“გვაპატიეთ, რომ ამას ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ უნდა დავიცვათ წესები” – ამირან გამყრელიძე

“დათბა დღეს და ყველას გვინდა გარეთ გასვლა, სიარული, ისევ ჯგუფურად შეკრება, მაგრამ ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, გავიჭირვოთ და თავი შევიკავოთ, რადგან სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ დაავადებასთან ბრძოლისთვის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ფეისბუქკონფერენციისას განაცხადა. „ამიტომ, ჩვენ ვერ მოვიგონებთ ახალს. გვაპატიეთ, რომ ამას ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ უნდა დავიცვათ ეს წესები. კარგ ამინდში არავინ ხელს არ უშლის არავის, რომ გამობრძანდნენ გარეთ და იარონ, მაგრამ ნუ ვივლით 5-5 და 10-10 ერთად, ვიაროთ და დავიცვათ ეს დისტანცია. თუ ვართ სადმე პარკში, გვქონდეს დისტანცია და შესაბამისი ღონისძიებები…

მეტი...

“ბევრი ამბობს, გამყრელიძე იტყვის, კიდევ ორი-სამი კვირაო, არა, ბატონო…” – ამირან გამყრელიძე

“ვიცი, ფეისბუქზე ბევრი ამბობს, გამყრელიძე გამოვა და იტყვის კიდევ ორი-სამი კვირა, კიდევ ორი-სამი კვირაო. არა ბატონო, თავიდანვე ვთქვი, რომ ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ, შიდა გავრცელების დაწყებიდან მეექვსე, მეშვიდე, მერვე კვირა არის ხოლმე ყოველთვის საფრთხილო”, – ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.- მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელება 23 მარტს დაიწყო და გადათვლაც სწორედ ამ პერიოდიდან უნდა მოხდეს. „შიდა გავრცელება ჩვენთან დაიწყო 23 მარტს, იქიდან გადათვალეთ, ახლა ვართ მეშვიდე კვირაში. ამიტომ, დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ გავივლით მეშვიდე და მერვე კვირას. თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, ამასობაში ზაფხულიც მოგვიწევს, დადგება თბილი მდგრადი…

მეტი...

“ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება 1-2 თვე უნდა გავაგრძელოთ” – თენგიზ ცერცვაძე

“შეზღუდვები თანდათანობით უნდა შემსუბუქდეს, როგორც ეს ახლა კეთდება, მაგრამ ამ ზომების მინიმუმი, როგორიცაა ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცირება და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ერთი თვე, თუ ორი თვე არა”, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ. თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ვირუსი მთლიანად არ გაქრება. „უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან თანაცხოვრება. Covid-19, გრიპის ვირუსისგან განსხვავებით, სავარაუდოდ, მთლიანად არ გაქრება. ის რაღაც პერიოდი მაინც დარჩება. მთავარია, მივაღწიოთ იმას, რომ ეს ინფექცია გახდეს მართვადი“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

“ნატო განაგრძობს საქართველოსთვის, ჩვენი ღირებული პარტნიორისთვის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაწევას” – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა. „კარგი საუბარი გვქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად. ნატო განაგრძობს საქართველოსთვის, ჩვენი ღირებული პარტნიორისთვის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაწევას, მათ შორის, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში. მადლობას ვუხდი დიდ ბრიტანეთს დამცავი აღჭურვილობის გამოყოფისთვის“, – დაწერა ნატოს გენერალურმა მდივანმა Twitter-ზე. 5 მაისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა.

მეტი...

ტესტირების გაფართოების შემდეგ ეტაპზე, ფარმაცევტებისა და სასურსათო მაღაზიების პერსონალის შემოწმება იგეგმება

