იქნება” – ბიძინა კულუმბეგოვი

“თუ რამე ბიოლოგიური წინაღობა არ შეიქმნა, ვაქცინა შეიქმნება და ის აუცილებლად ნებაყოფლობითი იქნება”, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. კულუმბეგოვი დარწმუნებით ამბობს, რომ ვაქცინა უსაფრთხო იქნება. „თუ მეც დავრწმუნდები იმაში, რომ ვაქცინა უსაფრთხო იქნება (დარწმუნებული ვარ ასეც იქნება), მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ადამიანურ, მარტივ ენაზე ყველას ავუხსნა, მე მივცე მაგალითი, რომ ის უსაფრთხო და კარგია. თუ რაიმეში ეჭვი შემეპარება, ამას ვიტყვით. მოსახლეობას ვაქცინის არ უნდა ეშინოდეს. აცრა იქნება ნებაყოფლობითი და ვისაც სურვილი ექნება ხარისხიან, კარგ ვაქცინას გაიკეთებს“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

მეტი...

“ზუგდიდის ჩაკეტვა არ განიხილება” – ალექსანდრე მოწერელია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქალაქის ჩაკეტვა არ განიხილება, რადგან ინფიცირებულების კონტაქტები მიკვლევადია. „ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი, რთული სათქმელია, თუმცა თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში. პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან გადასაწყვეტი. დღეის მონაცემებით, ტრაილერის მძღოლის ​კლასტერის ყველა კონტაქტი, პრაქტიკულად, ჯერჯერობით არის მიკვლევადი. შესაბამისად, ეს ადამიანები გადაგვყავს კარანტინში. თუ გვექნება შემთხვევა, როცა ვერ დადგინდება კონტაქტები, მაშინ რა თქმა უნდა, მოგვიწევს ზომების გამკაცრების დღის წესრიგში დაყენება. ამ შემთხვევაში ჩვენ ჯანდაცვის მუშაკების ყველა რეკომენდაციასა და მითითებას გავითვალისწინებთ“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის მოთავსებულია 56 პირი.…

მეტი...

“ძველ რეჟიმში ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ” – ბიძინა კულუმბეგოვი

“ავტომანქანით გადაადგილების, სახლიდან გამოსვლის შეზღუდვის ქვეშ უსასრულოდ ვერ ვიქნებით, ასე ქვეყანა ვერ იცხოვრებს, გამორიცხულია. შეზღუდვები მოიხსნა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა უცვლელი დარჩა და კიდევ უფრო მეტი დაგვეკისრა”, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი თქმით, მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან შეიძლება ნებისმიერ დროს ინფექციამ თავი იჩინოს.  „სანამ ამ დაავადებასთან ბრძოლის გარდამტეხი ფაქტორები (ვაქცინა, მედიკამენტი) არ იქნება, ძველ რეჟიმში ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ, ეს გამორიცხულია. ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს. რადგან შეიძლება ნებისმიერ დროს ინფექციამ თავი იჩინოს. ეს იმდენად მაღალი გავრცელების უნარის მქონე ვირუსია, რომ ფაუჩი მას ცეცხლს ადარებს და ამბობს, რომ ვირუსი როგორც ცეცხლი ისე ვრცელდება. ამიტომ ჩვენ…

მეტი...

პროკურატურა რურუასთვის ბრალის შეცვლას არ აპირებს

გიორგი რურუას საქმის პროკურორი ვასილ სამხარაძე ამბობს, რომ გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის საფუძველი არ არსებობს. ვასილ სამხარაძის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხებიან ექსპერტ კრიმინალისტები და პატრული ინსპექტორი, რომელიც უშუალოდ დაკავებაში იღებდა მონაწილეობას “ბრალდების მხარე ხელმძღვანელობს იმ მტკიცებულებებით, რაც საქმეშია და აფასებს იმ საფრთხეებს, რაც ბრალდებულის მხრიდან შესაძლოა დადგეს. აქედან გამომდინარე, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს” – განაცხადა საქმის პროკურორმა. ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ პარლამენტის სხდომას არ დაესწრებიან და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

მეტი...

