ტრამპმა კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთთან ურთიერთობების გაწყვეტა არ გამორიცხა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩინეთთან ურთიერთობების გაწყვეტა არ გამორიცხა. ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა ტელეარხ Fox Business-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ამერიკის ხარჯზე ცხოვრობს.

„ჩვენ ბევრის გაკეთება შეგვიძლია. შეგვიძლია საერთოდ გავწყვიტოთ ურთიერთობა ჩინეთთან. იცით რა მოხდება მაშინ? 500 მილიარდი დოლარის დაზოგვას შევძლებთ, თუ ამ ურთიერთობებს გავწყვეტთ.

ნატოს ქვეყნების დაცვას პრაქტიკულად ჩალის ფასად ვუზრუნველყოფდით და შევძელი, რომ ამ ქვეყნებს დამატებით ასობით მილიონი დოლარი გადაეხადათ. ევროპის დაცვას ვუზრუნველყოფთ, ხოლო ისინი კი ვაჭრობის სფეროში უპირატესობებით სარგებლობენ. ეს ცალმხრივი უპირატესობებია, თუმცა ახლა სიტუაცია იცვლება“, – განაცხადა მან.

მსგავსი თემები