“რაღაც ეტაპზე, როდესაც ტესტირება კიდევ უფრო გაფართოვდება, ჩატარდება ფარმაცევტების, სტომატოლოგების, სასურსათო მაღაზიების პერსონალის ტესტირება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ფარმაცევტების რაოდენობა დაახლოებით 8000-ს აღწევს და საპილოტე პროექტი დიდი ალბათობით აჭარაში განხორციელდება. „ჩვენ თანდათანობით ტესტირების არეალს ვაფართოებთ, ვინაიდან შემსუბუქების ღონისძიებებთან ერთად დაემატა გარკვეული ჯგუფები, უკვე იტესტებიან ყველა ცხელების კლინიკის თანამშრომლები, კარანტინიდან გამომსვლელი პირები, მოხუცთა სახლების ბენეფიციარები და მათი მომვლელები. რაღაც ეტაპზე, როდესაც ტესტირება კიდევ უფრო გაფართოვდება, ჩატარდება ფარმაცევტების, სტომატოლოგების, სასურსათო მაღაზიების პერსონალის ტესტირება. საქართველოში ფარმაცევტების რაოდენობა დაახლოებით 8000-ს აღწევს და საპილოტე პროექტი…

მეტი...

კლინიკა „მედალფაში“ 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ უახლოეს დღეებში კიდევ 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. როგორც „მედალფას“ რეგიონალურმა დირექტორმა ლევან ანთაძემ განაცხადა, დაწყებულია პროტოკოლით გათვალისწინებული გამოკვლევები. „დღეს კლინიკა სამმა პაციენტმა დატოვა, მათ შორის ორი მედიკოსია, ერთი კი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. რამდენიმე პაციენტი ელოდება კვლევის შედეგებს ლაბორატორიიდან და ამ დღეებში კიდევ რამდენიმეს გავწერთ. ამ დროისთვის კლინიკაში 19 პაციენტი რჩება, ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ერთ-ერთია რომელიც მართვის სუნთქვაზე დიდი ხნის განმავლობაში იყო. ის მოხსნილია მართვით სუნთქვიდან, ახლა მიმდინარეობს სხვა კლინიკაში ან სახლში გადაყვანაზე მსჯელობა. ეს პაციენტი საჭიროებს ზოგადად მოვლას, რადგან ინსულტი აქვს განვითარებული. დიდი ხანია მას კორონავირუსი არ აღენიშნება”, – განაცხადა ანთაძემ.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა და ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. საუბრისას ასევე განიხილეს შემდეგი ეტაპები და ამ ეტაპების წარმატებით გავლისთვის საჭირო ნაბიჯები. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ლუგარის ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი როლი ეპიდემიოლოგიური ვითარების პირველი ეტაპის წარმატებით გავლასა და კორონავირუსთან ბრძოლის სამომავლო ნაბიჯების მართვაში. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ამ ყველაფერში ლუგარის ლაბორატორიის როლი დასაფასებელია.

მეტი...

“სტომატოლოგიური კლინიკები გაცილებით მაღალი რისკის ჯგუფში არიან” – ხათუნა ზახაშვილი

“სტომატოლოგიური კლინიკები გაცილებით მაღალი რისკის ჯგუფში არიან, თუმცა იქ მომუშავე პერსონალი ჰიგიენურ წესებს როგორც წესი, უკეთ იცავს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა. ხათუნა ზახაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სტომატოლოგიური კლინიკები დაიცავენ წესებს და არ გახდებიან დაავადების გავრცელების წყარო. „სტომატოლოგიური კლინიკის ექიმები არიან ექიმები და მათ კარგად იციან, როგორც უნდა დაიცვან წესები. ყველა სტომატოლოგი ცდილობს დაიცვას ინფექციის კონტროლის წესები. მათ აქვთ შემუშავებული სპეციალური გაიდლაინები ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის თავიანთ სივრცეებში და მე ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებული გაიდლაინები აქვთ. ვიმედოვნებ, რომ სტომატოლოგიური კლინიკებიც აღმოჩნდებიან სათანადოდ აღჭურვილები…

მეტი...

