“ხელს ვდებ საქართველოში არსებულ ყველა სიწმინდეზე, ვინმეს შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა” – თეა წულუკიანი

“ხელს ვდებ ყველა იმ სიწმინდეზე, რაც საქართველოში არის, რომ 8 მარტის შეთანხმების ხელშეკრულებაში გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ეს არის ტყუილი” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. “შევწყვიტოთ იმ მომლაპარაკებლების ბულინგი, რომ ისინი თითქოს რაღაცაზე შეუთანხმდნენ ვიღაცას. შეთანხმების მაგიდასთან ალბათ იყო საუბარი იმაზე, თუ ვის რა სურს და რაკი შემდეგ შეთანხმებაში ეს ნაწილი არ იყო, მაინც გაგრძელდება მოთხოვნა, რომ დეპოლარიზაციისთვის თითქოს უკეთესი იყო მათი ციხიდან გამოსვლა.  საერთაშორისო პარტნიორებმა თქვეს, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულებაში არ უნდა იყოს პოლიტიკური ჩარევა, მათ ახსნეს, რომ სწორედ ეს იგულისხმეს. კიდევ აღვნიშნავ, რომ მოლაპარაკებაზე არ…

მეტი...

შიდა ქართლში, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 402 ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, სოფელ მეჯვრისხევში მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა. როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, გამყოფ ხაზთან გორის, ქართლის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან 402 ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ. ქეთევან ციხელაშვილმა და გიორგი ხოჯევანიშვილმა მოსახლეობის საჭიროებების შესახებ მოისმინეს და საქართველოს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით გატარებული და მათ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სახელმწიფო მინისტრმა აღინიშნა, რომ აქტივობა არ არის ერთჯერადი ხასიათის და საბოლოო ჯამში, დახმარებას საქართველოს ყველა რეგიონში გამყოფი ხაზის სოფლების სოციალურად…

მეტი...

ბოლნისში საკონტროლო გამშვები პუნქტის დემონტაჟი მიმდინარეობს

ბოლნისში საკონტროლო გამშვები პუნქტის დემონტაჟი მიმდინარეობს. თავდაცვის ძალები შლიან კარავს და იღებენ სპეციალურ საგზაო ნიშნებს. საკონტროლო გამშვები პუნქტი 61 დღის განმავლობაში იყო მოწყობილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის ძალები საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებდნენ. ასევე, ხდებოდა მუნიციპალიტეტში შემსვლელი და გამომსვლელი პირების თერმოსკრინინგი. მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ბოლნისის ორ სოფელში დარჩება, სოფელ გეტასა და სოფელ მუშევანში. ამ დროისთვის, ბოლნისში კორონავირუსის 160 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 74 პირი გამოჯანმრთელდა, სამი კი, გარდაიცვალა

მეტი...

“ჩვენი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი” – სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემებში ეჭვი შეიტანა. მინისტრის განცხადებას სომხური მედია ავრცელებს.  „ჩვენი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი“, – აღნიშნა მინისტრმა და დაამატა, რომ სომხეთი დაინტერესებულია, რომ მის მეზობელ ქვეყნებში ძლიერი ანტიეპიდემიოლოგიური სისტემები იყოს. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხემძღვანელი ასევე საქართველოსა და სომხეთის მეთოდოლოგიებში სხვაობაზე ისაუბრა. „არსებობს სხვაობა მოქალაქეებში ტესტების ჩატარების მეთოდოლოგიაში. რა თქმა უნდა, მე არ გამაჩნია 100-პროცენტიანი ინფორმაცია, სიმართლე გითხრათ, არც მიმაჩნია ეს ჩვენს პრიორიტეტულ მიზნად, თუმცა, შესაძლოა, საქართველოში ჩატარებული 40 ათასი ტესტიდან ყველა „პისიარ“ ტესტი არ იყოს. მათი ნაწილი შესაძლოა, ყოფილიყო კორონავირუსის ექსპრესტესტი,…

მეტი...

