“პრემიერ-მინისტრი გამოდგა შესანიშნავი კრიზისმენეჯერი” – თენგიზ ცერცვაძე

“საგანგებო ზომების მიღება დროზე დავიწყეთ და ეს დიდი დამსახურებაა ჩვენი ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ვერტიკალის, დაწყებული ექიმიდან, დამთავრებული პრემიერით, რომელიც გამოდგა შესანიშნავი კრიზის მენეჯერი”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ გატარებულლი ყველა საპასუხო ზომა გატარებული იყო დროულად, ეფექტურად და ადეკვატურად. “ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ყველაფერი ეს იყო საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების პირობებში. დღეს ეს მოიხსნა, მოიხსნა ნაწილობრივ, მაგრამ მაინც, მოიხსნა. აი, ახლა ვართ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში. ძალიან საინტერესოა, რა მოხდება ახლა, რა მოხდება უახლოესი ერთი-ორი კვირის განმავლობაში. ერთი-ორი კვირის მერე…

მეტი...

ჯემალ გამახარია თანამემამულეებს წმინდა სვიმონ კანანელის დღეს ულოცავს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს ულოცავს თანამემამულეებს და იქვე აღნიშნავს, რომ 2014 წლიდან ეს დღე აფხაზეთის დღედაც არის დადგენილი, რაც შემთხვევით არ მომხდარა. ვინაიდან მთლიანად მსოფლიოში და საქართველოშიც კოვიდ 19-ის პანდემიასთან  დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო შეუძლებელია 23 მაისის ისე მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშვნა როგორც აქამდე ხდებოდა, ამ დღეს ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები აფხაზეთიდან დევნილთა იმ ნაწილს ხვდებიან,  რომლებიც განსაკუთრებულად საჭიროებენ დახმარებას და თანადგომას. დღეს ზუგდიდში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია და აპარატის თანამშრომლები ვექტორის დასახლებაში…

მეტი...

სომხეთში 96 წლის კაცმა COVID19 დაამარცხა

“სომხეთის ერთ-ერთ კლინიკაში 96 წლის კაცმა COVID19 დაამარცხა”, – ამის შესახებ რუსული მედია კლინიკის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით წერს. მამაკაცი კლინიკიდან უკვე გაწერეს. „ის ჩვენს კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს და სხვა დაავადებები არ ჰქონდა“, – აცხადებს კლინიკის პრეს-სამსახური. მისი თქმით, პაციენტი აცხადებს, რომ მკერდში 20 წლის კაცის გული აქვს.

მეტი...

Tik-Tok-ზე ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ არის მოხსენიებული – საგარეო უწყება

სოციალურ პლატფორმა Tik-Tok-ზე არსებული ხარვეზი აღმოფხვრილია, ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ არის მოხსენიებული. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, უწყება აქტიური მუშაობა ჩაატარა ჩინურ მხარესთან როგორც თბილისში, ასევე პეკინში. „საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატმა, ისევე როგორც ჩვენმა საელჩომ ჩინეთში, ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო მუშაობა ამ საკითხზე. შეხვედრები გაიმართა თბილისსა და პეკინში, მათ შორის ჩვენი ელჩი ჩინეთში შეხვდა კომპანიის ხელმძღვანელობას, რა დროსაც მათ ბოდიში მოიხადეს აღნიშნული ხარვეზის გამო და დაგვპირდნენ მის მალევე გამოსწორებას. ზოგადად საგარეო უწყება ყოველთვის რეაგირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე და…

მეტი...

ქართულ ცაზე პირველი თვითმფრინავი გამოჩნდა

საქართველოს საჰაერო სივრცე გაიხსნა. დღეს “მედიაცენტრის მთავარის” კამერამ დააფიქსირა, როგორ გადაუფრინა დედაქალაქს თვითმფრინავმა.

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის სანიტარული სამსახურის უფროსმა მარინა კოჩიევამ განაცხადა. მისივე თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ზე ტესტირება 71 ადამიანს ჩაუტარდა. ერთის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ამ დროისათვის რეგიონის საავადმყოფოებში 29 კოვიდინფიცირებული რჩება. 2 მათგანი მედიცინის მუშაკია. ორკვირიან კარანტინში იმყოფება 150 ადამიანი.

