ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვა

ირაკლი ოქრუაშვილი თავისუფალია. მან საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მან მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმებაში. „განსაკუთრებით ოპოზიციის ყველა ლიდერს და აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს, ასევე, სენატორ რიჩს და ბატონ კუბუილიუსს, რომ არა მათი ძალისხმევა, ალბათ ეს შედეგი არ დადგებოდა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მეტი...

“სანახევრო ფეხმძიმობა არ არსებობს, რურუა უნდა გათავისუფლდეს” – გიგი უგულავა

გიგი უგულავამ რუსთავის პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. “მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს არც მე და არც ოქრუაშვილი არ გავახსენდებოდით ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ამ შეწყალების აქტზე, ამიტომ ბუნებრივია მას ადამიანურად მადლობას ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა”, – განაცხადა უგულავამ. უგულავა იმედოვნებს, რომ გიორგი რურუაც საპატიმროს მალე დატოვებს. „არ არსებობს სანახევრო ფეხძიმობა. გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს მას ვერ შეიწყალებდა იმიტომ რომ ის მსჯავრდებული არ არის, ბრალდებულია, მაგრამ არსებობს მექანიზმი ბრალდებულის გათავისუფლების. მე იმედს გამოვთქვამ, რომ სალომე ზურაბიშვილი შემდეგ…

მეტი...

“ბავშვებს შორის დაფიქსირებული ანთებითი სინდრომი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს” – ჯანმოს დირექტორი

“პანდემიის ფონზე ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში ბავშვებს შორის დაფიქსირებული ანთებითი სინდრომი მსოფლიოს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „ბოლო კვირების განმავლობაში ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან ინფორმაცია მივიღეთ, რომ ბავშვების მცირე რაოდენობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოათავსეს მრავალსისტემური ანთების გამო, რომელიც კავასაკის დაავადებას ჰგავს“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა. მისივე განმარტებით, წინასწარი ჰიპოთეზების თანახმად, ეს სინდრომი შეიძლება კორონავირუსთან იყოს დაკავშირებული. „ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად და დეტალურად დავახასიათოთ ეს კლინიკური სინდრომი, გავიგოთ მისი მიზეზები და აღვწეროთ დაავადება“, – დასძინა ჯანმოს დირექტორმა.

მეტი...

“ამ 2 კრიმინალის შეწყალებისას სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდა” – ირაკლი კობახიძე

“გვესმის, რომ კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. ისიც გვესმის, რომ ამ ორი კრიმინალის შეწყალებისას, სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. შესაძლოა, მას რეალურად მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე რუსული სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბიუჯეტის ქურდები, რუსული სპეცსამსახურების აგენტები, მოძალადეები, მკვლელები და სხვა კრიმინალები საბოლოოდ უნდა ჩამოშორდნენ ქართულ პოლიტიკას. “თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა,…

მეტი...

რუსეთში ქართველი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში ცნობილი ქართველი ექიმი, ზაალ გიორგაძე 67 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც რუსული მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ გიორგაძეს სახლში დარჩენა შეეძლო, თავის კოლექტივთან ერთად ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა. რუსული მედიასაშუალებები წერენ, რომ ზაალ გიორგაძე უამრავ პაციენტს დაეხმარა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებაში, მათ შორის, რუსეთის მუფტის მოადგილეს, რაფიკ ფატახეტდინოვს.

მეტი...

“ვათავისუფლებ ქვეყანას წარსულისგან, რომელიც წინსვლაში გვაფერხებს” – პრეზიდენტი შეწყალების აქტზე

“ვათავისუფლებ საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის ოდიოზურ ფიგურებს და ამავდროულად, ერთხელ და სამუდამოდ ვათავისუფლებ ქვეყანას იმ წარსულისგან, რომელიც წინსვლაში გვაფერხებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. „აშკარაა, რომ ოპოზიცია აპირებს ამ სიტუაციით მანიპულირებას, არეულობის გამოწვევას, ისევ ქუჩაში პროცესების გადატანას და ამით პროცესების დესტაბილიზაციას, თუმცა ამისი ძალა ნაკლებად გააჩნია. მეორეს მხრივ, ისიც არ ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ვითარებიდან სწრაფი გამოსვლის და სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი გააჩნდეს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მას ევალება და მხოლოდ ამიტომ მიიღო გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის…

მეტი...

