“შეზღუდვები მოიხსნა ქუთაისსა და ბათუმში შესვლა-გასვლაზე. ყველა სხვა შეზღუდვა ამ ქალაქებშიც ძალაში რჩება” – ნათია მეზვრიშვილი

“საქალაქთაშორისო შეზღუდვები მოიხსნა ქუთაისსა და ბათუმში შესვლასა და გასვლაზე, ყველა სხვა შეზღუდვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედებს, ამ ქალაქებშიც ძალაში რჩება”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, თბილისსა და რუსთავში შეზღუდვები ძალაში რჩება, რადგან თბილისისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ იძლევა შეზღუდვების ვადაზე ადრე მოხსნის შესაძლებლობას.  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება დაკვირვება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და არ არის გამორიცხული, რომ კვირის ბოლოს ამ ქალაქებში შესვლასა და გასვლაზე შეზღუდვებიც მოიხსნას. „პრემიერმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიყოთ თანმიმდევრულები. თანმიმდევრულად…

მეტი...

“ყველა ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციებს დაიცავენ” – ნათია მეზვრიშვილი

“კონკრეტული საქმიანობები, რომელთა აღდგენა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით იყო დაგეგმილი, ცოტა წინ გადმოვწიეთ და ეს ეხება სამშენებლო სამუშაოებს, სამშენებლო მასალების წარმოებას, სამშენებლო საზედამხედველო საქმიანობას, ავტოტექმომსახურებას და ავტოსამრეცხაოებს, რაც განსაკუთრებით აწუხებდათ ჩვენს მოქალაქეებს”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს დაიცავენ. „ყველა ეს ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა იმ პირობებში, თუ ისინი დაიცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, როგორიცაა სამუშაო ადგილზე პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ა.შ. შესაბამისი სამსახურები, ბუნებრივია, პერიოდულად შეამოწმებენ, რამდენად იცავენ ეს…

მეტი...

იმედია, კონკრეტული სახელმწიფო უწყება პრემიერ-მინისტრის მითითებას ამჯერად მაინც გაითვალისწინებს, სად არის კითხვებზე პასუხი?! 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტის წევრებს დავალება მისცა, საზოგადოების ყველა კითხვას უპასუხონ და მაქსიმალურად გამჭვირვალედ და გახსნილად იმუშაონ. ჰო და, ერთ ამბავს მოვყვები, რომელიც სწორედ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებას, კერძოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეხება. საუბარია კითხვებზე, რომელიც ათეულობით ოჯახს, მშობელს აწუხებს და რომელზე პასუხები ამ დრომდე ვერ მივიღეთ. კითხვები სამინისტროს პრესსამსახურს ჯერ კიდევ 13 აპრილს გავუგზავნეთ, რომელზეც მივიღეთ პასუხი, რომ ინფორმაცია საჯაროდ უნდა გამოგვეთხოვა, თან, ამ პანდემიის დროს. კი ბატონო, გავითვალისწინეთ რჩევა და კითხვები იმავე დღეს სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე გავგზავნეთ. ამ უკანასკნელისგან კი კითხვები უკან დაგვიბრუნდა და…

მეტი...

“თანამდებობების მაძიებელი არ ვარ, ალერგია მაქვს კაბინეტებზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ერთ-ორ დღეში რომელიმე თანამდებობაზე მის დანიშვნას გამოაცხადებს. „ვფიქრობ, უახლოეს ერთ-ორ დღეში, პრეზიდენტი ზელენსკი რამე კონკრეტულს გამოაცხადებს. მე თანამდებობების, კაბინეტების მაძიებელი არ ვარ. ალერგია მაქვს კაბინეტებზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ Украина 24-ის ეთერში. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ რომელ სფეროში მიიღებს თანამდებობას. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Украинская Правда უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება. „უახლოეს დღეებში სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშნავენ. ჯერ ვერ ვიტყვით, თუ რა თანამდებობას მიიღებს.…

მეტი...

