“კორონავირუსი, შესაძლოა, არასდროს გაქრეს” – ჯანმო

“ახალი კორონავირუსი, შესაძლოა, არასდროს გაქრეს და უბრალოდ იმ ვირუსების სიას შეუერთდება, რომლის გამოც ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად კვდებიან”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა. „ეს ვირუსი, შესაძლოა, კიდევ ერთ ენდემიურ ვირუსად იქცეს და არასდროს გაქრეს. აივ-ინფექცია არ გამქრალა. ამ ორ დაავადებას არ ვადარებ ერთმანეთს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეალურად შევხედოთ მოვლენებს. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს შეეძლოს იმის პროგნოზირება, თუ როდის ან საერთოდ გაქრება თუ არა ეს დაავადება“, – აღნიშნა მაიკ რაიანმა

მეტი...

პროკურატურა ადასტურებს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულებთან საპროცესო გარიგებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფინკინგის საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ საუბარია საგამოძიებო უწყების განცხადებაში. „ორგანიზებული ჯგუფის მიერ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება/გავრცელების და ტრეფიკინგის ბრალდებით 2019 წლის აგვისტოს და სექტემბერში დაკავებული იქნენ ამერიკის ერთი და საქართველოს რვა მოქალაქე (დაზარალებული ბავშვების მშობლები), ხოლო ერთი პირი დაკავებული იქნა დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. ამავე საქმეზე 2019 წლის დეკემბერში დაკავებული იქნა საქართველოს თერთმეტი მოქალაქე, რომელთაგან ათი დაზარალებული ბავშვების მშობელია, ხოლო ერთი სკოლის მასწავლებელი. ბრალდებულების დაკავება განხორციელდა სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე. აღნიშნული საქმე, დაკავების თარიღებისა და პატიმრობის ვადების…

მეტი...

რა წესები უნდა დაიცვან სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა სწავლის განახლების შემდეგ?

“სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვებისთვის ჰიგიენის დაცვის კარგი საშუალებები უნდა იყოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში სწორად მოხდეს ბავშვების მიღება ყოველდღიურად, როცა სწავლა განახლდება. „ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ რჩება პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის ბავშვთა თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა სასწავლო, სააღმზრდელო დაწესებულებები; სექტემბერში, როდესაც განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, სწორად მოხდეს ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში; სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში იყოს მათთვის კარგი საშუალებები ჰიგიენის დაცვისთვის და გამოუმუშაონ მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს სწორი ჰიგიენური წესები, რათა დაცული იყოს მათი…

მეტი...

“ხანდახან გამოვიდეთ სახლიდან, გაზაფხულია, სეირნობა შეიძლება, სუფთა ჰაერზე კარგია” – პაატა იმნაძე

“დავრჩეთ სახლში, მაგრამ გამოვიდეთ ხოლმე ხანდახან, გაზაფხულია, სეირნობა შეიძლება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. ამასთან, ის მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ ისეირნებენ ისეთ ადგილზე, სადაც დიდი თავყრილობაა, ასევე დაიცვან დისტანცია. „დავრჩეთ სახლში, მაგრამ გამოვიდეთ ხოლმე ხანდახან, გაზაფხულია, სეირნობა შეიძლება, კარგია სუფთა ჰაერზე. დავიცვათ შეზღუდვები მაქსიმალურად, ვეცადოთ ხანდაზმულები როდესაც დაიწყებთ გამოსვლას. ბავშვები უკვე  ნამდვილად შეიძლება, ვასეირნოთ. სამწუხაროდ, ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ბავშვებიც და ჩვენც უნდა გავიდეთხოლმე სუფთა ჰაერზე, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ნუ ისეირნებთ ისეთ ადგილებში, სადაც დიდი თავყრილობა იქნება ხოლმე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მეტი...

