“ზოგის აზრი ეკლესიიდან, რომ შეიძლება ცუდი იყოს ვაქცინები, არის ჩარევა საერო საქმეებში და მიუღებელი” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დიდ პატივს სცემს ეკლესიას, თუმცა ვაქცინებთან დაკავშირებით ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები საერო საქმეებში ჩარევაა და მისთვის სრულიად მიუღებელია.  “მე დიდ პატივს ვცემ ეკლესიას, და არა მხოლოდ პატრიარქს და ეს გამოჩნდა არაერთხელ. აქაც ყველაფერში არ ვეთანხმები. მაგალითად, არ ვეთანხმები და ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი, რომ ზოგმა ეკლესიიდან გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება ცუდი იყოს ვაქცინები კოვიდის პანდემიის წინააღმდეგ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს სავალდებულო. ჯერ ერთი, აბსურდია, ვაქცინა ჯერ არ არსებობს, არ ვიცით რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის. ეს არის უკვე ჩარევა იმაში, რაც არის საერო საქმეები და…

მეტი...

“იმის ძახილი, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირი, მე აღარ მყოფნის” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ამოცანა, ამ ეტაპზე არის ის, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის მაღალ დონეს მიაღწიოს. “ევროკავშირის კარი ხვალ დილით რომ არ გაიღება, თქვენც იცით, მეც ვიცი და საზოგადოებამაც იცის. ეს არ არის ჩვენი დღევანდელი ამოცანა. ჩვენი დღევანდელი ამოცანა არის შევაღწიოთ იქ, სადაც დღეს გვჭირდება, რომ ვიყოთ, რომ მივიღოთ თანამშრომლობის ის დონე, რაც არის საქართველოსთვის საკადრისი და ამას ყველა თანდათან ხვდება. ევროკავშირში შეღწევა რეალური მიზანია და ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გაგვაჩნია. სხვა რამეა, რომ დღეს და ხვალ, მომავალ კვირას, ორ თვეში ევროკავშირი არ დაიწყებს მსჯელობას ახალ კანდიდატებსა…

მეტი...

“წელს ბავშვები ზღვაზე დასასვენებლად არ წაიყვანოთ” – პედიატრის რჩევა მშობლებს

პედიატრი, მედიცინის დოქტორი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს ურჩევს, ბავშვები თბილისიდან სოფელში, ან ახლო-მახლო აგარაკზე წაიყვანონ.  ამასთან, პედიატრი მშობლებს ბავშვების ზღვაზე დასასვენებლად წელს წაყვანას არ ურჩევს. „მე წელს ბავშვებს ზღვაზე დასვენებას არ ვურჩევ. არ ვურჩევ მშობლებს ბავშვების წყალში ჩაშვებას, რადგან რამდენიმე დღის წინ იყო ასეთი შემთხვევა, რომ დიზინტერიის სახით განვითარდა COVID19-ი იტალიაში ერთ ბავშვთან. გამოუვლინდა, მხოლოდ დიზინტერიის ნიშნები, დაესვა დიზინტერიის დიაგნოზი. ტესტირებისას სისხლში არ გამოჩნდა კორონავირუსი და და სწორედ განავალის ანალიზის ჩატარების შედეგად დაუდასტურდა მას ახალი COVID19-ი. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ზღვაზე ბავშვების დასვენება ცოტა სარისკოა. თუ ჩვენ არ გვაქვს დამტკიცებული, რომ…

მეტი...

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 707 შემთხვევა არის დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 707 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 456-ს შეადგენს. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

როგორ გარემოში ჩატარდება უმაღლესი სასწავლებლების ფინალური გამოცდები?

საქართველოში ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების მე-6 ეტაპზე ჩატარდება. თუკი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ფინალური გამოცდების ჩატარებას შიდა საგამოცდო სივრცეებში გადაწყვეტენ, უსაფრთხო გარემო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად უნდა უზრუნველყონ. ვალდებულებები საგამოცდო ცენტრებისთვის ასეთია: გამოცდაზე სტუდენტების მიღებისას, ერთ სივრცეში დაკავებული უნდა იყოს სამუშაო ფართის 50%; მაგიდების განლაგებისას გამოიყენება პრინციპი: სამუშაო სივრცის ყოველ 5მ2 ფართობზე დასაშვებია მხოლოდ 1 ადამიანი; არ დაიშვებიან საგამოცდო ცენტრში პედაგოგები და სტუდენტები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე; სტუდენტები მაგიდებთან არ უნდა განთავსდნენ ერთმანეთის პირისპირ; საგამოცდო ცენტრში სტუდენტების მისაღებად გამოიყენება ცვლებში მუშაობის რეჟიმი; ყოველი ცვლის შემდეგ უნდა იყოს სანიტარული შესვენება; სასწავლო დაწესებულებამ…

მეტი...

