თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

ევროპის დღის აღსანიშნავად, თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. „ერთად უფრო ძლიერები ვართ!“ – ამ მოწოდებით 2020 წლის ევროპის დღე მსოფლიოში შექმნილ მოვლენებს ეხმაურება და პანდემიასთან ბრძოლაში სოლიდარობის აუცილებლობას უსვამს ხაზს. ევროპის დღეების ფარგლებში, 9 მაისს, თბილისის ანძასთან ერთად, ევროკავშირის დროშის ფერებში მშვიდობის ხიდიც განათდება.

მეტი...

“სააკაშვილის მაშინაც კი არ გვეშინოდა, როცა ის ხელისუფლებაში იყო” – კახა კალაძე

“ოპონენტების მხრიდან ვისმენთ ისეთ საოცარ განცხადებებს, თითქოს „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის ეშინია. ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ და მოსახლეობას, სააკაშვილის მაშინ არ გვეშინოდა, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო და პრაქტიკულად ყველა ბერკეტი მის ხელთ იყო. ახლა კი გაურკვეველია, რით არის საშიში სადღაც, რაღაც თანამდებობაზე დანიშნული სააკაშვილი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაში საქართველო მოიქცა. “ცხადია, ელჩთან უნდა გაიმართოს კონსულტაციები, როდესაც მეზობელი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ხდება ისეთი რამ, რაც შენი ქვეყნის მოსახლეობაში კითხვებს აჩენს. რა…

მეტი...

გერმანიაში, ლუდსახარში კორონავირუსის გამო, უფასოდ 2 600 ლიტრ ლუდს დაარიგებს

გერმანიაში, ლუდსახარში Willinger Brauhaus-ი უფასოდ 2 600 ლიტრ ლუდს დაარიგებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ცნობით, გერმანიაში, ალკოჰოლურ სასმელზე მოთხოვნა შემცირდა. ბევრი კომპანია იძულებულია თავისი პროდუქციის უტილიზაცია მოახდინოს. ამიტომ ქარხანა ლუდს უფასოდ დაარიგებს, რომ საცავი ახალი პროდუქციით შეავსოს. გამოცემის ცნობით, ლუდის ვარგისიანობის ვადა ქარხნის საცავებში 8 კვირაა.

მეტი...

ჯანმოს 1.3 მილიარდი დოლარი, წლის ბოლომდე კორონავირუსზე რეაგირების გეგმის დასაფინანსებლად, არ ჰყოფნის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 1.3 მილიარდი დოლარი არ ჰყოფნის წლის ბოლომდე კორონავირუსზე რეაგირების ქმედებების დაფინანსებისთვის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „განახლებული გეგმა ითვალისწინებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 2020 წლის ბოლომდე 1.7 მილიარდი დოლარი დასჭირდება კორონავირუსთან ბრძოლისთვის. ეს შეფასება მოიცავს თანხებს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე მიიღო. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 1.3 მილიარდი დოლარი არ ჰყოფნის წლის ბოლომდე კორონავირუსზე რეაგირების გეგმის დაფინანსებისთვის“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მეტი...

მაიკ პენსის გუნდის ერთ-ერთ წევრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

“როიტერის” ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის გუნდის ერთ-ერთ წევრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. მათი ცნობით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი აიოვაში მიფრინავდა, რეისი კი, რამდენიმე საათით შეფერხდა, რადგან თვითმფრინავიდან მისი რამდენიმე თანამშრომელი ჩაიყვანეს. გუშინ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ მაიკ პენსმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „კოვიდ-19“-ზე ტესტი ჩაიტარეს და პასუხები უარყოფითი იყო. მათ ტესტი მას შემდეგ ჩაუტარდათ, რაც ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის გუდის ერთ-ერთ წევრს „კოვიდ19“ დაუდასტურდა.

მეტი...