ტყის მართვის 10-წლიანი გეგმების მიხედვით ტყით სარგებლობა, მოვლა და აღდგენა სავალდებულო ხდება

“ტყის ახალი კოდექსი სატყეო სექტორის რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ექვსწლიანი სამუშაო პროცესის შედეგად მომზადდა ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის და გერმანიის მთავრობის დახმარებით”, – ასე შეაფასა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს მიერ მომზადებული ტყის კოდექსი, რომელიც დღეს პარლამენტმა დაამტკიცა. „კანონპროექტი, ამკვიდრებს ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს და მისი მთავარი მიზანია მდგრადი და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის განმარტებით, შეიქმნება სატყეო მეურნეობები. ე.წ. „სოციალური ჭრა“ ეტაპობრივად შეიცვლება სატყეო მეურნეობების აღდგენით. სატყეო მეურნეობები და რეფორმა…

მეტი...

რა შეზღუდვები იმოქმედებს ქვეყანაში 23 მაისიდან? – ირაკლი ჩიქოვანის განმარტება

“ერთობლივმა წარმატებულმა ნაბიჯებმა და ქვეყანაში გატარებულმა ღონისძიებებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ვისაუბროთ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასა და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე”, – ამის შესახებ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 23 მაისის 00:00 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. “მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია გარკვეული რეგულაციების შენარჩუნება. პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება ყველა შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს 15 ივლისამდე. კერძოდ, 23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. კარანტინი…

მეტი...

“რიკოთის საუღელტეხილო გზა დიდ ეკონომიკურ შემოსავალს მოუტანს რეგიონს, ქვეყანას და ამ რეგიონში მცხოვრებლებს” – გიორგი გახარია

“საქართველოში დღეს ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი. მიუხედავად გლობალური პანდემიისა ამ პროექტზე მშენებლობა არც ერთი დღით არ შეჩერებულა და ეს იყო ჩვენი აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში სისტემური პროექტები არ უნდა გაჩერდეს, მათი მშენებლობა უნდა გაგრძელდეს. ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა ძალზედ სერიოზული დასაბუთება, ყველას კარგად გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ქვეყნის ეკონომიკისა და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაური დღეს რიკოზე ვიცე-პრემიერ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძესთან და იმერეთის გუბერნატორ…

მეტი...

პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებებსა და “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა, ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. “დღეს აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, რათა დროულად განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და დადგენილ ვადებში ჩატარდეს სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები, რაზეც ყველას ერთად გვაკისრია პასუხისმგებლობა. მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი, პასუხისმგებელი ვარ დავიცვა ადამიანის ძირითადი უფლებები, რაც მოიცავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებას. ამ უკანასკნელი უფლების დასაცავად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების გამო, საჭირო გახდა კანონით გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება, ისე, რომ არ შეილახოს ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები. წარმოდგენილი კანონით ეს რთული ბალანსი დაცულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი…

მეტი...

“ოპოზიციას სურს, საგანგებო მდგომარეობით ჩაშალოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი” – დიმიტრი ხუნდაძე

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი. ხუნდაძის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ხელი შეეშლება და ეს პროცესი ვერ წარიმართება. „განხილვების დროს, თითქოს, თავიდან იყო შეფარული შემოთავაზებები, მაგრამ შემდეგ ოპოზიციის მხრიდან ღიად გაცხადდა, რომ ასეთ რეგულაციებს სჯობს, მივიღოთ საგანგებო მდგომარეობა და გავაგრძელოთ ის. ამის უკან შევნიშნე, რომ ოპოზიციას სურს, საგანგებო მდგომარეობით ჩაშალოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი და საზოგადოებაში გამოიწვიოს უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, რადგან საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს უფრო მკაცრ აკრძალვებს, ვიდრე…

მეტი...

პარლამენტმა საგანგებო რეჟიმში ორთვიანი მუშაობა დაასრულა

პარლამენტმა საგანგებო რეჟიმში ორთვიანი მუშაობა დაასრულა. დღეს ოფიციალურად დაიხურა პარლამენტის საგანგებო პლენარული სესია და სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა. მომავალი კვირიდან საკანონმდებლო ორგანო საქმიანობის ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდება და საქმიანობას საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გააგრძელებს. პარლამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკაშირებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და კომენდანტის საათი დაწესდა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში თბილისის დროით 17:50 საათზე მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი დმანისიდან 18 კილომეტრში იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

მეტი...