“საქართველოს მთავრობა მზად არის, დახმარება გაუწიოს თავის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მობილიზებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად. „ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. სამწუხაროდ, სწორედ ამიტომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ ფლობს სრულ ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. საქართველოს ცენტრალური მთავრობა, გაერო-ს სააგენტოების და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მზად არის, დახმარება გაუწიოს თავის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ სიტყვით გამოსვლისას

მეტი...

გიორგი გახარიამ საქართველოს ელჩებს დაავალა, მსოფლიოს ხელახლა გააცნონ საქართველო, როგორც ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა

საქართველო – უსაფრთხო დანიშნულების ადგილი – ეს არის გზავნილი, რომელიც ქართველმა დიპლომატებმა თავიანთ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საზოგადოებამდე უნდა მიიტანონ, – ქვეყნის ტურისტულად მიმზიდველ და უსაფრთხო ადგილად პოზიციონირების შესახებ საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. „მთავრობის მეთაურის შეფასებით, იმას, რომ საქართველომ ეფექტურად შეძლო „კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვა, წამყვანი ევროპული ქვეყნებიც ხაზგასმით აღნიშნავენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, კრიზისი იქცეს შესაძლებლობად და ამ კუთხით მიღწეული წარმატებები კონვერტირდეს კონკრეტულ შედეგებში, რაც მსოფლიოში საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების ბრენდის დამკვიდრებას გულისხმობს“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში, მათივე ცნობით, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრები უახლოეს…

მეტი...

“ხვალ ვისმჯელებთ, როგორ გავუმკლავდეთ საქართველოს მთავრობას, თუ ისინი არ მისდევენ თავიანთ დანაპირებს” – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარმა მწვანეების ჯგუფიდან, ივანიშვილის ყოფილმა მხარდამჭერმა, ვიოლა ვონ კრამონმა განაცხადა, რომ ხვალ გაიმართება მოსმენა და დისკუსია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში და იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ საქართველოს მთავრობას. “ვიმედოვნებ თქვენი ხელისუფლება ხვდება, რა საკითხებია ახლა ზღურბლზე და იმედია, სურვილი აქვთ თანმიმდევრობით მიყვნენ ევროინტეგრაციის გზას. სანქციებზე ახლა აუცილებელი არაა ლაპარაკი, თუმცა ხვალ გაიმრთება მოსმენა და დისკუსია საქართველოს შესახებ  ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში. განხილვის მთავარი საკითხი იქნება, თუ  როგორ უნდა  მივუდგეთ და გავუმკლავდეთ საქართველოს მთავრობას, თუ ისინი არ მისდევენ თავიანთ დანაპირებს და არ შეასრულებენ გაცემულ პირობებს.” – აცხადებს ვიოლა ვონ კრამონი.

მეტი...

“ვბრუნდები იქ, საიდანაც მოვედი” – რატომ გადადგა მერის მოადგილე

თბილისის მერის უკვე ყოფილი მოადგილე სოფო ხუნწარია ამბობს, რომ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და საქმიანობას ისევ “არტარეაში”  გააგრძელებს. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში ის მადლობას უხდის თბილისის მერს კახა კალაძეს მიცემული შესაძლებლობისთვის. “ძალიან ბევრი მირეკავს, მწერს და ათას ვერსიას ვისმენ მეგობრებო. ხდება ხოლმე ასეც, როდესაც პირადი განცხადების საფუველზე მიდიან ადამიანები თანამდებობიდან და სხვა რაიმე აპოკალიპტური ფონი არ არსებობს. კოლეგებს ბოდიში, რომ მათ ზარებს არ ვპასუხობ (ჟურნალისტებს ვგულისხმობ) მაგრამ გთხოვთ რიგი ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ, უხერხულია. მე ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ თანამდებობას, ჩემი პირადი მიზეზების გამო. არ მომწონს, როცა ჩამონათვალს აკეთებენ…

მეტი...

