რა სკანდალი მოუწყო ნელი დოროყაშვილმა ბასილაშვილს ამერიკაში ჩემპიონატის წინ?!

„2019 წელს, როცა ნიკოლოზს ჰქონდა ამერიკის ღია ჩემპიონატი, იქ კონსპირაციულად ჩავიდა ქალბატონი ნელი, ნიკოლოზიც მეგობრის მეუღლის დახმარებით გაიარა აკრედიტაცია და მოაწყო სკანდალი“ – აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერესების დამცველი ირმა ჭკადუა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოწყობილი სკანდალის გამო, ბასილაშვილმა ჩემპიონატი წააგო და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ნელი დოროყაშვილი შანტაჟის რეჟიმში ამყოფებდა მეუღლეს. „ნელი დოროყაშვილი, ამერიკაში როცა ჩავიდა, შევიდა დასასვენებელ სივრცეში, სანამ სპორტსმენები გადიან კორტებზე და იქ მოუწყო სკანდალი. იქ იყო საუბარი იმაზე, რომ ის განქორწინებას არ დათანხმდებოდა და გარკვეულ ქონებას ითხოვდა. იმდენად გამოიყვანა მდგომარეობიდან ნიკოლოზი, რომელიც უნდა გასულიყო თამაშზე, ამაში…

მეტი...

„წყაროს წყალივით წმინდაა ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუკასის და მისი დედის წინაშე“ – ირმა ჭკადუა

 “მე ცალსახად და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს, რომ მან ჩაიდინა დანაშაული და უფრო მეტსაც გეტყვით, წყაროს წყალივით წმინდაა ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუკასის და მისი დედის წინაშე,” – ამის შესახებ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა განაცხადა. ირმა ჭკადუას თქმით, ბასილაშვილის უდანაშაულობის დამამტკიცებელი ვიდეომასალა არსებობს, თუმცა ვიდეოს გასაჯაროება არასრულწლოვანის ინტერესების გამო გადაიფიქრეს. “შინაარსობრივად და თვისობრივად ეს საქმე არ არის მსგავსი იმ ძალადობის საქმეების რაც ძალიან ხშირად ხდება. ნიკოლოზ ბასილაშვილი იმყოფებოდა მისი მშობლების სახლში და მისთვის განკუთვნილ დროს ატარებდა შვილთან. ბავშვის დედამ შვილის წაყვანა ამ დროის დასრულებამდე მოინდომა, კონფლიქტს ადგილი არ…

მეტი...

“ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელს მინიმუმ სოლიდარობა მაინც უნდა გამოვუცხადოთ” – ოპერის მომღერალი

ოპერის მომღერალი, ბაჩო (ოთარ) ნაკაშიძე ნიკოლოზ ბასილაშვილს სოლიდარობას უცხადებს და აცხადებს, რომ ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელს მინიმუმ სოლიდარობა მაინც უნდა გამოვუცხადოთ. “სანამ სასამართლო არ გაარკვევს და საბოლოო განაჩენს არ გამოიტანს, ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელს მინიმუმ სოლიდარობა მაინც უნდა გამოვუცხადოთ. სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ითვლება! ოპერის მომღერალი, ბაჩო (ოთარ) ნაკაშიძე ნიკოლოზ ბასილაშვილს სოლიდარობას უცხადებს და აცხადებს, რომ ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელს მინიმუმ სოლიდარობა მაინც უნდა გამოვუცხადოთ. “სანამ სასამართლო არ გაარკვევს და საბოლოო განაჩენს არ გამოიტანს ვფიქრობ , რომ დამოუკიდებელი საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელს მინიმუმ სოლიდარობა მაინც უნდა…

მეტი...