“არ მაინტერესებს პირადი რეიტინგი, მაქვს პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე” – ამირან გამყრელიძე

“არც დაავადებათა კონტროლის ცენტრის და არც ჩემს პირად რეიტინგს ვუყურებ. არ მაინტერესებს. მე მაქვს პასუხისმგებლობა. ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის განცხადებით, ყველა მუშაობს 24 საათი იმისთვის რომ დაამარცხოს კორონავირუსი. მისი თქმით, კოვიდინფექციასთან ბრძოლა არ არის არც ერთი ინსტიტუტის, ან ერთი-ორი ადამიანის პასუხისმგებლობა. „ჩვენ ვცდილობთ, რომ მოსახლეობის ნდობა ჩვენი ცენტრის მიმართ გავამართლოთ. ვიმუშაოთ 7/24-ზე და მთავარი მიზანი არის, რომ ყველამ ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მეტი...

“21-ე საუკუნეში იქნება ბევრი გამოწვევა, მათ შორის ე.წ. უცნობი ინფექციები” – ამირან გამყრელიძე

“21-ე საუკუნეში იქნება ბევრი და დიდი უცნობი გამოწვევა. ე.წ. უცნობი ინფექციები. ჩვენ არ ვიცით, შეიძლება გაჩნდეს ასეთი ან მუტაცია განიცადოს, რა ფაქტის წინაშეც ჩვენ ვდგავართ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძემ COVID-19-თან მიმართებით, აშშ-ში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. „ანტონიო ფაუჩი არის უდიდესი მეცნიერი. მე მქონდა ბედნიერება რამდენჯერმე მასთან შეხვედრის. ნამყოფი ვარ მის „ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტში.ეს არის ნაწილი აშშ-ის ჯანდაცვის ინსტიტუტებისა. ეს არის სამედიცინო მეცნიერების მექა, რომელშიც 27 ინსტიტუტი შედის და თუ რამე ინოვაცია იქმნება ფუნდამენტურ სამედიცინო მეცნიერებებში. ახალგაზრდობაში ჩემი ოცნება იყო იქ მუშაობა. ახლა იქ…

მეტი...

საქართველო აშშ-სგან საჩუქრად 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს მიიღებს

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან საჩუქრად 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს მიიღებს. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. „საქართველოში აშშ-ის საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარების გზების ძიებას. დღეს მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „სურსათი პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს აჩუქებს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს, რათა დაეხმაროს ქვეყანას პანდემიის დროს. ეს დაემატება 27 000 ტონა ხორბალს, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო დეკემბრის თვეში. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებმა აკრძალეს ხორბლისა და მარცვლეულის ექსპორტი, ამერიკის შეერთებული შტატები იძიებს გზებს, რათა დაეხმაროს საქართველოს უფრო მეტი ხორბლის…

მეტი...

აშშ საქართველოს დამატებით სამი მილიონი დოლარით დაეხმარება

აშშ-ს ელჩის ინფორმაციით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მხარდასაჭერად დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარება გამოყო. კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ სამი მილიონი დოლარის ახალი დაფინანსება გააძლიერებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოს პარტნიორობას, რომელიც 10 წელზე მეტს ითვლის და მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებებს, როგორიცაა: ც ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა,საველე ეპიდემიოლოგია და ლაბორატორიული ტრენინგ პროგრამა, რიჩარდ ლუგარის სახელეობის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტების და ლაბორატორიების კონტროლს საქართველოს მასშტაბით. „მოხარული ვარ გაცნობოთ დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარების შესახებ, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოყო საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მხარდასაჭერად. იანვრის თვიდან ამერიკის…

მეტი...

“კორონავირუსი ჩემს პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ” – ამირან გამყრელიძე

“კორონავირუსის პანდემია ჩემს პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ, ვიყენებ იმ გამოცდილებას, რომელიც საექიმო მოღვაწეობის პერიოდში დამიგროვდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ის რამდენიმე ლოკალურ ეპიდაფეთქებასა და დიდ კამპანიაზე მუშაობდა. “90-იან წლებში ჩვენ გვქონდა დიფტერიის დიდი ეპიდაფეთქება, შემდეგ იყო ​ამებიაზის ეპიდაფეთქება, ​ჩავატარეთ პოლიომელიტის საწინააღმდეგო დიდი კამპანია და უკვე დიდი ხანია, ქვეყანა პოლიომელიტისგან. 2005-2006 წლებში იყო ე.წ. ფრინველის გრიპის პანდემიის შიში. საშინელება იქნებოდა კაცობრიობისთვის, იმ ვირუსს რომ სახეობრივი ბარიერი დაეძლია და ფრინველიდან ადამიანზე…

მეტი...