“ნათელაშვილის ეზოს კლასტერი” – ვოლსკი ოპოზიციაზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ძალიან ბევრი თემაა, რომელიც, ზოგადად, საარჩევნო სისტემას ეხება, არის ეუთო/ოდირის შენიშვნები. “ამასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა, თითქოს ბოლომდეც მივიდა. ბოლოს და ბოლოს კონსტიტუციური ცვლილებებია განსახორციელებელი და ეს თემები არ არის საინტერესო ოპოზიციური კლასტერისთვის, რომელიც ჩამოყალიბდა ნათელაშვილის ეზოში, ვინაიდან მათთვის პერსპექტივა არის ძალიან დაბალი“, – აღნიშნა ვოლსკიმ. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, აქედან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან კიდევ იქნება დასახელებული არაერთი მიზეზი იმისათვის, რომ ეს ცვლილებები არ იქნას მიღებული და დესტრუქციული რეჟიმი იყოს მთავარი პოლიტიკური მექანიზმი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ. „რაც შეეხება მაჟორიტარულ…

მეტი...

“ვაქცინის შექმნამდე, ეს დაავადება სამყაროში იქნება, მაგრამ შემსუბუქებული” – ლევან რატიანი

“ვიდრე ვაქცინა შეიქმნება, ეს დაავადება სამყაროში იქნება, მაგრამ შემსუბუქებული”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. „ამ ვირუსთან ერთად ცხოვრების გაგრძელება მოგვიწევს, ის თავის ბიოლოგიურ აგრესიულ ბუნებას შეარბილებს, ამიტომ ადამიანის ორგანიზმი ეგუება მას, იმუნიტეტი უყალიბდება და შესაძლებელია, მოვლენები ბანალურად განვითარდეს და კაცობრიობამ ვერც კი იგრძნოს, ისე გადალახოს ამ ვირუსით ინფიცირება“, – აღნიშნა რატიანმა. მისივე თქმით, ნებისმიერი ვირუსი, განსაკუთრებით ზედა სასუნთქი გზების ინფექციები გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქტიურდებიან. „ვირუსების ჭარბი გამოვლენა სწორედ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება. მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ამ ვირუსს კაცობრიობამ იგნორი გაუკეთოს. ისეთი აფეთქება, როგორსაც ველოდით…

მეტი...

საბერძნეთში ორი ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა

საბერძნეთში, 2 ქართველი ემიგრანტი ქალი, მანონი არევაძე და მარინა ხაბეიშვილი გარდაიცვალა, როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ემიგრანტებმა განუცხადეს  მარინა ხაბეიშვილი, რომელიც 44 წლის იყო, დღეს დილით იპოვეს გარდაცვლილი, იგი მომვლელად მუშაობდა. გარდაცვლილი სოფელ ქვიტირიდანაა. მანონი არევაძე კი, გავრცელებული ინფორმაციით 17 წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში. იგი ათენში ცხოვრობოდა.

მეტი...

“20 ივნისს აქცია მორალურადაც და პოლიტიკურადაც გამართლებულია” – გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ 20 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, 20 ივნისის აქცია აბსოლუტურად ლოგიკურია, სწორია და მორალურად, პოლიტიკურადაც გამართლებულია. „20 ივნისი არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, ეს არის დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა ხმა აიმაღლეს უაზრო, უშინაარსო და ქვეყნისთვის მაზიანებელ დათმობზე, რასაც რუსეთთან მიმართებაში ეს ხელისუფლება აწარმოებდა და ამას მოჰყვა ის რეაქცია, რაც ვიცით ჩვენ ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ 20 ივნისს აქცია აბსოლუტურად ლოგიკურია, სწორია და მორალურადაც და პოლიტიკურადაც გამართლებულია. ამავე დროს, პოსტ პანდემიურ, თუ პანდემიურ პირობებში, ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი რომელიც…

მეტი...

“პატარა მიკრობმა მსოფლიო დააშოშმინა” – ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 73-ე ყოველწლიური სესიის გახსნაზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამოსვლისას ჯანმოს დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ეკონომიკური, სამხედრო და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიუხედავად, პატარა მიკრობმა მსოფლიო დააშოშმინა. მან ოფიციალურ პირებს ასევე მოუწოდა, ამ ვირუსს სათანადო ყურადღება მიაქციონ, რადგან მსოფლიოში დაინფიცირების მილიონობით შემთხვევა გამოვლინდა. „თუ ეს ვირუსი რამეს გვასწავლის, ეს თავმდაბლობაა. ექვსი თვის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა იმის გაფიქრება, რომ მსოფლიოს უდიდესი ქალაქები დაცარიელდებოდა, რომ რესტორნები, მაღაზიები, სკოლები და სამუშაო ადგილები დაიხურებოდა, რომ საერთაშორისო მოგზაურობა შეჩერდებოდა, რომ უბრალოდ ხელის ჩამორთმევა სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

მეტი...

