“როდესაც მე მხედავს, ემართება ბნედა“ – თეა წულუკიანი გიგა ბოკერიაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დეპუტატ გიგა ბოკერიას საპარლამენტო გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის დანახვაზე ბოკერიას ბნედა მოსდის. „მოვისმინე გიგა ბოკერიას სიტყვა ჩემთან დაკავშირებით და ხმამაღლა იყო დაწერილი მისი სიტყვა. არ არის მისგან უჩვეულო ამ ტიპის მასკარადი. განსაკუთრებით, როდესაც მე მხედავს, ემართება ბნედა. პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ. მე მინდა უბრალოდ დანანებით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას… ეს არის პროდასავლურობას ამოფარებული ანტიქართული ძალა, რომელიც საკუთარ პარტიას მიაქანებს ბნელეთისკენ, მაგრამ ამაზე მართალი გითხრათ, მე ვერ ვიდარდებ“ – განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას…

მეტი...

“გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ” – გიორგი გახარია ოპოზიციას

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, საქართველო ბიუროკრატიული ხარჯებით, მშპ-სთან შედარებით, არის მეორე ადგილზე. პირველ ადგილზე არის სინგაპური, მეორეზე – საქართველო. გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ”, – ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წევრებს მიმართა. „25 მილიონით ხარჯები გაიზარდა იმიტომ, რომ სასწრაფო დახმარების მთლიანი სტრუქტურა მერიიდან გადავიდა ჯანდაცვის სამინისტროში. ბიუროკრატიულ ხარჯებზე როცა ვსაუბრობთ, ეს დროშა რომ გიჭირავთ და აქნევთ, IMF-ის მონაცემებით, საქართველო ბიუროკრატიული ხარჯებით, მშპ-სთან შედარებით, არის მეორე ადგილზე. პირველ ადგილზე არის სინგაპური, მეორეზე – საქართველო. გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

დღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომამ დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილა, რომელთაგან პირველი ორი საკითხი, დღესვე ჩატარებული უმაღლესი საბჭოს სესიის მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების საგანი გახდა. პრეზიდიუმის დღის წესრიგის ითვალისწინებდა აგრეთვე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვის შედეგების გაცნობას. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ კოლეგებს მიაწოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების შესახებ“ მოხსენება იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი გასვიანმა გააკეთა. დეპუტატების ვახტანგ ყოლბაიას,…

მეტი...

ბათუმში, აქციაზე 30 პირი დააკავეს – შსს კადრებს აქვეყნებს

“ბათუმში გამართულ აქციასთან, სადაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაც მოხდა შსს-მ 30 პირი დააკავა”, – ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული და შესაბამის ვიდეომასალასაც აქვეყნებს. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც, მიმდინარე წლის 7 მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში. დღეს, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას. პოლიციის არაერთი კანონიერი…

მეტი...

სამედიცინო პერსონალი, რომელიც „კოვიდ-19“-თან ბრძოლაშია ჩართული, გარკვეულ ფინანსურ დახმარებას მიიღებს

“სამედიცინო პერსონალს, რომელიც განსაკუთრებითაა ჩართული „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ფინანსური დახმარების და წახალისების რაღაც ელემენტები სჭირდება, ეს აუცილებლად იქნება განხორცილებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა. ასევე, პრემიერის თქმით, საკითხის შესახებ მინისტრთან საუბარი უკვე შედგა.

მეტი...

“თეა წულუკიანს დავაწინაურებ” – გიორგი გახარიას პასუხი გიგა ბოკერიას

“თეა წულუკიანს დავაწინაურებ”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ გიგა ბოკერიას კითხვაზე, მოხსნიდა თუ არა იუსიტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. „თქვენ გვერდზე რომ ზის, პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი. იქნებ მაგას და რომან კაკულიას აუხსნათ, ეგეთი ევროპა არ გვინდაო, რომ თქვა. ახლა რაც შეეეხება წულუკიანს, მის მაგარ ციტატას წაგიკითხავთ – „თითებს ვიჭამდი, ეს ორი რომ გამოუშვეს. უგულავა და ოქრუაშვილი. ზოგი კითხულობს, რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს, ვართ კი დამოუკიდებლები? უკვე მივდივარ ჩემს მოხევესთან. ლელთ-ღუნიას გულისხმობს, ილია ჭავჭავაძის, რუსეთის იმპერიამ რომ დაანგრია. ბატონო გიორგი, მოხსნით ამ მინისტრს ასეთი სამარცხვინო…

მეტი...