ბათუმში, აქციაზე სამი პირი დააკავეს

ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას ორი დღის წინ დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავენ. მათი განცადებით, დაკავება უკანონოდ განხორციელდა და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, აქციაზე 3 პირი დააკავეს, რასაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა. ხულიგნობის ბრალდებით, რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე ბათუმში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. 

მეტი...

“საქართველო უსაფრთხოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თუმცა ეს გზა ჯერ ბოლომდე გავლილი არ არის” – კელი დეგნანი

“ჯანდაცვის ხელმძღვანელების, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ექიმების, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თუმცა ეს გზა ჯერ ბოლომდე გავლილი არ არის”, – ამის შესახებ საქართველში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. ელჩმა ვიდეოგზავნილში „კოვიდ-19“-ის საპასუხოდ აშშ-ის ახალი მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. „მოგესალმებით სახლიდან. დღეს მე დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობ, რათა შევასრულო საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელების რეკომენდაციები სოციალური დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით. ახალი ამბები, რომ საქართველოში ეტაპობრივად განახლდება სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობა, იმედისმომცველია. ვიცი, რომ ყველა მოუთმენლად ველოდებით, სრული დატვირთვით შევუდგეთ მუშაობას. რაც შეიძლება სწრაფად, როგორც კი ეს უსაფრთხო იქნება. უაღრესად მადლიერი ვართ ჯანდაცვის ხელმძღვანელების,…

მეტი...

ინგლისში კორონავირუსით 6 კვირის ჩვილი გარდაიცვალა

ინგლისში კორონავირუსით 6 კვირის ჩვილი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში დაადასტურეს. უწყების ინფორმაციით, ის კორონავირუსით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტია. ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში აღნიშნეს, რომ ჩვილი კორონავირუსით 3 მაისს გარდაიცვალა.

მეტი...

მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, უსაფრთხოების რა სტანდარტებით ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

“მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, უსაფრთხოების რა სტანდარტებით ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები”, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი სტანდარტები, რაც დაცული უნდა იყოს, არის დისტანცია, ჰიგიენური ნორმები და ვენტილაცია. ,„გამოცდები ჩატარდება უსაფრთხოდ. ყველა პირობა არსებობს ამისთვის, რომ შეიქმნას შესაფერისი გარემო და არ მივიჩნევ, რომ რამე შეფერხება იქნება. დეტალებს განათლების სამინისტრო მომავალ კვირაში გაგაცნობთ. მთვარია, დაცული იყოს დისტანცია, ჰიგიენური ნორმები და ვენტილაცია, როგორც კი გვექნება ეს მოდელი გაზიარდება საზოგადოებასთან,“ – განაცხადა გაბუნიამ.

მეტი...

“საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც საზღვრებს გახსნის” – ზურაბ პოლოლიკაშვილი

“ძალიან გვიხარია, რომ ასეთ მოკლე ვადებში განხორციელდა და კონკრეტულად ჩამოყალიბდა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს იმ ეტაპებს, თუ როგორ შეიძლება პირველ რიგში გაიხსნას ადგილობრივი ტურიზმი, დაიწყოს ადგილობრივი მიმოსვლა და შემდგომ უკვე საერთაშორისო მიმოსვლა”, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია კოორდინაცია და ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან. „დაანონსებული იყო 15 ივლისი და ალბათ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს შეძლო და ხსნის ტურიზმს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ ამის პოპულარიზაციას. აუცილებელია კოორდინაცია და ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის არის ევროპული ბაზრები და…

მეტი...

სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი მომსახურებაზე ფასის გაზრდას არ გამორიცხავს

სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ ალხანიშვილის განცხადებით, შესაძლებელია მომსახურების საფასურის გაზრდა, ვინაიდან პანდემიის პერიოდში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილია ჰიგიენური საშუალებების ფასები. „ზოგადად ინფლაციის დონეც გასათვალისწინებელია და ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ვიცით, რომ ქვეყნის მასშტაბით ფასმა მოიმატა და ეს საშუალებები ჩვენ ძალიან ბევრი გვჭირდება. შესაბამისად, ფასნამატი იქნება, მაგრამ არა დრამატული და ძალიან მნიშვნელოვანი. მანიპულაციების შესაბამისად, არის მაღალი რისკის შემცველი მანიპულაციები, სადაც უფრო მაღალი დაცვის საშუალებები უნდა გამოვიყენოთ და დაბალი რისკის მანიპულაციები, სადაც სხვა საშუალებებს ვიყენებთ, რომელსაც დანახარჯი ნაკლები აქვს“, –  აღნიშნა ზურაბ ალხანიშვილმა

მეტი...

“უსაფრთხო დერეფნებზე ჩვენი საელჩოები ესაუბრებიან სხვადასხვა სახელმწიფოს, დიდი ხანია, არსებობს მეზობელი სახელმწიფოების ინტერესი” – გიორგი გახარია

“გვაქვს შესაძლებლობა, ტურიზმი, როგორც ეკონომიკის დარგი ნელ-ნელა გავხსნათ, ჯერ შიდა, შემდეგ – საერთაშორისო დონეზე; შეძლებისდაგვარად, იმ ხარისხიდან გამომდინარე, რა ხარისხითაც შევასრულებთ თქვენს და ჩვენს შიდა მოთხოვნებს, შევუერთდეთ ევროპის ტურისტულ ბაზარს, ამაში გვჭირდება თქვენთან თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილთან ვიდეოკონფერენციისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმია და ხელისუფლებას კარგად ესმის, რამდენად მაღალი იქნება გლობალური კონკურენცია. „გვესმის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის რისკი არის და გახსნის გრაფიკი, რომელიც თარიღების მიხედვით გამოვაცხადეთ, მუშაობს მხოლოდ…

მეტი...

“ეს არის ქართული მხარის შეცდომა” – ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს ელჩის გამოწვევაზე

უკრაინაში საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევის საკითხს უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება. ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მხრიდან, შეცდომაა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.  ვლადიმერ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში გატარებული საკადრო პოლიტიკის ცვლილებები მხოლოდ უკრაინას და უკრაინაში მცხოვრებ მოსახლეობას ეხება. “ჩვენ საქართველოსთან და საქართველოს ხალხთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ, მიუხედავად ყველაფრისა, არანაირ კონსულტაციის მიზნით არ ვაპირებთ ჩვენი ელჩის უკრაინაში გამოწვევას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ქართული მხარის შეცდომა. მგონია, რომ კონსულაციების შემდგომ ყველა მხარე მიხვდება, რომ ნებისმიერი ქვეყნის საკადრო პოლიტიკა ეხება იმ ქვეყანას და იმ ხალხს, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ,” – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

“მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება” – მარიამ ქვრივიშვილი

“საქართველოს, ტურიზმის გახსნის შემდეგ არათუ გაუჭირდება უსაფრთხოების წესების დაკმაყოფილება, არამედ, ჩვენ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა უმკაცრესი წესები და გაიდლაინები ტურიზმის სექტორში” – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კარანტინების პროექტის მიმდინარეობისას, ორი თვის წინ შეიქმნა უმკაცრესი გაიდლაინები, რაზეც იმუშავეს ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტრომ და ტურიზმის სექტორი ორი თვეა ამ წესებით მოქმედებს. „საქართველოს არათუ გაუჭირდება ამ წესების დაკმაყოფილება, ჩვენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება, რომ საქართველო ასევე ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა უმკაცრესი…

მეტი...