20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების შეგზავნა განახლდება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან ყველა სახის ამანათის შეგზავნა განახლდება, მათ შორის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების, საკვები პროდუქტების და ა.შ. მათივე ცნობით, მოცემული გადაწყვეტილებით პენიტენციურ სისტემაში მოქმედი შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო. „ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით მიწოდებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში, გაივლის დეზინფექციას (გარდა საკვები პროდუქტებისა). სპეციალურად ამ მიზნით, პენიტენციურ სამსახურში შეიქმნა მობილური ჯგუფი, რომელიც ყველა ამანათის შიგთავსს დაამუშავებს საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სპეციალური ხსნარით, რომელიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დეზინფექციის ამ სამუშაოს ჩატარებას გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომაც, გზავნილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოწოდების მომენტიდან მისი პატიმრისთვის ჩაბარებას ჩვეულებრივზე რამდენიმე საათით მეტი…

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები ჩარტერული ავიარეისით დღეს ლარნაკადან დაბრუნდნენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით  ჩარტერული რეისი შესრულდა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მგზავრთა შორის იყვნენ მცირეწლოვნები და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები. ერთ პირს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, თბილისის აეროპორტში რეანომობილი დახვდა, რათა იგი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაეყვანათ. სამინისტროს ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ. 18 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20 880 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზებულად დაბრუნდა 11…

მეტი...

14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წაეყენა

საქართველოს პროკურატყრა განცხადებას ავრცელებს. „ბ.ი.-ს ბრალდება წარუდგინა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 14 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის აპრილისა და მაისის თვეში ბ.ი.-მ 11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. სამართალდამცველებმა ბ.ი. 2019 წლის 16 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 11 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის…

მეტი...

“ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი იმ 46 ქვეყანას შორის, რომელმაც პირველ ეტაპზე მიიღო გაეროსგან დახმარება” – ნათია მეზვრიშვილი

ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვართ იმ 46 ქვეყანას შორის, რომელმაც პირველ ეტაპზე მიიღო გაეროსგან 1 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, – ამის შესახებ პრემიერ – მინისტრის აპარატის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.  მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო იმ 46 ქვეყანათაგან ერთ ერთია, ვინც სოლიდური დახმარება მიიღო. „პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ვირუსის გავრცელების შენელება, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა და კრიზისით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია 1 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც გაერომ ჩვენთვის გამოყო და რომელიც გახლავთ ერთობლივი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგი მთავრობასა და გაეროს შორის.…

მეტი...

თბილისის მერიის განცხადებას ავრცელებს

„თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.  გათავისუფლების ბრძანებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელი უკვე მოაწერა. თბილისის მერია მადლობას უხდის სოფიო ხუნწარიას ორი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და უსურვებს მას წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

“არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს, როგორც ჩანს, „ნაცკლასტერს“ არ სურს” – ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც შედგა, მიზანმიმართულია, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩასატარებლად. როგორც ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რიგ პოლიტიკურ პარტიებს არ სურთ, ამაზე პასუხისმგებლობა აიღონ. „ის პოლიტიკური შეთანხმება, რაც შედგა, მიზანმიმართულია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს და ნაკლები იყოს პოლარიზაცია. როგორც ჩანს, „ნაცკლასტერს“ არ სურს, ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს. „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმედია, კენჭისყრაში მონაწილეობას დამოუკიდებელი დეპუტატებიც მიიღებენ. როგორც ჩანს, ჩვენს ოპონენტებს სხვა მიზნები აქვთ და ერთ-ერთი მიზანი შალვა ნათელაშვილმა გუშინ გააჟღერა – მიუხედავად იმისა, ხალხი ხმას მისცემს თუ არა „ქართულ ოცნებას“, მათთვის არალეგიტიმური იქნება…

მეტი...