“რაც მე ამ პარლამენტში მომითმენია, ზოგჯერ შტურმებისგან შენობის დაცვაც მომიწია” – გიორგი გახარია

„გულწრფელად გეუბნებით, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას პატივს ვცემ. რაც მე ამ პარლამენტში, აქაც და ქუთაისშიც მომითმენია, პასუხისმგებლიანად მოვსულვარ, ვთვლი, რომ ეს არის პროცესი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ის პატივს სცემს საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციას და ყველაფერს გააკეთებს, მისი აღსრულებისთვის.  ყოფილა შემთხვევები, რომ უმძიმეს პირობებში მოვსულვარ აქ, არა მხოლოდ პასუხის გასაცემად, ისეთი შემთხვევებიც მქონია, რომ აქედან ადამიანების ევაკუირება მომიხდენია, ზოგჯერ ამ შენობის დაცვაც შტურმებისგან მომიწია და ასე შემდეგ. საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციას პატივს ვცემ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა მისი აღსრულება მოხდეს. კანონი არ დამირღვევია და იმიტომ ვდგავარ აქ, მიუხედავად იმისა, რომ…

მეტი...

აშშ-ის საელჩო გამყოფ ხაზზე მიმდინარე პროცესისა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ საელჩო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესისა და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილეს და აღნიშნავს საქართველოს წარმატებას „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამერიკის შეერთებული შტატები პროტესტს გამოთქვამს მიმდინარე, პროვოკაციულ ბორდერიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთისგან მართული უშიშროების ძალები, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ მართულმა უშიშროების ძალებმა უკანონოდ აღმართეს ღობეები და გააძლიერეს არსებული უკანონო ბორდერიზაციის პროცესი 12 ქართული სოფლის მიმდებარედ. არანაკლებ შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანია, მათ შორის სიცრუის შეთხზვა და…

მეტი...

სახელმწიფო ფულადი დახმარების გაცემას მიმდინარე კვირას დაიწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო ფულადი დახმარების გაცემას მიმდინარე კვირას დაიწყებს. გიორგი გახარიას თქმით, მოქალაქეები თანხას საჭიროებისამებრ მიიღებენ. “არ იყო ეს მარტივი, მაგრამ, სისტემა, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სააგენტო, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკვე კარგად მუშაობენ. წინასწარ გეტყვით, რომ რეალური გაცემა, ფულის მიცემა უკვე ამ კვირიდან დაიწყება. ზუსტად ჩამოვთვლი რამდენი ადამიანი მიიღებს ამ დახმარებას კონკრეტული თანხების ოდენობით. ჩვენ არასოდეს გაგვიცია დაპირება, რომ ეს იქნებოდა 1 აპრილს, ან 1 მაისს. ჩვენ ვთქვით, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა 20 მაისის შემდგომ. როგორც ვთქვით, ისე მივყვებით. არ მინდა აქ სპეკულაციების კორიდორი დავტოვო და ვიმეორებ,…

მეტი...

“ფერმერებს გადავყვებით თავზე, გასაღებაშიც მივეხმარებით” – გიორგი გახარია

“ფერმერებს გადავყვებით თავზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ფერმერებს გასაღებაშიც დაეხმარება. “მას, ვისაც აქვს მიწა დარეგისტრირებული და ამბობს, რომ ის არის ფერმერი, დარეგისტრირებულია როგორც ფერმერი, გავუკეთებთ საერთოდ ყველაფერს. გასაღებაშიც მივეხმარებით. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მშვენიერი ჯაჭვი ააწყო სოფლის მეურნეობის პროდუქტების, აგრობაზრებში დროულად მიტანის. აქ გავაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს, რომ ადამიანი, ვინც მიწაზე მუშაობს და შრომობს, მისი მაქსიმალური სტიმულირება მოვახდინოთ”, – განაცხადა გახარიამ.

მეტი...