“შესაძლებელია ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობის აღდგენა, ოღონდ გარკვეული რეგულაციები უნდა დავიცვათ” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა მუდმივად ვერ დარჩება და მიაჩნია, რომ პირველ რიგში ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა უნდა აღდგეს. “თქვენ იცით, რომ შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე ტრანსპორტზე შეზღუდვა დარჩა და ეს სავსებით ნორმალური იყო, მე ამას ვეთანხმები, მაგრამ ისიც აშკარაა ყველასთვის, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, ვინაიდან იმისთვის, რომ ქვეყანა გაიხსნას, ადამიანებმა სრულფასოვნად იცხოვრონ და ეკონომიკა გაცოცხლდეს, აუცილებელი პირობაა,  ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების საშუალება. ყველას საკუთარი მანქანა არ ჰყავს, ამიტომ უნდა აღდგეს პირველ რიგში ავტობუსებისა და მეტროს მოძრაობა და შემდეგ ალბათ შეიძლება ვიფიქროთ სამარშრუტო ტაქსებზე“,- განაცხადა…

მეტი...

“ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს. მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. “მე უფრო მეტი რისკი მგონია ტურისტული სეზონის გახსნა. როდესაც შემოვლენ უცხოელები, როდესაც ჩვენები დაიწყებენ მგზავრობას უცხოეთში, აქ მიმაჩნია, რომ ჩვენმა მთავრობამ, რომელიც აქამდე ძალიან კარგად მართავდა ამ კოვიდინფექციით გამოწვეულ კრიზისს, რაღაც ფანტაზია უნდა გამოიჩინოს, რაღაც ოპტიმალური ალგორითმი უნდა შექმნას, როგორ მივიღოთ უცხოელი ტურისტები ისე, რომ მათ არ დავუკარგოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. მეორე მხრივ, ჩვენი მოსახლეობა როგორ უზრუნველყონ ისე, რა რეგულაციები დაუწესონ, რომ მათაც…

მეტი...

“ვუერთდები ქართველი ხალხის ბედნიერებას, ტკივილებსა და მათ მოლოდინებს, განსაკუთრებით პანდემიის ამ რთულ მომენტში” – რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „მაშინ, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავის ეროვნულ დღესასწაულს, მე თქვენ და თქვენს თანამემამულეებს გისურვებთ მშვიდობის, კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის გულწრფელ სურვილებს. ვუერთდები ქართველი ხალხის ბედნიერებას, ტკივილებსა და მათ მოლოდინებს, განსაკუთრებით COVID-19- ის პანდემიის ამ რთულ მომენტში, მე შევთხოვ უფალს დახმარებას, ისეთი ერის მშენებლობაში, სადაც ყველა შრომობს მშვიდობისა და ყველას კეთილდღეობისათვის. მთელი გულით ვლოცულობ თქვენთვის და საქართველოსთვის ღვთის მადლის სიუხვისათვის“, – აღნიშნულია რომის პაპის მისალოც წერილში.

მეტი...

ვის შეუძლია დაესწროს ქორწინების რეგისტრაციის რიტუალს? – მინისტრის ბრძანება

15 ივლისამდე პერიოდში წყვილის ქორწინების რეგისტრაციის რიტუალზე დასწრების უფლება მხოლოდ წყვილის მშობლებს, ქორწინების მოწმეებსა და ფოტოგრაფს ექნებათ. ამის შესახებ საუბარია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის №543-ე ბრძანებაში.  “სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა,” – აღნიშნულია ბრძანებაში.

მეტი...

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს. ელისაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნაზე განაცხადი სწორედ დამოუკიდებლობის დღეს გააკეთა, სრულიად განსხვავებული, თავისუფალი და ეროვნული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების ნიშნად. „დღეს 2020 წლის 26 მაისია და ახლა, ამ წუთას და ამ წამს, ჩემს საჯარო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი წამებია: მე, ალეკო ელისაშვილმა უნდა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102-ე და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 81-ე წელიწადს, პოლიტიკაში მარტოდმარტო ბრძოლის შემდეგ, უნდა შევქმნა პოლიტიკური პარტია, არა უკვე არსებულ პარტიებს შორის კიდევ ერთი, დამატებითი, არამედ პირველი პარტია, რომელიც ყოველგვარი პარტიული ინტერესებზე წინ დააყენებს საქართველოს სახელმწიფოს და…

მეტი...

“სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს მეტი უნდა ემუშავა და ნაკლები ელაპარაკა” – „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერი

“სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს მეტი უნდა ემუშავა და ნაკლები ელაპარაკა”, – ამის შესახებ პარტია „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერმა, ედმონ მარუკიანმა არსენ ტოროსიანის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა. „რა აზრი ჰქონდა საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭებას? რა საჭირო იყოს იმის თქმა, რომ ქართველი მძღოლები ინფიცირებული არიან? რა იქნება, ქართველებმაც რომ იგივე თქვან ჩვენს მძღოლებზე და „მოუწყონ“ მათ კარანტინი? ამიტომ, ნებისმიერი თანამდებობის პირი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, როდესაც განცხადებებს აკეთებს“, – განაცხადა მარუკიანმა. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება სომხურმა მედიამ გაავრცელა. როგორც გამოცემა „პანორამა.ამი“ წერს, საზოგადოებრივი საბჭოს ონლაინ სხდომის დროს, არსენ ტოროსიანმა სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის…

მეტი...

“საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო საშუალებებიდან პლაქვენილს ჯერ არ ამოიღებენ” – თენგიზ ცერცვაძე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, COVID-19-ის სამკურნალოდ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის, პლაქვენილის ტესტირება შეწყდა, თუმცა საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო საშუალებებიდან მას, ჯერჯერობით, არ ამოიღებენ. ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა. მისი თქმით, პლაქვენილი ჯერჯერობით არც აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას არ ამოუღია, რომელიც ამ სფეროში გადაწყვეტილების მთავარი მიმღებია.  “საქართველოში ჯერ ამოღება არ მოხდება, რამდენადაც ჯერჯერობით ის არ ამოუღია ამერიკისა და ევროპის არცერთ წამყვან კლინიკას და უნივერსიტეტს, რაც მთავარია, ის არ ამოუღია ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს – FDA-ს. მთავარი, თავი და თავი ყველასთვის არის FDA-ს გადაწყვეტილება. სოლიდარობის კვლევა ერთი კვლევაა და ისიც ჯერ არ დაწყებულა. FDA…

მეტი...

ზოოპარკის ბინადარ პუმებს პანდემია და კარანტინი დაარქვეს

euronews-ის ინფორმაციით, მექსიკაში, ზოოპარკის ბინადარ ამერიკულ პუმებს პანდემია და კარანტინი დაარქვეს.  ამასთან, მათთან ერთად ვოლიერშია ვეფხვი სახელად კოვიდი. პუმები მექსიკის ზოოპარკში 2015 წლიდან, მას შემდეგ ბინადრობენ, რაც ცხოველების ცირკის წარმოდგენებში გამოსვლა კანონით აიკრძალა.

მეტი...

დანიამ კარანტინის გამო დაშორებული წყვილებისთვის საზღვრები გახსნა

BBC-ს ინფორმაციით, დანიამ საზღვრები გახსნა წყვილებისთვის, რომლებსაც პარტნიორთან დაშორება კარანტინის გამო მოუწიათ. კერძოდ, ორშაბათიდან სახელმწიფოში ჩასვლა სკანდინავიის ქვეყნებსა და გერმანიაში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ, რომლის მეორე ნახევარიც დანიაში იმყოფება. მათ ურთიერთობის დასამტკიცებლად ფოტოების, შეტყობინებებისა და ელექტრონული წერილების წარდგენა მოუწევს. მომდევნო დღეებში ეს რეგულაციები უფრო შესუსტდება და ნებართვის მისაღებად მხოლოდ ორივე პარტნიორის მიერ ხელმოწერილი წერილის წარდგენა იქნება საჭირო.

მეტი...

“ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დაპყრობილია, ღმერთმა ინებოს, მოვესწროთ ჩვენს სრულ თავისუფლებას და გამთლიანებას” – მეუფე შიო

“ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დაპყრობილია, ღმერთმა ინებოს, მოვესწროთ ჩვენს სრულ თავისუფლებას და გამთლიანებას”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა ქართველის ტკივილია, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიები დაპყრობილია. „ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ მოვესწროთ ჩვენს სრულ თავისუფლებას და გამთლიანებას. დღეს სამწუხაროდ 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის დაპყრობილია. ეს ალბათ ყველა ქართველი პატრიოტისთვის უპირველესი სატკივარია ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. უფალმა ინებოს რომ ჩვენ ყველანი მოვესწროთ ჩვენი ერის გამთლიანებას და ჭეშმარიტ თავისუფლებას, როგორც გარეგნულ, ისე შინაგან თავისუფლებას”, – განაცხადა…

მეტი...

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად უკვე 9.5 მილიარდ ევროზე მეტი შეგროვდა

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და წამლების შესაქმენლად გლობალური კამპანიის ფარგლებში, უკვე 9.5 მილიარდ ევროზე მეტი შეგროვდა. ამის შესახებ Deutsce Welle ევროკომისიის თავმჯდომარე, ურსულა ფონ დერ ლაიენზე დაყრდნობით წერს. ინიციატივის მიზეზი გლობალურ დონეზე ვაქცინების და წამლების შესაქმენლად კვლევების კოორდინაციაა. პრეპარატების შექმნისთანავე ისინი ყველა სახელმწიფოსთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის ყველაზე ღარიბებისთვის.

მეტი...

“ტრანსპორტი იმაზე მალე ამუშავდება, ვიდრე ვგეგმავდით” – ნათია თურნავა

“მიმდინარეობს მსჯელობა და გადაწყვეტილება იმაზე მალე იქნება მიღებული, ვიდრე დაგეგმილი იყო”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. „ტრანსპორტის გახსნაზე ვმსჯელობთ და ყველა რისკის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნება, იმაზე უფრო მალე, ვიდრე ჩვენ ვგეგმავდით“,- დასძინა ნათია თურნავამ. ამასთან, მინისტრის თქმით,  რომ კომპენსაციების გაცემის პროცესი ორგანიზებულად წარიმართება. „კომპენსაციების გაცემა არის ცოცხალი პროცესი. რაც მთავარია, ჩვენი კომპენსაციების გაცემის გეგმა ყველა კატეგორიას ითვალისწინებს. მაქსიმალურად ლიბერალური მიდგომა გვაქვს იმ თვალსაზრისით, თუნდაც თვითდასაქმებულებმა როგორ დაადასტურონ, რომ თვითდასაქმებულები იყვნენ და ეკუთვნით ეს კომპენსაცია. აქაც ძალიან ლიბერალურად ვუდგებით. კითხვები ბუნებრივია, რადგან…

მეტი...

“2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პირბადეების ტარება სახიფათოა” – იაპონელი ექსპერტები

“2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პირბადეების ტარება სახიფათოა”, – ამის შესახებ CNN იაპონიის პედიატრთა ასოციაციაზე დაყრდნობით წერს.  ტელეარხის ცნობით, ექსპერტები აცხადებენ, რომ პირბადემ პატარებს შესაძლოა სუნთქვა გაურთულოს. ექიმები ასევე განმარტავენ, რომ პატარებს ვიწრო სასუნთქი გზები აქვთ, ამიტომ ნიღბის ტარების შემთხვევაში, მათ ფილტვებზე დატვირთვა გაიზრდება. ექსპერტების გადაწყვეტილებით, რადგან ბავშვები დაბალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, მათთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ არის.

მეტი...

„გაზპრომთან“ მოქმედი კონტრაქტის გადახედვის შედეგად, გაზის ტარიფი 15%-ით შემცირდა” – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ბუნებრივ აირზე დაახლოებით 15%-ით იკლებს ფასი. ნათია თურნავას განცხადებით, კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად დაიკლებს როგორც აზერბაიჯანული „სოკარი“, ისე რუსული „გაზპრომი“. „მომავალში, შესაძლოა ფასის კიდევ შემცირებაც, თუმცა ეს რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება ბაზრის კონიუნქტურაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ნათია თურნავას ინფორმაციით, კომერციული გაზი ბაზარზე რამდენიმე სხვადასხვა ალტერნატიული წყაროდან შემოდის, რაც ბუნებრივ აირზე ფასის დაკლების ერთ-ერთი პირობაა. „2018 წლიდან მოყოლებული, ჩვენ უფრო მეტი კონკურენცია შემოვიტანეთ ბუნებრივი აირის ბაზარზე, გავხსენით გაზის კომერციული ბაზარი და კომერციული გაზი ბაზარზე რამდენიმე სხვადასხვა ალტერნატიული წყაროდან შემოდის. ამ გაძლიერებული კონკურენციის და იმის გათვალისწინებით,…

მეტი...