მეტი...

“ვევედროთ უფალს, სიყვარულით, ერთობით მოვესწროთ გამთლიანებულ სახელმწიფოს” – მეუფე შიო

“ვევედროთ უფალს, რათა სიყვარულით, ერთობით კვლავ მოვესწროთ ჩვენს გამთლიანებულ სახელმწიფოს და ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან ერთად სიყვარულით შევძლოთ აფხაზეთის დღის აღნიშვნა”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა. მეუფე შიომ მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში პარაკლისი აღავლინა. “ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღეს გილოცავთ. დღეს არის წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენება და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევას და მოლოცვას. თქვენ იცით, რომ მან ეს დღე დაადგინა როგორც აფხაზეთობა, აფხაზეთის დღესასწაულად. ვინაიდან, წმინდა სვიმონ კანანელმა აფხაზეთში იქადაგა. ის აფხაზეთის და ჩვენი…

მეტი...

საია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

“სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა არაერთი ორგანიზაციის, მათ შორის, საიას მოწოდება, არ შეეტანა ინიცირებული ცვლილებები ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში და მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა წარდგენილ კანონპროექტს. შესაბამისად, საიამ მიიღო გადაწყვეტილება, შესული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს”, – ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში. „სადავო ნორმების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობაზე უფლებამოსილების დელეგირებას ახდენს. დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობას ან მთავრობის მიერ დადგენილ სამინისტროს, საკარანტინო ღონისძიებების განსაზღვრის უფლებამოსილება ეძლევა. თავის მხრივ, საკარანტინო ღონისძიებები მოიცავს მიმოსვლის თავისუფლების, საკუთრების უფლების, შრომის უფლების, მეწარმეობის უფლების ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას. შესაბამისად, საქართველოს…

მეტი...

ავტომობილის მფლობელებს, რომლებსაც ტექინსპექტირების გავლა საგანგებო მდგომარეობის დროს უწევდათ, ტექდათვალიერებისთვის ორთვიანი ვადა მიეცათ

ავტომობილის მფლობელებს, რომლებსაც პერიოდული ტექინსპექტირების გავლა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უწევდათ, ტექდათვალიერების გასავლელად დამატებით ორთვიანი ვადა მიეცათ. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ავტომობილის მფლობელებმა სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება მიმდინარე წლის 21 ივლისამდე უნდა განახორციელონ. „მათ, ვისაც უკვე დღეიდან უწევდათ ტექინსპექტირების გავლა, ვალდებულები არიან ავტომობილების დათვალიერება განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 50 ლარით დაჯარიმდრებიან. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა უწევდათსაგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მათთვის განისაზღვრა დამატებით კიდევ 60 კალენდარული დღე, ანუ 21 ივლისამდე ისინი შეძლებენ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლას. თუ მაგალითად დღეს, ან მომდევნო დღეებში უწევთ ტექდათვალიერება, ამ შემთხვევაში უკვე ამ ადამიანებმა თავის დროზე უნდა…

მეტი...

“კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და ეს ჩემი მოგონილი არაა” – ლევან რატიანი

“კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და ეს ჩემი მოგონილი არაა”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. „ყოველდღიურად ვეცნობი ახალ ინფორმაციას, რომელიც ჩემს ან მედიცინის სხვა დარგს ეხება. ჟურნალისტებთან საუბრისას ერთხელ ვთქვი, რომ ეს არის მოსახდელი დაავადება. ეს ჩემი მოგონილი არაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეს არის ვირუსი, რომელსაც აქვს გავრცელების მაღალი უნარი, და ის დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 70-80%-მა უნდა მოიხადოს“, – განაცხადა რატიანმა.

მეტი...

რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი რჩება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ?