რამდენად მაღალია კორონავირუსის გავრცელების რისკი სილამაზის სალონებში – ხათუნა ზახაშვილი განმარტავს

​ხათუნა ზახაშვილმა განმარტა, რამდენად მაღალია კორონავირუსის გავრცელების რისკი სილამაზის სალონებში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სალონებმა მომხმარებლის და პერსონალის დასაცავად ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ. „ამას წინათ ერთ შრომას გადავაწყდი, სადაც განხილული იყო აფეთქებების თავისებურებები COVID-ის გავრცელებისას, სადაც აღნიშნული იყო სხვადასხვა სივრცეში დაავადების აფეთქების ჯგუფების არსებობის შესახებ. განხილული იყო აფეთქებები სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც რაღაც ჯგუფში ძალიან იოლად გაუვრცელდათ COVID ინფექცია. და თვითონვე ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ძალიან ბევრნაირი ასეთი ჯგუფი შეიკრა, თუმცა შედარებით ნაკლებად არის ასეთი რამ სილამაზის სალონებთან ორიენტირებული, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ალბათ, ჩვენთანაც უფრო მეტად იქნება დაცული მიმსვლელებიც და სალონის მომსახურე…

მეტი...

“ნიღბების გამოყენება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგაც რეკომენდებული უნდა დარჩეს” – ხათუნა ზახაშვილი

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგაც რეკომენდებული უნდა დარჩეს დახურულ სივრცეში მგზავრების მიერ ნიღბების გამოყენება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ დაავადებული ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს, ის 50-70%-ით შეამცირებს დაავადების გადადების რისკს, ხოლო ჯანმრთელი ადამიანი გარკვეულწილად შეამცირებს ინფიცირების რისკს. „დღეისთვის პირბადისა და სამედიცინო ნიღბის ხმარება პრევენციის კარგ საშუალებად განიხილება. საზოგადოებრივ თავშეყრის სივრცეებში, მათ შორის მაღაზიებსა და აფთიაქებში მოხვედრისას რეკომენდებულია ნიღბის ხმარება და ეს ეხება ყველას, მიუხედავად იმისა, რამდენად ჯანმრთელად გრძნობს თავს ადამიანი. თუ დაავადებული ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს, ის 50-70%-ით შეამცირებს დაავადების…

მეტი...

“გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა რიცხვს, რაც შემსუბუქების ღონისძიებების მნიშვნელოვანი ინდიკატორია” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მთელ რიგ შემთხვევებში უკვე ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებს აჭარბებს. ეს კი, გამყრელიძის თქმით, ღონისძიებების შემსუბუქების განმსაზღვრელია. „უკვე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მთელ რიგ შემთხვევებში, მთელ რიგ დღეებში აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა, იმ დღის ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია სწორედ შემსუბუქების ღონისძიებების განხორციელებისა და მოგეხსენებათ, საქართველომ შემსუბუქების ღონისძიებები უკვე დაიწყო“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

“ადამიანების ცალკეული ჯგუფები გულზე სკდებიან, რომ ეკლესებში არავინ დაინფიცირდა” – გოგა ხაინდრავა

“საქართველოში ადამიანების ცალკეული ჯგუფები ახლა გულზე სკდებიან, რომ ეკლესებში არავინ დაინფიცირდა. ისინი იმდენად გაოგნებულნი არიან ამისგან, რომ აღარ იციან, რას ეცნენ”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა. „ვფიქრობ, რომ საქართველოში ორი ტერარიუმი ჩამოყალიბდა, – მედიატერარიუმი და პოლიტიკური ტერარიუმი. ერთი მაგიდასთან იკრიბება და სიებს ადგენს და მეორე – არის რამდენიმე არხი, რომელიც ყველამ ვიცით. მადლობა ღმერთს, რომ ტერარიუმს გარშემო აქვს შუშა, რის გამოც მათი შხამი გარეთ ვეღარ გამოდის და ეს აღარ მუშაობს მოსახლეობაზე“ – განაცხადა გოგა ხაინდრავა.

მეტი...

თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოებისას ზვავმა ორი ადამიანი მოიყოლა

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე მეწყერმა სამი ადამიანი მოიყოლა. არსებული ინფორმაციით, ზვავში მოყოლილი ადამიანები ტრაქტორისტები არიან, რომლებიც გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებდნენ. ამ წუთებში ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის სამმართველოს მაშველები მიემართებიან.

მეტი...