“თუ ვაქცინა იქნება პირობას ვიძლევი, პირველი მე გავიკეთებ” – ბიძინა კულუმბეგოვი

“ყველა ადამიანის ასეთი განცხადება, მით უფრო, როდესაც მათი გავლენა საზოგადოებაზე არსებობს, შეიძლება დამაზიანებელი იყოს მთლიანად სამყაროსთვის და გლობალური ჯანმრთელობისთვის”, – ასე გამოეხმაურა იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ხონის და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას ქადაგებას, სადაც ის აცხადებს, რომ მალე დედამიწის მოსახლეობას შესთავაზებენ ვაქცინას, რომელიც ეშმაკის ხელში იარაღად იქცევა. „თუ ვაქცინა იქნა, პირობას ვიძლევი, რომ პირველი მე გავიკეთებ და ბევრი ადამიანი ამას დათანხმდება. განსხვავებული აზრი იარსებებს და ამ აზრს ჩვენ მხოლოდ სწორი ინფორმაციის მიცემით უნდა დავუპირისპირდეთ“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა. ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით, მალე დედამიწის მოსახლეობას შესთავაზებენ ვაქცინას, რომელიც ეშმაკის ხელში იარაღად იქცევა.…

მეტი...

“საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში აღმოაჩინეს, რომ პაციენტი კორონავირუსით დეკემბერში იყო ინფიცირებული” – “გარდიანი”

“გარდიანის” ინფორმაციით, საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში პნევმონიით მოთავსებული პაციენტების ძველი ნიმუშები ხელახლა გამოიკვლიეს, რითაც დადასტურდა, რომ საავადმყოფოში 27 დეკემბერს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტი მივიდა, რომელიც ახლა უკვე გამოჯანმრთელებულია. საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის პირველი ოფიციალური შემთხვევა თითქმის ერთი თვის შემდეგ გამოვლინდა. „ის 15 დღის განმავლობაში იყო ცუდად და თავისი ორი შვილიც დააინფიცირა, მაგრამ მისი ცოლი, რომელიც სუპერმარკეტში მუშაობს, არ დაავადებულა. ის გაოგნებული იყო და არ იცის, თუ როგორ დაინფიცირდა. მას გაწერის შემდეგ არ უმოგზაურია და მისი ერთდაერთი კონტაქტი მისი ცოლი იყო“, – აცხადებენ საავადმყოფოში. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინფიცირებულის ცოლი ბევრ ჩინელ კოლეგასთან ერთად სუშის…

მეტი...

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ აბონენტების ნაწილს, რომელთაც საფასური გადახდილი არ ჰქონდათ, ორი თვე დენი არ შეუწყვიტა

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ აბონენტთა ნაწილის მიერ დენის საფასურის გადაუხდელობის მიუხედავად, ორი თვის განმავლობაში მათ დენის მიწოდება არ შეწყვეტიათ. როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, კომპანიამ გამოიჩინა კეთილი ნება და მარტის თვეში მოხმარებული დენის დავალიანების გამო, დენის მიწოდება არავის შეუწყვიტა. მათივე ინფორმაციით, კომპანიამ ასევე გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში საერთოდ არ არსებობდა სუბსიდია, აღნიშნულ თვეში მოხმარების გამოც არავის შეუწყვიტა ენერგომომარაგება. „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, თავადაც ყიდულობს სხვადასხვა მომწოდებლებისგან დენს და მერე აწვდის თავის აბონენტებს. ალბათ ისიც გესმით, რომ სულ გადაუხდელობა ვერ გამოვა, მაშინ „ენერგო-პროსაც“ გაუჭირდება თავის მომწოდებლებთან…

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

“დადებითი დინამიკა გვაქვს. ორი-სამი დღეა დაიწყო ჭამა. აქამდე მხოლოდ ხელოვნურად იკვებებოდა. ეს არის თავისთავად დიდი პროგრესი. ასევე აქტიურად ამოძრავებს კიდურებსაც”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდია თურქეთში ერთ-ერთი კლინიკის სარეაბილიტაციო ცენტრში გადის მკურნალობას. „ჩვენ კლინიკიდან ცოტნეს გადაყვანა გვინდოდა ევროპის ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში. თუმცა კორონვირუსის გამო უარი გვითხრეს. როგორც კი ინფექცია გადაივლის ცოტნეს ევროპაში გადავიყვანთ. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ რამდენიმე კლინიკასთან“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური სრულად დაუფინანსა