„ნახეთ როგორი სიტყვა ვისწავლე – „სეროპრევალენტური“ კვლევა“ – გიორგი გახარია დეპუტატებს

“ნახეთ, როგორი სიტყვა ვისწავლე – სეროპრევალენტური კვლევა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.  გახარიას ამ ნათქვამზე დეპუტატებმა სიცილი ვერ შეიკავეს.  “პანდემიის პანდემიით დამარცხება, ან კონტროლზე აყვანა, გაუაზრებელი ფასით, გამარჯვება არ არის, რადგან შემდგომ უკვე გლობალურ კონკურენციაში ერთმნიშვნელოვნად წავაგებთ. ამ ბალანსის დაჭერას ვცდილობთ, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლქვეშ არის, ნახეთ, როგორი სიტყვა ვისწავლე – სეროპრევალენტური კვლევა. ჩავაბარე თქვენი ტესტი?” – განაცხადა გახარიამ.

მეტი...

“არ მაინტერესებს სხვა ქვეყნები, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა თავისი მოქალაქეებისთვის” – გიორგი გახარია

“არ მაინტერესებს საერთოდ სხვა ქვეყნები და არ ვედრები არავის, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა შეუძლია და რას აკეთებს საქართველოს მთავრობა დღეს თავისი მოქალაქეებისთვის”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა. რომან გოცირიძემ პრემიერს კითხვით მიმართა, საქართველოს გარდა, დაესახელებინა მსოფლიოში ერთი ქვეყანა, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს პანდემიის პერიოდში არ გაუწია არც ერთი თეთრით ფულადი დახმარება. „არ დავასახელებ, არ მაინტერესებს საერთოდ სხვა ქვეყნები და არ ვედრები არავის, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა შეუძლია და რას აკეთებს საქართველოს მთავრობა დღეს თავისი მოქალაქეებისთვის“,- აღნიშნა გახარიამ.

მეტი...

“დიდი ჟრიამულია და ხომ არ დაიღალეთ, მეგობრებო“ – გახარია დეპუტატებს

“ხომ არ დაიღალეთ, მეგობრებო? რაღაც ძალიან დიდი ჟრიამულია”, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ახმაურებულ დეპუტატებს. “ვემზადებით”, – იყო დეპუტატებისგან პასუხი. კითხვებზე პასუხისას ოპოზიციამ გიორგი გახარიას სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა მათ ასე მიმართა: „ე ბიჭო, მაცადე რა კაცო“. გიორგი გახარია, ამ წუთებში საპარლამენტო ტრიბუნიდან დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

მეტი...

“საჭირო საქმეს ვაკეთებდით და თუ ვინმეს ვაწყენინეთ ამისთვის ცალკე კიდევ ბოდიში” – გახარია დეპუტატებს

“ძვირფასო პარლამენტარებო, ეს რეგლამენტი თქვენი მიღებულია და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი თანამდებობის პირები შეიძლება იყვნენ წარმოდგენილები”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატთა ნაწილის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც მთავრობის წევრები პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და მათ შორის, არც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს პარლამენტში არ მივიდნენ. „აქ ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ წარსულზე ვსაუბრობთ, მომავლის გეგმებზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ აქ მოვედით ჩვენი ნებით, ანგარიშის სახით, იმიტომ რომ გვესმის ნაწილობრივ ლეგიტიმური კითხვების, რატომ არ ვიყავით მაგალითად საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს და ა.შ. თუმცა ამასაც…

მეტი...

“მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებული ვიქნებით” – გიორგი გახარია

“მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, სურსათის მომარაგების მხრივ ქვეყანაში პრობლემები არ იქნება. „რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ რაღაც მოდელები თანამშრომლობის, ერთობლივი მუშაობის ბიზნესთან, კონკრეტულ კომპანიებთან უკვე დავალაგეთ, მაგრამ ასევე სახელმწიფოს მხრიდან რეზერვების შექმნის, უფრო დამოუკიდებლად რომ ვიმოქმედოთ, აქაც უკვე გარკვეული სქემები გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ დაგროვილი რეზერვები უკვე არსებობს და ჩვენ ამ მუშაობას ვაგრძელებთ. მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით. ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფას რაც…

მეტი...

“ვერავის მოვუწოდებთ ჯარიმების გაუქმებისკენ, რადგან შემდგომში ამ ინსტრუმენტების შემაკავებელი ძალა უბრალოდ არ იმუშავებს” – გიორგი გახარია

“მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია შემდგომისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა, ასევე კარგად მესმის, რომ ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას, მით უმეტეს, რაღაც დირექტიულს ვერ მივცემთ პარლამენტს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მისი თქმით, შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება ხელისუფლებას შესაძლოა, კიდევ დასჭირდეს და მთავრობა ვერ გამოვა ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივით. „ახლა ძალიან კარგად მესმის, ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი და ჩვენ ეს შემაკავებელი ინსტრუმენტი საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ. განსაკუთრებით მას შემდგომ, როდესაც რეკომენდაციებმა ეფექტურად არ იმუშავა. მინდა, გითხრათ, რომ…

მეტი...

“ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ” – ამირან გამყრელიძე რუსეთის საგარეო უწყებას პასუხობს

“ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსეთის საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, სპეკულაციურ აზრებს საფუძვლად უდევს პოლიტიკური სარჩული, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ პარტნიორობას უკავშირდება. „დიახ, ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორია აშშ და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას, რომ ასეთი უზარმაზარი დახმარება გაუწია ქვეყანას. არ მინდა, ამაზე ღია ეთერში საუბარი, იცით ხომ რა ვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და იგივე იმ ქვეყანაში, რომელიც ლუგართან დაკავშირებით ბრალს გვდებს. რუსეთი მესამეა დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. პირიქით, ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ. ჩვენ მათ რამდენჯერმე შევთავაზეთ საერთო თემატიკაზე…

მეტი...

ერთიანი ეროვნულ გამოცდების თარიღისა და ფორმატის ცვლილება არ განიხილება

საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ერთიანი ეროვნულ გამოცდების თარიღისა და ფორმატის ცვლილება არ განიხილება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ივნისის თვეში უკვე კონკრეტულად დასახელდება გამოცდების თარიღი. „ამჟამად ორიენტაცია გვაქვს ივლისზე, როგორც ეს იყო წინა წლებში, ერთადერთი შესაძლო ცვლილება, რაც შეიძლება მოხდეს, არის აგვისტოსკენს გადატანა და ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კონკრეტული ეპიდსიტუაცია. დეტალებთან დაკავშირებით იქნება სპეციალური ბრიფინგი, რომელიც შედგება ივნისში და კონკრეტული თარიღები ეროვნული გამოცდების გაცხადდება“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მეტი...

„რაღაც უნდა გქონდეს ცარიელი, გახარიაზე, რომ თქვა თითქოს ხელცარიელი მოვიდა  პარლამენტში“ – გია ვოლსკი გოცირიძის რეპლიკაზე

„სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა და შექმნილ სიტუაციაზეც ისაუბრა, არის შეუსაბამო შეკითხვები, მაგრამ ესეც კონსტრუქციულად ჩავუთვალოთ“, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს რომან გოცირიძის საპასუხოდ განაცხადა. ვოლსკი თვლის, რომ გახარიას მოხსენება საინტერესო იყო: „რაღაც უნდა გქონდეს ცარიელი, რომ თქვა გახარიაზე თითქოს ხელცარიელი მოვიდა პარლამენტში, იყოს შეკითხვები კრიტიკული, ამ ყველაფერზე პასუხები იქნება. საკმაოდ საინტერესო მოხსენება ჰქონდა, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. ესენი ამბობენ 130 მილიონი რატომ არ ნაწილდება, გეგონება ვინმეს, რაიმე ინტერესი აქვს, რომ ეს თანხები არ განაწილდეს. რასაც მოველოდით მაინც იყო „ნაცმოძრაობისგან“ ის წამოძახილი, რომელიც პოლიტიკურ ასპექტში იყო გახვეული მთლიანად.“ –…

მეტი...

“შედეგები მეტყველებს, რომ საქართველომ პანდემიასთან ბრძოლას უაღრესად წარმატებულად გაართვა თავი” – ზალკანიანი

პრემიერის დღევანდელი გამოსვლა და ის ფაქტი, რომ მან თავისი ინიციატივით გადაწყვიტა პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე გამოსვლა და საუბარი გაწეული საქმიანობის შესახებ, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს ჟურნალისტებს პარლამენტში გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ განუცხადა. „საათნახევრის განმავლობაში პრემიერმა ისაუბრა ყველა იმ ძირითად საქმიანობაზე, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში განახორციელა საკოორდინაციო საბჭომ და მთავრობამ პრემიერ-მინისტრის მეთაურობით. ფაქტია, რომ განხორციელებული საქმიანობა და შედეგები მეტყველებს, რომ საქართველომ უაღრესად წარმატებულად გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება. ეს არის ის შეფასება, რომელსაც ვისმენთ საერთაშორისო პარტნიორების და ორგანიზაციების…

მეტი...

“მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე ქართველ სამხედროებს, ეს ხალხი ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იყო და უაღრესი მადლობა ეკუთვნით” – გიორგი გახარია

მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ღონისძიებებისთვის, რომელიც მან მიიღო და მოუწია პანდემიასთან ბრძოლაში ჩართვის თვალსაზრისით. ამაში ჩართული იყო 10 000 ქართველი პოლიციელი და ისინი ამაგრებდნენ 130-ზე მეტ ბლოკპოსტს. არაფერს ვამბობ კომენდანტის საათისა და სხვადასხვა სახის მათთვის არასპეციფიკური ფუნქციების შესრულების თვალსაზრისით. ეს ხალხი იყო ბრძოლის წინა ხაზზე, ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე და მათ ეკუთვნით უაღრესი მადლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. მთავრობის მეთაურმა, აგრეთვე, მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს. „4 800 ქართველი სამხედრო, რომლებმაც…

მეტი...

“პრემიერი პარლამენტში მოვიდა ხელცარიელი და ჯიბეცარიელი” – რომან გოცირიძე

თქმით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მთელ მსოფლიოში, რომელმაც პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არცერთი თეთრით არ გაუწია. „კვლავ გაუგებარია, როდის იქნება ეს ფული, რა რაოდენობის იქნება, რას აპირებს ბიზნესთან დაკავშირებით. არცერთ სიტყვაზე არ უნდა ვენდოთ, სანამ არ შემოვა ბიუჯეტი. ყველაზე მთავარი, როდესაც პანდემიის პერიოდში ამბობდნენ, რომ კორონავირუსი ყველაზე მეტად ვნებს იმ ადამიანს, ვისაც არ აქვს იმუნიტეტი და ვისაც ახლავს სხვა დაავადებები, ზუსტად ასეთ ვითარებაში იმყოფება საქართველოს ეკონომიკა. საქართველოს ეკონომიკა ვირუსს შეხვდა იმუნიტეტის გარეშე და თანმდევი, მრავალი დაავადებით. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საკრედიტო სააგენტოს კვლევა, ჩატარდა 63…

მეტი...

“გულდასაწყვეტია, რომ ზოგი შეკითხვა, რომელსაც ასე თუ ისე, საქმიანი ხასიათი აქვს, შეფუთულია პოლიტიკური სპეკულაციით” – გია ვოლსკი

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ზოგიერთი შეკითხვა, რომელსაც ასე თუ ისე, საქმიანი ხასიათი აქვს, შეფუთულია პოლიტიკური სპეკულაციით და შეურაცხმყოფელიც არის, განსაკუთრებით, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელზეც სტრასბურგიდან 55 საქმეა ჩამოსული, რომელიც ადასტურებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. რა თანხაზეა საუბარი, რომელიც სახელმწიფომ დღეს უნდა გადაიხადოს იმ სისხლიანი დანაშაულებებისთვის, რაც ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩაიდინა?- ამ კითხვით საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მიმართა. გიორგი ვოლსკი, ასევე, დაინტერესდა, რა ღონისძიებებით შეხვდება საქართველო წინასაარჩევნოდ კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღას და რა გამოცდილება მიიღო ამ პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ. „არჩევნების პერიოდს უწევს გამოცხადებული შესაძლო მეორე ტალღა და წინასაარჩევნო…

მეტი...

„ტრამპი ამბობდა 3000 ამერიკელი დავაბრუნეთო და დიდ ამბად მიაჩნდა“ – გუგული მაღრაძე

უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე პანდემიის დროს ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს, პარლამენტის წევრი ამერიკის პრეზიდენტის რეპლიკაზე ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლებას წარმატებულ ნაბიჯს უწონებს: „ძალან დიდი საქმე გაკეთდა, ხელისუფლებამ ათასობით ადამიანი ჩამოიყვანა, მაშინ როცა ტრამპი ამბობდა 3000 ამერიკელი დავაბრუნეთო და დიდ ამბად მიაჩნდა, ისიც ვიცით, რომ ხარვეზის გარეშე მუშაობა არ შეძლება და იქნებოდა ხარვეზები, მთავრი გაკეთდა ის, რომ ჩვენ ვენდობით ჩვენს ხელისუფლებას.“ – განაცხადა გუგული მაღრაძემ. მანვე ყურადღება გაამახვილა ქართულ პროდუქციაზე და განაცხადა, რომ ქართულ პროდუქტს პოლულარიზაცია უნდა გაეწიოს.