რით განსხვავდება კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი, საშუალო და მძიმე პაციენტების სიმპტომები – ექიმის განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა განმარტა, რა განსხვავებაა  კორონავრიუსით ინფიცირებული მსუბუქი, საშუალო და მძიმე პაციენტების სიმპტომატიკაში. ალექსანდრე გოგინავას თქმით, მთავარი ფაქტორი პნევმონიის სიმძიმეა. „მოგეხსენებათ, რომ ყველაზე უფრო ხშირი გართულება ახალი კორონავირუსული ინფექციის არის პნევმონია. ხშირ შემთხვევაში პაციენტის სიმძიმე განპირობებულია პნევმონიის სიმძიმით. მსუბუქ პაციენტებს ან არ აღენიშნებათ პნევმონია, ან აქვთ ძალიან მსუბუქი პნევმონია, ხოლო საშუალო სიმძიმის პაციენტებს და მძიმე პაციენტებს აღენიშნებათ ხოლმე ორმხრივი პნევმონია. თუ ამ პნევმონიას თან ახლავს სუნთქვის უკმარისობა და სხვა დარღვევები, ამ შემთხვევაში ასეთი პაციენტი ფასდება უკვე როგორც მძიმე პაციენტი ან კრიტიკული. გარდა პნევმონიისა ხშირად სხვა ორგანოთა სისტემის დაზიანება ხდება. არა ისე ხშირად,…

მეტი...

“კორონავირუსის გამოწვევის წინაშე ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება” – დიმიტრი ხუნდაძე

“ყველაზე მთავარი კრიტერიუმი არის შედეგი, როცა ამ მძიმე გამოწვევის დროს ჩვენ ყველაზე ნაკლები ზიანით და ნაკლები დანაკარგით მივდივართ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ პროცესს უნდა ბოლომდე მიყვანა”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ყველაფერი იზომება საბოლოო შედეგით, რომელიც ყველასთვის პოზიტიურად გასაკვირია „ამ გამოწვევის წინაშე ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, იმ მასშტაბით, რაც ასევე შესამჩნევი გახდა უცხოური მედია საშუალებებისთვის და მსოფლიო ლიდერების მხრიდანაც იქნა აღნიშნული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გუნდი, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, ძალიან ეფექტურად მუშაობს, ვგულისხმობ როგორც სამთავრობო ასევე საპარლამენტო გუნდს, რომელიც საკოორდინაციო…

მეტი...

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებული პირები სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებული პირები შესაბამის სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს – სოფელ მუშევანიდან ექვსი, ხოლო სოფელ გეტადან სამი პაციენტი. პარალელურად სოფლებში მუშაობენ ეპიდემიოლოგები. სოფელ გეტაში მიმდინარეობს დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების მოძიება, ხოლო სოფელ მუშევანში ინფიცირებული პაციენტების კონტაქტებიდან ბიოლოგიურ ნიმუშებს იღებენ. „ყველა პაციენტი ამ ეტაპისთვის მოთავსებულია შესაბამის სამკურნალო დაწესებულებებში. პარალელურად, მოხდა ნიმუშების აღება დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან. დაველოდოთ, შედეგები ხვალ იქნება ცნობილი“, – განაცხადა ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა

მეტი...

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულს ჯერ კიდევ 27 დეკემბერს უმკურნალეს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ადრეული შემთხვევები გამოვლინდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ინფექცია ქვეყნებში იმ დრომდე გავრცელდა, ვიდრე ჩინეთი ვირუსის შესახებ ოფიციალურ ცნობებს გაავრცელებდა. ჯანმოში მსგავს მაგალითად საფრანგეთში დაფიქსირებული შემთხვევა მოჰყავთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, გადაამოწმონ 2019 წლის სავარაუდო შემთხვევები. უკვე დადასტურებულია, რომ საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში პნევმონიით დაავადებული პაციენტების ძველი ნიმუშების შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს, რომ მათ “კოვიდ-19”-ით დაავადებულ მამაკაცს ჯერ კიდევ 27 დეკემბერს უმკურნალეს.

მეტი...

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში საბრძოლო ჭურვი იპოვეს

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა კოროზირებული საბრძოლო ჭურვი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, რომელშიც ჭურვი აღმოჩნდა, მოხუცი კაცი იმყოფებოდა. საცხოვრებელი სახლის დალაგების მიზნით, მეზობლებმა სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მიიყვანეს, რომლებმაც ჭურვი იპოვეს. თავად, სახლის მეპატრონე მოხუცი კაცი გადაყვანილია გამოკითხვაზე. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.