საქართველოში 23 მაისის 00:00 საათის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. „კომენდანტის საათი“ აღარ მოქმედებს. მოიხსნა შემდეგი შეზღუდვები: მოიხსნა ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა, გარდა ტაქსით გადაადგილებისა. მოიხსნა ე.წ. კომენდანტის საათი. დაშვებულია ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა: რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურებისა; ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობისა (დასაშვებია „ონლაინ“); სავაჭრო ცენტრებისა (ე. წ. მოლები) და ბაზრობების ფუნქციონირებისა (გარდა ღია ტიპის აგრარული ბაზრობებისა); სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარებისა; სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობებისა; ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობისა. დასაშვები გახდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეკრება და მანიფესტაცია. დასაშვები…

მეტი...

ჩოხატაურის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა

ჩოხატაური, სოფელ კოხნარში საზოგადოებრივ ცენტრში, შენობის შესასვლელთან აფეთქება მოხდა. ჩამსხვრეულია შუშები და გატეხილია ლიბერთი ბანკის ბანკომატი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალოსტები მმუშაობენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მომხდარზე აქტიური საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტი...

იქნება თუ არა „კოვიდ 19“-ის ვაქცინა სავალდებულო – პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავართან“

 „რეალისტები უნდა ვიყოთ. როცა ვაქცინა შეიქმნება, ჯერ თავიანთთვის ექნებათ და მერე სხვისთვის“ –  პაატა იმნაძე აცრების სავალდებულოობაზე „მედიაცენტრ მთავარს“ ესაუბრა. „კოვიდ 19“-ის ვაქცინის სავალდებულოობა სოციალური მედიაში განხილვის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. როგორც ინტერვიუში  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორი პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, აცრები ჯერ არ შექმნილა და როცა შეიქმნება, მასზე ისეთი მოთხოვნა იქნება, ვერავინ ვერავის ვერაფერს დააძალებს.   „ბევრი ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს. ვნახოთ, რამდენად ეფექტური იქნება შექმნილი ვაქცინა. აცრა, რა თქმა უნდა, სავალდებულო არ იქნება, ახალი ვაქცინა ჯერ გამომშვებ ქვეყნებში გაივლის აპრობაციას და შემდეგ უკვე…

მეტი...

რა წესების დაცვა მოგვიწევს ზღვაზე, ტბასა და მდინარეებზე? – პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავართან“

 „როცა ცურავ, ხელი ხომ უნდა იქნიო, შესაბამისად, ახლო-მახლო არავინ იქნება იმ დისტანციაზე, რომ ვურისი გადმოგდოს“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში, რომლიე სრულ ვერსიას 25 მაისს შემოგთავაზებთ. როგორც პაატა იმნაძემ გვითხრა, სამედიცინო ნიღბები არა, თუმცა, დისტანცია სანაპიროზე მკაცრად გაკონტროლდება. „ზღვაში ძირითადად ადამიანები ერთმანეთს არ ეხუტებიან. როცა ცურავ, ხელი ხომ უნდა იქნიო, შესაბამისად, ახლო-მახლო არავინ იქნება იმ დისტანციაზე, რომ ვურისი გადმოგდოს.  „პლაჟზე“ კი  იქნება შეზღუდვები. მოსახლეობას ვურჩევ წყლის ჩაყლაპვას მოერიდონ. ეს ისედაც არ არის სასურველი, თუმცა,  სავარაუდოდ, წყლის გზით არ ვრცელდება.…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 509-ს შეადგენს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 728 შემთხვევა არის დადასტურებული. გარდაცვლილია 12 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 3259 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ქვეყანაში დღეს კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, გუშინ ქვეყანაში კორონავირუსის 723 დადასტურებული შემთხვევა იყო, დღეს დაემატა ხუთი და გახდა 728 დადასტურებული შემთხვევა. „ამ ეტაპზე, „კოვიდ 19“-ით ცენტრებში მკურნალობს 207 პაციენტი. ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, სამი არის უკვე არსებული დაავადებულებთან კონტაქტი, ორი არის საკარანტინო სივრციდან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

მსოფლიოში „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ორ მილიონს მიაღწია

ჯონს ჰოპკინსის განახლებული მონაცემებით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-სგან ორ მილიონამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამასთან, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 5 213 483 შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებლით პირველ ადგილზე ისევ აშშ-ია – 1 601 434 შემთხვევით. მეორე ადგილზე რუსეთი ბრაზილიამ ჩაანაცვლა, სადაც კოვიდ-19-ის 330 890 შემთხვევაა გამოვლენილი. მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ისგან გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 338 225-ს აღწევს.