“კორონავირუსის გამო, წელს ბევრ კარგ ტრადიციაზე მოგვიწევს უარის თქმა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, წელს ბევრ ტრადიციაზე მოუწევს საქართველოში მოსახლეობას უარის თქმა. „წელს თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად ნიშნავს, რომ ზოგიერთი ჩვენი ძალიან კარიგ ტრადიციისგან, რაც გვაქვს ქართველებს და არა მარტო ქართველებს, თავი უნდა შევიკავოთ. განსაკუთრებით შემოდგომაზე გვიყვარს დიდი ქორწილები, დიდი დაბადების დღეები. ალბათ წელს ამაზე მოგვიწევს უარის თქმა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, ეპიდემიოლოგების თქმით, სასურველია, მომდევნო დღეებში გარკვეული ტიპის შეზღუდვები მოქალაქეთა შეკრებებზე კვლავ დარჩეს ძალაში. „რაც შეიძლება მეტად და დიდხანს შევიკავოთ თავი ხალხმრავალი თავშეყრისაგან. გვესმის, რომ ადამიანების სოციალური არსებები არიან და დიდხანს ვერ იქნებიან სოციუმის გარეშე,…

მეტი...

“არ უნდა ველოდოთ, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, არ უნდა ველოდოთ იმას, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება. ამასთან, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ დიდი ალბათობა არსებობს, ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდეს. „არ ველოდებით ამას, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი, ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. თუმცა, მე ვიცი, რომ ამან ძალიან ვნებათაღელვა გამოიწვია, როდესაც აღვნიშნეთ, რომ სამწუხაროდ, ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზები, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება შემდეგი ზამთრისათვის, თუ არ გვექნა ვაქცინა, რომელიც ასევე ნაკლებად მოსალოდნელია,…

მეტი...

“წელს ყველანი თუ გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობას, კარგი იქნება” – პაატა იმნაძე

“ალბათ, ჩვეულებრივად, ზოგს მთა მოსწონს და ზოგს  ზღვა”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტების კითხვას, რას ურჩევენ სპეციალისტები მშობლებს ზაფხულში ბავშვების დასვენებასთან დაკავშირებით. იმნაძის თქმით, მისასალმებელია, წელს ყველანი თუ გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობას. „დავგეგმოთ გემოვნების მიხედვით და გასაგებია, რაც უნდა უცხოელი ტურისტების კარიბჭეები გავხსნათ, იმდენი არ იქნება მაინც უცხოელი ტურისტი. პირიქით, მისასალმებელი იქნება, თუ წელს ყველანი გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად შიდა ტურიზმი განვავითაროთ ქვეყნაში და მაქსიმალურად ავითვისოთ ბუნებრივი სიმდიდრეები ჩვენი კურორტების სახით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ

მეტი...

“ავადობის რიცხვი იზრდება ყველა ქვეყანაში, თუმცა ე.წ. შენელების ზრდის დინამიკა იგრძნობა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყველაფერი კეთდება იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რომ ქვეყანა გამოვიდეს პანდემიიდან მინიმალური დაზიანებით. „დღევანდელი მონაცემებით, მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ ავადობის რიცხვები იზრდება ყველა ქვეყანაში, მაინც გარკვეული ტენდენცია უკვე ე.წ. შენელების ზრდის დინამიკის იგრძნობა. მთავარი ციფრები გახლავთ ის, რომ უკვე 210 ქვეყნაში 4 256 000 ადამიანია ლაბორატორიულად დადასტურებულად ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა უკვე მესამედი და სამწუხაროდ, დაიღუპა 287 ათასი, რაც არის 6,7%. გავრცელებით ყველაზე მეტი შემთხვევაა აშშ-ში, მეორე ადგილზე გადაინაცვლა ესპანეთმა, შემდეგ მოდის რუსეთი, რაც ჩვენთვის საყურადღებოა, რადგან ჩვენი მეზობელია. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონი,…

მეტი...

ლიეტუვამ საქართველოს სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთი გამოუგზავნა

13 მაისს ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ღვაჩლიანმა მონაწილეობა მიიღო ლიეტუვის მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით საქართველოსთვის გამოყოფილი სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული დახმარების ლიეტუვიდან საქართველოში გაგზავნის ცერემონიაში. ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს საელჩოს ცნობით, 14 მაისს საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთისათვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდება ლიეტუვის საჰაერო ძალების თვითმფრინავით. აღნიშნულთან დაკავშირებით, შიაულიაის აეროპორტში გამართულ ცერემონიაში საქართველოს ელჩთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის ატაშემ პოლკოვნიკმა ზვიად შანავამ, აგრეთვე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა, მოლდოვისა და სომხეთის ელჩებმა. „აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება ლიეტუვის მიერ საქართველოს მხარდაჭერისა და ორ ქვეყანას შორის არსებული…

მეტი...