“მადლობა ღმერთს, კორონავირუსი არ მაქვს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდება. ამის შესახებ მან ტელეარხ Россия 24-ის ეთერში, ექიმებთან ონლაინ-რეჟიმში საუბრისას განაცხადა. „მადლობა ღმერთს, რომ მე თქვენი პაციენტი არ ვარ. იმედი მაქვს, რომ არც მომავალში ვიქნები“, – განაცხადა პუტინმა.

მეტი...

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად ინიშნება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 15 ივნისიდან საქმიანობა გააგრძელოს, როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ს მისიაში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში. მისივე თქმით, ამ დროისთვის საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. „15 ივნისიდან ნამდვილად არის გადაწყვეტილება მიღებული, რომ მე საქმიანობა გავაგრძელო როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ს მისიაში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში, რომელიც არის ძალიან საპატიო, ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან კომპლექსური მანდატი. თუმცა 15 ივნისამდე მე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, როგორც სახელმწიფო მინისტრი, ახლაც ოძისში ვიმყოფები…

მეტი...

საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 190 მლნ ევროს ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს

საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის, 190 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ, ორი ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმებებით 70 მილიონი ევრო გათვალისწინებულია სოციალური კეთილდღეობის პროგრამის დასაფინანსებლად, მათ შორის, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. 120 მილიონი ევრო კი – მიიმართება ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის მხარდაჭერისკენ. ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, გაელლე ასაიაჟმა და საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა. აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში. საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელმოწერილი ხელშეკრულებები ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერის,…

მეტი...

აშშ ჯანმოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა კორონავირუსის აფეთქების წყაროს დადგენაზე

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა კორონავირუსის აფეთქების წყაროს გამოძიებაზე. ამის შესახებ აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის მოადგილის, ბრეტ გიროირის ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოსთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. „როგორც პრეზიდენტმა ტრამპა ჯანმოს გენერალური დირექტორისთვის 18 მაისს მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ დროის გაფლანგვა არ შეიძლება და ჯანმომ რეფორმების გატარება უნდა დაიწყოს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ამგვარი პანდემია აღარასოდეს განმეორდეს“, – ნათქვამია აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის მოადგილის წერილში. მისივე თქმით, აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ყოვლისმომცველი გამოძიება ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად კონსულტაციების გზით. „ამგვარი გამოძიება უზრუნველყოფს ვირუსის წყაროსა და მოვლენების განვითარების გრაფიკის გაგებასა და…

მეტი...

კორონავირუსი ზედაპირებზე შეხებით ნაკლებად ვრცელდება – ახალი კვლევა

“ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, „კოვიდ-19“ ძირითად შემთხვევებში, ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება და ნაკლებად ზედაპირებთან შეხებით. ახალი კვლევის თანახმად, დაავადება მარტივად ვრცელდება ადამიანებს შორის ახლო კონტაქტის დროს. კლამასთან, ვირუსი ნაკლებად ვრცელდება ინფიცირებულ ზედაპირებზე შეხების ან ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპიკერი, კრისტენ ნორდლუნდი აცხადებს, ვირუსი ყველაზე ხშირად ინფიცირებული ადამიანისგან გადადის და ამიტომ სოციალური დისტანციის ზომების შენარჩუნება ვირუსისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

მეტი...

პაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულია ყველა მგზავრი

პაკისტანის ეროვნული ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. შედეგად თვითმფრინავის ეკიპაჟი და ყველა მგზავრი გარდაიცვალა. ამის შესახებ Associated Press წერს. თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა და სულ მცირე 5 სახლი გაანადგურა, ამიტომ შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. პაკისტანის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ბორტზე 99 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ძრავი მწყობრიდან გამოვიდა.

მეტი...

“ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მოვეშვათ და არ დავიცვათ პრევენციული ზომები” – თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში გამართულ გუშინდელ დებატებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ვირუსი საქართველოში ჯერ დამარცხებული არ არის. მინისტრის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის არ გაგრძელების მიუხედავად, არ აქვთ ფუფუნება, რომ მოეშვან და პრევენციული ზომები არ დაიცვან. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პარლამენტში ამ საკითხზე გამართული დებატები უსაგნო და სასაცილოც კი იყო. „რაც შეეხება გუშინდელ დებატებს პარლამენტში, დღეს მრავალჯერ ითქვა ჩემი კოლეგების მხრიდან, ბატონი პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ბევრი რამ იქნა მკვეთრად და ხაზგასმით აღნიშნული, ჩემი მხრიდან მინდა, დავძინო, რომ ვირუსი საქართველოში დამარცხებული არ არის. მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის არ გაგრძელებისა…

მეტი...