“ტრანსპორტში ძირითადი მოთხოვნა იქნება ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოსახლეობა ვირუსთან თანაცხოვრების წესებს დაიცავს, ზაფხულსა და შემოდგომაზე გართულებებს თავიდან ავიცილებთ. მისივე თქმით, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება, მგზავრისთვის ნიღბის ტარება აუცილებელი იქნება. „საზოგადოებრივ ტრანსპორტში ძირითადი მოთხოვნა იქნება ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, რაც სულაც არაა ადვილი, ამიტომ მიდის მუშაობა, თუ რა გზით შეიძლება მოვახერხოთ პრობლემის გადაჭრა. სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოების აზრია ასეთია, რომ როდესაც მომავალი წლის რესპირატორული სეზონი დაიწყება, ანუ როცა აცივდება, მოსალოდნელია, რომ ეს ვირუსი ისევ გააქტიურდეს. თუ ამ დროისთვის რამე ეფექტური სამკურნალო საშუალება…

მეტი...

ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ხუთ პირს დაუდგინდა

ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსი ხუთ პირს დაუდგინდა. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია და ისინი ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. ამ დასახლებაში 25 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ამ დროისთვის, ბოლნისში 156 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

მეტი...

“კორონავირუსი არ გამქრალა, ის ჩვენ გვერდით ყოფნას აგრძელებს” – პაატა იმნაძე

“კორონავირუსი არსად გამქრალა, ის ჩვენ გვერდით ყოფნას აგრძელებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „სანამ კორონა იქნება და ვიდრე მის დასამარცხებლად ეფექტური სამედიცინო საშუალება არ გვექნება, ბრძოლის წესად ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცია, ხალხმრავალი თავყრილობებისგან თავის არიდება და ხელის ჰიგიენა რჩება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მეტი...

სახელმწიფო შეღავათებით კიდევ 26 ათასი ადამიანი ისარგებლებს – ცვლილებები მთის კანონში

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. პროექტის თანახმად, შესაძლებელი იქნება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს ჩვენი ქვეყნის კიდევ 58 დასახლებას, რის საფუძველზე აქ მცხოვრებ დაახლოებით 26 ათას რეგისტრირებულ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლონ კანონმდებლობით დაწესებული სოციალური და საგადასახადო შეღავათებით. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე, მიენიჭებათ 800 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს და იმ დასახლებებს, რომლებიც შედიან ისეთ მუნიციპალიტეტში, რომლის დასახლებების 80%-ს ან მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვთ მინიჭებული. ასეთი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებს სტატუსი მიენიჭებათ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადმინისტრაციული ცენტრები მდებარეობს 1000 მეტრ…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გავაფრთხილე” – პრეზიდენტი უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მან გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა.  „სრულიად დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე ​შევატყობინე. შევატყობინე იმ შტოებს, ქვეყნის ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი. კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და “ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება 15 მაისს მიიღო.

მეტი...

როგორ აღვიდგინოთ იმუნიტეტი – რჩევა

“რადგან ჩვენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნა მოგვიწია, ამან იმუნურ სისტემაზე ზემოქმედება მოახდინა”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი თქმით, ზაფხულს მშვიდად, ემოციების გარეშე უნდა შევხვდეთ. მზეზე რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ და შემოდგომას მომზადებულები შევხვდებით. „იმუნური სისტემის რამდენიმე ასპექტი არსებობს: სტრესებისგან თავისუფალი გარემო, ფიზიკური აქტივობა, ძილის მოწესრიგება და ბალანსირებული კვება. თუ ეს ყველაფერი მოწესრიგდება ჩვენ იმუნური სისტემის აღდგენა არ გაგვიჭირდება“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მეტი...