“დანაპირები ძალაში რჩება და 1-ლი ივლისიდან პენსიები გაიზრდება” – ირაკლი კოვზანაძე

“ძალაში დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებული ცვლილება და 1-ლი ივლისიდან 30 ლარით იზრდება პენსიები 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის და მათთვის პენსია 250 ლარი ხდება”, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. „პენსია ყველასთვის არის 220 ლარი, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის უფრო მაღალი კოეფიციენტით არის პენსია გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბიუჯეტში ყოველდღიურად განვიცდით დანაკლისს, ძალაში დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებული ცვლილება, რომ 1-ლი ივლისიდან 30 ლარით იზრდება პენსიები 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის და მათთვის პენსია 250 ლარი ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე 1-ლი აპრილიდან ჩვენ ეკონომიკური პრობლემები უკვე დაწყებული გვაქვს და…

მეტი...

“ოპოზიციის კონსულტაციები არის ვარჯიში თავზე ლაფის დასხმაში” – დავით ჭიჭინაძე

“ეს არის ვარჯიში თავზე ლაფის დასხმაში, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ფსევდოოპოზიცია მუდმივად კულუარულ გარიგებაშია „ოცნებასთან“, – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ოპოზიციის განახლებულ კონსულტაციებს და საკონსტიტუციო ცვლილებების წარდგენის შემთხვევაში, მხარდაჭერას არ აპირებს. „მე არც კონსულტაციებში მიმიღია მონაწილეობა და კენჭისყრის შემთხვევაში, მხარდაჭერასაც გამოვრიცხავ, რადგან არავის აინტერესებს, როგორ დაბინავდებიან ესენი. ხალხისთვის მთავარი ხვალინდელი დღე, ეკონომიკა, საკვებია ბოლოს და ბოლოს, სადაც უვე დიდი კატასტროფის წინაშე ვართ. ამას გარდა, პოლიტიკოსს თავმოყვარეობა უნდა გააჩნდეს. რადგან, „ქართულ ოცნებას“ როგორც კი ამოისუნთქვის საშუალება ეძლევა, იმ წუთიდანვე სათავისოდ ატრიალებს ყველაფერს. ოპოზიცია კი, კიდევ ერთხელ შევიდა…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდვითარება გაუარესდა

არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა​, რომ ეპიდვითარება აფხაზეთში გაუარესდა.  თამაზ ცახნაკიას თქმით, ბოლო დღეებში კოვიდ 19-ით ინფიცირების დინამიკა გაზრდილია. ამ დროისათვის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 10 შემთხვევაა დადასტურებული. კოვიდინფიცირებულები რუსეთის უმაღლესი სასწავლების სტუდენტები არიან, რომლებიც სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. ამჟამად ისინი გუდაუთის საავადმყოფოში იმყოფებიან.

მეტი...

“მსჯავრდებულს აღმოაჩნდა კორონავირუსი ისე, რომ ის არც კი მოხვედრილა ციხეში” – თეა წულუკიანი

“სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ძებნილ მსჯავრდებულს აღმოაჩნდა კორონავირუსი ისე, რომ ის არც კი მოხვედრილა ციხეში”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ახალი წესების მიხედვით, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა ჯერ კიდევ 5 მარტიდან აამუშავა, უცხოეთიდან შემოსული დაკავებული ძებნილები პირდაპირ ხვდებიან ციხის გარეთ სამოქალაქო კლინიკაში. ასე იყო ამ პატიმრის შემთხვევაშიც.  „ვიპოვეთ ასეთი გამოსავალი, რომ მოცემულ პატიმარს გავაკონტროლებთ არა ესკორტის ოფიცრების პალატაში დისლოცირების მეშვეობით, რადგან ესკორტი არ გვინდა, დავაყენოთ საფრთხის ქვეშ. არამედ, ელექტრონული მეთვალყურეობით ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ პატიმარი არ გაიქცეს. ეს არის მორიგი მაგალითი,…

მეტი...