რამდენიმე წუთში “ქართული იცნების” ოფისში განცხადება გაკეთდება

21:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში განცხადება გაკეთდება. ინფორმაცია “მედიაცენტრ მთავარს” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მეტი...

“მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მარტო ჩემი პასუხისმგებლობით ვიღებ ამ გადაწყვეტილებას” – პრეზიდენტი უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე

“არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს, შეწყალება არ ნიშნავს არც ერთ შემთხვევაში სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას, დამნაშავე დამნაშავედ რჩება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეწყალებული სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან. „არავინ და არავითარ შემთხვევაში შეწყალება დამნაშავის გამართლებას არ ნიშნავს. არავის, არც მანამდე და არც ახლა არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით თუ კიდევ რა. ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე. პრეზიდენტის ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე არავინ უნდათი არ უნდა საუბრობდეს. მითუმეტეს, არ ვიწყალებ ჩემს გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც არც მონაწილეობა მიმიღია და არც ინფორმირებული ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შევთავაზე მხარეებს საპრეზიდენტო…

მეტი...

ე.წ. ქობულეთის კლასტერი დახურულია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ქობულეთის კლასტერი დახურულია. მათივე ინფორმაციით, 30 აპრილის შემდეგ მუნიციპალიტეტში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. „33 988 პირს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. მოძიებული იყო კლასტერთან დაკავშირებული 575 პირი, რომლებიც იმყოფებოდნენ თვითიზოლაციასა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ე.წ. ქობულეთის კლასტერის ფარგლებში კორონავირუსი დაუდასტურდა 36 პირს. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 33. ერთი აგრძელებს მკურნალობას, ხოლო გარდაიცვალა ორი ადამიანი. 8 მაისიდან მუნიციპალიტეტის მაღალი რისკის ზონებში მოიხსნა მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები. ქობულეთის ოთხ სოფელში კარანტინი 12 აპრილს გამოცხადდა“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მეტი...

პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

​საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიიწყალა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „გადაწყვეტილება მივიღე, გამოვცე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეეწყალება შევა ძალაში, მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს.  უნდა განვმარტო ყველას გასაგებად შეწყალების არსი. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მეტი...

“ვეცდებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის პიარული თავხედობის გამო არ ჩავარდეს” – მამუკა მდინარაძე

“დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის პიარულ თავხედობაზე საზოგადოებას არჩევნებში და მანამდეც თავისი რეაქცია ექნება. ჩვენ, ნებისმიერ შემთხვევაში, ვეცდებით მაქსიმალურად, რომ მყარი გარანტია გვქონდეს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები მათი ამ პიარული თავხედობის გამო არ ჩავარდეს”, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მეტი გარანტიისათვის ყველა ოპოზიციური ძალის ხმები ყოფილიყო და მათ დაეჭირათ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის. ეს იქნებოდა მყარი გარანტია იმისათვის, რომ არც ერთ შემთხვევაში, ერთი პროცენტიც კი არ იქნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს, მაგრამ მათ გარეშეც, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მხარდაჭერას ჩვენ შევძლებთ, რადგან ჩვენი გუნდი, ფაქტიურად, მთლიანად უჭერს მხარს. ამას…

მეტი...

“მე ვიქნები ყველა პარტიასთან, ვინც იქნება “ოცნების” წინააღმდეგი” – პაატა ბურჭულაძე

“მე ვიქნები ყველა პარტიასთან და ყველა ადამიანთან, ვინც იქნება “ოცნების” წინააღმდეგი. რადგან “ქართული ოცნება” დღეს ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია და ამას მარტო ჩვენ არ ვაღიარებთ”, – ასე უპასუხა მსოფლიო ბანმა კითხვას, აპირებს თუ არა ის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას და თუ კი, რომელ პარტიაში იქნება.  პაატა ბურჭულაძის თქმით, ყველამ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მისი შეფასებით, ქვეყანა დგას კატასტროფის წინაშე და ჩვენ ამას შეუიარაღებელი თვალითაც ვხედავთ. “ადამიანს შეუძლია ხმა მისცეს ყველას. თუნდაც “ევროპულ საქართველოს”, “ძალა ერთბაშიას”, მამუკა ხაზარაძეს. დიდი არჩევანია. ყველა ადამიანმა, ვინც მივა არჩევნებზე, აუცილებელია იცოდეს, რომ დამღუპველი პარტია, რომელიც არსებობს…

მეტი...