“ოპოზიციას ვურჩევ, მუდმივად იმის ძიებაში ნუ არის, 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულოს” – რატი იონათამიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციას ურჩევს, მუდმივად იმის ძიებაში ნუ არის, რომ 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულოს. რატი იონათამიშვილი ოპონენტების შეფასებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ოპოზიციას არ სურს საარჩევნო პროცესებში ჩართვა. „თუ ამ რიტორიკას არ შეცვლიან, ეს მათთვის დამღუპველი იქნება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

მეტი...

“საერთაშორისო თანამშრომლობით კორონავირუსის პანდემიის დაძლევა უფრო მალე იქნება შესაძლებელი” – ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობით კორონავირუსის პანდემიის დაძლევა უფრო მალე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ გერმანიის ლიდერმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ასამბლეა კორონავირუსის პანდემიის გამო ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც მერკელმა აღნიშნა, აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ იფიქროს, თუ როგორ არის შესაძლებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესება. ამავე დროს, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ საჭიროა ორგანიზაციის მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფა. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არის ლეგიტიმური გლობალური ინსტიტუტი, სადაც ყველა საკითხი ერთიანდება. სწორედ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმაზე ფიქრი, როგორ შეგვიძლია მისი ფუნქციონირების გაუმჯობესება“, – განაცხადა ანგელა მერკელმა. გერმანიის კანცლერის თქმით, ვერც ერთი ქვეყანა ვერ…

მეტი...

იუსტიციის სახლებში სააღსრულებო სერვისები დღეიდან ისევ ხელმისაწვდომია

აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები იუსტიციის სახლებში 18 მაისიდან ხელმისაწვდომი იქნება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით, – ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოქალაქეებს, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გაგზავნის პარალელურად, შესაძლებლობა ექნებათ, განცხადებები და დოკუმენტები იუსტიციის სახლში მატერიალური ფორმით წარადგინონ. „მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იუსტიციის სახლში აღსრულების ბიუროს სერვისის მიღება მხოლოდ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაშია შესაძლებელი“, – აღნიშნავენ აღსრულების ბიუროში. სერვისის მისაღებად პირმა პორტალზე my.gov.ge: Ø  უნდა აირჩიოს იუსტიციის სახლში ვიზიტის დაჯავშნა; Ø  საკონტაქტო ინფორმაციის შევსების შემდეგ, მომსახურების ტიპში უნდა მიუთითოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებზე განცხადებების მიღება; Ø  კალენდარში მონიშნოს იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტის…

მეტი...

კახეთში მიზნობრივი ტესტირების მეორე ეტაპი დაიწყო

კახეთში სასწრაფო დახმარებისა და „ცხელების ცენტრებში“ მომუშავე მედპერსონალის მიზნობრივი ტესტირების მეორე ეტაპი დაიწყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მედპერსონალს ორკვირიანი ინტერვალით კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება უტარდება. „მიზნობრივი ტესტირებები შეეხებათ ასევე სხვა მაღალი რისკის მქონე ჯგუფებს, მათ შორის, პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, მაღაზიების, სააფთიაქო ბიზნესისა და სილამზის სალონის პერსონალს. ტესტირება ამ ეტაპზე „პისიარ“ტესტებით მიმდინარეობს, შემდგომში შესაძლებელია ნიმუშის აღების სხვა ალგორითმი იქნას შემუშავებული“, –  განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა. ხიზანიშვილის განმარტებით, კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე…

მეტი...

“საქართველომ ეპიდემიოლოგიურად სტაბილური მდგომარეობა ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს” – დიმიტრი ხუნდაძე

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, საქართველო ეპიდემიოლოგიური კუთხით შედარებით უკეთესად გამოიყურება, რაც იმ რეგულაციების დამსახურებაა, რომელიც დროულად იყო მიღებული. „ხედავთ, რომ ამ ეტაპზე, ყველასთვის სასურველი შედეგია დამდგარი. 90 საკარანტინო ზონაა. ამანაც თავისი პოზიტიური როლი ითამაშა, რადგან ძირითადად, იმპორტირებული შემთხვევები იყო, შიდა გავრცელება უფრო დაბალ ხარისხში იყო. 39 ათასი შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული, დაახლოებით 42 ათასი ტესტია ჩატარებული. ამ დროისთვის 701 დადასტურებული შემთხვევაა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია – 12. პროცენტული მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი, ერთ პროცენტზე მეტი, მაგრამ არა – ორი პროცენტი. არის ქვეყნები, სადაც გარდაცვალების მაჩვენებელი 14 პროცენტს აღწევდა. დაინფიცირების…

მეტი...