,,სალომე ზურაბიშვილის ფონდმა“ 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური სრულად, 12 792 ლარით დაუფინანსა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსწავლეების უმეტესობა დევნილთა დასახლებებსა და კონფლიქტისპირა სოფლებში ცხოვრობს. აღნიშნული დახმარების გაწევისას, სალომე ზურაბიშვილის მიზანი, COVID-19 პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შესაბამის ტექნოლოგიურ რესურსს მოკლებული მოსწავლეებისათვის ონლაინსაგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისა და სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობაა. მოსწავლეებს, ,,ჩართეს“ პლატფორმის საშუალებით, ასევე შეუძლიათ უფასოდ დაეუფლონ უცხო ენებს, სასკოლო და საგამოცდო მასალას, ლიტერატურას, მედიაწიგნიერებას, ფინანსურ განათლებას და ა.შ.

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება დასრულდა

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება დასრულდა. საქმის საბოლოო მასალებს ოჯახის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში გაეცნო. „გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა. საგამოძიებო ორგანოში განვიხილეთ უკვე დასრულებული საგამოძიებო მოქმედებები. როგორც მოგეხსენებათ, საქმე უკვე გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ პირთა მიმართ, რომლებიც არიან დაკავებულები ორი მათგანი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი დანაშაულის შეუტყობინებლობაზე და ერთი, რომელიც არ არის დაკავებული და არის ასევე მიცემული პასუხისგებაში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე ვრცელი სამუშაო იქნა გაწეული. 11 ტომია საგამოძიებო მასალები, მით უმეტეს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ თავად ცოტნე გამსახურდიამ ვერ შეძლო ჩვენების მიცემა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.…

მეტი...

როდის და როგორ შეგეძლებათ იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების სერვისებით სარგებლობა, ცნობილია

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ხვალიდან გაიხსნება და იმუშავებს ახალი პრინციპით: დაინტერესებული პირი შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა, რის შედეგადაც, გარდა საკარანტინო ზონებში მდებარე ფილიალებისა, იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების ყველა ფილიალი გაიხსნა. სერვისის მისაღებად პირმა პორტალზე my.gov.ge კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება და მითითებულ დროსა და ადგილზე შეეძლება განაცხადის გასაკეთებლად ფილიალში ფიზიკურად მისვლა. მზა დოკუმენტის გასატანად ფილიალში განმეორებით მისვლა საჭირო არ იქნება და…

მეტი...

“უკრაინაში კორონავირუსს შესაძლოა, მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლოს” – კიევის მერი

კიევის მერის ინფორმაციით, უკრაინაში კორონავირუსით შესაძლოა, 1 მილიონ 200 000 ადამიანი გარდაიცვალოს. „არ მინდა ვინმეს შეშინება. ამ ინფორმაციას აქამდე არ ვასახელებდი, ახლა კი გადავწყვიტე, გავასაჯაროვო. წამყვანი სპეციალისტები მეუბნებიან, რომ კორონავირუსით ქვეყნის მოსახლეობის 80% დაინფიცირდება, ხოლო სიკვდილიანობა 2-3%-ის პროცენტის ფარგლებში იქნება. უკრაინის მოსახლეობის 80% 35 მილიონი ადამიანია, ხოლო 3% – 1,2 მილიონი ადამიანი. დაფიქრდნენ ამაზე ისინი, ვინც პრობლემას სერიოზულად არ მიიჩნევს“, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსი 12 331 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1 619 გამოჯანმრთელდა, 303 კი გარდაიცვალა.

მეტი...