“სომხეთი მოხარულია მეგობარი საქართველოს უამრავი მიღწევით” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „გულთბილად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობრულ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. 100 წელზე მეტი ხსნის წინ, 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა გამოხატა მათი მტკიცე გადაწყვეტილება, რომ აღედგინათ სახელმწიფოებრიობა და აეშენებინათ დემოკრატიული საზოგადოება. დღესაც, საქართველო იცავს მეოცე საუკუნეში გაცხადებულ გადაწყვეტილებას და აგრძელებს თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას. საუკუნეების განმავლობაში სომხურ-ქართული ურთიერთობები ღრმა პატივისცემასა და მეგობრობაზე იყო დაფუძნებული, რისი კარგი მაგალითიც არის მიმდინარე მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი დიალოგი. თქვენ შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ სომხეთი მოხარულია მეგობარი საქართველოს უამრავი მიღწევით. საქართველოს სომხეთის სახით…

მეტი...

“ერთმორწმუნე მტერი ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაშია” – მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ძლიერი დასავლელი პარტნიორები და დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრობა, პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ მტერი საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ვერ შეეხება. მელქისედეკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მიმართვას. „როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება ჩვენს თანამოქალაქეებამდე მივიტანოთ. მოდით, დღეს, 2020 წლის 26 მაისს დავიწყოთ ეს ყველაფერი, წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ჩვენი სწორედ ასეთი „ნეიტრალიტეტი“ აწყობს ყველაზე მეტად ჩრდილოელ მტერს, რომ უპრობლემოდ დაგვიპყროს და დამოუკიდებლობა წაგვართვას“, – აღნიშნავს ეპისკოპოსი, რომელიც თავის მიმართვაში „ერთმორწმუნე მტრის“ „ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაზეც“ საუბრობს. „ყოველი წლის 26 მაისს, განსაკუთრებული…

მეტი...

“საინვესტიციო პროექტებს 0%-იანი ათვისება აქვს და კიდევ იქით გვიწევს ჯარიმების გადახდა“ – დავით ჭიჭინაძე

 „ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რეგიონალური განვითარება, რეგიონებს შორის კოორდინაცია – ეს არ არის მარტივი საქმე და მინისტრი, რომელიც ამ თანამდებობას იკავებს, დარგის პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს და არა ადამიანი, რომელსაც კანცელარიის იქით არ უმუშავია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ საინვესტიციო პროექტებს 0%-იანი ათვისება აქვს და კიდევ იქით გვიწევს ჯარიმების გადახდა.“ – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა , „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომლის მიხედვითაც 2019 წელს, 243 მილიონი ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა. „ ანუ რა გამოდის? ქვეყანა სესხულობს, პროცენტი ჩართულია და ფული გაჩერებული! რაც ნიშნავს…

მეტი...

სააკაშვილი უკრაინის ახალ საგადასახადო კოდექსს აკრიტიკებს, რომელსაც ზელენსკიმ ხელი 21 მაისს მოაწერა

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ სასწრაფოდ შესაცვლელია ქვეყნის ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც, მისი თქმით, ზრდის საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილებას და ართულებს გადასახადების ადმინისტრირებას. ინფორმაცია ტელეარხ „უკრაინა 24“-ის ეთერში გაჟღერდა. საუბარია კანონპროექტ 1210-ზე, გადასახადის გადახდის თავიდან არიდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 მაისს მოაწერა ხელი. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის არ სურდა ამ კანონზე ხელის მოწერა, მაგრამ მისი მიღება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი შეთანხმების ხელმოწერის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენდა. იმავე ტელეეთერში სააკაშვილმა ასევე გააკრიტიკა სათამაშო ბიზნესის ლეგალიზების შესახებ ვერხოვნა რადაში „გარკვეული ჯგუფის…

მეტი...