საჩხერეში განკურნებულ მამაკაცს კორონავირუსი განმეორებით დაუდგინდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდ-19-ით ერთი პაციენტია მოთავსებული. ახალგაზრდა მამაკაცს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი კლინიკაში მეექვსე დღეა მკურნალობს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, მამაკაცმა კოვიდ-19 რამდენიმე კვირის წინ დაამარცხა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც სიმპტომები ისევ გამოუვლინდა, მისი ბიოლოგიური ნიმუში კვლევისთვის გაიგზავნა და კვლავ დადებითი პასუხი მიიღეს.

მეტი...

“ის ფაქტი, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დღემდე დაუსჯელია, არის ოკუპაციის რეალური სახე” – ქეთევან ციხელაშვილი

“გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა და ის ფაქტი, რომ მისი მკვლელი დღემდე დაუსჯელია, არის ოკუპაციის რეალური სახე, იმ სისასტიკისა და უსამართლობის, რამაც დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიასა და მანამდე უამრავი ჩვენი რჩეული ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა”, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. „დღეს ოთხი წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, რამაც სრულიად საქართველო, თითოეული ჩვენგანი შეძრა. მისი შემზარავი მკვლელობა და ის ფაქტი, რომ მისი მკვლელი დღემდე დაუსჯელია, არის ოკუპაციის რეალური სახე, იმ სისასტიკისა და უსამართლობის, რამაც დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიასა და მანამდე უამრავი ჩვენი რჩეული ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.…

მეტი...

“ჩვენს რეალობაში ყველაზე დიდი ეპიდემია „ნაციონალური მოძრაობაა“ – დავით მათიკაშვილი

“თქვენთვის, თქვენს პარტიულ ინტერესზე მაღლა არაფერი დგას; არც ადამიანთა სიცოცხლე და არც ჯანმრთელობა. თქვენთვის ერთადერთი კრიტერიუმია წინასაარჩევნოდ პარტიული ქულების დაწერა”, – ასე მიმართა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს. „საზოგადოებას შევახსენებ, რომ საქართველომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი დიდი ეპიდემია გამოიარა. ეს ეპიდემია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა. ამას 2012 წელს საქართველომ და ქართველმა ხალხმა შესაბამისი განაჩენი გამოუტანა. კოვიდეპიდემიამ საქართველოში 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნამ – ასობით ადამიანი, ათასობით დასახიჩრდა, საქართველოს ტერიტორიის 1/3 დაიკარგა და დღეს ამ…

მეტი...

“არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი” – გიორგი გახარია

“არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ამიტომ ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რომ ეს შეზღუდვები იყოს გონივრული, ეფექტური და იყოს კონკრეტულ მიზნებზე მიმართული”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „არ დაგავიწყდეთ, მეგობრებო, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ივლისის ბოლომდე, სექტემბრამდე გახანგრძლივდა. ჩვენ სხვებთან შედარებით COVID-19-ის რისკებს ვმართავთ ეფექტურად, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკის ასამოქმედებლად გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ“, – განაცხადა გახარიამ. მისი თქმით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რომ საქართველომ ან მსოფლიომ კორონავირუსი დაამარცხა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, დღეს ჩვენგან მოითხოვს გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას.​ „შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი წარმატების ფასი იქნება…

მეტი...

“გამოუცდელი ვაქცინით ადამიანის აცრას არავინ დაიწყებს” – ინფექციონისტი

“ეფექტური ვაქცინის შექმნას დიდი დრო იმიტომ სჭირდება, რომ ყველა ასპექტი გათვალისწინებული იყოს. ვაქცინა უნდა იყოს უსაფრთხო, სხვა გვერდით მოვლენას არ უნდა იწვევდეს, ამიტომაა, რომ მის შექმნას დიდი დრო სჭირდება”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. „როდესაც ვაქცინა შეიქმნება და მსოფლიო მის ეფექტურობას აღიარებს, ჩვენ უკვე შეგვეძლება ვთქვათ, რომ მას არ ექნება გვერდითი ეფექტები და გაკეთების შემდეგ, ის ადამიანს კორონავირუსისგან მინიმუმ 10 წელი დაიცავს. გამოუცდელი ვაქცინით ადამიანის აცრას არავინ დაიწყებს, ამიტომ როდესაც ვაქცინაცია დაიწყება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ვაქცინას ყველანაირი კვლევა გავლილი აქვს“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

მეტი...