“პარლამენტთან ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა, როგორიც ბოლო 2 თვის მანძილზე გვაქვს, არასდროს გვქონია” – ივანე მაჭავარიანი

“შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან, როგორიც ჩვენ ბოლო 2 თვის მანძილზე გვაქვს, არასდროს გვქონია”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მთავრობასა და პარლამენტს შორის თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობას, თითოეულ უწყებას და მათ შორის ფინანსთა სამინისტროს ყოველდღიურ რეჟიმში ჰქონდა ურთიერთობა საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან. „შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან, როგორიც ჩვენ ბოლო 2 თვის მანძილზე გვაქვს, არასდროს გვქონია. ჩვენ პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ვეკონტაქტებოდით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ისე კომიტეტის ხელმძღვანელებსა და პარლამენტის სხვა წევრებს. ასე რომ, ის საკომპენსაციო და ეკონომიკის მხარდამჭერი პაკეტი,…

მეტი...

“შეიძლება რამდენიმე კვირაში ახალი შემთხვევების მყარი კლება დაიწყოს” – ინფექციონისტი

“შეიძლება რამდენიმე კვირაში ახალი შემთხვევების მყარი კლება დაიწყოს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. „ეპიდემიისა და პანდემიის დროს კარგის ნიშანია, როდესაც გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი დაინფიცირებულ ადამიანებს აღემატება. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ნელ-ნელა პანდემია უკან იხევს და ჩვენ პიკურ პერიოდს ვლახავთ და შეიძლება რამდენიმე კვირაში ახალი შემთხვევების მყარი კლება დაიწყოს“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

მეტი...

ევროკავშირმა „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ და ვაქცინის შესაქმნელად ერთი მილიარდი ევრო გამოყო

“ევროკავშირმა მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებისა და დაავადების მკურნალობისთვის ერთი მილიარდი ევრო გამოყო”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ცალკეული ქვეყნები ასევე გამოყოფენ ფინანსებს „კოვიდ-19“-ის ვაქცინისთვის. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა განაცხადა, რომ ქვეყანა ერთ მილიარდ ევროს გამოყოფს, რათა ვაქცინის დისტრიბუცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოხდეს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი თქვა, რომ გერმანია 525 მილიონ ევროს გამოყოფს ვაქცინის შექმნის პროცესის დასაჩქარებლად და კორონავირუსის სამკურნალოდ. ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივანის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, ვაქცინის შექმნის შემთხვევევაში, ის ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

მეტი...

“თანდათან გამოიკვეთა, რომ კორონავირუსი არა მხოლოდ ასაკოვან ადამიანებში, ახალგაზრდებშიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს” – ინფექციონისტი

“თანდათან გამოიკვეთა, რომ ეს ვირუსი, არა მხოლოდ ასაკოვან ადამიანებში, ახალგაზრდებშიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ, განაცხადა. მისი თქმით, ახალგაზრდა ორგანიზმს მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს. „გვქონია შემთხვევები, როდესაც 40-50 წლამდე ადამიანებში დაავადება საკმაოდ მძიმედ, ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარეობდა. თუმცა, ახალგაზრდა ორგანიზმს, რომელსაც დატვირთული ანამნეზი და თანდართული დაავადებები არ აქვს, მეტი რესურსი აქვს, მდგომარეობიდან გამოვიდეს. ძირითადად, ყველა ის პაციენტი, ვინც საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა, ყველას ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რაც კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობას საკმაოდ ამძიმებს“, – განაცხადა ინფექციონისტმა.

მეტი...

“საზღვარგარეთ მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა ძალიან შეზღუდული აქვთ” – ვლადიმერ კონსტანტინიდი

“მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე 10 000-მდე ადამიანი საქართველოში უკვე დაბრუნდა”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა. ვლადიმერ კონსტანტინიდის განმარტებით, საზღვარგარეთ ბევრ ადამიანს აღარ ჰქონდა საშუალება, რომ უბრალოდ, ბინის ქირა გადაეხადა. „შესაბამისად, ჩვენმა საელჩოებმა ადგილზე მოახერხეს მობილიზება და ამ ადამიანებს შესთავაზეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები. რა თქმა უნდა, ეს არის საკვები და წყალი, რაც ყველა ადამიანს სჭირდება და ჰუმანიტარული კრიზისების დროს უპირველესია. ეს არის სამედიცინო ხასიათის დახმარებები – მოქალაქეებს, ძირითადად საუბარია ევროპის ქვეყნებზე, ძალიან შეზღუდული აქვთ წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე, რაც შექმნილი ვითარების გამო საავადმყოფოების გადატვირთულობას უკავშირდება. ხშირია…

მეტი...