საფრანგეთში 9 წლის ბიჭი კორონავირუსთან დაკავშირებული იშვიათი დაავადებით გარდაიცვალა

საფრანგეთში 9 წლის ბიჭი კორონავირუსთან დაკავშირებული იშვიათი დაავადებით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აქამდე კი ბავშვს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა და მას ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ. ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რამდენიმე ქვეყანაში დააფიქსირეს ანთებითი დაავადების მქონე ბავშვები ისეთი სიმპტომებით, რომელიც კავასაკის დაავადებას ჰგავს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს კორონავირუსს უკავშირდება.

მეტი...

“ვიდრე ინფექცია გარდატეხისკენ არ წავა, ტანსაცმლის მაღაზიები არ უნდა გაიხსნას” – ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვიდრე ინფექცია გარდატეხისკენ არ წავა და ზაფხული არ დაიწყება, ტანსაცმლის მაღაზიები არ უნდა გაიხსნას. „ეს ოპტიმალური შეზღუდვაა და ამაში არაფერია ტრაგიკული. მაღაზიებს აუცილებლად გახსნიან. ამ შემთხვევაში ჩვენ ვირუსისგან დაცვის წესები უნდა გავაძლიეროთ“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა. მისი თქმით, ვირუსის დიდხანს დაყოვნება ტანსაცმელზე არ ხდება. „ძირითადად ხდება ქაღალდზე და მეტალზე. თუმცა რისკი არსებობს, რომ ეს ვირუსი მეორადი ​ზედაპირებიდან მოხვდეს ჩვენს ხელზე და შემდეგ პირში. თუ ჩვენ ხელის ჰიგიენას მივხედავთ, ნიღაბი გვექნება და დაბინძურებულ ხელს თუნდაც ტანსაცმელთან შეხების დროს პირთან, ცხვირთან და თვალთან არ მივიტანთ, ტანსაცმლიდან ჩვენ ვერ „მოგვაფრინდება“ ეს ინფექცია. ყველაფერი ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტზე…

მეტი...

“ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს და შთამბეჭდავად ართმევს თავს პანდემიას” – კელი დეგნანი

“საქართველოში ნათლად ჩანს, რომ ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს და შთამბეჭდავად ართმევს თავს პანდემიას”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტის ორი აპარატი და 4 000 ტესტი გადასცა. როგორც აშშ-ის ელჩმა ცერემონიაზე განაცხადა, აღნიშნული დონაცია საქართველოს დაეხმარება ტესტირების გამტარუნარიანობის გაზრდაში. „საქართველოსთან ძალიან დიდი პარტნიორობა გვაკავშირებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. ასეთ პერიოდში კი ნათლად ჩანს, რომ ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს და შთამბეჭდავად ართმევს თავს პანდემიას. აღნიშნული დონაცია საქართველოს დაეხმარება ტესტირების გამტარუნარიანობის გაზრდაში. ტესტებისთვის განკუთვნილი აპარატები მოდერნიზებულია. თან მოჰყვება…

მეტი...

“კორონავირუსის გავრცელების რისკს ხმამაღალი საუბარიც წარმოადგენს” – ბიძინა კულუმბეგოვი

“არა მარტო ცემინება და ხველა, ხმამაღალი საუბარიც კი კორონავირუსის გავრცელების რისკს წარმოადგენს”, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი თქმით, გუშინ გამოქვეყნდა ერთ-ერთ ავტორიტეტულ ჟურნალში სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ხმამაღალი საუბრის დროს 15-18 წუთი ჰაერში რჩება ინფექცია. „ჩვენს ლორწოში შეწონილი წვეთები, სადაც ვირუსია გახვეული, ხმამაღალი საუბრის შედეგად გამოიყოფა და 15-18 წუთი ჰაერში რჩება. რაც იმას ნიშნავს რომ ინფიცირებულმა ადამიანმა შეიძლება დატოვოს სივრცე და იქ ჯანმრთელი ადამიანი შევიდეს, მოხდეს მისი დაინფიცირება. ამიტომ ნიღაბთან მიმართებით, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

მეტი...