“პრემიერთან ჩვენც გვექნება შეკითხვები, ყველას აინტერესებს დახმარებების საკითხი და პერსპექტივის საკითხი” – გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ყველა საინტერესო თემაზე ისაუბრებს. როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, პრემიერს პარლამენტში ხვალ მოუსმენენ. „სურვილი მაქვს, მაგრამ არ მგონია, ეს ოცნება ამიხდეს, რომ პოლიტიკური ცირკის მოწყობას არ ექნება ადგილი. საზოგადოებას აინტერესებს გარკვეული საკითხები. ვფიქრობ, პრემიერის გამოსვლაში იქნება ყველა თემასთან დაკავშირებით საუბარი. რაიმე თუ დასაზუსტებელია, ჩვენც გვექნება შეკითხვები, ყველას აინტერესებს დახმარებების საკითხი და პერსპექტივის საკითხი, რომელი საქართველოს ამ რთულ ვითარებაში აქვს. ყველა გადაწყვეტილება, რასაც მთავრობა იღებდა, მოხდა დარგობრივი კომიტეტების მონაწილეობით და ანგარიშში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა უნდა წარადგინოს, არ იქნება ერთადერთი, რომელიც 27 მაისს მოხდება. კვირის ბოლოსვე…

მეტი...

დამოუკიდებლობის დღე, ესპანეთის სამეფოდან ვახტანგ გომელაურს მიულოცეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი მარია გამეზ გამეზ და ეროვნული პოლიციის მთავარი კომისარი კარლოს ვასკეს არა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის სახელით, პატივი მაქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი საქართველოს პოლიციას, რომლებთანაც ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გაგვაჩნია, მივულოცო ქვეყნის დამოუკიდებლობა. გილოცავთ! ბატონო მინისტრო, ძვირფასო კოლეგებო, ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის სახელით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გაუმარჯოს საქართველოს! გილოცავთ!“- აცხადებს კარლოს ვასკეს არა მილოცვაში.

მეტი...

“2011 წლის 26 მაისი საქართველოს ისტორიაში შავ ფურცლად ჩაიწერება” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ეს დღე საქართველოს ისტორიაში შავი ფურცელი იქნება. მისივე თქმით, 2011 წლის 26 მაისს განვითარებული პროცესები სისტემური დანაშაულის ერთ-ერთი გამოვლინებაა. „2011 წლის 26 მაისი, სამწუხაროა, მაგრამ ეს დღე ჩაიწერება შავ ფურცლად საქართველოს ისტორიაში. აქ იყო გამიზნული მკვლელობა და ხალხის გამიზნული დასახიჩრება, რომელიც წარმოადგენს სისტემური დანაშაულის ერთ-ერთ გამოვლინებას, რომელიც იმ პერიოდის სადისტურ მმართველობას ახასიათებდა. ეს ფაქტია და ამ ფაქტს გვერდს ვერ აუხვალ, მით უმეტეს თუ კი გავიხსენებთ, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახს, კუბოს სახურავის ახდის უფლება არ მისცეს…

მეტი...

“შვილის დაცვის მიზნით, ჩოგბურთელი ყოფილი ცოლის დაუსაბუთებელ ბრალდებებს არ ეხმაურება” – ადვოკატები

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატების ინფორმაციით,  ჩოგბურთელის, ყოფილი მეუღლის მიერ წაყენებული ბრალდება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, ყალბი და სრულიად დაუსაბუთებელია. უფლებადამცველები განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ადვოკატების თქმით, ამ დროისთვის უფლება არა აქვთ გამოძიებისთვის საჭირო მასალები გაამჟღავნონ, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება. „მიუხედავად ამისა, ჩვენ გვსურს ნიკოლოზ ბასილაშვილის გულშემატკივრები დავარწმუნოთ, რომ სასამართლოში წარდგენილი ვიდეოჩანაწერი მას არასწორი ბრალდებისაგან სრულიად ათავისუფლებს. ჩვენ გვჯერა, რომ მოსამართლე წარდგენილ მტკიცებულებებს აღიარებს და ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ბრალდებისგან განთავისუფლდება. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი 2019 წლის შემდეგ განქორინებულები არიან. მათ 5 წლის შვილი ლუკასი ჰყავთ. არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელის პროვოკაციულ…

მეტი...