“ვაქცინას ბევრი ნიუანსი აქვს, ამიტომ აჩქარება მასთან მიმართებაში არ იქნება სწორი” – ბიძინა კულუმბეგოვი

“ალბათ სჯობს, რომ ვაქცინა იყოს ძალიან კარგად გამოცდილი, კარგად გააზრებული, კვლევის ფარგლებში დიდ პოპულაციაზე დატესტილი და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოხდეს მისი გლობალური გამოყენება”, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. „მაგრამ ეს თუ ისევ დარჩა იმ ჩარჩოებში რასაც ვუყურებთ რესპირაციული დაავადებების დროს, მე ვფიქრობ, რომ რაღაც თვალსაზრისით ის სექტემბერ-ოქტომბერში კიდევ მობრუნდეს, მაგრამ ის არ იქნება იმდენად დამაზიანებელი და რთული თუ ჩვენ მომზადებული შევხვდებით. ვაქცინას ბევრი ნიუანსი აქვს. ჩვენ  ფორსირებაზე, მაგრამ აჩქარება ვაქცინასთან მიმართებაში არ იქნება სწორი. თუ გადავხედავთ პრეისტორიულ მონაცემებს ვაქცინის შექმნის მცდელობა იყო მერსის დროს. ეს იყო კორონავირუსის წინა…

მეტი...

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. პაციენტი ე.წ. წყალტუბოს კლასტერს განეკუთვნებოდა. კლინიკას 25 გამოჯანმრთელებული ჰყავს. „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კი, სტაციონარში 11 პაციენტი რჩება. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკვლევი პაციენტები კლინიკაში არ მიუღიათ.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 108 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 108 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 78 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 24 მოქალაქე დააჯარიმეს. პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი…

მეტი...

“ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, არის რიტუალის მეშვეობით ქორწინება” – თეა წულუკიანი

ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, ეს არის რიტუალის მეშვეობით ქორწინება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ეს სერვისი გულისხმობს გარკვეული ოდენობის ადამიანების ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში. დანარჩენი ყველა სერვისი გაიცემა მხოლოდ დაჯავშნის გზით წინასწარ, ელექტრონული რიგის მეშვეობით, ზუსტად ისე, როგორც ეს კორონავირუსის საქართველოში შემოსვლამდე ხდებოდა. ეს დროებითი წესი იმოქმედებს მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის ვადით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების კვალდაკვალ შევძლებთ კორექტირება გავაკეთეთ იმ ახალი წესის, რომელსაც გთავაზობთ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა. ამასთან, თეა წულუკიანის განცხადებით, მოქალაქეები იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და დროებით სანოტარო ბიუროში მისვლას წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაში შეძლებენ.

მეტი...

“როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო და მუშაობაზე ახლა გაგიჟდნენ” – მამუკა მდინარაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის მოწოდებას, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ, ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს საქმიანობა. მდინარაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული, თუმცა მანამდე, როცა მსგავსი პრობლემა არ არსებობდა, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო. „როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო და მუშაობაზე ახლა გაგიჟდნენ, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ეს დამოკიდებულება ნიშნავს ან ძალიან დილეტანტიზმს, რომ არ იციან, საგანგებო მდგომარეობის არსი ან იმას ნიშნავს, რომ მორიგ ჯერზე სპეკულირებენ იქედან გამომდინარე, რომ მათი ვორდინგი არანაირ ლოგიკაში აღარ…

მეტი...