მეტი...

“ე.წ. ეკლესიის კლასტერი ჯერ არ გამოვლენილა” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით მიიღებენ დამატებით გადაწყვეტილებებს, როგორი მდგომარეობა იქნება საქართველოში 22 მაისისთვის. „კომენდანტის საათთან დაკავშირებით ჯერ მიმდინარეობს დაკვირვება ეპიდსიტუაციაზე, გამომდინარე იქედან, როგორი მდგომარეობა იქნება საქართველოში 22 მაისისთვის, ჩვენ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს, თუმცა ეს ყოველივე კვლავ არის დამოკიდებული ეპიდემიის გავრცელებაზე“, – განაცხადა მინისტრმა. ამასთან, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ე.წ. ეკლესიის კლასტერიდან შემთხვევები არ ფიქსირდება. „რაც შეეხება მოლოდინს ე.წ. ეკლესიის კლასტერთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით გამოვლენილი შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა კოვიდინფექციის გავრცელების საკითხზე ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად სხვადასხვანაირი მოლოდინები, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ჯერ კიდევ გამოჩნდნენ დაავადებული პირები“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მეტი...

“საქართველოში პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტის საშიშროება არ ყოფილა და არც დღეს დგას” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძეის განცხადებით, ქვეყანაში პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტი არ არსებობს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პირადი დაცვის საშუალებების ხარჯვა პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს. „დღემდე საქართველოში არის საკმარისი რაოდენობის პირადი დაცვის საშუალებები. ჩვენ გვაქვს შემუშავებული გარკვეული პროტოკოლები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ხარჯვა. ხარჯვის აღწერა მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში, როგორც სასწრაფო გადაუდებელი დახმარების, ასევე დაავადებათა კონტროლის პერსონალისთვის გაცემული საშუალებების და ასევე თითოეული იმ საავადმყოფოს აღჭურვილობის, რომელსაც ჩვენ მათ უსასყიდლოდ გადავცემთ. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამინისტროს შესყიდვების სამსახური ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს. „ჩვენი შესყიდვების სამსახური აგრძელებს მუშაობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ჩვენ…

მეტი...

“ჩვენ მზად ვართ, შევცვალოთ ეს პროტოკოლი და გადავიყვანოთ ექიმები ყოველ შვიდ დღეზე ტესტირებაზე” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო მზად არის, შევცვალოს მოქმედი პროტოკოლი და მოხდეს ექიმების ტესტირება ყოველ შვიდ დღეში ერთხელ, ნაცვლად 14 დღისაა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „რამდენიმე კვირაა, გაწერილი არის პროტოკოლი, სადაც მედპერსონალი არის წარმოდგენილი, როგორც რისკჯგუფი, შესაბამისად, ხდება მათი ტესტირება და მონიტორინგი საეჭვო შემთხვევების. დღემდე ეს პროტოკოლი არის გაწერილი, რომ მათი შემოწმება ხდება ყოველ ორ კვირაში, თუმცა შეიძლება, დადგეს განხილვის საკითხად და თუ ეს იქნება თანხვედრაში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლთან, ჩვენ მზად ვართ, შევცვალოთ ეს პროტოკოლი და გადავიყვანოთ ექიმები ყოველ შვიდ დღეზე ტესტირებაზე. ეს არის დღესდღეობით განხილვის საგანი,…

მეტი...

რუსეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 95 კაცი გარდაიცვალა და 10102 დაინფიცირდა

განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირები 10 102 შემთხვევა გამოვლინდა, წინა დღესთან შედარებით 479-ით ნაკლები სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 155 370 შემთხვევა. განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 95 კაცი გარდაიცვალა. სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია 1 451 კაცის კორონავირუსით გარდაცვალება.

მეტი...

