“კონკრეტული მიმართულებებით ფრენების შესახებ თარიღები მალე დასახელდება” – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სულ მალე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების შესახებ თარიღები დასახელდება.

მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ დაადასტურა მზადყოფნა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აღადგინოს რეგულარული ფრენები.

„სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის სამთავრობო სტრუქტურებმა დაასახელეს საქართველო, როგორც ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, სადაც ვარაუდოებენ, რომ შედარებით ნორმალური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და იმ ეფექტური ზომებიდან გამომდინარე, როგორც ჩვენმა მთავრობამ მართა ეპიდემია, ვარაუდობენ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, სადაც მათი ტურისტები ჩავლენ. არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მათ შორის ეს არის ევროპის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, საფრანგეთთან ვაპირებთ აქტიურ კომუნიკაციას და ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნები და რეგიონის ქვეყნები. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ სულ მალე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების აღდგენაზე გვექნება არა მარტო დასტური კომპანიებიდან, არამედ კონკრეტული თარიღები დასახელებული

დღეის მონაცემებით, 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ დაადასტურა მზადყოფნა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აღადგინოს რეგულარული ფრენები. მათ შორის არიან „ვიზეარი“, „რაინეარი“, „ისრაელის ავიახაზები“, „თურქეთის ავიახაზები“, „ყატარის ავიახაზები“ და არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ეს არის ორკომპონენტიანი ამოცანა – ერთი, ეს არის პირდაპირი ფრენები და ავიაკომპანიები მზად არიან, ყველა უსაფრთხო წესების დაცვით ფრენების დაწყებისთვის. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს არის ქვეყნების მთავრობებს შორის შეთანხმება. აქაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, თუ რა წესებით იფუნქციონირებს ეს უსაფრთხო ტურიზმი და უსაფრთხო დერეფნები“,- განაცხადა თურნავამ.

მსგავსი თემები