ნუკრიანში აღებულ ნიმუშებზე, რომელიც ექთანს უკავშირდება პასუხი ხვალ გახდება ცნობილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სპეციალისტები კორონავირუსით ინციფირებული თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექთნის მეუღლეს და თვითიზოლაციაში მყოფ სამ მეზობელს ტესტირებისთვის ბიოლოგიურ მასალას უღებენ, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება. სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელ თენგო მოსულიშვილის განცხადებით, არცერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექთანი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში 27 აპრილს მეუღლესთან იმყოფებოდა, რის შემდეგაც სოფელი დატოვა და თბილისში გაემგზავრა. რამდენიმე დღეში მას კორონავირუსი დაუდასტურდა. სოფელ ნუკრიანში აღებულ ნიმუშებზე, პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

მეტი...

კორონავირუსის საწინააღმდეგო იტალიური ვაქცინა თაგვებზე წარმატებით გამოსცადეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელზეც იტალიური კომპანია Takis-ი მუშაობს, თაგვებზე წარმატებით გამოსცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სააგენტო ANSA-ს ცნობით, ვაქციანსთან ერთად თაგვების ორგანიზმში შეყვანილმა ანტისხეულებმა ვირუსის გავრცელება შეაჩერეს. კვლევა რომის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ლაბორატორიის ბაზაზე ჩატარდა. მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, ადამიანებზე ვაქცინის გამოცდა შემოდგომაზე დაიწყება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მეტი...

“წელს ტურისტულ სექტორში პრიორიტეტი შიდა ტურიზმი იქნება” – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ პანდემიიდან გამომდინარე, წელს ტურისტულ სექტორში პრიორიტეტი შიდა ტურიზმი იქნება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე როგორც კერძო კომპანიებს, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მუშაობა იმ ახალ პრინციპებს მოარგონ, რა რეალობაც მსოფლიოში პანდემიამ შექმნა. „შიდა ტურიზმი ერთმნიშვნელოვნად იქნება პრიორიტეტული. მნიშვნელოვანია, რომ როგორც სახელმწიფო უწყებები, მათ შორის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ასევე სერვისებისა და პროდუქტების განვითარების კუთხით მომუშავე ყველა სახელმწიფო უწყება, ასევე კერძო სექტორი და ბიზნესი ამუშავდეს, გადაეწყოს იმ ახალი გამოწვევის მიხედვით, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე შეიქმნა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მეტი...

ხილი 45%-ით, რძის ნაწარმი 23%-ით, ხორცპროდუქტები 15%-ით, პურპროდუქტები კი 8.4%-ით გაძვირდა – საქტსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხილი 45%-ით, რძის ნაწარმი 23%-ით, ხორცპროდუქტები 15%-ით, პურპროდუქტები კი 8.4%-ით გაძვირდა. „საქსტატმა“ აპრილის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც ფასები გაიზარდა 16.1 პროცენტით. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (45.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (23.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15 პროცენტი), თევზეული (14.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1…

მეტი...

რუსეთში ფანჯრიდან, ბოლო პერიოდში მესამე ექიმი გადავარდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფო დახმარების ექიმი ალექსნადრე შულეპოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ვორონეჟის ოლქში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მამაკაცი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ქალა-ფუძის მოტეხილობით იმყოფება. ექიმმა ალექსნადრე შულეპოვმა, თავის კოლეგა ალექსანდრე კოსიაკინთან ერთად ვიდეო ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ თავად კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მუშაობის გაგრძელებას აიძულებენ. ასევე კოსიაკინი აცხადებდა, რომ ექიმებს დამცავი ტანსაცმლით არ უზრუნველყოფდნენ და კორონავირუსზე ტესტირებას არ უკეთებდნენ. ჯანდაცვის ადგილობრივ დეპარტამენტში ამ განცხადებებს სიყალბე უწოდეს. რუსული მედია წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის დროს, ფანჯრიდან უკვე მესამე ექიმი გადავარდა.

მეტი...

