აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით დღეს რეგიონის საკარანტინო სივრცეები 325-მა ადამიანმა დატოვა.
მოქალაქეები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში 14-დღიან სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ. დღეს კი, სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ტრანსპორტით ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საკუთარ ოჯახებში დააბრუნეს.
ამ ეტაპზე, აჭარის სასტუმროებში განთავსებულ საკარანტინო სივრცეებში 1 300-მდე ადამიანი რჩება. ჯამში კი, რეგიონში სავალდებულო კარანტინი 6 000-მდე ადამიანმა გაიარა.
აჭარაში საკარანტინო სივრცეების ორგანიზებას, მართვასა და ფინანსურ უზრუნველყოფას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მესამე თვეა უზრუნველყოფს.