18 მაისიდან პირობითი მსჯავრდებულებისთვის კონტროლი ეტაპობრივად აღდგება

“ორშაბათიდან, ვინც ოჯახში მუქარისთვის, ოჯახური ძალადობისთვის ან ოჯახში ჩადენილი სხვა დანაშაულისთვის არის პირობითი მსჯავრდებული, ყველას მოუწევს გამოცხადება. დანაშაულის დანარჩენ კატეგორიებზე ეტაპობრივად გავაკეთებთ სხვადასხვა განცხადებას და ვვარაუდობთ, რამდენიმე კვირაში ყველა პრობაციონერი ე.წ. იანვარ-თებერვლის რეჟიმს დაუბრუნდება”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს იქნება 1 500-მდე ადამიანი საქართველოს მასშტაბით. „მარტში ერთი თვით, ხოლო შემდეგ საგანგებო მდგომარების ვადით ვთქვით, რომ არც ერთი პრობაციონერი დროებით აღარ გამოცხადდეს კონტროლისთვის პრობაციის ბიუროებში, რადგან მათი რიცხვი არ არის პატარა და ეს თავყრილობებს ქმნის. ჩვენ ეტაპობრივად მოგვიწევს ეს კონტროლი აღვადგინოთ. მიღებულია გადაწყვეტილება და მინისტრის…

მეტი...

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჩაჩუა თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნულ პოზიციაზე სამსონ კუტალია აირჩიეს. ოპოზიციის შეფასებით, ზურაბ ჩაჩუა ეკა ბესელიას გუნდის წევრია და მისი თანამდებობიდან გადაყენება სწორედ ამ ფაქტითაა განპირობებული. თავად ზურაბ ჩაჩუა სხდომას არ დასწრებია. დღევანდელი საკრებულოს სხდომა მედიისთვის დახურული იყო, ამის მიზეზად საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ კორონავირუსის გავრცელების პრევენცია დაასახელა.

მეტი...

იაპონიაში კორონავირუსით 28 წლის სუმოისტი გარდაიცვალა

28 წლის იაპონელი სუმოისტი, რომელიც სებუსის ფსევდონიმით გამოდიოდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. იაპონური მედიის ინფორმაციით, ის იყო პირველი სუმოისტი იაპონიაში, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. იაპონიაში კორონავირუსით 15 968 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 657 ადამიანი გარდაიცვალა.

მეტი...

იტალიაში სკოლები სექტემბერში გაიხსნება

იტალიაში სკოლები სექტემბერში გაიხსნება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის განათლების მინისტრის, ლუჩია აცოლინას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. იტალიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლები და უნივერსიტეტები 5 მარტს დაიხურა. ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ით 222 216 ადამიანი დაინფიცირდა, აღნიშნული ვირუსით ქვეყანაში 31 000 ადამიანი დაიღუპა.

მეტი...

“გიორგი გახარია პარლამენტში აუცილებლად მივა, როცა ამის დრო იქნება, არასდროს ჰქონია ამის პრობლემა და არც მომავალში ექნება” – კახა კალაძე

გიორგი გახარია პარლამენტში აუცილებლად მივა, როცა ამის დრო იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში პრობლემა არასდროს ჰქონია. „გიორგი გახარიამ პარლამენტში მისვლაზე განმარტებები გააკეთა, მას არასდროს ჰქონია ამის პრობლემა და არც მომავალში ექნება, როცა ამის დრო იქნება, პარლამენტში აუცილებლად მივა“, – აღნიშნა კალაძემ. კითხვაზე, რომ ოპოზიცია პრემიერის პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს, კალაძე პასუხობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო რეჟიმი გაუქმდა, ინტერპელაციის აუცილებლობა არ არის და პრემიერი სხვა ფორმატში მივა საკანონმდებლო ორგანოში.

მეტი...

“როგორც კი გვეტყვიან, რომ უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სრულ მზადყოფნაში ვართ და მაშინვე დაიწყებს ტრანსპორტი მუშაობას” – კახა კალაძე

როგორც კი გვეტყვიან, რომ უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სრულ მზადყოფნაში ვართ და მაშინვე დაიწყებს ტრანსპორტი მუშაობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხდა. კახა კალაძის თქმით, ტრანსპორტთან დაკავშირებით ბევრი ზარი შედის ცხელ ხაზზე. „ცხელ ხაზზე ძალიან ბევრი ზარი შემოდის ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. ჩვენ ველოდებით დარგის სპეციალისტებს. როგორც კი გვეტყვიან, რომ დღეიდან უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ და მაშინვე დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

„ბიოზეკის“ ტესტების შესყიდვის ხელშეკრულება ამ მომენტში არ გვაქვს და არც იგეგმება რაიმე ცვლილება” – თამარ გაბუნია