“საარჩევნო სისტემა, რომელზეც მოხდა შეთანხმება, ქვეყნის განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია” – გიორგი გახარია

საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩატარდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება – ეს არის მმართველი გუნდის პოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყნის პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელია. „რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს კონკრეტულ პოზიციას. ვთვლი, რომ ის საარჩევნო სისტემა, რომელზეც მოხდა შეთანხმება, არის დღეს, დღევანდელ ეტაპზე, დღევანდელი ქვეყნის განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი და პრინციპული. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომელიც არაერთხელ დამიფიქსირებია, ისევე, როგორც მითქვამს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელი…

მეტი...

“საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულება ევროპარლამენტარებმა პოზიტიურად შეაფასეს” – კახა კუჭავა

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულება ევროპარლამენტარებმა პოზიტიურად შეაფასეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა. კუჭავას თქმით, მნიშვნელოვანი იყო ის კომენტარები, რომელიც ევროპარლამენტარებმა გააკეთეს. „ანგარიშში თავიდანვე პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების ნაწილი – ჩვენი ღონისძიებები, გატარებული რეფორმები, საკანონმდებლო საქმიანობა, თუმცა პოზიტივთან ერთად, რა თქმა უნდა, გამოწვევებზეც იყო საუბარი. ნახსენებია საკითხები, რომელზეც ხელისუფლებამ მეტი უნდა იმუშაოს და გააუმჯობესოს ის მიღწეული შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს. ვეროპარლამენტარები მიესალმებიან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას, ასევე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალებასთან დაკავშირებით…

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორ პაციენტს განმეორებითი საკონტროლო ტესტები ჩაუტარეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ორ პაციენტს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული განმეორებითი საკონტროლო ტესტი ჩაუტარდა. ანალიზების პასუხები ხვალ, დილით გახდება ცნობილი. პაციენტები ე.წ. ქობულეთისა და ღვანკითის კლასტერებს განეკუთვნებიან. ახალი პაციენტები სტაციონარში ბოლო 16 დღეა, არ შესულან.

მეტი...

„არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ გარემოში, მონები კი თავისუფლებას ვერ ქმნიან“ – დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, მმართველი გუნდის  ცვლილებების პროექტს აფასებს, რომლის მიხედვითაც საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასაც გულისხმობს. „ როგორც ჩანს მოეწონა ხელისუფლებას ასე კანონგარეშე არსებობა, როდესაც ადამიანების უფლებები დარღვეულია, როდესაც ადამიანები  ტერორის ქვეშ ყავთ, ძალიან მოეწონა საუკუნეების განმავლობაში მოპოვებული ფუნდამენტალური უფლებების ერთი ხელის მოსმით ჩამორთმევა,ამიტომ,  ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც ამ კანონს ხმას მისცემს, მომავალში აუცილებლად დაისჯება, თუმცა, ყველას გვახსოვს ისიც, რომ ახლანდელი პრემიერი, ჯერ კიდევ შს მინისტრობის დროს  დარბოდა თავის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალებით, საჭირო იყო თუ არა და…

მეტი...

“პრეზიდენტს შეწყალების სრული, ლეგიტიმური უფლება აქვს და ეს მისი კომპეტენციაა. ჩემთვის ამაზე საუბარი ჩემი ემოციური პოზიციის მიუხედავად არის მეორეხარისხოვანი” – გიორგი გახარია

გიორგი გახარიამ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა, უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება მისთვის ძალიან მძიმეა. „ამ შეწყალებასთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ, რომ მე საერთოდ პოზიციებს არ ვიცვლი. ჩემთვის უკიდურესად მძიმეა როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, ამ შტურმში მონაწილეობდა, ან როდესაც ადამიანმა 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ ისინი პოლიტიკოსები, ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, მათ დაიმსახურეს რაღაც შეწყალება. ეს არის ჩემთვის მძიმე. ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება იმასთან გაკავშირებით, რომლებიც უყურებენ პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლების იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს,…

მეტი...

,,ამ სეზონზე ,, კორონავირუსის’’ ვაქცინების მოლოდინი არარეალურია’’ – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში’’

,,დღეისათვის არ არსებობს არც ერთი კომპანია და სტრუქტურა, რომელიც შეიძლება აიმედებდეს ვინმეს, რომ ნოემბრისთვის “კორონავირუსის” ვაქცინა გვექნება. ვაქცინის შესაქმნელად ყველაზე მოკლე პერიოდი 1 წელია, ყველზე დიდი კი 2 წელი. ამ სეზონზე  „კორონავირუსის’’ ვაქცინების მოლოდინი არარეალურია’’ – განაცხადა  „თსსუ“- ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მეტი...