“გვაქვს რესურსი, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებთან და დამატებით ორ ფრაქციასთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ” – ირაკლი კობახიძე

“ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებთან და დამატებით ორ ფრაქციასთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ ყველა მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას, ამ შემთხვევაში, ეს ცვლილება აუცილებლად დამტკიცდება. „ძალიან სამწუხაროა, კახა ოქრიაშვილის განცხადება. ჩვენ გვექნება პრინციპული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. თუმცა, თუ იქნება ყველა სხვა პარლამენტარების მხარდაჭერა, მათ შორის, ოპოზიციიდან გარდა, იმ პოლიტიკური პარტიებისა, რომლებიც აგრძელებენ სპეკულაციებს, ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც გვაქვს რესურსი, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებთან და დამატებით, ორ ფრაქციასთან ერთად, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. ამისთვის საკმარისია ხმების რაოდენობა. რეზერვში რჩება რამდენიმე ხმაც…

მეტი...

“კონსტიტუციურ ცვლილებებს ჩემი მხარდაჭერა არ ექნება” – დავით ჭიჭინაძე

„ის ცვლილებები, რაც დღეს მზადდება, არავითარ კავშირში არა არის  არც „ქართული ოცნების“ დაპირებასთან და არც ხალხის მიერ მიღწეულ წარმატებასთან, ამოტომ  ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს ჩემი მხარდაჭერა არ ექნება“ – აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. მისი განმარტებით ხალხისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა სისტემით ჩატარდება არჩევნები. „ხალხს სჭირდება რადიკალური ცვლილებები, რასაც რეალურად ვერც კორონავირუსს ამოფარებული ხელისუფლება სთავაზობს და მოჩვენებითი წარმატებით, ეკონომიკური სიდუხჭირის და სირთულეების გადაფარვას ცდილობს.  და მითუმეტეს, ვერც ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც იმის მაგივრად, რომ ახალი ეკონომიკური პროგრამის შემუშავებაზე იყვნენ ორიენტირებულნი, რაღაც გაურკვეველი არითმეტიკით არიან დაკავებული და მხოლოდ…

მეტი...

“დღეში კოვიდინფიცირების 6-7 შემთხვევა ნიშნავს ეპიდსიტუაციის დასრულებას” – ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ დღეში კოვიდინფექციის 6-7 შემთხვევა, ნიშნავს ეპიდსიტუაციის დასრულებას. მისი თქმით მოწოდება „დარჩი სახლში“ უნდა შევცვალოთ. „როგორც დარგის სპეციალისტებმა გვითხრეს, უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად, ვიდრე რამე სიახლე არ გამოჩნდება. ეს იქნება ეფექტური ვაქცინაცია და ამას უნდა დაველოდოთ. მსოფლიოში სამართლიანი ბრძოლა მიმდინარეობს, რომ ეს ვაქცინა უნდა გადანაწილდეს ყველა ქვეყანაზე და არ უნდა იყოს პრიორიტეტული ვინმესთვის. ეს ასეც იქნება, ასე მჯერა“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა. მისი თქმით, ჯერჯერობით კი ვირუსთან ჩვენს თანაცხოვრებაზე უნდა ვისაუბროთ. „ამიტომ ადამიანები ამ რესპირაციული დაავადების გავრცელების რისკის გამო, დიდხანს არ უნდა დაყოვნდნენ დახურულ სივრცეებში, სადაც ბევრი ადამიანი ერთადაა. საჭიროა ნიღბის…

მეტი...

“საქართველო და მთელი მსოფლიო დეზინფორმაციის და კიბერშეტევის სამიზნეა” – კელი დეგნანი

„საქართველოსა და აშშ-სთან ერთად, მთელი მსოფლიო დეზინფორმაციის და კიბერშეტევის სამიზნეა, განსაკუთრებით ასეთ კრიტიკულ ვითარებაში“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა განაცხადა. კელი დეგნანის თქმით, სწორი ინფორმაცია ბრძოლის იარაღია. „რას ვაკეთებთ ჩვენ ამის წინააღმდეგ – სწორი ინფორმაცია ბრძოლის იარაღია – ეს არის ძირითადი, ასევე – როგორმე უნდა გამოვიმუშაოთ ის უნარი, რომ რაღაცნაირად შევძლოთ სწორი და ცრუ ინფორმაციის ერთმანეთისგან განსხვავება. ახალგაზრდების როლი საკმაოდ დიდია ამ მიმართულებით, რადგან უფრო მეტად არიან გათვიცნობიერებულნი თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ციფრულ მედიაში. შესაბამისად, მათ უფრო კარგად იციან, რა არის ყალბი ვებგვერდი და ინფორმაცია, ამიტომ, უნდა დაეხმაროთ თქვენს გარშემო მყოფთ.…

მეტი...

“საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან უსაფრთხო დერეფნების შექმნისთვის საჭირო მოთხოვნები განვიხილეთ” – ნათია თურნავა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. ნათია თურნავამ ბერძენ კოლეგას კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის კუთხით საქართველოს მთავრობის წარმატებული გამოცდილება გააცნო და აღნიშნა, რომ ეფექტიანმა ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ ქვეყანას ტურიზმის ეტაპობრივი ამოქმედების შესაძლებლობა მისცა. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრს საქართველოში ტურიზმის ამოქმედების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნებთან უსაფრთხო დერეფნების შექმნის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს თავის უცხოელ კოლეგებთან იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც უახლოეს პერიოდში ტურისტების მიმოსვლის დაწყება იგეგმება. მისივე თქმით, პირველი აქცენტი ევროკავშირის…

მეტი...

“იმედი მაქვს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ კონსტიტუციურ ცვლილებას” – გიორგი კახიანი

იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომლებიც არიან პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები, ასევე, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები, მხარს დაუჭერენ კონსტიტუციურ ცვლილებას,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტი 22 მაისის შემდეგ ცვლილებების განხილვას დაიწყებს და პროცესი ივნისის ბოლომდე დასრულებული იქნება. „მიზეზი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილბების განხილვას ხელს უშლიდა, იყო საგანგებო მდგომარეობა, ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა 22 რიცხვის შემდეგ აღარ გაგრძელდება, პარლამენტი გააგრძელებს კონსტიტუციური ცვლილებების განხილვას. რა თქმა უნდა, თავიდან დასრულდება ის ეტაპი, რომელსაც ჰქვია საყოველთაო სახალხო განხილვა და შემდგომ მოხდება პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური ცვლილებების განხილვა.…

მეტი...

“ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეწყალების შესაძლებლობა და მანდატი აქვს, პრეზიდენტია” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მტკიცება, თითქოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ნაწილი იყო პატიმრობაში მყოფი კონკრეტული პირების გათავისუფლება, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან არც მთავრობას და არც პარლამენტს ამის ბერკეტი არ გააჩნია. როგორც კალაძე აღნიშნავს, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეწყალების შესაძლებლობა და მანდატი აქვს, პრეზიდენტია. „საკონსტიტუციო ცვლილებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს და ცვლილებები შევიდეს საარჩევნო სისტემაში. ეს იყო შეთანხმება 8 მარტის შეხვედრებზე, რომელიც ასახულ იქნა დოკუმენტში, თუნდაც მემორანდუმი დავარქვათ ამას და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და…

მეტი...

“კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ, ჩემზე უკეთესად იცით” – კახა კალაძე ოპოზიციას

თბილისის, მერი კახა კალაძე იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც გაჟღერდა, რომ მეტროსადგურების სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ის კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც, თითქოს მაღალი ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანიაა და სამუშაოების შესრულებაზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი. „კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ იცით ჩემზე უკეთესად. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტენდერს, როგორც ჭავაჭავაძის გამზირთან დაკავშირებით მოგხვდათ სიმართლის მუშტი ცხვირ-პირში, იგივე მოგხვდებათ ახლაც იმიტომ, რომ ეს კონკრეტული ტენდერი გამოცხადებული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან. ეს არის აზიის განვითარების პროექტის ფარგლებში…

მეტი...

პროფესიულ სასწავლებლებში გრძელვადიან პროგრამებზე მიღება 20 მაისიდან, ხოლო სწავლა 12 ოქტომბრიდან დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე სხვა საკითხებთან ერთად, პროფესიული განათლების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. „მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ მომზადება-გადამზადების პროგრამებზე, რომლებიც ორიენტირებულია დასაქმებაზე. ჩვენ სწრაფი ტემპით შევძლებთ სტუდენტების მომზადებას იმ სამუშაოებისთვის, რომლებიც გაჩნდება ჩვენი დასაქმების ბაზარზე“, – განაცხადა მინისტრმა. სამინისტროს ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უწყების რეკომენდაციით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, პროფესიული კოლეჯების ადმინისტრაცია მყისიერად გადავიდა ნაწილობრივ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. მარტი-აპრილის თვეებში განხორციელდა მომზადება-გადამზადების პროგრამების ერთი ნაწილის (IT, პროგრამირების ენების, ბუღალტერია, სასტუმროს მარკეტინგი/გაყიდვები) მორგება დისტანციური სწავლების ფორმატზე.…

მეტი...