ნორვეგიასა და დანიაში, ხანდაზმულებისთვის დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა

ნორვეგიისა და დანიის სამედიცინო ორგანოებმა, ხანდაზმული ასაკის ადამიანებზე დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქეს. კერძოდ, მათ საშუალება მიეცათ ნახონ თავიანთი შვილები და შვილიშვილები ქვეყნებში COVID-19 შემთხვევების რაოდენობის შემცირების გამო. ასე რომ, ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ მისი ინსტიტუტი ბავშვებს გადამდებ წყაროდ აღარ მიიჩნევს, იტყობინება NRK. მისი მოსაზრებით, ჯანმრთელ ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც კარგ ფორმაში არიან, შეუძლიათ ბავშვები დახურულ სივრცეში ნახონ, მაგრამ მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, შეხვედრები ღია ცის ქვეშ უნდა მოაწყონ. დანიის ჯანდაცვის დეპარტამენტიდან რისკის შემცველი პირებისთვის განახლებული ინსტრუქცია საშუალებას აძლევს ასაკოვან ადამიანებს, არა მხოლოდ ნახონ თავიანთი შვილები და…

მეტი...

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა. საუბრისას განიხილეს პანდემიით შექმნილი რთული ვითარება და ნატო-ს გენერალურ მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცა ვირუსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძლიერ ძალისხმევას და მას ეფექტიანი უწოდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ძლიერდება საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და ნატოსთან. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატო-ს პარტნიორი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ ერთობლივი მუშაობა. მისი თქმით, ვირუსით გამოწვეული კრიზისი უსაფრთხოების კრიზისი არ უნდა გახდეს. სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის გამო, ევროპაში ნატო-ს მასშტაბური წვრთნების ნაწილის გადადების…

მეტი...

სამცხე–ჯავახეთში ერთ თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 161 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 80 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 24 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 15, სამცხე-ჯავახეთში – 14, შიდა ქართლში – 9, ქვემო ქართლში – 6, მცხეთა-მთიანეთში – 5, აჭარაშიც – 5, გურიაში – 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 209 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური…

მეტი...

“თავს უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან თქვენზე დგას ეს სისტემა” – თამარ გაბუნია ექიმებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებთან შეხვედრისას მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენების მიუხედავად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა, რაც საყურადღებოა. გაბუნიამ ექიმებს შესთავაზა, ისაუბრონ პრობლემებზე, რომელიც მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევებს უკავშირდებოდეს. „ის, რომ ჩვენ პირადი დაცვის საშუალებები გვაქვს, ის, რომ ვიცით პირადი დაცვის საშუალებები როგორ უნდა გამოვიყენოთ, ის, რომ ვიყენებთ და მაინც არის ეს შემთხვევები, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა და ჩვენ თქვენგან გვინდა მოვისმინოთ ის პრობლემები, რაც მიგაჩნიათ, რომ შესაძლოა, უკავშირდებოდეს ინფიცირების ამგვარ შემთხვევებს. თავს უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან თქვენზე დგას…

მეტი...

“მადლობა ყველას, ყველა ექიმს, ყველა მენეჯერს, ყველა ექთანს და ყველა მძღოლს, რომელიც პირველი დღიდან ჩაერთო კოვიდინფექციასთან ბრძოლაში” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯადაცვის მინისტრი დღეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. მინისტრმა სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა. „მინდა, დავიწყო მადლობით ყველა თქვენგანის მიმართ, რადგან გადაუდებელი სამსახური არის ის სამსახური, რომელიც არამხოლოდ „კოვიდის“ შემთხვევაში, არამედ ყოველთვის პირველ ხაზზე იბრძვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და თქვენ ხართ ის უშიშარი გმირები, რომლებიც მთავრობას და მოქალაქეებს დაგვეხმარეთ. მადლობა ყველას, ყველა ექიმს, ყველა მენეჯერს, ყველა ექთანს და ყველა მძღოლს, რომელიც პირველი დღიდან ჩაერთო კოვიდინფექციასთან ბრძოლაში და დაგვეხმარა, განგვეხორციელებინა ეს წარმატებული ღონისძიებები“, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, პერსონალს არაერთი ტრენინგი  და მომზადება აქვს გავლილი. „ბევრი საუბრობს სამედიცინო პერსონალის ინფიცირებაზე. არ…