„ბიოზეკის“ ტესტების შესყიდვის ხელშეკრულება ამ მომენტში არ გვაქვს და არც იგეგმება რაიმე ცვლილება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამის მიზეზად იქცა ის, რომ ტესტების მოწოდება ხელშეკრულებით გაწერილ ვადაში ვერ მოხდა. გაბუნიამ კომენტარი გააკეთა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აღნიშნიული კომპანიის სახელით ტესტები, რომელიც ნიდერლანდების წარმოებისა უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში ჩინეთის წარმოებისა აღმოჩნდა. თამარ გაბუნიას თქმით, „ბიოზეკის“ აღნიშნულ ტესტებს თან ახლდა არაერთი სერთიფიკატი მისი ხარისხის შესახებ. „ბიოზეკის“ კონკრეტული ტესტი რეგულირების სააგენტომ დაარეგისტრირა აპრილის დასაწყისში. ტესტი აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას. აღიარებითი რეჟიმის საფუძველზე მოხდა მისი რეგისტრაცია,…

მეტი...

“სწრაფი ტესტების გამოყენება ამ დაავადების დიაგნოსტიკისთვის არ არის რეკომენდებული” – ამირან გამყრელიძე

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, სწრაფი ტესტები არ გამოიყენება კორონავირუსის დაავადების დიაგნოსტიკისთვის, ისინი არიან დამხმარე ტესტები, რომლებიც გამოიყენებიან ე.წ. მასობრივი კვლევების დროს, მათი მგრძნობელობა გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ტიპის ტესტების, მათი დიაგნოსტიკური ღირებულება არ აქვთ. „ნებისმიერი სწრაფი ტესტით მიღებული შედეგი, დადებითი იქნება ეს ძირითადად M ტიპის იმუნოგლობური, რომელიც მიუთითებს მწვავე დაავადებაზე, საჭიროებს გადამოწმებას და დადასტურებას პისიარ ტექნოლოგიით. სწრაფი ტესტების გამოყენება ამ დაავადების დიაგნოსტიკისთვის არ არის რეკომენდებული. დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება და ყველა წამყვანი ქვეყანა იყენებს, რასაც ჩვენ „პისიარს“ ვუწოდებთ ე.წ. მოლეკულური ტექნოლოგიები ანუ პოლიმერიზაციის ჯაჭვურ რეაქციაზე დამყარებული ტესტები. ბევრია დღეს მსოფლიო ბაზარზე ამ ტიპის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ამ ტესტებს, ჯერ მათი სპეციფიურობა და მათი მგრძნობელობა არ არის…

მეტი...

იანვარ-აპრილში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ამავე მაჩვენებელზე 11.8%-ით შემცირდა

2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 463.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1 001.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2 462.2 მლნ. აშშ დოლარი (11.8 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აპრილში 1 460.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტი შეადგინა

მეტი...

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ პირველი ივნისის ნაცვლად პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედება სამი თვით გადაიდო და პირველი ივნისის ნაცვლად, პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო არსებულ ვითარებას უკავშირდება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, დასავლელ პარტნიორებთან, დონორებთან ერთად კოვიდინფექციის გამო, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა ტრენინგები, თუმცა ვინაიდან არ შეიძლება ადამიანების თავშეყრა, ახლო კონტაქტი, პრაქტიკული ნაწილი ვერ განხორციელდა. „ჩვენ, პრაქტიკულად, მთელი სახელმწიფო უწყებები, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობები ვიყავით მზად იმისთვის, რომ კოდექსი პირველი ივნისიდან ამოქმედებულიყო. როგორც იცით, კოდექსის მიდგომა არის, რომ ბავშვთან არც ერთმა იმ ადამიანმა არ უნდა იმუშაოს, რომელსაც შესაბამისი ცოდნა არ აქვს. ჩვენ, ჩვენს…

მეტი...