მეტი...

დღეიდან თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, 23 მაისიდან, თავდაცვის ძალებშიყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა. ამის მიუხედავად, ყველა სამხედრო ნაწილში ნარჩუნდება კონტროლის მკაცრი ზომები და უსაფრთხოების წესები. „შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალები კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყაზარმულ მდგომარეობაზე 21 მარტიდან გადავიდა. შესაბამისად, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, შეწყდა სამხედრო მოსამსახურეების დათხოვნა, შვებულებაში გასვლა და სამხედრო ბაზები უცხო პირთათვის დაიხურა. პარალელურად თავდაცვის ძალები აქტიურად ჩაერთნენ ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციაზე, 85 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო, სადაც პროცესის მართვას ერთობლივად ახორციელებდნენ. 22 მარტიდან დღემდე, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა,…

მეტი...

დღეიდან 3-ზე მეტი პირის მანქანით გადაადგილება ნებადართულია

“ავტომობილით სამზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა და ის მხოლოდ ტაქსებზე ვრცელდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მიმდინარე წლის 30 მარტს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული №204 დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალებოდა სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან ერთად, მგზავრები უნდა განთავსებულიყვნენ მძღოლის უკანა მხარეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, თუ სატრანსპორტო საშუალების სალონის მოწყობა ამის შესაძლებლობას იძლეოდა.

მეტი...

“არსებობს რისკები, რომელსაც შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ უნდა ველოდოთ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ არსებობს რისკები, რომლებსაც შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ უნდა ველოდოთ.  “როდესაც ეპიდემიური მდგომარეობიდან გამოდიხარ, არსებობს გარკვეული რისკები. მაგრამ სწორედ ისაა მართვის ხელოვნება ამ დროს, რომ დააბალანსო რისკები და შესაძლებლობები. შესაძლოა, მომავალში კვლავ გვქონდეს იმაზე მეტი შემთხვევები, ვიდრე ეს დღეს გვაქვს, მაგრამ მთავარია ამას როგორ ვმართავთ. ჩვენი სტატისტიკიდან გამომდინარე კი ამას, ჯერჯერობით, ნორმალურად ვუმკლავდებით. ჩვენი მთავარი მიზანია ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, ვამსუბუქოთ გარკვეული შეზღუდვები და აღვადგინოთ ეკონომიკა,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“ქორწილის ჩატარებას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანის” – ამირან გამყრელიძე

“სანამ ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს, მოქალაქეებმა მხოლოდ 10  კაციანი ქორწილები უნდა გადაიხადონ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. “ქორწილს ჩატარებას შევძლებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით, 10 კაციანის, სანამ ეპიდსიტუაცია არ მოგვემს საშუალებას. კორონავირუსმა ძალიან კარგად გვასწავლა დღეს ხელების დაბანა, მთელი ქვეყანა სპირტიანი დეზინფექტორებით იმუშავებს ხელს, ამასაც გვასწავლის, რომ ზოგჯერ ზღვარს გადასული, თუმცა ძალიან კარგი ტრადიცია, ასე აღვნიშნოთ,” – თქვა ამირან გამყრელიძემ. 

მეტი...

როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რა შემთხვევაში ამოქმედდება ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი. “მესმის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი სერიოზული დისკომფორტია. დღეს იყო ამაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოზეც. ჩვენ თუ რამეს მივაღწიეთ საქართველოში, ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც იქნა გამოყენებული, დროულად და სწორად, ეს იყო მობილობის დაგდება ქვეყანაში. მესმის, რომ ეს რთულია. მაგრამ, როდესაც სასწორის ერთ პინზე ვდებთ ადამიანთა ჯანმრთელობას, მეორეზე კი გარკვეულ მოთმინებას, ჯობია, რომ ცოტა დისკომფორტი გვქონდეს. მე არამგონია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს. თუ ჩვენ იმ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, რაც დღეს ქვეყანაში არის, ამ საკითხს საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და მიიღებს…

მეტი...