“15-20 წუთით შემოდიოდნენ და მერე მათ ვეღარ ვხედავდით და ძალიან მალე საერთოდ პოლიტიკაშიც ვეღარ ვნახავთ” – რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი ოპოზიციას დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. იონათამიშვილის შეფასებით, ოპოზიცია მხოლოდ პოპულიზმზე, სპეკულაციებსა და შოუს დადგმაზეა ორიენტირებული და სწორედ „ეს დააკლდათ“ ამ პერიოდში, დეპუტატი პანდემიამდე არსებულ პერიოდსაც იხსენებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია სესიებს საერთოდ არ ესწრებოდა. „პარლამენტი ჩართულია კრიზისების მართვის, ჯანდაცვის მხრივ, განსაკუთრებით გამოვყოფ საგარეო და ეკონომიკურ გუნდს, უფრო მეტიც, საკანონმდებლო პროცესიც კი არ განელებულა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და როცა ამ მხრივ კრიტიკა გვესმის იმ გუნდისგან, რომელიც მაშინაც კი როცა ძალიან აქტიური იყო მუშაობა პარლამენტში, საქმის კეთებას ბოიკოტს უცხადებდნენ და არ იღებდნენ მონაწილეობას საკომიტეტო, სასესიო განხილვებში და მხოლოდ დესტრუქციაზე…

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა. ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობას 38 ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს. როგორც საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, კლინიკას დღეს ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ჰყავს. ლევან გოფოძის თქმით, რამდენიმე ინფიცირებულს მწვავე პნევმონია აქვს, თუმცა მართვით სუნთქვაზე ამ ეტაპამდე არც ერთი მათგანი იმყოფება. ასევე, ექიმები ხუთი პაციენტის რეტესტირების პასუხის მოლოდინში არიან. „ამ დროისთვის 68 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ, აქედან 38 პაციენტს დადასტურებული კოვიდინფექცია აქვს. როგორც იცით, ჩვენგან უკვე დაიწყო გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერაც. ამ დილას სამმა დატოვა კლინიკა. რეტესტირების რეჟიმში კიდევ რამდენიმე პაციენტია დღეს და თუ დადასტურდება, ხუთამდე პაციენტს ხვალაც გავუშვებთ, რომლებსაც ზედიზედ ნეგატიური პასუხი ექნებათ. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რამდენიმეს პნევმონია აქვს…

მეტი...

„არჩევნების დროს ჩვენ ვიქნებით სოციალური დისტანცირების შეზღუდვის რეჟიმში“ – გია ჟორჟოლიანი (ვიდეო)

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოება შექმნილი ვითარების ფონზე არასრულყოფილი იქნება. „ინტერნეტი არ ცვლის ტელევიზიას, ამდენად არ ვიცი რამდენად ეფექტურად იქნება შესაძლებელი საარჩევნო კამპანიის წარმართვა. ოქტომბრამდეც კი, ჩვენ ვიქნებით სოციალური დისტანცირების შეზღუდვის რეჟიმში, რაც ძალიან იმოქმედებს, გამჭვირვალობაზე, ამომრჩევლის ინფორმირებულობაზე, ეს არჩევნები ტარდება ხალხისთვის. დღევანდელი მოცემულობით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. გადადებულია ყველგან ხალხმრავალი ღონისძიებები, ამჟამად ჩასატარებელი არჩევნები, მაგრამ ჯობია, რომ არჩევნები არ იყოს გადადებული, რადგან შინაარსობრივად მნიშვნელოვანია, რომ ეს ვადა დასრულდეს, თუ ფორსმაჟორული ვითარება გვექნება, აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ვითარება დადგეს, თუ მე არ შემიძლია კინოთეატრში…

მეტი...

გიორგი გახარია მთავრობის წევრებს მოუწოდებს, საზოგადოების ყველა კითხვას უპასუხონ

„უნდა დავიცვათ საჯაროობის და „ტრანსფარენტობის“ მაღალი პრინციპი, რომლითაც ვხელმძღვანელობთ ჩვენი საქმიანობის ყოველდღიურ რეჟიმში“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, საზოგადოებას ყველა შეკითხვას გასცენ პასუხი. „ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, ვმოქმედებთ ყოველდღიურად, საგანგებო მდგომარების პირობებში და რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ჩვენი კანონი გვაძლევს საშუალებას, გარკვეული დაშვებები საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებების თვალსაზრისით, ასე თუ ისე, ეფექტურობის თვალსაზრისიდან გამომდინარე, დროში გადავდოთ, მაგრამ მე, თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო, რომ ჩვენ გვაქვს უკვე ის შესაძლებლობა, აღარ ვართ ფორსმაჟორში, ვმართავთ, როგორც ეპიდემიოლოგიურ მდგომაროებას და…

მეტი...