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პროცესი, რომელიც დღეიდან განხორციელდა. მათ შორისაა ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გასვლაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმება, ასევე მშენებლობასა და სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობა, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ცენტრებისა და ავტოსამრეცხაოების ფუნქციონირების განახლება. სხდომაზე, აღინიშნა, რომ ბათუმსა და ქუთაისში შესვლა, ისევე, როგორც ამ ქალაქებიდან გასვლა შესაძლებელია თავისუფლად, თუმცა ადგილზე რჩება სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ამასთანავე, აღინიშნა, რომ აქტიურად გაკონტროლდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი იმ ობიექტებზე, რომელთაც მუშაობის განახლების უფლება მიეცათ.  ჯანდაცვის სამინისტროს…

მეტი...

“საფრანგეთში კორონავირუსის დეკემბერში გამოვლენა გასაკვირი არ არის, შესაძლებელია, უფრო მეტი ადრეული შემთხვევების აღმოჩენა მოხდეს” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცახდებენ, რომ ინფორმაცია საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევის დეკემბერში გამოვლენის შესახებ გასაკვირი არ არის. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. როგორც ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა, კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა, შესაძლებელია, რომ ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევამდე ადრეულ პერიოდში „კოვიდ-19“-ის უფრო მეტი შემთხვევა იყო. „ასევე შესაძლებელია, რომ უფრო მეტი ადრეული შემთხვევების აღმოჩენა მოხდეს“, – განაცხადა კრისტიან ლინდმაიერმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ასევე მოუწოდა სხვა ქვეყნებს, შეამოწმონ 2019 წლის გვიანდელი პერიოდის სავარაუდო შემთხვევები. მისი თქმით, ეს მსოფლიოს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით „ახალ და უფრო მკაფიო“ სურათს მისცემს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში პნევმონიით დაავადებული პაციენტების ძველი ნიმუშების შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს, რომ…

მეტი...

“კარგია თუ 6 ივნისისთვის დავამთავრებთ კორონავირუსთან ბრძოლას” – ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე არ გამორიცხავს, რომ ვირუსთან ბრძოლას ქვეყანამ მალე დაასრულოს, მიისვე ინფორმაციით, ყველა ქვეყანამ დაიწყო დაღმასვლა, ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი იკლებს ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც „ლიდერობდა“ კოვიდინფექციაში და უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია მიდის დასასრულისკენ. „პროგნოზები არამხოლოდ სინგაპურის, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტებმაც დადეს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც. ასეთი პროგნოზები ძალიან კარგია. ვფიქრობ, ოპტიმისტური განცხადებაა და კარგია თუ 6 ივნისისთვის დავამთავრებთ კორონავირუსთან ბრძოლას. ფაქტია, რომ უკანასკნელ ხანებში ასეთი ზრდა აღარ შეინიშნება, შემცირდა კოვიდინფიცრეუბლი პაციენტების რაოდენობა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც საგრძნობლად მატულობს. ჩვენ მზად ვართ 26 მაისსაც დავამთავროთ კორონავირუსი, პროგნოზებს წინ გავუსწროთ და ჩვეულ…

მეტი...

“31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას არავითარი საფრთხე არ შეექმნება” – ირაკლი კობახიძე

ერთი თვითაც რომ გახდეს საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, ამ შემთხვევაშიც, ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა, სათანადო დროში დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. შესაბამისად, არავითარი საფრთხე არ შეექმნება 31 ოქტომბრის არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას. დრო ყველაფრისთვის საკმარისია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვამდე სამი კვირაა დარჩენილი და მოვლენების განვითარების შესაბამისად განისაზღვრება, გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა. „გამორიცხული არ არის, რომ შეიძლება საჭირო გახდეს საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ მოცემულობის შესაბამისად, რომელიც გვექნება 22 მაისისთვის. ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას და ვნახავთ,…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩის ტელეფონით ესაუბრა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პრეზიდენტებმა საქართველოსა და სერბეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე, ეკონომიკის გახსნის პროცესებზე და პოსტკრიზისულ პერიოდში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსა და სერბეთს შორის დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები არსებობს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მომავალი ურთიერთობების განვითარებას. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ ძალიან დააზარალა მსოფლიო ეკონომიკა და საქართველოში ტურიზმის სექტორი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და სერბეთმა პოსტკრიზისულ პერიოდში მჭიდროდ ითანამშრომლონ სექტორის განვითარებისათვის. პრეზიდენტებმა საქართველო – სერბეთის ევროპული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ პროცესის ეფექტიანობისათვის მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის აქტიური და მჭიდრო…

მეტი...