ნატოში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე იქნება

ნატოში საქართველოს ელჩის პოზიციაზე ალექსანდრე მაისურაძეს ვიქტორ დოლიძე შეცვლის. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ალექსანდრე მაისურაძე კი ჟენევაში განაგრძობს საქმიანობას. „ნატოში ჩვენმა ელჩმა, ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავისი საქმიანობა, მას შეუსრულდა ელჩობისთვის განკუთვნილი ვადა, ამიტომ მივიღეთ გადაწყეტილება, მისი გამოცდილება, მრავალმხრივ ურთიერთობებში გამოვიყენოთ ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლად. ამიტომ, ის საქმიანობას გააგრძელებს ჟენევაში. მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დილიძე, რომელიც იქნება ნატოში საქართველოს წარმომადგენელი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მეტი...

“რაც შევუკვეთეთ და რაც ჩამოვიდა, იმით მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილია” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, შეზღუდვებთან დაკავშირებული კანონპროექტით მმართველმა პარტიამ სხვა რამ შეუკვეთა, თუმცა მიღებული კანონით სხვა შედეგი მიიღო. „ბატონო რომან, ეს არის სახელმწიფო, ეს არის დემოკრატია, ეს არის საპარლამენტო პროცესი, როდესაც რაც შევუკვეთეთ და რაც ჩამოვიდა, იმით, მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილია,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ რომან გოცირიძის კომენტარის საპასუხოდ. ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეს ოპოზიციის კრიტიკის ტონი შერბილებულია, რადგან ისინი მეტ-ნაკლებად კმაყოფილები არიან მიღებული შედეგით. თუმცა, რომან გოცირიძემ ამასთანავე განმარტა, რომ არც ეს კანონი არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს, რადგან მას სერიოზული პრობლემები აქვს და ის გადის…

მეტი...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას წევრმა სახელმწიფოებმა „კოვიდ-19“-თან გასამკლავებლად 800 მილიონი დოლარი გამოუყვეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძვღანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი აცახდებს, რომ „კოვიდ-19“-თან გასამკლავებლად ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის ქვეყნებმა 800 მილიონი დოლარი გამოყვეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ დაწესებული სამიზნე თანხა 1.7 მილიარდ დოლარს გულისხმობდა, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზაციას მოსალოდნელზე 900 მილიონი დოლარით ნაკლები თანხა გამოეყო. „პანდემიის დაწყვებიდანვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დღე და ღამე დაუღალავად მუშაობდა, რათა თავისი წვლილი შეეტანა გლობალურ საპასუხო ღონისძიებებში, ორგანიზაციის სამივე დონის ფარგლებში – ის ეხმარებოდა ქვეყნებს ტექნიკური რჩევებით, იყო პოლიტიკური სოლიდარობის კატალიზატორი, ახდენდა რესურსების მობილიზებასა და კოორდინირებას“- განაცხადა გებრეისუსმა.

მეტი...

“შვედეთში ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტის იმედი ჰქონდათ, თუმცა კვლევებით ჩანს, რომ მიშვების პოლიტიკამ არ გაამართლა” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შევდეთმა და ბელაურსმა პანდემიის პირობებში, მსოფლიოში ყველა სხვა ქვეყნისგან აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა აირჩიეს. მისივე თქმით, ბელარუსში კიდევ გაცილებით ნაკლები შეზღუდვა იყო, ვიდრე – შვედეთში. პაატა იმნაძე განმარტავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ე.წ. პოპულაციურ იმუნიტეტზე ამყარებდნენ იმედს. „ჯერ შემოდგომა არ არის და წიწილების დათვლა ჯერ ადრეა, მაგრამ ჯერ ერთი, როცა შვედეთს ლაპარაკობენ, ესეც საინტერესოა, ასე ვთქვათ, ერთი ფრთა ლაპარაკობს შვედეთზე, მეორე ბელარუსზე და სხვათა შორის, ბელარუსში გაცილებით ნაკლები იყო შეზღუდვები, ვიდრე – შვედეთში. იქ პრაქტიკულად არაფერი შეზღუდვა არ ყოფილა. ანუ, ამ ორმა ქვეყანამ…

მეტი...