„მზად ვართ, ნებისმიერ დროს, პარლამენტს წარვუდგინოთ დეტალური ანგარიში, როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის პირობებში“ – გიორგი გახარია

ქვეყნის პრემიერი, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მუშაობის დეტალებზე საუბრობს, როგორც გახარიამ აღნისნა მთავრობა მზადაა პარლამნტის წინაშე დეტალური ანგარიშით წარსდგეს. „მესმის, რომ საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული, მათ შორის საინტერესო და ობიექტური კითხვები იმასთან დაკავშირებით, როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მინდა განვაცხადო მზაობა როგორც პირადად ჩემი, ასევე მთავრობის თითოეული წევრის მხრიდან, ნებისმიერი სახით, მათ შორის.  მზად ვართ, პირადად მეც, ნებისმიერ დროს, როდესაც პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის, წარვუდგინოთ ის დეტალური ანგარიში, როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის პირობებში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მეტი...

„დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას 200,000-ზე მეტი ფერმერი შეძლებს“ – ლევან დავითაშვილი

დღეს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეისყიდონ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სინფორმაციით, ფერმერების მხარდაჭერისთვის შექმნილი პროექტის განხორციელების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. „შერჩევის დროს, კომპანიამ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა ქართველ ფერმერებს დიზელის საწვავი. ჩვენი ფერმერები მიიღებენ მაღალი ხარისხის დიზელს, რაც მნიშვნელოვანია აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელებისთვის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. გვაქვს იმედი, რომ პროგრამა წარმატებით განხორციელდება და გვექნება საშუალება, რომ…

მეტი...

“ეროვნული გამოცდების თარიღებმა შესაძლოა, აგვისტოში გადაიწიოს, გამოცდის ფორმატი კი, უცვლელი დარჩება” – მიხეილ ჩხენკელი

ეროვნული გამოცდების ზუსტი თარიღი გამოცხადდება ივნისში, ამ დროს გაცილებით უკეთესი სურათი გვექნება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განუცხადა. ამასთან, განათლების მინისტრი აღნიშნავს, რომ თარიღებმა შესაძლოა, აგვისტოსკენ გადაიწიოს. „ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით პრეზენტაციისას დეტალურად მოვახსენე საზოგადოებას, როგორც ეს იყო წინა წლებში, ეროვნული გამოცდების ზუსტი თარიღი გამოცხადდება ივნისში და წელს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ივნისში გაცილებით უკეთესი სურათი გვექნება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით არა მარტო ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს. ერთადერთი ცვლილება, რაც შეიძლება, მოხდეს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ეს არის თარიღებში ცვლილება, რომ თარიღებმა შესაძლოა, გადაიწიოს აგვისტოსკენ. მაგრამ ერთადერთი…

მეტი...

აშშ-ის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტის ორი აპარატი და 4000 ტესტი გადასცა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტის ორი აპარატი და 4 000 ტესტი გადასცა. ცერემონიას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დაესწრო. ამერიკული მხარის განცხადებით, დამატებითი აპარატები გაზრდის ტესტების გამტარუნარიანობას, რათა შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ნიმუშის ერთდროულად გატესტვა. აპარატებისა და ტესტების ღირებულება აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ დაფარა. სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს პირადი დაცვის საშუალებებიც გადასცა. აპარატებისა და ტესტების შეძენის პროცესი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით წარიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ტვირთის გადაცემა „ექსპო-ჯორჯიაში“, ჯანდაცვის…

მეტი...

“ივნისში ყველას გვექნება გაცილებით უფრო მკაფიო და უკეთესი სურათი ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით” – მიხეილ ცხენკელი

ერთიანი ეროვნული გამოცდების აგვისტოში გადატანა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ცხენკელმა განაცხადა, როგორც ჩხენკელმა განათლების ხელმშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, ამ დროისთვის ეროვნული გამოცდების იმავე ფორმატით და იმავე რიცხვში ჩატარება იგეგმება. „დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ ვამბობთ, რომ ეროვნული გამოცდები იგივე ფორმატით და იგივე დროს ჩატარდება. შესაბამისად, ჩვენ ორიენტაცია გვაქვს ივლისზე. როგორც წინა წლებში ზუსტი თარიღები ცხადდება ივნისში და ივნისში ყველას გვექნება გაცილებით უფრო მკაფიო და უკეთესი სურათი ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ეს არის თარიღების ცვლილება და აგვისტოში…

მეტი...