“ვმუშაობთ,TikTok საკითხზე, საიტზე არსებული ხარვეზის გასწორების მიზნით” – საგარეო უწყება

ვმუშაობთ სოციალურ ქსელ TikTok-ის საკითხზე, არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც სხვადასხვა საიტებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ინფორმაციაზე, რომლითაც სოციალურ ქსელ TikTok-ში რეგისტრაციისთვის ცალკე ქვეყნებად არის მითითებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“. „ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა არის საგარეო უწყების უმთავრესი პრიორიტეტი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების/ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე. არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალა. ჩვენ ვმუშაობთ სოციალური ქსელის…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. კანონიერი ქურდი, „რეზიკო ჯვარსკი“ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. – მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ინფორმაციაში წერია, ბრალდებული ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოვიდა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა. გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ.გამოძიება „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოვლინდა.პოლიციამ, 12 მაისის 21 საათიდან 13 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 109 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 10 პირი დააჯარიმეს.პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის 13 ფაქტი გამოავლინა.შინაგან საქმეთა სამინისტრო…

მეტი...

„გადავკვეთე წითელი ხაზები, ვიხსნი პასუხისმგებლობას და ვტოვებ ამ საქმეს“ – გუდაურში მოკლული მამაკაცის ოჯახის ადვოკატი დაცვაზე უარს ამბობს (ვიდეო)

ნიკოლოზ წულეისკირი, რომელიც გუდაურში მოკლული მამაკაცის ოჯახის ინტერესს იცავდა, საქმეს შორდება. ადვოკატი ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს, იგი ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ოჯახის შეთავაზება მისთვის შეურაცხმყოფელი იყო. „ამ საქმეში როდესაც ჩავერთე, კონფლიქტური სიტუაცია წარმომეშვა კოლეგებთან. ბატონ ტარიელთან (მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი) წითელი ხაზები გადავკვეთე, გადავაჭარბე და აღნიშნული კონფლიქტი გადაიზარდა სხვა რამეში, რაც ძალიან მიუღებელია და მიმაჩნია, რომ ეს ურთიერთობა გაუმჯობესდება, მე ვაღიარებ, რომ ეს ხაზები არ უნდა გადამეკვეთა. დაახლოებით ერთი თვის უკან, როცა ოჯახის წევრები დამიკავშირდნენ, მაშინვე ვთქვი, რომ შესაძლო იყო დამეტოვა საქმე, თუ ამ საქმეში სხვა ადვოკატი…

მეტი...

“ჯერჯერობით პანდემია გრძელდება, ბევრ სახელმწიფოში არის მზარდი სტატისტიკა” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჯერჯერობით პარლამენტის მუშაობა რჩება შეზღუდული და ყველაფერი კეთდება, რათა საქმიანობის ჩვეული რეჟიმი დროულად აღდგეს. ეს კი, თალაკვაძის განმარტებით, სწორედ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. თალაკვაძის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება საჭირო არ იყოს, თუმცა აღნიშნული ეპიდსიტუაციაზე და ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციებზე არის დამოკიდებული. რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნის საკითხს, თალაკვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა ისე უნდა განხორციელდეს, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესება არ გამოიწვიოს. „რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ არ არის სტანდარტული ვითარება, ჯერჯერობით პანდემია გრძელდება, ბევრ სახელმწიფოში არის მზარდი სტატისტიკა. კარგია, რომ გავხსნათ…

მეტი...

“საგაზაფხულო სესიაზე შევძლებთ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გამოტანას და მიღებას” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დასრულება ან გახანგრძლივება ეპიდსიტუაციაზე არის დამოკიდებული. მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება საჭირო არ იყოს. „რაც შეეხება პარლამენტის საქმიანობას, თქვენ მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა ჯერ არ არის ამოწურული, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა არ დაგვჭირდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, თუმცა ეს მეტწილად იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე და იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჯანდაცვის სამსახურები მოგვცემენ“,- განაცხადა თალაკვაძემ. თალაკვაძის განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, ის დღის წესრიგი და ამოცანები, რაც პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე ჰქონდა, ივნისის ბოლომდე ან ივლისის შუა რიცხვებამდე აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი. „ასე, რომ პარლამენტი…

მეტი...