“თქვენ, გეშინიათ საარჩევნოდ გალაწუნების, თუმცა ეს გალაწუნება საზოგადოებისგან მაინც მოგიწევთ” – ხუნდაძე ოპოზიციას

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ქვეყანა არის პანდემიის რეჟიმში, მსოფლიო ცხოვრობს განსხვავებულად და ამიტომ საჭიროა განსხვავებული მიდგომები, განსხვავებული გადაწყვეტილებები, უფრო მეტი გონივრულობა და ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა, როცა საქმე ეხება საზოგადოების ჯანმრთელობას და ქვეყნის ინტერესს. „ვფიქრობ, ის არჩევანი, რაც სხვადასხვა ფორმულებით იქნა მოცემული სამი არჩევანიდან ერთ-ერთი უნდა გავაკეთოთ. ნამდვილად სხვა არჩევანია არც გვაქვს, რადგან შემოთავაზება, რასაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ ,ანუ საგანგებო მდგომარეობა გავაგრძელოთ, ამით კრძალავენ იმას, რასაც თვითონ ითხოვენ. საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ და ამ დროს ხაფანგს აგებენ, სადაც საკონსტიტუციო ცვლილება გაებმება ხაფანგში და ვერ გავაგრძელებთ ცვლილებებს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რაც არ უნდა მცირე ლოკაცია იყოს, შეაფერხებს…

მეტი...

დამტკიცებული კანონპროექტით საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არსებული ტყის ფართობები საკუთრებაში გადაეცემა

შესაძლებელია, საპატრიარქოს ტყის ფართობების გარკვეული ნაწილი საკუთრებაში გადაეცეს. პარლამენტმა მესამე მოსმენით (79 მომხრე) „ტყის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. პროექტის მიხედვით, ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს მეორე მოსმენით აქვს დამტკიცებულ

მეტი...

გურიაში, შვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია – დაკავებულია 1 პირი

შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეტა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული მ.ჯ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა განახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს – 1991 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ…

მეტი...

რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს სამი გამოჯანმრთელებული დატოვებს

რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს სამ გამოჯანმრთელებულ პაციენტს გაწერენ. ამის შესახებ  კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, შედეგად რესპუბლიკური საავადმყოფოში 31 ინფიცირებული პაციენტი დარჩება, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. გოფოძის თქმით, კლინიკაში „კოვიდ 19“-ზე 10 საეჭვო პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან. „ახალი პაციენტი არ გვყავს. გუშინ ჩვენთან გადმოიყვანეს პაციენტი, მაგრამ მას უკვე დადგენილი ჰქონდა კოვიდინფექცია. დიალიზი სჭირდებოდა და ჩვენს კლინიკას აქვს დიალიზის საშუალება. დღეს სამ პაციენტს გავუშვებთ. ექვს პაციენტს უტარდება განმეორებითი ტესტირება. გვყავს ისევ კრიტიკულად მძიმე პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზეა, მრავლობითი თანმხლები დაავადებით, გულის უკმარისობით. აქ იყო დისტრეს სინდრომი და ნელ-ნელა გამოდის პაციენტი დისტრეს სინდრომიდან. თუმცა რჩება სხვა მძიმე დაავადებები,…

მეტი...

“2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა ყველა საერთაშორისო შეთანხმების, მათ შორის „ღია ცის შეთანხმების“ განსხვავებული ინტერპრეტაცია დაიწყო” – დავით ზალკანიანი

საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ყველა საერთაშორისო შეთანხმების, მათ შორის „ღია ცის შეთანხმების“ განსხვავებული ინტერპრეტაცია დაიწყო რუსეთის ფედერაციამ იგივე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მინისტრმა კომენტარი გააკეთა მაიკ პომპეოს იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის მხრიდან „ღია ცის შეთანხმების“ ერთ-ერთ დარღვევად საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვებას ასახელებს. „მინდა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ ევროპული უსაფრთხოების სამ ძირითად ფუნდამენტს წარმოადგენს სამი ხელშეკრულება – ეს არის „ვენის დოკუმენტი“, ეს არის „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხება“ და ეს არის „ღია ცის შეთანხება“.…

მეტი...

“როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს, უარს არ გეტყვით” – პატრიარქი

პატრიარქმა მრევლს, სრულიად საქართველოს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღე მიულოცა. ილია მეორემ წმინდა მღვდელმთავრის შესახებ იქადაგა, თუ რამდენად სასწაულმოქმედია და შემწეა მათი, ვინც წმინდა ნიკოლოზს თხოვნით მიმართავს. ,,წმინდა ნიკოლოზი იყო მოწყალე – მშობელია, მოწყალე მამაა, თავის ცხოვრებაში ყველა ადამიანს წმინდა ნიკოლოზის მოწყალება გამოუცდია. არ ყოფილა შემთხვეა, რომ არ აგისრულოს თხოვნა წმინდა ნიკოლოზმა. მოწყალეა, მარტო ქრისტიანებს კი არა, მუსულმანებსაც ეხმარება“, – განაცხადა პატრიარქმა.

მეტი...

“არის სამი ალტერნატივა, გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, მივუშვათ კორონავირუსის გავრცელება ან მივიღოთ ეს კანონი, რა ურჩევნია ოპოზიციას, ერთი, მეორე თუ მესამე” – ირაკლი კობახიძე

მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო მარტივი კითხვა, რომელიც დავსვი და, რომელსაც სჭირდება ასევე, მარტივი პასუხი. სულ არის სამი ალტერნატივა. გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, შეიძლება ეს მოსწონს ოპოზიციის წარმომადგენლებს და გავაგრძელოთ მაშინ საგანგებო მდგომარეობა და ბუნებრივია, ვიცით, რომ ამას თავის შედეგები ექნება. მეორე ვარიანტია მივუშვათ და გავავრცელოთ შეგნებულად კორონავირუსი საქართველოში და მესამე ალტერნატივა არის, მივიღოთ ეს კანონი, რომელიც იმოქმედებს 15 ივლისამდე. მარტივად ვეკითხებით ოპოზიციის წარმომადგენლებს, რა ურჩევნიათ? ერთი, მეორე თუ მესამე? საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ვირუსის თავის ნებაზე მიშვება თუ ურჩევნიათ ამ კანონის მიღება?! მარტივი კითხვაა და იქნებ მივიღოთ ამ კითხვაზე მარტივი პასუხი, – აღნიშნულის…

მეტი...

„მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გადავუხადო მადლობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც ისინი ავლენდნენ ყოველდღიურად“ – გიორგი გახარია

პირველ რიგში, მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გადავუხადო მადლობა, იმ გულისხმიერებისთვის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც ისინი ავლენდნენ ყოველდღიურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი ბრძოლა. გიორგი გახარიამ აქვე აღნიშნა, რომ არაფერი არ დასრულებულა. „მე მესმის, რომ ეს შეზღუდვები არის უაღრესად დიდი დისკომფორტის შემტანი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ერთმანეთისთვის, ავაღორძინოთ რაც შეიძლება სწრაფად ეკონომიკა და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ…

მეტი...

„ღიმილის მომგვრელია ხელისუფლების კონცენტრაციაზე ლაპარაკი პანდემიის პირობებში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის გამოცხადებული“ – გიორგი გახარია

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა უპასუხისმგებლოდ მოკიდება იმ თემებზე, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება. „ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები, რომელსაც გავაგრძელებთ, უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის სრული მხარდაჭერა გვაქვს. ამას სჭირდება გარკვეული მუშაობა, კომუნიკაცია. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეპიდემია ფაქტიურად ახლა შედის პიკში. ის, რაც ხდება სომხეთში, რაც ხდება რუსეთში, თან სულ ჩვენს სასაზღვრო ზოლთან ახლოს. ეს არის უდიდესი რისკი, თუმცა ეს არ გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ ჩავიკეტოთ, არ გავინძრეთ და საერთოდ არაფერი არ გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა უნდა…

მეტი...