სექტემბერში საქართველოში UNWTO-ის ეგიდით ტურიზმის ინდუსტრიის მომავალზე მინისტერიალი იგეგმება

საქართველო სექტემბერში ტურიზმის ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ეგიდით, მინისტერიალს უმასპინძლებს, რომელზეც რამდენიმე ათეული ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შეიკრიბებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის ვიდეოკონფერენციისას გახდა ცნობილი. UNWTO-ის გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისულ გეგმას და აღნიშნა, რომ საქართველომ გადადგა ძალიან სწორი და წარმატებული ნაბიჯები, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ არის პირველი ქვეყანა, რომელიც ყველაზე ადრე ხსნის ტურიზმის ინდუსტრიას. ვიდეოკონფერენციისას ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას როგორც ახალ კორონავირუსთან ბრძოლის, ისე საკარანტინო სივრცეებში მოქალაქეების…

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, 40-მდე პირი კი, ტესტის შედეგებს ელოდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მომხმარებელთა უფლებების ზედამხედველობის დეფაქტო სამსახურის ხელმძღვანელმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა. ამავე ინფორმაციით, ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 244 ადამიანი

მეტი...

“როდესაც ასე გვიტევს კორონავირუსი, არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს კიდევ სხვა დაავადებები” – პაატა იმნაძე

ვაქცინაცია არის კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევა, რაც კი სამედიცინო აზრს შეუქმნია და დღეს, როდესაც ასე გვიტევს კორონავირუსი, არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს კიდევ სხვა დაავადებები, რომელთა მართვა ადამიანებს შეუძლია და რომ ვაქცინაცია, კაცობრიობის მომავალია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ყვავილის დაავადების დამარცხების მე-40 წლისთავს მიეძღვნა. მისი თქმით, ეს დაავადება კაცობრიობას 25 საუკუნის განმავლობაში ანადგურებდა და მისი დამარცხება გასულ საუკუნეში მოხდა და ეს ვაქცინაციის დამსახურებაა. დღეს მსოფლიოში ყვავილის დაავადების დამარცხების დღეა. 1980 წლის 8 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ეს ინფექციური დაავადება…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 80 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოვლინდა.პოლიციამ, 7 მაისის 21 საათიდან 8 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა.გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 5 მოქალაქე დააჯარიმეს.სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 1 პირი დააჯარიმეს.შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები,…

მეტი...

“თბილისის მეტროპოლიტენში სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად დასრულდება” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის მეტროპოლიტენში მიმდინარე სამუშაოები დროულად დასრულდება. მისი თქმით, ტენდერით გამარჯვებული კომპანია მუშაობას განაგრძობს. „დროულად დასრულდება სამუშაოები. რაც მეტრო ფუნქციონირებს, თითი არ დაუდია არავის და საფრთხეს წარმოადგენდა არსებული მდგომარეობა. ტენდერით გამარჯვებული კომპანია ამ პერიოდში არ შეჩერებულა. იმ ტემპით ვერა, როგორც სხვა პროექტები, თუმცა მაინც გრძელდება სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

“ელჩის გამოწვევა მგონია, რომ ეს ქართული მხარის შეცდომაა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოფიციალური კიევი საქართველოდან ელჩს არ გაიწვევს. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ ლუგანსკის ოლქში სტუმრობის დროს ისაუბრა. „ჩვენ ქართველ ხალხთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ყველაფრის მიუხედავად, ელჩს უკრაინაში არ გამოვიწვევთ. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი მთავრობა. მე მგონია, რომ ეს ქართული მხარის შეცდომაა”, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი, რომ საკადრო ცვლილებები მხოლოდ იმ ხალხსა და მთავრობას ეხება, რომელიც იმ ქვეყანაში ცხოვრობს. „ეს ჩვენი გადწყვეტილებაა, ჩვენი შიდა პოლიტიკა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მას უკრაინის პასპორტიც აქვს. მე ვარ უკრაინის…

მეტი...