მეტი...

“თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგად COVID-19-ის ანტისხეულები ათასიდან 6 ადამიანს აღმოაჩნდა და არა 6 პროცენტს” – თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძემ ანტისხეულებზე ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების შესახებ განმარტება გააკეთა. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, მან გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ამ საკითხზე საუბრისას ტექნიკური შეცდომა დაუშვა. „მე გუშინ „კავკასიის“ ეთერში ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში ათას კაცზე. ვთქვი ისიც, რომ ჯერ არ დამთავრებულა ეს კვლევა და შედეგი საბოლოოდ ჯერ არ არის შეჯამებული. მაგრამ დავუშვი ერთი უნებლიე ტექნიკური შეცდომა – ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10%, მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი პოზიტიური და არა პროცენტი. ეს გაითვალისწინოს ყველამ, რომ ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1 000 კაციდან გვყავს 6-10 ადამიანი,…

მეტი...

“ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ ხელისუფლებამ შეზღუდვები არამიზნობრივად გამოიყენა” – გიორგი გახარია

კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო და თითოეულ თქვენგანს გავახსენო, რამხელა დებატები იყო აქ იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის ინიციატივითაც მთავრობა გამოვიდა და შემდგომ თხოვნით მიმართა პარლამენტს და პარლამენტმა დააინიცირა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ შეზღუდვები ვინმემ არამიზნობრივად გამოიყენა. „ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ის მოხსნები, რომელიც შეგვეძლო, დღეს უკვე გავაკეთეთ. ვერავინ მოიყვანს ვერც ერთ მაგალითს, რომ მთავრობამ ან ხელისუფლებამ რაიმე სახის, არამიზნობრივად, ვგულისხმობ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის გარდა, ეს შეზღუდვები გამოიყენა. ეს ყველაფერი…

მეტი...

„ბიუჯეტში მილიონ 800 მილიარდი დაგვაკლდება“ – გიორგი გახარია

პრემიერის ინფორმაციით საქართველომ მოახერხა კრიზისი პერიოდში დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკება, როგორც გახარიამ განაცხადა თანხის ათვისება ეტაპობრივად დაიწყო. „პრობლემა ამ  პანდემიის არის მოთხოვნის და მიწოდების ერთობლივი კრიზისი, ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა იყო ტურიზმი, ეს ის სფეროა, რაც კრიზისის ქვეშ დადგა, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებელი შემცირდება 4 % – ით და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტურიზმი მგრძნობიარეა, ამ მდგომარეობით კი 12 მილიონი ტურიზმის მოლოდინში საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოება იყო მომზადებული, დღეს არ იქნება ეს მოთხოვნა. რეალური მონაცემები შემდეგია: ჩვენ დაგვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლები მილიონ 800 მილიარდი, 600 მილიონი ლარით შევამცირებთ…

მეტი...

„მომხმარებელს ტანსაცმელსა და ფეხსაცმლზე უცვლელ ფასებს ვთავაზობთ“ – „ნავნეს“ განცხადება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ივნისიდან, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები იხსნება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ მაღაზიათა ქსელ „ნავნედან“ აცნობეს, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ფასების მატებას არ გეგმავენ. „გავიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი, როდესაც კომპანია სრულიად შემოსავლების გარეშე დარჩა. თუმცა მალევე მოვახერხეთ ადაპტირება და როგორც კი ნებადართული გახდა ონლაინ გაყიდვები ჩვენც აქტიურდ ჩავერთეთ ამ პროცესში, რამაც საშუალება მოგვცა  შეგვენარჩუნებინა თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილები. ჩვენი მაღაზიები ამჟამად ნაწილობრივ არის გახსნილი. გაყიდვაშია მხოლოდ  კოსმეტიკა, პარფიუმერია, თავის მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია. ორშაბათიდან მაღაზიები სრული დატვირთვით იმუშავებს. ველოდებით უსაფრთხოების სტანდარტების ახალ რეგულაციებს. ჩვენ გავითვალისწინეთ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა…

მეტი...

