2019 წელს მოქალაქეებს 3 700 000 ლარის ღირებულების იძულებით ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდათ

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წელს მოქალაქეებს 3 700 000 ლარის ღირებულების იძულებით ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდათ. უწყების მიერ პარლამენტში წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს, გამოვლენილი იყო მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 80 ფაქტი და დაზარალებულად იყო ცნობილი 81 პირი, რომელთაც პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ (ან დაბრუნების პროცესშია) დაახლოებით 3 700 000 ლარის ღირებულების ქონება. უწყების ცნობით, დაბრუნებულ ქონებას შორის იყო – 83 მიწის ნაკვეთი, „ენგურის სამედიცინო კომპლექსი“ (საავადმყოფოს შენობა ზუგდიდში). „2019 წელს, პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 5 მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. მათ შორის ორი…

მეტი...

თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელებისთვის შეზღუდვები 20 მაისიდან იხსნება

თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები 20 მაისიდან იხსნება. ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში წერს. „თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 20 მაისიდან ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის მოიხსნება პანდეემის გამო დაწესებულ შეზღუდვები, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლაციის უზრუნველსაყოფად. ასევე თურქეთის ჯანდაცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს“, – აღნიშნულია გიორგი ჯანჯღავას მიერ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

“ის, რომ ვინმე ამერიკაში ან ევროპაში მუშაობს, ცალსახად არ ნიშნავს, რომ უკეთესი ექიმია” – სან-ფრანცისკოში მცხოვრები ქართველი ექიმი

“ეს არაა ჩემი პროფესია, როგორც თქვენ, მეც ისე ვუყურებ ამ რიცხვებს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს რიცხვები (ინფიცირების) საქართველოში გაცილებით უკეთესია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. რა არის ამის ახსნა, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უდიდესი ნაწილი არის იმის შედეგი, რაც კეთდება საქართველოში, ნამდვილად სწორად კეთდება“, – ამის შესახებ ქართველმა ექიმმა, სან ფრანცისკოს „კაიზერ პერმანენტეს“ ქრონიკული ტკივილის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ განაცხადა. მისი თქმით, იმ სამმა ადამიანმა – ამირან გამყრელიძემ, პაატა იმნაძემ და თენგიზ ცერცვაძემ, რომლებიც ძირითადად, ეპიდემიის მართვას უძღვებიან, თავიანთი საქმე კარგად იციან. „მთავრობის ჩარევას ვერ ვხედავ…

მეტი...

“მთავრობებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, ხანგრძლივად ჩაერიოს ადამიანების ცხოვრებაში” – ექიმი

“ყველა მთავრობა ყოველთვის ცდილობს, რომ მაქსიმალური კონტროლი და ძალაუფლება ჰქონდეს იმისთვის, რათა იმოქმედოს. ყველა ნორმალურ, დემორატიულ სახელმწიფოში უნდა იყოს მექანიზმები, რომელიც ამის საშუალებას არ მისცემს“, – ამის შესახებ ქართველმა ექიმმა, სან ფრანცისკოს „კაიზერ პერმანენტეს“ ქრონიკული ტკივილის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი მიქელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვირუსის მასშტაბური გავრცელების პირობებში ინფექციასთან საბრძოლველად კონტროლი საჭიროც შეიძლება იყოს, მაგრამ ხანგრძლივი ვადით ეს საფრთხის შემცველია. „თვალყურის დევნება, სად იყავი, როგორ იყავი, რომ მერე, თუ ავად გახდი, ნახონ, ვისთან გქონდა ურთიერთობა და როგორ, ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, თუ არცთუ ისე კეთილსინდისიერი მთავრობა გყავს, რამხელა ინფორმაციას…

მეტი...

ოთარ ფარცხალაძის ძმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავა. თორნიკე ფარცხალაძე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

მეტი...

პატრიარქის კურთხევით, ხვალ სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს შემოივლიან და მოსახლეობას დალოცავენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხვალ საზეიმო წირვის შემდეგ ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა. ხოლო მისი კურთხევით სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას. ავტო-კოლონით მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული ბ.ი. საჩხერეში დააკავეს. სამინისტროს ცნობით, მას ბრალი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება. დანაშაული რვიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას.

მეტი...

ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდგინდა

ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდგინდა. ოთხი სოფელი გეტადან, ხოლო ორი სოფელი მუშევანიდანაა. ამ ორივე დასახლებაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. სოფელ გეტას კლასტერთან ამ დროისთვის 17 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. სოფელ გეტაში ზომები 15 მაისიდან გამკაცრდა. ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე 145 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 51 გამოჯანმრთელდა, სამი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

მეტი...

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება

“ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეცვლა და დამატებითი უკანონო ინსტალაციების აღმართვა”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – აცხადებენ სუს-ში.

მეტი...