“ჩვენ მოგვიწევს ინფექციის მართვის რეჟიმში ჩვენი სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების აღდგენა” – არჩილ თალაკვაძე

მივდივართ უფრო დამზოგველი რეჟიმით, როდესაც შევიწროებული იქნება ის შეზღუდვები, რომლებიც ინფექციის სრულ განეიტრალებამდე არის საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ბიუროს სხდომაზე, რომელზეც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე მსჯელობენ. აღნიშნული ცვლილებებით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „მოგეხსენებათ, პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე მუშაობს საგანგებო რეჟიმში. შესაბამისად, დღევანდელი ბიუროს სხდომა არის იმიტომ, რომ ამ საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე ჩავატაროთ სხდომები, განვიხილოთ ყველა ის აუცილებელი საკითხი, რომლითაც მნიშვნელოვანია, რომ შევხვდეთ საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტას. მოგეხსენებათ, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეს გადაწყვეტილება გაასაჯაროვა უკვე პრემიერ- მინისტრმა და ამ მომენტისთვის ობიექტური…

მეტი...

„ქართული ოცნების“ გუნდმა პოლიტიკური მოღვაწეობა დავიწყეთ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით, რაც დღემდე მთავარ პრიორიტეტად რჩება” – დიმიტრი ხუნდაძე

„საქართველო ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. მიუხედავად გლობალურად მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, ამ ეტაპისათვის საქართველომ ყველასათვის სასურველ შედეგს მიაღწია“,- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ასეთი წარმატება სწორი სტრატეგიის შედეგად იქნა მიღწეული. „თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემია არ დასრულებულა, ინფექციის გავრცელების საფრთხე კვლავ არსებობს, რაზეც საუბრობენ დარგის აღიარებული სპეციალისტები. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 22 მაისს ვწყვეტთ საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია მინიმალური შეზღუდვების გარკვეული დროით შენარჩუნება საგანგებო მდგომარეობის გარეშე. ამისთვის აუცილებელია დაზუსტდეს არსებული კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მთავრობას…

მეტი...

“ოკუპაციის დაგმობა უნდა გავაგრძელოთ, მათ შორის, ბორდერიზაციის აქტივობების” – ევროპარლამენტი

ხაზი უნდა გავუსვა, რომ რეფორმები, რომლებსაც ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული პოლიტიკური ლიდერები ატარებენ, ხდება იმ სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის ნაწილი გარე ძალის მიერ კვლავ ოკუპირებულია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მსჯელობენ. მისი თქმით, ოკუპაციის, უკანონო ბორდერიზაციის დაგმობა უნდა გაგრძელდეს. „მე მჯერა, რომ მნიშვნელოვანია, მტკიცედ დავიცვათ პრინციპები. საერთაშორისო კანონმდებლობა დაცული უნდა იყოს და ოკუპაციის დაგმობა უნდა გავაგრძელოთ, მათ შორის, ბორდერიზაციის აქტივობების, საინფორმაციო და კიბერთავდასხმების, რაც, ძირითადად, დაკავშირებულია რუს აქტორებთან. ასევე დავგმოთ ადამიანების უფლებების მუდმივი დარღვევები იმ…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 101 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 101 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 92 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 8 პირი დააჯარიმეს. პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან…

მეტი...

მცხეთის სამედიცინო ცენტრში COVID 19 -ით ინფიცირებულთა ნაწილი გამოჯანმრთელდა

“მცხეთის სამედიცინო ცენტრიდან” კიდევ 5 პაციენტი გაეწერა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სამედიცინო ცენტრიდან აცნობეს, ცენტრი 1 აპრილიდან გადაკეთდა ცხელების ცენტრად, ხოლო 15 აპრილიდან ემსახურება აგრეთვე კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებს. “შეგახსენებთ რომ კლინიკა გათვლილია 100 საწოლზე და ფლობს 18 სასუნთქ აპარატს. დღეისათვის სრულად გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა არის 7, გუშინ და დღეს კლინიკიდან 5 პაციენტი გაეწერა. 17 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას ცენტრში. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია რომ კლინიკის ყველა თანამშრომელმა, განმეორებით გაიარა ტესტირება და არცერთი კოვიდ დადებითი პასუხი არ აღმოჩნდა” – აცხადებენ “მცხეთის სამედიცინო ცენტრში.”