“ჯეო ჰოსპიტალის” ექთანთან კონტაქტებიდან, კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანთან კონტაქტში მყოფი, ყველა გამოკვლეული პირის „პისიარ“ ტესტის პასუხი „კოვიდ-19“-ზე უკვე მივიღეთ და ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითია, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ნელი ხიზანიშვილი. მისი ინფორმაციით, გუშინ კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 167 ნიმუში გაიგზავნა, რომელთა შორის არის როგორც სამედიცინო სფეროს და ექთნის ოჯახის წევრების ანალიზები, ასევე ცხელების ცენტრებიდან გაგზავნილი ნიმუშები. კვლევებმა აჩვენა, რომ მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. დაინფიცირებული ექთანი წარმოშობით საგარეჯოდან არის. მას „კოვიდ 19“- ზე ანალიზი ორი დღის წინ კახეთში მიმდინარე მიზნობრივი „პისიარ“ ტესტირების ფარგლებში ჩაუტარდა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ის კორონავირუსის მატარებელია. მედიკოსი უკვე რამდენიმე…

მეტი...

“სააკაშვილლს,რაც შესთავაზეს, სკეპტიციზმს იწვევს” – კახა კალაძე

რადას დეპუტატებს მადლობა გონიერებისთვის და სწორი გადაწყვეტილებისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის არ მისცეს ვიცე-პრემიერობის შესაძლებლობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, სკეპტიციზმს იწვევს ის, რაც სააკაშვილს უკრაინაში შესთავაზეს. „თუმცა რაც შესთავაზეს, სკეპტიციზმს იწვევს. უკრაინა სტრატეგიული ქვეყანაა, მასთან ურთიერთობები გვაკავშირებს და ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობებს. როგორც საკუთარი ქვეყნის წარმატება გაგვიხარდება, ისე გაგვიხარდება უკრაინის წარმატებაც. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.   ამასთან, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიან,ა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,…

მეტი...

თალაკვაძე კუბილიუსის წერილს, წერილით პასუხობს

როგორ გამოეხმაურა მმართველი პარტია კობილიუსის წერილს. პარმანეტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ევრო დეპუტატს წერილი გაუგზავნა. კუბილიუსისთვის გაგზავნილ წერილში არჩილ თალაკვაძე შეშფოთებას გამოხატავს ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებზე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მისი წერილი საქართველოს მხარის მიერ აღიქმება, როგორც მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. პარლამენტის თავმჯდომარე მის მიერ გაგზავნილ წერილში ირწმუნება, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუტების მიერ და ასევე, ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პარტიები ვერ მართავენ საქართველოს სასამართლოებს. „ძვირფასო ბატონო კუბილიუს, უპირველეს ყოვლისა, გაცნობებთ, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება COVID-19…

მეტი...

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ სტომატოლოგიური კლინიკები

დღის ბოლომდე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.rama.moh.gov.ge გამოქვეყნდება სპეციალური განაცხადის ფორმა და ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ სტომატოლოგიური დაწესებულებები. ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ზაალ კაპანაძის განცხადებით, მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში, სტომატოლოგიის ასოციაციებთან და სტომატოლოგთა პროპკავშირებთან შეთანხმებით, მათი უშუალო ჩართულობით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათავალისწინებით, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენის პროცესთან დაკავშირებით გარკვეული მოთხოვნები შემუშავდა. „სტომატოლოგიურმა კლინიკებმა უნდა შეავსონ განაცხადი და გადააგზავნონ ელექტრონილი ფოსტის მისამართზე – dent@moh.gov.ge. 11 მაისიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულიების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები შემოსული განცხადებების საფუძველზე დაიწყებენ სტომატოლოგიური კლინიკების…

მეტი...