“შეზღუდვების მოხსნა რისკებს გაზრდის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ რეკომენდაციები” – ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ მართალია, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეფუძნება ეპიდემიოლოგიური სამსახურის შესაბამის რეკომენდაციებს, თუმცა, ქვეყანაში ვირუსი გამქრალი არ არის და გავრცელების რისკები მაინც მოიმატებს. ლევან გოფოძე მოსახლეობას დისტანცირებისა და შეკრებებისთვის თავის არიდების რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს. „რადგან იხსნება, ბუნებრივია, ამას აქვს ეპიდემიოლოგიური სამსახურის შესაბამისი რეკომენდაციები და ამიტომ იხსნება. ერთადერთი, ჩემი აზრით, ჯერჯერობით მაინც აუცილებელია სოციალური დისტანცირება, მაქსიმალურად თავის დაცვა, სახლში დარჩენა, როცა ამის საშუალება გვაქვს, მასობრივი შეკრებებისგან თავის არიდება მაინც ძალაში უნდა დარჩეს. რისკებს გაზრდის. რაც არ უნდა იყოს, ჯერ ქვეყანაში არიან კოვიდინფიცირებული პაციენტები, ესე იგი ინფექცია არის, მთლიანად ამოძირკვული არ არის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ…

მეტი...

„საპროცესო შეთანხმება იყო გარიგება – თუ პორნოგრაფიის საქმეზე ხელს მშობლებს დაადებდნენ, საპროცესოს გაუფორმებდნენ“ – ნიკოლოზ წულეისკირი

„პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული“ მშობლების ინტერესების დამცველების ინფორმაციით დღეს პროკურატურა პირველ ეტაპზე დაკავებული პირებისგან იღებს მისთვის სასურველ ჩვენებას, რაც აისახება იმაზე, რომ ისინი საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დაკავებულ მშობლების წინააღმდეგ  მისცემენ ჩვენებას. „აღნიშნული საპროცესო შეთანხმება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმ ბრალდებულების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ, სწორედ ამ წუთებში აღნიშნულთან დაკავშირებით ეს პირები აძლევენ ჩვენებას ჩვენს საწინააღმდეგოდ და ამის შემდეგ მოხდება საპროცესო შეთანხმება. ამ საქმეში არსებობენ მხოლოდ ყალბი მოწმეები. ჩვენების მიცემა მიმდინარეობს ორგანიზატორების მიერ ქალბატონი მაიასა და კარლის წინააღმდეგ. საპროცესო შეთანხმება იყო გარიგება – თუ პორნოგრაფიის საქმეზე ხელს მშობლებს დაადებდნენ,…

მეტი...

“სხვადასხვა ქვეყნისა და პოლიტიკოსის მხრიდან ვხედავთ საქართველოს საქმეებში მიუღებელ ჩარევას” – რომან კაკულია

დასავლეთი, ერთის მხრივ, ხარჯავს ფულს თითქოს რუსული პროპაგანდის შესანელებლად და მეორე მხრივ, ასეთი ნაბიჯებით პირდაპირ მხარს უჭერს, თუ საქართველოში რაიმე პრორუსული ორიენტაცია არსებობს, მათ გაღვივებას, რადგან საქართველოში ასეთი დასავლეთი არავის მოსწონს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა. „ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში საკმაოდ მიუღებელ ჩარევას. ახლა ძალიან მოდური გახდა საუბარი იმაზე – პრორუსული ორიენტაცია არის სხვადასხვა სახის დანაშაულებების წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების საწყისი და მოტივაცია. „ფრონტერასთან“ მოდავე მხარე ამტკიცებს, ამბობს და ცხადია, რომ საარბიტრაჟო დავა იქნა მოგებული…

მეტი...