მეტი...

“ქვეყანა ვირუსის რისკებს ეფექტიანად მართავს. ეს კი, ეკონომიკის ამოქმედების საშუალებას იძლევა” – გიორგი გახარია

როგორც ვირუსთან ბრძოლის ნაწილში სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ეფექტური თანამშრომლობა იყო ძირითადი გასაღები იმ წარმატების, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვებთან შედარებით, ზუსტად ისევე უნდა გავაკეთოთ ბიზნესთან მიმართებაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში, ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, წელს საქართველო ვერ მიიღებს იმ რაოდენობის ტურისტს, როგორც შარშან მიიღო, მაგრამ მის კოკურენუტულ უპირატესობებს ემატება ის, რომ ქვეყანა ვირუსის რისკებს ეფექტიანად მართავს. ეს კი, ეკონომიკის ამოქმედების საშუალებას იძლევა. პრემიერის თქმით, ამას სახელმწიფო მარტო ვერ გააკეთებს. „ჩვენ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიც არის – ჩვენი ისტორია, ჩვენი რვა ათასწლიანი მეღვინეობის ისტორია, ისტორიული ძეგლები, სამზარეულო, კულტურა, ჩვენი…

მეტი...

ქუთაისში მოხმდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლით დაიწყო, რაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით,მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე, ძარცვისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ჯ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმის აღსრულების მიზნით, კომენდანტის საათის დროს შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც მათ ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან შენიშნეს მოქალაქე, რომელიც არღვევდა კომენდანტის საათს. პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. ი.ჯ.-მ არ გაითვალისწინა პოლიციის…

მეტი...

“მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, რომ განახორციელონ დადებული შეპირებები” – მარკეტა გრეგოროვა

მოვუწოდებ საქართველოს, დაიწყოს გამოძიება პროტესტის გამომხატველებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის მიმართულებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჩეხეთიდან, მარკეტა გრეგოროვმა განაცხადა. მან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მარტის ხელშეკრულების განხორციელების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. „მინდა მოვულოცო საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება და 8 მარტის შეთანხმების მიღწევა, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია დეპოლარიზაციისა და პოლიტიკური გარემოს ნორმალიზაციისთვის. რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, იმედს გამოვთქვამ და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, რომ განახორციელონ დადებული შეპირებები, რაც იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი წინგადადგმული ადმინისტრაციული და სასამართლო რეფორმებისკენ“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვმა.

მეტი...

“ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები და საარჩევნო კამპანია ძალიან მნიშვნელოვანი” – ურმას პაეტი

მომავალი არჩევნები და საარჩევნო კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ჩვენთვის, რომ შევაფასოთ საქართველოს განვითარება, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, ურმას პაეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარების შეფასების თვალსაზრისითაც. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებული რთული მდგომარეობის დროს ევროკავშირი, ევროპარლამენტი ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ იმას, რა ხდება ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. რა თქმა უნდა, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მომავალი არჩევნები და საარჩევნო კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ჩვენთვის, ევროკავშირსა და ევროპარლამენტში, რომ შევაფასოთ…

მეტი...

„გრიპთან ერთად „კორონავირუსის“ არსებობა დამღუპველი იქნება“ – ივანე ჩხაიძე

თსსუ“-ის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შესაძლოა განვითარდეს ქვეყანაში ნოემბრის დადგომასთან ერთად. პროფესორის განმარტებით კორონავირუსის თანაარსებობა სხვა ვირუსებთან პაციენტზე შესაძლოა ლეტალურად აისახოს. „გრიპის სეზონის მატება საქართველოში იწყება ნოემბერში და მთავრდება მარტის ბოლოს, გრიპის ვირუსუს შემხთვევები იქნება ის, რაც დაამძიმებს მდგომარეობას. ორი ვირუსის თანაარსებობა იქნება გაცილებით მძიმე, ვიდრე ერთი გრიპის და ცალკე კორონავირუსის არსებობა. ერთი, ეს არის სამედიცინო სექტორის დატვირთვა და მეორე ის, რომ კორონავირუსთან ერთად სხვა ვირუსის არსებობა პაციენტისთვის იქნება მძიმე გადასატანი. გრიპთან ერთად „კორონავირუსის“ არსებობა დამღუპველი იქნება,“ – განაცხადა ივანე…

მეტი...