„გახარია არის ჯალათი“ – თინა ბოკუჩავა

“ბატონო გახარია კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან გავიდა სამი თვე და დღემდე საქართველოს არცერთ მოქალაქეს ერთი თეთრი არ შეხვედრია,” – ამ რეპლიკით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ გიორგი გახარიას. ბოკუჩავა თვლის, რომ პრემიერი კითხვებს ვერ პასუხობს, მანვე აღნიშნა, რომ ეპიდემიას, მოსახლეობის მხოლოდ 5% შეხვდა დანაზოგოთ. „ეპიდემიას მოსახლეობის მხოლოდ 5 % შეხვდა დანაზოგით, რატომ გათვალეთ ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობის მხოლოდ 10 % – ზე, როცა 90% შიმშილობს, იმ დროს, როცა ღარიბაშვილი ასიათასობით ლარს ხარჯავს საათებზე. გიორგი გახარია არის ჯალათი, გახარია არის „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი შემოქმედი, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ამოეფაროთ…

მეტი...

„კრიზისი არის გლობალური და საქართველოს ეკონომიკაზე ექნება სერიოზული ზეგავლენა“ – გიორგი გახარია

გიორგი გახარიამ იმ მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა, რაც მსოფლიოსთან ერთად საქართველოსაც გლობალური გამოწვევების წინაშე დააყენებს. პრემიერის თქმით ეკონომიკის დაბალანსების გარეშე სახელმწიფო დამატებით ხარჯს ვერ გაიღებს. „ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კრიზისი არის გლობალური და საქართველოს ეკონომიკაზე ამას ექნება ზეგავლენა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეკონომიკური პარამეტრების შემცირება ერთად დავადასტურეთ სავალუტო ფონდთან. ჩვენი სამიზნე ობიექტი პირველ რიგში არის სოციალური დახმარება მოქალაქეებისთვის, მეორე ჩვენი დახმარება ნაწილობრივ მოქალაქის და ნაწილობრივ კომპანიისთვის და მესამე კომპანიებისთვის, რათა კომპანიები ლიკვიდაციას გადავარჩინოთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კომუნალური ხარჯების დაფარვაზე, რაც შეეხო მილიონ ორასი ათას ოჯახს, ოჯახს და არა ადამიანს, ასევე ბანკებთან მოვახდინეთ…

მეტი...

მთავრობა იმ მოქალაქეებსაც დაეხმარება, რომლებსაც ბინის შეძენა სურთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მოსახლეობას იპოთეკურ სესხებს წლის ბოლომდე დაუსუბსიდირებს. პრემიერის თქმით, მთავრობა ყველას დაუდგება გვერდში, ვისაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სურს. „არსებობს გეგმა, რომელიც დაეხმარება არა მხოლოდ კომპანიებს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც გეგმავს ბინის შეძენას. ან, პირველადი შენატანი უკვე გადაიხადეს. ყველა რისკი სახელმწიფოსგან იქნება დაზღვეული. დღეიდან, წლის ბოლომდე, სახელმწიფო მოახდენს ყველა იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მეტი...

„მოქალაქეებს შემოსავალი შეუმცირდებათ ან საერთოდ გაუქრებათ, რადგანაც დაკარგავენ სამსახურს“ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში, პარლამენტის ტრიბუნიდან „კოვოდ 19“-ით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალზე  საუბრობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს არის გრძელვადიანი კრიზისი, რომელიც მოსახლეობაზე ნეგატიურად აისახება. „ეს არის გრძელვადიანი კრიზისი. მოქალაქეებს შემოსავლები შეუმცირდებათ ან საერთოდ გაუქრებათ, რადგან დაკარგავენ სამსახურს. ჩვენი დახმარება ეხება  ნაწილობრივ მოქალაქეს და ნაწილობრივ კომპანიას იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ შეძლებისდაგვარად.  ასევე, კონკრეტული დახმარება კომპანიებისთვის, რომ კომპანიები გადავარჩინოთ კრიზისის პერიოდში. მე არ ვამბობ, რომ ეს არის პოსტკრიზისულ პერიოდში. პოსტ კრიზისული გეგმა ეს არის ზღვა ისტორია. დღეს თუ ვინმე საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე, მათ საერთოდ არაფერი გაეგებათ ეკონომიკაში.…

მეტი...

“სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, რომელიც პანდემიას ებრძვის ტესტირების თემა ხდება პოლიტიკური თემა“ – გიორგი გახარია

პრემიერმა პარლამენტიდან საკარანტინე სივრცის შექმნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მაგალითი, მსოფლიო ტურიზმის პროტოკოლში გამოიყენება. გახარიამ პისიარ ტესტებზეც გაამახვილა ყურადღება და პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. „სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში, რომელიც პანდემიას ებრძვის ტესტირების თემა ხდება პოლიტიკის თემა. მსოფლიოში არსებობს ოქროს სტანდარტი, ეს არის პისიარ ტესტირება, ქვეყანაში გვაქვს უმაღლესი დონის ლაბორატორიები, რომლებსაც შეუძლია პისიარ ტესტების ჩატარება. ზოგიერთები მოგვიწოდებენ გავხსნათ ყველაფერი ერთად, ყველაფერი უნდა მოხდეს გეგმის მიხედვით. ყველა სახის ნაჩქარევი და სწრაფი გახსნა არის პასუხისმგებლობა ადამიანების სიცოცხლეზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ტურიზმის გახსნაზე ვიქნებით ერთ – ერთი პირველი ქვეყანა, ეს არის პასუხისმგებლობა,…

მეტი...

„სურსათზე ფასის დაფიქსირებას არავინ არავის დაპირებია“ – გიორგი გახარია

საქართველო პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთვრობამ სრულად შეასრულა ის პირობა, რაც სურსათის ნაწილში საქართველოს მოსახლეობას მისცა. როგორც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, მათ სურსათზე ფასების დაფიქსირების პირობა არ გაუციათ.    „ჩვენ ვთქვით, რომ პანდემია არის გლობალური.  ჩვენმა მეზობლებმა ან მომწოდებელმა ქვეყნებმა ძირითადმა სასურსათო პროდუქტებზე გადაკეტეს ბაზრები. ეს იყო ხორბალი, შაქარი, ბურღულეული და ასე შემდეგ. ეს იყო უბრალოდ ის, რომ ქვეყანა გარკვეული პანიკის ნიშნების წინაშე იდგა. ამიტომაც შეიქმნა სპეციალური ჯგუფი. ჩვენ გავაკეთეთ ქვეყანაში 9 აუცილებელ სასურსათო პროდუქტზე სტრატეგიული მარაგები, რომელიც დღესაც გვაქვს. არ მინდა არავის სპეკულირების საშუალება მივცე. არავინ არავის დაპირებია…

მეტი...

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის განუკითხავი ქმედებები მთელი მსოფლიოსთვის და რეგიონისთვის საფრთხის შემცველია” – გია ვოლსკი

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის განუკითხავი ქმედებები არის მთელი მსოფლიოსთვის და რეგიონისთვის საფრთხის შემცველი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა „ღია ცის შეთანხმების“ შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით. გია ვოლსკის შეფასებით, ზოგადად საფრთხეები საკმაოდ ბევრია. „საფრთხეები ზოგადად ბევრია, მაგრამ ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის განუკითხავი ქმედებები არის მთელი მსოფლიოსთვის და რეგიონისთვის საფრთხის შემცველი, მაგრამ ჩვენთვის ამ თემას პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები მხარს გიჭერს პოლიტიკურად და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ დაშვებამ განაპირობა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი ნაბიჯები, ეს…

მეტი...

“ზუსტად 102 წლის წინ, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს და დღეს პარლამენტის ფუნქცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი” – გახარია

ზუსტად 102 წლის წინ, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს და დღეს პარლამენტის ფუნქცია, ქვეყანაში მის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში საპარლამენტო კონტროლის ჩათვლით არის უაღრესად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. „მოგესალმებით, პატივცემულო დეპუტატებო. ჩემთვის პატივია დღეს მქონდეს შესაძლებლობა, მოგმართოთ თქვენ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი სურვილით, მთავრობის და საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობით ვართ აქ. მინდა, დავიწყო იმით, რომ ზუსტად 102 წლის წინ, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს და დღეს პარლამენტის ფუნქცია, ქვეყანაში მის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, საპარლამენტო კონტროლის ჩათვლით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, იმ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობაზე, რომელიც ჩვენ გვაკისრია ჩვენი მოქალაქეებისა და პარლამენტის წინაშე, აგრეთვე, იმ კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა, შეუძლებელი იყო, რომ სწორედ ამ ტრიბუნიდან არ გაგვეცა პასუხი,“- აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...