„ეს ყველაფერი არის შანტაჟი, მივმართავ ნელის, გაუფრთხილდეს ნერვებს“ – დავით ოქიტაშვილი (ვიდეო)

„საქართველოს კულტურის პალატის“ თავმჯდომარე, დავით ოქიტაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს შანტაჟის მსხვერპლად მიიჩნევს. ოქიტაშვილი აღნიშნავს, რომ ძალადობას ემიჯნება, თუმცა თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დასკვნების გამოტანა მიუღებელია: „ჩვენ ვთქვით, რომ საერთოდ არ ვიცნობთ ბასილაშვილს, მაგრამ ვხდები, რომ ეს ყველაფერი არის შანტაჟის საბაბი, მე მინდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მინდა ვუსურვო ნელისაც ნერვებს გაუფრთხილდეს და ნიკასაც, რადგან ყველა ნიუსი იწყება თემით – „რა ხდება საქართველოში“, ადამიანი, როდესაც არის მოძალადე სულ არ მაინტერესებს წარმატებული იქნება თუ არა, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს ოჯახური კონფლიქტი არ უნდა გახდეს მთელი ქვეყნის სალაპარაკო. ნიკამ გადაწყვიტა ყველანაირი დახმარება შეუწყვიტოს მეუღლეს,…

მეტი...

“საქართველოს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა მეგობარი ქვეყნების ფასდაუდებელი დახმარებისა და მეგზურობის გარეშე” – ზალკანიანი დიპლომატებს

ზალკალიანის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენით, საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიულმა ქვეყანამ, რომლის მიზნები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ეკონომიკის ზრდასა და დივერსიფიცირებას ემყარება. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა იმ მეგობრების გარეშე, რომლებიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ შეიძინა. „საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა იმ ქვეყნების ფასდაუდებელი დახმარებისა და მეგზურობის გარეშე, რომლებიც მთელი ამ ხნის გნმავლობაში ჩვენს გვერდით დგანან“, – წერს ზალკალიანი და პროფესიონალიზმის, თავდადებისა და გულითადი დამოკიდებულებისთვის მადლობას უხდის საქართველოში მოღვაწე უცხო ქვეყნების ელჩებს, დელეგაციების ხელმძღვანელებს, დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს. ზალკალიანი…

მეტი...

„იმიჯი უკვე შელახულია, ფინალი როგორი იქნება, არავის აინტერესებს“ – თამარ ივერი ბასილაშვილს სოლიდარობას უცხადებს

„როდესაც რაღაც გიხდება შენს ქვეყანაში სკანდალური იქ მერე უკვე ფინალი, რომ გამართლდი, აღარავის აინტერესებს“ – ამის შესახებ ქართველმა საოპერო მომღერალმა თამარ ივერმა „მედიაცენტრ მთავრში“ განაცხადა. თამარ ივერი ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და თვლის, რომ ჩოგბურთელის, რო მ მომხდარმა ჩოგბურთელის იმიჯი შელახა. „ფაქტია, რომ როდესაც ამდენ თანხას ითხოვ, მეუღლეს ფუფუნებაში ჰყავხარ და კბილებით იცავდი ამ ქორწინებას, ესეიგი ანგარებაზე ხარ დამოკიდებული, არის ბევრი გარემოებები, საიდანაც ეს მიდგომა ვიგრძენი, ისიც საინტერესოა კადრები, რაც გავრცელდა ამ კადრებს წინ რა ტექსტები უძღოდა. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ვიდეოკადრები თუ არსებობს…

მეტი...