“ერთი პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა ჯერ კიდევ ელოდება გათავისუფლებას” – დევიდ მაკკალისტერი

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი ​აცხადებს, რომ მიესალმება საქართველოში 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების შესრულების მნიშვნელოვან ასპექტს, ორი პირის გათავისუფლებას საპატიმროდან. თუმცა, მისი თქმით, „პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა ჯერ კიდევ ელოდება გათავისუფლებას“. მან ამის შესახებ განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მსჯელობენ. „მივესალმები, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ 15 მაისს. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების შესრულებისთვის. განსაკუთრებით, მივესალემები გიგი უგულავას გათავისუფლებას, პოლიტიკური პატიმრის, რომელიც პირადად მე მოვინახულე ციხეში ნახევარი წლის წინ თბილისში. ზოგიერთი გათავისუფლდა, მაგრამ ერთი პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა…

მეტი...

“საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამაგალითო ქვეყანა გახდეს” – კუბილიუსი

მივესალმები საქართველო პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც ნამდვილად იძლევა 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელების პერსპექტივას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მოხსენებაზე საუბრისას განაცხადა. მან ასევე ხაზი გაუსვა აღნიშნული შეთანხების მიღწევაში ფასილიტატორი დიპლომატების როლს. „მსურს, ხაზი გავუსვა ამ შეთანხმების მიღწევაში ფასილიტატორების, მათ შორის ევროკავშირის ელჩის კარლ ჰერცელის როლს და ვფიქრობ, ეს არის ის, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს დახმარება გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომლებსაც გარკვეული სახის პოლიტიკური კრიზისი აქვთ,“- აღნიშნა კუბილიუსმა. მისივე თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამაგალითო ქვეყანა გახდეს. ანდრიუს კუბილიუსმა…

მეტი...

“საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეეწყალებინა ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პოლიტიკური დაძაბულობების შემსუბუქებას გზას უხსნის” – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის განცხადებით, გასულ კვირას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალებამ პოლიტიკურ ძალებს უნდა მისცეს საშუალება მეტად მოხდეს 8 მარტის ხელშეკრულების პირობების შესრულება. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა საქართველოს შესახებ მოხსენების წარდგენისას განაცხადა. „მე მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, შეეწყალებინა ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გზას გაუხსნის პოლიტიკური დაძაბულობების შემსუბუქებას. რა თქმა უნდა, არის კიდევ ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა მოხერხდეს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, მაგრამ გასულ კვირას პრეზიდენტის შეწყალებამ უნდა მისცეს პოლიტიკურ ძალებს საშუალება მეტად მოხდეს მარტის ხელშეკრულების პირობების შესრულება. მიუხედავად კოვიდ-19 გამო დაკარგული დროისა, სრულიად შესაძლებელია, რომ დროულად მოხერხდეს კონსტუტუციური ცვლილებები საარჩევნო რეფორმისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ…

მეტი...

“თუ ერთ ადამიანზე ჩამოკიდებენ ამ პროცესს და ისევ იგივე დარჩება, მაინც მყარად გავიმარჯვებთ” – მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ შეთანხმებას პირნათლად შეასრულებს და გუნდი მთლიანად დაუჭერს მხარს 120/30-ზე სისტემას. თუმცა, მისივე თქმით, თუ ოპოზიციის მხრიდან ცვლილებებს მხარდაჭერა არ ექნება და დღეს არსებული საარჩევნო სისტემა დარჩება, „ქართული ოცნება“ არჩევნებს მაინც მყარად მოიგებს. „თუ ისინი გადაწყვეტენ და სხვასაც აიყოლიებენ დავუშვათ, ოპოზიციიდან და ისევ დარჩება 77/73-ზე, ამ შემთხვევაშიც ძალიან მყარად მოვიგებთ, უფრო დიდი უპირატესობით მოვიგებთ, მაგრამ მე მგონი, ამათ არ ყოფნით უკვე ადგილები, რადგან იმდენმა განაცხადა მაჟორიტარობაზე პრეტენზია, რომ შეიძლება, არ ყოფნით ახლა 30 ადგილი და სჭირდებათ, რომ მეტი მაჟორიტარი იყოს. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ…

მეტი...