მარნეულში გამოკვლეული კიდევ 370 პირიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა

მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 370 ტესტიდან ერთი დადებითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მარნეულის მერმა განუცხადა. ზაურ დარგალის თქმით, 369 პასუხი უარყოფითია. მისი ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევა ე.წ. სასწრაფოს კლასტერს უკავშირდება. პარალელურად, საჯარო სივრცეებში მომუშავე პირების ბიოლოგიური მასალის აღება გრძელდება. ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღეს საღამოს გაიგზავნება. ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 623 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 288 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

კორონავირუისთ გარდაცვლილი მე – 10 პაციენტი, 45 წლის ქალია

45 წლის ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაიღუპა. მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. პაციენტი სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადაიყვანეს. ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR-ტესტირების შედეგად, მას COVID-19 დაუდასტურდა. როგორც ჰოსპიტალის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,პაციენტს ასევე აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია და უნივერსალური სიმსუქნე. ექიმების განცხადებით, მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). “ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად, მას COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „დაბურული…

მეტი...

თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მარჩენალდაკარგულ პირებს დაეხმარა

ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დედაქალაქის მერიისგან 600 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგულ პირებს – 300 ლარი ჩაერიცხათ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის მერიამ 9 მაისთან, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მატერიალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 149 ვეტერანს და ამ ომში მარჩენალდაკარგულ 51 პირს გაუწია. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მაისის 769-ე განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ერთჯერად ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ. მთავრობამ განკარგულება 9 მაისთან, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღო. დახმარების ოდენობა…

მეტი...

„წელს საზღვაო სეზონი ჩავარდნილია“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტ მთავარში“ (ვიდეო)

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, საქართველოს საზღავო კურორტებზე წელს ტურისტების ნაკადის სიმრავლეს გამორიცხავს. ალავერდაშვილის ვარაუდით 2021 წლამდე ქართულ საზღვაო კურორტებს უცხო ქვეყნის დამსვენებლები არ ეყოლება. „ტრადიციულად ივლისი აგვისტო არის დატვირთული, თუმცა ახლა იგივე მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებში, რაც ჩვენთან, როგორც ეპიდემიოლოგიური ასევე ეკონომიური კუთხით. დაველოდოთ რეგულაციებს და იმის მიხედვით გადავწყვეტთ როგორ ვიმოქმედოთ რეალურად ჩვენ უნდა ვისწავლოთ სხვანაირად ცხოვრება, ამ რეგულაციებს მთელი მსოფლიო მიიღებს და შეჯერდებიან. სიტუაციიდან გამომდინარე საზღვრის გახსნის საშუალება შეიძლება ისეთ ქვეყნებთან მოგვიწიოს საიდანაც სულ არ ველოდებით ტურისტებს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და გვქონდეს ორმხრივი ინფორმაცია, არც ისაა გამორიცხული მოცემული გეგმა…

მეტი...

„სასტუმროების პერსონალის 30% შესაძლოა შემცირდეს“ – შალვა ალავერდაშვილი

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი სასტუმროებსა და რესტორნებში პერსონალის შემცირებას არ გამორიცხავს. ალავერდაშვილის ვარაუდით მაჩვენებელი 30% – ის შუალედში იმერყევებს. „პერსონალის 30% – ის შემცირებას ველოდებით, რადგან შემცირებული შემოსავლის ფონზე ეს მოსალოდნელი იყო. ყველა შეეცდება პერსონალი შეამჭიდროვოს და რამოდენიმე საქმე ერთმა ადამიანმა აკეთოს, ეს საქმე ადრე თუ დიდი რაოდენობით იყო, ახლა რამდენიმე ადამიანი შეითავსებს,“ – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“ “მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით მე – 10 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 288 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მეტი...

“სამკურნალო საშუალებების და აღჭურვილობის ერთი თვის მარაგი გვაქვს, რომელიც შეიძლება არ დაგვჭირდეს” – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში სამკურნალო საშუალებების და პირადი აღჭურვილობის დეფიციტი არ არის. “ჩვენს კლინიკაში არც სამკურნალო საშუალებების, არც პირადი აღჭურვილობის დეფიციტი არ არის. თუ ასეთი ტემპი გაგრძელდა, დაახლოებით გვაქვს ერთი თვის მარაგი, რომელიც ალბათ არ დაგვჭირდება, ვინაიდან ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრად შემცირების ტენდენცია გვაქვს. აქედან გამომდინარე, დაავადებულები. ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება“, – აღნიშნა რატიანმა. საქართველოში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 288 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

მეტი...