“თქვენ, ქართველ ხალხს ბედნიერებას, კეთილდღეობას გისურვებთ, გქონდეთ საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი” – ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. წერილს საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. „ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართველ ხალხს ბერდნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ. ჯანდაცვის კრიზისი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ზეგავლენას მოახდენს ასევე ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე, რაც ყველა სახელმწიფოსთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. როგორც ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს, 7 მაისს მოგახსენეთ, ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ამ გამოწვევაზე რეაგირებას და თქვენ შეძლებთ, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სესხების ზრდა, რაც თქვენი ქვეყნის მიერ ჯანდაცვის,…

მეტი...

„ნიკოლოზ ბასილაშვილი არის ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შანტაჟის მსხვერპლი“ – თამარ ივერი

საოპერო მომღერალი თამარ ივერი ნიკოლოზ ბასილაშვილს სოლიდარობას უცხადებს. თამარ ივერი აღნიშნავს, რომ ადამიანი მის არჩევანში თავისუფალი უნდა იყოს. მომღერალი მის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალსაც იხსენებს. „2014 წელს, ჩემს წინააღმდეგ აგორებული ყბადაღებული სკანდალის წინააღმდეგ შევქმენი „დაცული საზოგადოება“ – საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ითვალისწინებს ძალადობის მსხვერპლთა დაცვას, სადაც ზუსტად იმ ქალბატონებს ვუცხადებდით სოლიდარობას, რომლებზეც მეუღლეები ძალადობდნენ. სულ ვსაუბრობთ მამაკაცების მხრიდან ქალებზე თავდასხმაზე, ის მამაკაცი არის მდაბიო, ვინც ქალზე ხელს იღებს, მაგრამ, არსებობს მეორე ფაქტორი – ფსიქოლოგიური ზეწოლა და ძალადობა, რაც ხელის შეხებაზე მეტია, გამოთქმაცაა ლიტერატურიდან „შენი დარტყმული გამივლის ნათქვამი არაო“. რასაც ვისმენ ეს დღეები,…

მეტი...

“2011 წლის 26 მაისის გამო დღემდე ბოდიში არ მოუხდია მაშინდელ ხელისუფლებას, ეს არის შავი ლაქა ჩვენს თანამედროვე ისტორიაში” – ირაკლი სესიაშვილი

2011 წლის 26 მაისის გამო დღემდე ბოდიში არ მოუხდია მაშინდელ ხელისუფლებას, რომელმაც ეს ჩაიდინა, დღემდე არ გაუთავისებია რამხელა დანაშაული ჩაიდინა, ეს არის შავი ლაქა ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, ის მძიმე სურათი, რაც პირდაპირ ეთერში იხილა საზოგადოებამ, როცა მაშინდელმა ხელისუფლებამ მომიტინგეები სასტიკად დაარბია, რუსთაველის ქუჩა სისხლში მოსვარა, იყო ძალიან მძიმე საყურებელი თითოეული ჩვენგანისთვის. „ეს იყო რეალურად უკვე იმ ხელისუფლების პირდაპირი სახე და პირდაპირ ეთერში ამის დემონსტრირება თითოეული ჩვენგანისთვის, რაც მიმართული იყო პირველ რიგში სწორედ ამ ყველაფრისთვის. ამ…

მეტი...

“დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მიზანი ქვეყნის გამთლიანებაა” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის 102 წლის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლასა და შრომაში ყველა თაობას თავისი გმირი ჰყავდა და მათ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ. პრემიერ-მინისტრისვე განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და მიზანი ქვეყნის გამთლიანებაა: „ჩვენი ყველას მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად და შრომით და ჯარმაც ამ შრომაში უნდა მიიღოს თავისი დიდი წვლილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, ქართული ჯარი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია: „დღეს, როდესაც სამყარო გლობალური პანდემიის წინაშეა და…

მეტი...

“ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს” – დონალდ ტრამპი გიორგი გახარიას

დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს! ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ინტერესებს. ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს და პატივისცემით ეპყრობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს მისიაში ავღანეთში, სადაც ქართველი მებრძოლები…

მეტი...