პარლამენტმა, დღეს დაჩქარებული მნიშვნელოვანი კანონპროექტები უნდა განიხილოს

არჩილ თალაკვაძემ ი კანონპროექტებზე ისაუბრა, რომელიც დღეისთვის დაჩქარებული წესით განიხილება. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საგადასახადო კოდექსზე გაამახვილა. „პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით განიხილავს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს. ასევე, მეორე მოსმენით განიხილავს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტს, თანმდევ საკითხთან ერთად. „მოგეხსენებათ, გუშინ დისკუსია ძირითადად, ორი საკითხის გარშემო წარიმართა. პასუხობს თუ არა ეს ცვლილებები საკონსტიტუციო ტესტს და რაც ნიშნავს არის თუ არა ეს პროპორციული, არის თუ არა ის შედეგიანი არის თუ არა ის თანაზომადი.  ვფიქრობ ამ მიმართულებით პასუხები არის ამომწურავი. ცვლილებებში პირდაპირ არის ჩაწერილი,…

მეტი...

“მსხვილი პროექტები, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურები არის შემოსავლები” – ნათია თურნავა

ნათია თურნავამ იმ ოპონენტებს უპასუხა, რომლებიც ხელისუფლებას პანდემიის გამო არსებული საგანგებო მდგომარეობის დროს ჰესების პროექტებზე მუშაობის გამო აკრიტიკებენ. „ოპოზიაცია ან საქმის კურსში არ არის ჩვენსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის თაობაზე, ან უბრალოდ, განზრახ ამახინჯებს ამ პროცესებს. თვითონ საგანგებო მდგომარეობის დროსაც, თითოეული ჩვენი ნაბიჯი ძალიან დეტალური კომუნიკაციის შედეგია მთლიანად მოსახლეობასთან და კონკრეტულად იმ ჯგუფებთან, ვისაც ესა თუ ის ნაბიჯი ეხება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნებისმიერი ღონისძიება კონკრეტულ ინდუსტრიასთან მრავალჯერ იქნა განხილული და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები. მინისტრის განცხადებით, პირიქით, მისასალმებელია, რომ მიუხედავად…

მეტი...

„მანიპულაცია იმაზე, რომ თითქოს უკვე ყველაფერი დასრულდა, რომ გავიმარჯვეთ და პანდემია აღარ არსებობს – ეს მიდგომა არის უპასუხისმგებლო“ – არჩილ თაკავაძე

არჩილ თალაკვაძემ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა. მისი თქმით, სიტუაცია დამაიმედებელია, თუმცა, საფრთხე კვლავ რჩება. „საფრთხე კვლავ რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ მოუხსნია პანდემიის რეჟიმი და არა ერთი მცირე თუ დიდი სახელმწიფო კვლავ დგას ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. არის ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა. სამწუხაროდ, არის გარდაცვალების ბევრი შემთხვევაც და ვიდრე ეს საფრთხე არსებობს, ჩვენც, როგორც სახელმწიფომ, საქართველომაც ამ გამოწვევის და საფრთხის წინააღმდეგ უნდა შეინარჩუნოს გარკვეული პრევენციული ზომები. დღეს იწურება საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი შეზღუდვების ეტაპიდან ჩვენ გადავდივართ ნაკლები შეზღუდვების ეტაპზე. გარკვეული შეზღუდვები…

მეტი...

25 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებები ხანმოკლე პაემნები აღდგება

25 მაისიდან უკვე შევძლებთ, რომ ხანმოკლე პაემნები აღვადგინოთ პენიტენციურ დაწესებულებებში- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, თავისებურებები დარჩება ძალაში, რადგან საგანგებო მდგომარეობის მოხსნა არავაითარ შემთხვევაში არ მიშნავს იმას, რომ ვირუსი საბოლოოდ დამარცხებულია. „პრევენციული ზომები ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებებში იქნება ისეთივე მკაცრი, როგორც იყო აქამდე და ორშაბათიდან ხანმოკლე პაემნების ჩატრება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში და ასევე მოსული სტუმარი ვალდებული იქნება დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს. იქნება ეს პირბადე თუ სხვა“- აღნიშნა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრი ამანათების მიღების საკითხსაც სეეხო და…

მეტი...

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად ინიშნება

ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო  მინისტრის პოსტს ტოვებს. ის ავსტრიაში ელჩად ინიშნება. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ციხელაშვილი ვენაში წარმატებულად შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას. “გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში. ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი. ვფიქრობ, მისი გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან,“-განაცხადა ზალკალიანმა.

მეტი...