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება. გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით მთავრობა პრეზიდენტს აღარ მიმართავს. „საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების, გაგრძელების მიზნით. საგანგებო მდგომარეობა საქართველოში გამოცხადდა 21 მარტს, შემდეგ იყო ერთხელ გადავადებული და დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით საქართველოს მთავრობა პარლამენტს აღარ მიმართავს, მაგრამ აქვე ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი…

მეტი...

“უმოკლეს ვადებში მოხდა ინტელექტუალური, ტელერესურსის მობილიზება და მივიღეთ უნიკალური, ძალიან პოპულარული პროდუქტი „ტელესკოლა” – მიხეილ ჩხენკელი

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, „ტელესკოლა“ არის უნიკალური პროექტი, რომელიც განათლების სამინისტრომ საქართველოს პირველ არხთან ერთად განახორციელა. „შეიქმნა ახალი არხი, პირველი არხი – განათლება, რომელიც ასეთად დარჩება. როგორც მოგეხსენებათ, ყველა კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს და ეს პროექტი არის თვალნათლივი მაგალითი ამისა, სწორედ ამ კრიზისულ პერიოდში დაიბადა ეს იდეა და წარმატებით განხორციელდა. უმოკლეს ვადებში მოხდა ინტელექტუალური, ტელერესურსის მობილიზება და მივიღეთ უნიკალური, ძალიან პოპულარული პროდუქტი „ტელესკოლა“. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი პოზიტიური გამოწვევები აქვს საზოგადოებაში და გასცდა სკოლის ფარგლებს, რადგან დიდი ინტერესით ადევნებენ ამ გადაცემებს თვალყურს არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი მშობლებიც, ბებიები, ბაბუები. შაბათ-კვირას საგანმანათლებლო შემეცნებით გადაცემებსაც ძალიან დიდი…

მეტი...

„ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და თარიღი, როგორც ყოველთვის, გამოცხადდება ივნისში“ – გიორგი გახარია

ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და თარიღი, როგორც ყოველთვის, გამოცხადდება ივნისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმის მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება. „ეს არის ის მიღწევა, რომელიც განათლების სისტემამ, როგორც შედეგი უკვე აჩვენა, თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემის პირველი რეაქცია კრიზისზე. ეს იყო ჩვენი განათლების სისტემის ანტიკრიზისული ქმედებები. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში, განათლება არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო, გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, რომ…

მეტი...

“ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები უნდა იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ გლობალურ კონკურენციაში” – გიორგი გახარია

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლების რეფორმა არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. სისტემური რეფორმირება განათლების სისტემის, რომელიც დაიწყო, გრძელდება და ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი უნდა დაემუქროს, ეს რეფორმა უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს დამატებით ახალ დამატებით აქცენტებს, რომელიც იქნება უფრო დისტანციურ სწავლებებზე ორიენტირებული, სწავლების სხვადასხვა სისტემებზე ორიენტირებული, მაგრამ განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით არავინ არ იცის, პოსტპანდემიური მსოფლიო როგორი იქნება, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ…

მეტი...

“მეთორმეტე კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველ კლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები 15 ივნისს” – გიორგი გახარია

საქართველოში აკადემიური წლად 2019-2020 სასწავლო წლები არ გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ ჩატარდა, ჩვეულებრივად ნორმალურ რეჟიმში. „მეთორმეტე კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს და პირველ კლასელები 27 მაისს. დანარჩენი მოსწავლეები 15 ივნისს. ამასთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათ თარიღი გამოცხადება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

“პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს, დისტრესინდრომი, სეფსისი და ყველა შესაძლო მძიმე გართულება” – რესპუბლიკური საავადმყოფო

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 61 პაციენტია მოთავსებული, აქედან კოვიდინფექციის დიაგნოზით 40 პაციენტი მკურნალობს. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ განაცხადა, კოვიდინფიცირებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. „პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს, დისტრესინდრომი, სეფსისი და ყველა შესაძლო მძიმე გართულება. დანარჩენების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. არც ერთ სხვას მართვითი სუნთქვა არ სჭირდება. დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ტოვებს კლინიკას. რეტესტირება დღეს გაუკეთდება ხუთ პაციენტს სულ ტესტირება გაუკეთდება ათ პაციენტს“, – განაცხადა გოფოძემ.

მეტი...