“65 ათასიდან 100 ათას ქულამდე მქონე ოჯახებისთვის კომპენსაცია ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად გაიცემა” – ივანე მაჭავარიანი

ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალურ პაკეტის შესახებ მთავრობის დადგენილება უკვე ინიცირებულია. მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ განმარტა რას გულისხმობს სოციალური დახმარების პაკეტი, ვინ არიან ბენეფიციარები და რა ოდენობის დახმარებას მიიღებენ ისინი. „ჩვენ უკვე დავაინიცირეთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი და ეს შეეხება იმ სოციალურ პაკეტს, რომელზეც არაერთხელ თქმულა და ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გამართა პრეზენტაცია. შეგახსენებთ ამ კომპენსაციის გაცემის როგორც წესს, ასევე იმ ექვს მიზნობრივ ჯგუფს, რომლებსაც ეხებათ დახმარებები. პირველი ბლოკი სამი ჯგუფისგან შედგება და ეს არის დასაქმებასთან და შემოსავლის დაკარგვასთან დაკავშირებული კომპენსაციები, ეხება, იმ დაქირავებით დასაქმებულ პირებს,…

მეტი...

„საარჩევნო სისტემა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს, ეს იქნება ახალი პოლიტიკური კრიზისი“ – გია ჟორჟოლიანი

პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი თვლის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას საფრთხე არ უნდა დაემუქროს. ჟორჟოლიანი ყურადღებას საარჩევნო პროცესზე ამახვილებს და ფიქრობს, რომ შექმნილი სიტუაციით საარჩევნო პროცესი შეიძლება დაზარალდეს. „არავითარ შემთხვევაში კონსტიტუციური ცვლილებები კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს და არც დადგება, ეს იქნება ახალი პოლიტიკური კრიზისის წარმომშობი, რაც ძალიან დიდ კრიზისს შექმნის და მგონია, რომ ამას არც ემუქრება გადაულახავი წინააღმდეგობა” – განაცხადა დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში”. მისივე შეფასებით, აღნიშნული პროცესები ითხოვს დაახლოებით თვე ნახევარს და კანონმდებლობის ცვლილება საფუძვლად უნდა დაედოს საარჩევნო სისტემას. “21 მაისს, როცა  ეს სიტუაცია დამთავრდება, ამის შემდეგ რჩება დრო არჩევნებამდე.…

მეტი...

„მცხეთის სამედიცინო ცენტრიდან“ გამოჯანმრთელებულებს დღეს გაწერენ

მცხეთის სამედიცინო ცენტრიში „COVID 19“-ით ინფიცირებული 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ცენტრის სამედიცინო დირექტორის ლიკა მუმლაძის განცხადებით,  გამოჯანმრთელებულები  კლინიკას დღეს დატოვებენ. მცხეთის სამედიცინო ცენტრი COVID ცენტრის სტატუსით 15 აპრილოდან ფუნქციონირებს.   ამ ეტაპზე , კლინიკაში 14 პაციენტი გადის მკურნალობას, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ისინი მკურნალობას საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მცხეთის სამედიცინო ცენტრში განაგრძობენ.

მეტი...

ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა იხსნება

ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა იხსნება „რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ მივიღეთ იძულებული ღონისძიება, რომ ჩაგვეკეტა გარკვეული მსხვილი ქალაქები. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი და ქუთაისი ყველა სახის შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, შესაძლებელია კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდეს, რაც ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. „თბილისზე და რუსთავზე დარჩება გარკვეული შეზღუდვები და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მომიჯნავე რაიონებში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან, თუმცა, თბილისშიც და რუსთავშიც უახლოეს დღეებში ეპიდემილოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შესაძლებელია…

მეტი...