“იმისთვის, რომ ჩვენ ოქტომბერში მივიდეთ მომზადებული გეგმით, ჩვენ ვაცხადებთ სრულ ღიაობას” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე იმ ვითარებაზე საუბრობს, რამაც პანდემიის პირობებში არჩევნებზე შესაძლოა იმოქმედოს. მდინარაძე ხელისუფლების აცხადებს, რომ ხელისუფლება მზადაა ნებისმიერ დაინტერესებულ პირთად აღნიშნულ თემაზე იმსჯელოს. „შემოდგომაზე თუ გვექნა მოცემულობა, რომ მსოფლიოში იქნება პანდემიის ახალი, მეორე ტალღა და ეს აისახა ჩვენს ქვეყანაზეც, ჩვენ, ისევე როგორც მაგალითად ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესრულების ნაწილში, სამუშაო ჯგუფში ვმსჯელობთ ამ თემაზე.  მზად ვართ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ეს იქნებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ოპოზიციის წარმომადგენლები თუ შესაბამისი დარგის სპეციალისტები, რომლებიც ძალიან კვალიფიციურ დახმარებას გაგვიწევენ ამ ნაწილში, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების ჩატარების გარანტიას და მოდელის…

მეტი...

„ფოთის ცხელების ცენტრში 9 თვის ჩვილი იმყოფება“ – პაციენტების მდგომარეობა რეგიონებში.

სამტრედიის „ცხელების ცენტრს“ ბოლო 24 საათის განმავლობაში ოთხმა პაციენტმა მიმართა. მათი ანალიზების პასუხები უკვე ცნობილია და ყველა პასუხი უარყოფითია. შესაბამისად, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკის დირექტორის ირაკლი ლაღიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში საეჭვო შემთხვევები არ ჰყავთ. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას შემდეგ, რაც მკურნალობის კურსს დაასრულებენ, ისინი ბინაზე გაეწერებიან. ბათუმში დღეს ახალ კორონავირუსზე 180 მოქალაქის ტესტის პასუხს ელოდებიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევების შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. უწყების სტატისტიკის მიხედვით, აჭარაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დაფიქსირდა და დღემდე დადასტურებულია სულ 71 შემთხვევა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 33 და…

მეტი...

როგორ უნდა ვიმოქმედოთ, სხვადასხვა სერვისების საჭიროების შემთხვევაში – ხშირად დასმული კითხვები

საქართველოს მთავრობა ეტაპების შესაბამისად ავრცელებს განცხადებას რეგულაციებისა და შეზღუდვების შესახებ. განცხადებაში მითითებულია, თუ როგორ უნდა ისარგებლოს პირმა მისთვის სასურველი სერვისის საჭიროების შემთხვევაში. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული. „ექიმთან ვიზიტი/კლინიკიდან გამოწერის შემთხვევაში (მშობიარობა, დიალიზი, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, გადაუდებელი სტომატოლოგია): პაციენტებს/თანმხლებ პირს გადაადგილების უფლება აქვს კლინიკის/ექიმის მიერ გამოწერილი ცნობის საფუძველზე (აღნიშნული ცნობა შეიძლება იყოს მატერიალური, ისე ელექტორონული ფორმით, მათ შორის ტელეფონზე გადაგზავნილი ფორმით), დროის ნებისმიერ მონაკვეთში. ექიმთან ვიზიტის საჭიროების დროს, ექიმი ადგენს შესაბამის ცნობას მასზედ, რომ პაციენტი ნამდვილად ჩაწერილია მასთან ვიზიტზე/საჭიროებს ექიმთან ვიზიტს. ცნობაში უნდა იყოს მითითებული ვიზიტის დრო და ასევე,…

მეტი...