ლისის ტბაზე ნაძვები გადახმა

ლისის ტბის ირგვლივ, ორივე, მარჯვენა და მარცხენა ფერდობზე ნაძვები გამხმარია. მთელ პერიმეტრზე, მწვანე ნაძვების ნაცვლად, გამხმარ ხეებს ნახავთ. ანალოგიური პრობლემა “ლისის ტბაზე” გასულ წელსაც იყო, თუმცა, არა იმ მასშტაბით, როგორც დღეს. გასულ წელს, მხოლოდ ერთ ფერდობზე, გარკვეულ პერიმეტრზე იყო ნაძვები გამხმარი, წელს კი ეს მასიურია. ფოტოები “მედიაცენტრი მთავარის” ჟურნალისტმა დღეს გადაიღო. დამსვენებლები წუხან და ყველას თვალში ხვდება გადამხმარი ნაძვები.          

მეტი...

” შედეგი, რომელიც გუშინ დადგა, ქვეყნისთვის იყო კარგი” – გიგა ბოკერია

“იმედი მაქვს, პროცესი გაგრძელდება და დასრულდება გიორგი რურუას გათავისუფლებით, შემდეგ კი საარჩევნო სისტემის შეცვლით”, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. „ჩემთვის არ აქვს ახლა მნიშვნელობა ამ მოვლენების ანატომიის ანალიზს. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს შედეგებს, რომელიც უნდა დადგეს ქვეყნისთვის. ის შედეგი, რომელიც დადგა გუშინ, იყო კარგი ქვეყნისთვის. თუ ეს პროცესი გაგრძელდება და მე იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება და დასრულდება გიორგი რურუას გათავისუფლებით, შემდეგ საარჩევნო სისტემის შეცვლით, ეს არის კარგი ქვეყნისთვის. შედეგები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გუშინდელი მოვლენების ანალიზი​“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მეტი...

“პლიაჟებზე ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ გარშემომყოფებთან კონტაქტისგან” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ტურისტული სეზონის გახსნა განსაკუთრებულ რისკთან არაა დაკავშირებული, რადგან სასაზღვრო კონტროლი ქვეყანაში ინფიცირებული ადამიანის შემოსვლის რისკს გამორიცხავს. „მთელი ეს პერიოდი ძალიან კარგად იმუშავა საზღვრებზე მაქსიმალურმა კონტროლმა და იმან, რომ ყველა ჩამოსული საკარანტინო სივრცეში გადაჰყავდათ. ასეთივე მკაცრი კონტროლი იქნება ტურისტების შემთხვევაშიც, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება – ტურისტი რომ ჩამოდის, პრაქტიკულად, ისეთი რეკომენდაციებია მომზადებული სამასპინძლო ბიზნესისთვის, რომ, მოდით, ასე ვთქვათ, თითქმის კარანტინში იქნებიან“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ. იმნაძემ აღნიშნა, რომ პლიაჟებზე ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ გარშემომყოფებთან კონტაქტისგან. „რა თქმა უნდა, ცურვისას გვერდით მოცურავეს…

მეტი...

“დიდი ალბათობით, საფრთხე იარსებებს არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ შემოდგომაზეც” – პაატა იმნაძე

“ყველა პროგნოზით და დიდი ალბათობით, საფრთხე იარსებებს არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ შემოდგომაზეც”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ ნოემბრის ბოლოდან კოვიდინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მოიმატებს, რადგან დაიწყება რესპირატორული დაავადებების სეზონი და შესაბამისად, საფრთხეც გაიზრდება. „უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, დავიცვათ სოციალური დისტანცია, თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ, დახურულ სივრცეებში პირბადე ვატაროთ. ხელის დაბანას აღარ გავიმეორებ, რადგან ეს სხვა დროსაც არ გვაწყენს“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მეტი...

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 93 ახალი ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 93 ახალი ფაქტი გამოვლინდა. „პოლიციამ, 15 მაისის 21:00 საათიდან 16 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 84 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზერვა პირი დააჯარიმეს. პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევის ერთი ახალი ფაქტი გამოავლინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე…

მეტი...

დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება ნაწილობრივ აღუდგინოს

ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის განაახლოს თანამშრომლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, მას შემდეგ რაც ერთი თვის წინ ორგანიზაციას დაფინანსება სრულად შეუწყვიტა.  „ფოქსნიუსის“ ინფორმაციით, 5-გვერდიან წერილში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს აბჰანომ გებრესუსისთვის არის განკუთვნილი, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზად არის გადაიხადოს იმდენი, რამდენსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ჩინეთი უხდის. გამოცემის ინფორმაციით, წერილში პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მიუხედავად ბევრი ნაკლოვანებისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დიდი პოტენციალი აქვს და სურს, ეს პოტენციალი ორგანიზაციამ ბოლომდე გამოიყენოს, განსაკუთრებით გლობალური პანდემიის პერიოდში. სავარაუდოდ, წერილში ასევე ნათქვამია, რომ ადმინიტრაციის აზრით, ჩინეთს დიდი ვალი აქვს მთელი მსოფლიოს წინაშე და ამ ვალის გასტუმრება შეუძლია, ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის…

მეტი...