“საქართველოს მიმართ მადლიერებას გამოვხატავთ თამბაქოს კონტროლის ძლიერი პოლიტიკისადმი უწყვეტი ერთგულების გამო” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტს და ყველა გადაწყვეტილების მიმღებ პირს მოუწოდებს, წინ აღუდგნენ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული ყოვლისმომცველი პოლიტიკის და კანონმდებლობის შესუსტების მცდელობას. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ორგანიზაცია გასახვევი თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის საკითხს ეხმაურება. „საქართველოს მიმართ მადლიერებას გამოვხატავთ თამბაქოს კონტროლის ძლიერი პოლიტიკისადმი უწყვეტი ერთგულების გამო, რაც მიზნად ისახავს თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ზიანისგან ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის და ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვას. ჯანმო-ს ევროპის რეგიონში, თამბაქოს მოხმარების კუთხით,  საქართველო ჯერ კიდევ ერთ-ერთი ლიდერია. კერძოდ, ზრდასრული მოსახლეობის მესამედი და ახალგაზრდების 15 პროცენტი თამბაქოს…

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილეს შეზღუდვების მოხსნის მიმდინარეობა და ამ პროცესის შესაძლო გავლენა ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. „აღინიშნა, რომ მარნეულში დღეიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა, თუმცა ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები, ისევე როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით, გაიხსნა სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნა დაწესებული შეზღუდვა – სამი ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა, სამი ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში…

მეტი...

“პორნოგრაფიის საქმეზე მშობლები დაზარალებულები იყვნენ, დღეს კი ბრალდებულები აღმოჩნდნენ, მასალებს კი არ ვიცნობთ” – ბონდო ვათიაშვილი (ვიდეო)

„ბავშვთა პორნოგრაფიის“ საქმეზე დაკავებული მშობლების ადვოკატის, ბონდო ვათიაშვილი ინფორმაციით დაცვის მხარეს არ გადასცემია ის მასალა, რის საფუძველზე ც საქმე აღიძრა. ადვოკატი იმ ბავშვების ფსიქიკურ მდგომარეობაზეც საუბრობს, რომლეთა მშობლებიც ამჟამად პატიმრობაში რჩებიან. დაცვის მხარე საქმეზე მონიტორინგს ითხოვს. „მოსალოდნელი ძალიან მძიმე შედეგები უნდა ავიცილოთ თავიდან, ფსევდო მართლმსაჯულების სახელით გვთავაზობენ იმას, რომ მომავალში შეიძლება ბევრი ოჯახი განადგურდეს. მე მიმაჩნია, რომ რაღაც წვლილი უნდა შევიტანოთ ამ ბავშვების მომავლის კეთილდღეობის საქმეში ყველამ. პარადოქსია, რომ დაცვის მხარეს არსებითი მასალა არ გადასცემია, რომლის საფუძველზეც ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ, როდესაც ჩვენ აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს, აღმოჩნდა,…

მეტი...

“სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებაში დამოუკიდებელია” – გიორგი კახიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებების მიღებაში დამოუკიდებელია. გიორგი კახიანი გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და გიორგი რურუას მიმართ განაჩენი არ დამდგარა. „საუბარი იყო მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე და ეს სასამართლომ არ გაითვალისწინა, აღკვეთის ღონისძიების სახით ისევ პატიმრობა დარჩა. პროცესი გრძელდება და ვნახოთ, საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, სასამართლოს იმის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა, რომ აღკვეთის ღონისძიების გარემოება შეცვლილიყო, მიღებული იყო შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა. სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

მეტი...

„ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ზიანი და შეურაცხყოფა მიაყენა პირველ რიგში თავის თავს” – ბექა ნაცვლიშვილი უგულავა – ოქრუაშვილის შეწყალებაზე

დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, არავის აქვს იმის ილუზია, რომ საქართველოს პროკურატურამ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება გიგი გულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების თაობაზე, ხოლო შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისინი დამოუკიდებლად შეიწყალა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გაუაზრებელი და უპრინციპო ნაბიჯებით ქვეყნის სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. „ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ზიანი და შეურაცხყოფა მიაყენა პირველ რიგში თავის თავს, მაგრამ ამაზე არავინ დარდობს. საგანგაშო ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გაუაზრებელი და უპრინციპო ნაბიჯებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი. სუვერენიტეტი მხოლოდ საზღვრების ურღვეობას არ გულისხმობს. ეს არის ხალხის უფლება,…

მეტი...