“ბავშვთა პორნოგრაფიის” საქმეზე საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში, ადვოკატები აქციებს დაიწყებენ

2019 წლის სექტემბერში ე.წ ბავშთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული მშობლების ადვოკატები აქციების დაწყებას აანონსებენ, როგორც დაკავებულების ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ბრალდების მხარე, ორგანიზატორების გამართლებას უდანაშაულოდ დაკავებულთა ხარჯზე გეგმავს.ნიკოლოზ წულეისკირის ინფორმაციით ხვალ საპროცესო შეთანხმება 10 პირს გაუფორმდება. „ბრალდების მხარეს გასდის 9 თვიანი პატიმრობის ვადა და ხვალ აპირებენ 11 ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმებას. საგულისხმოა, რომ  პირველ შემთხვევაში დააკავეს 11 ადამიანი, მეორე შემთხვევაში კი რამდენიმე თვლის შემდეგ 10 ადამიანი. ამ საპროცესო შეთანხმებით გამოვა, რომ მეორე სამი თვის შემდეგ ეს ადამიანები ისევ აღმოჩნდებიან ციხეში. გარიგებაზე წავიდა 10 ადამიანი, ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ გარიგებაზე არ წავიდა დაკავებულია…

მეტი...

ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ კორონავირუსზე 33 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ რესპირატორული სიმპტომებით 33 პირია გადაყვანილი. ყველა მათგანს კორონავირუსზე იკვლევენ. ანალიზების პასუხები საღამოს გახდება ცნობილი. პარალელურად, მიმდინარეობს რისკჯგუფების ტესტირებაც. ასევე იკვლევენ საკარანტინო ზონებში მყოფ იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც იზოლაციის ვადა უმთავრდებათ. აჭარის 27 საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 1 639 მოქალაქე რჩება.

მეტი...

ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ექვსმა მოზარდმა დატოვა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომლებმაც კლინიკა უკვე დატოვეს. საერთო ჯამში კორონავირუსისგან ინფექციურ საავადმყოფოში დღემდე 97 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით – 372. აღსანიშნავია, რომ ექვსივე ახალი გამოჯანმერთელებული მოზარდია. ამ ეტაპზე კლინიკაში მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი აგრძელებს მკურნალობას. „საინტერესო ისაა, რომ ექვსივე გამოჯანმრთელებული არის მოზარდი, ექვსივე მოზარდმა დატოვა კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი დარჩა, დანარჩენი ყველა გაეწერა ბინაზე“,- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ეზუგბაიამ.

მეტი...

თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, შეშელიძის ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროდ, თბილისში არსებობს მეწყერსაშიში ზონები, რომელიც გენერალურ გეგმაში მოცემულია, როგორც შავი ზონები. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული კონკრეტული ზონები მუდმივი დაკვირვების რეჟიმშია. ერთ-ერთი ასეთი კი, შეშელიძის ქუჩაზე მდებარეობს. „ჩვენ გვაქვს ერთი ასეთი კონკრეტული ადგილი გლდანი-ნაძალადევის რაიონში, შეშელიძის ქუჩაზე, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იქ მცხოვრებთათვის და შეშელიძის ქუჩაზე განთავსებულია ასევე ძალიან ბევრი ობიექტი – სამრეცხაოები, კაფე-ბარები, რესტორნები და ა.შ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მეწყერსაშიში ზონა ქალაქში. პირველად აღნიშნულ ფერდზე მეწყერი გასული…

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ორი პაციენტი დარჩება

ბოლო 10 დღის განმავლობაში, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ით პაციენტი არ მოუთავსებიათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა. სტაციონარს ერთი გამოჯანმრთელებული დღეს დატოვებს და კლინიკაში კოვიდინფიცირებული ორი პაციენტი დარჩება. კლინიკას უკვე 38 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

მეტი...

“რვა ახალი შემთხვევიდან ოთხი არსებული პაციენტის კონტაქტია” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გუშინ დილიდან დღემდე გამოვლენილი რვა ახალი შემთხვევიდან ოთხი პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა. ისინი 11 მაისს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. მისივე განმარტებით, დანარჩენი ოთხიდან ორი საკარანტინო სივრციდან კონტაქტებია, ერთი ბოლნისიდანაა, ხოლო ერთიც თეთრიწყაროდან. აღნიშნული რვა პაციენტიდან თბილისის ინფექციურში ორია მოთავსებული. საერთო ჯამში კი, კლინიკაში ამჟამად 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ამასთან, კლინიკაში მოთავსებულია საეჭვო სიმპტომების მქონე ერთი პაციენტი, რომელსაც კვლევა ჩაუტარდება. „გუშინდელი მონაცემებით გვყავდა 639, დაგვემატა რვა ახალი შემთხვევა და არის 647 დადასტურებული. გამოჯანმრთელებული იყო 349, დაგვემატა 23 და არის – 372. ამ რვა ახალიდან…

მეტი...