რა არის კავასაკის სინდრომი და რა აკავშირებს მას კორონავირუსთან? – ინფექციონისტის განმარტება

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, თუ რა არის კავასაკის სინდრომი, რომელზეც ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია. ინფორმაციის მიხედვით, ეს რის კორონავირუსთან ასოცირებული გართულება, რაც შიშს და პანიკას იწვევს მშობლებში. “ბოლო პერიოდში კავასაკის დაავადებას ხშირად ახსენებენ, როგორც ბავშვთა ასაკში კორონავირუსული ინფექციის საშიშ გართულებას. რეალურად, შემთხვევების რაოდენობამ პანდემიის ეპოქაში მოიმატა, თუმცა თავისთავად ეს დაავადება ახალი არ არის.​ კავასაკის სინდრომი არის მწვავე, ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. ახასიათებს ასევე ლიმფური კვანძების გადიდება, „ჟოლოსებრი“ ენა, გამონაყარი და ა.შ. დაავადების დროს ხდება სისხლძარღვების და გულის დაზიანება, უმეტეს შემთხვევაში განკურნებით მთავრდება, თუმცა შეიძლება მძიმე გართულებებიც ახლდეს თან. ეს არის…

მეტი...

“ყველა კერძო სკოლას მოვუწოდებ, კეთილი ინებონ და გადახედონ თავის ფინანსურ პოლიტიკას’’ – გენადი მარგველაშვილი

„საკუთარ თავს დააზიანებს კონკრეტული კერძო სკოლა, თუ არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც მორალიდან მომდინარეობს“ – ეს განცხადება პარლამენტის განათლების, მეცნიერებსა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა.    განახლდება თუ არა სექტემბერში სასწავლო პროცესი; რატომ ახდევინებენ კერძო სკოლები მშობლებს სწავლების სრულ საფასურს და ვისი პრეროგატივაა ამ პრობლემის მოგვარება; არის თუ არა ადგილები საჯარო სკოლებში? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ,,მედიაცენტრ მთავარს’’ გენადი მარგველაშვილმა ესაუბრა. „მედიაცენტრი მთავარი“: ბატონო გენადი, მართალია, განათლების მინისტრმა წარმოადგინა განათლების სისტემის მიმართულების პრეზენტაცია,  თუმცა ბევრი კითხვა ისევ პასუხგაუცემელია. როგორია თქვენი ზოგადი შეფასება იმასთან…

მეტი...

მარნეულში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა. „გუშინ მარნეულში აღებული 38 ანალიზიდან გვაქვს ერთი დადებითი. აღნიშნული პაციენტი უკავშირდება ექიმების კლასტერს და მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. არანაირი კონტაქტები მას არ გააჩნია“, – განაცხადა ზაურ დარგალმა. საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 677 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 419 გამოჯანმრთელდა.

მეტი...

კორონაირუსით ინფიცირებული ექვსი ახალი პაციენტიდან ოთხის წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი ახალი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებული სიმძიმით არ შეფასებულა. „გამოჯანმრთელების რიცხვი საკმაოდ სოლიდურია – 26 პაციენტია, გვყავდა 393 და დღეისთვის გვყავს 419 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში მხოლოდ 246 პაციენტი მკურნალობს. უკვე თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულების რაოდენობასა და გამოჯანმრთელებულებს შორის. გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისივე თქმით, ახალი ინფიცირებული ექვსი პაციენტიდან ოთხის წყარო ცნობილია. „ინფიცირებულები საკარანტინო სივრციდან არიან, ანუ, არსებული წყაროებიდან არიან. ორი პაციენტის ჩაღრმავებული კვლევა გრძელდება და გაირკვევა, მათ კონტაქტები აქვთ თუ არა და შემდეგ გახდება ცნობილი. ცნობილი კლასტერებიდან არიან, ჩემს სტაციონარში არც ერთი…

მეტი...

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს, საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და გამოყენების ფაქტების გამოსავლენად. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით დააკავეს ოთხი პირი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 26 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 677 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 419 მოქალაქე. ამასთან, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 12 პაციენტი.

მეტი...

დღეს მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ​სახანძრო-სამაშველო სწავლება „მეტროპოლიტენი 2020“-ის გამო, დღეს მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება და შესაძლოა, შესამჩნევი იყოს დაკვამლიანება. „დღეს, 15:00 საათზე დაგეგმილია სახანძრო-სამაშველო სწავლება „მეტროპოლიტენი 2020“. სასწავლო ვარჯიშის ფარგლებში, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ სამივე ამოსასვლელთან, ასევე, მეტროსადგურებთან – „წერეთელი“ და „ნაძალადევი“ მობილიზებული იქნება სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ტექნიკა. „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება. ასევე, შესაძლოა, შესამჩნევი იყოს დაკვამლიანება. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ის დანაყოფი, რომელიც რეალური შემთხვევების დროს სახანძრო-სამაშველო ოპერაციებში არის ჩართული: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, დაცვის პოლიცია. სწავლება…

მეტი...

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა. 15 მაისს აღებული 111 ნიმუშიდან კორონავირუსზე ერთი ტესტის პასუხი დადებითია, 110 კი უარყოფითი. კოვიდინფიცირებული პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მას სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მეტი...