გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში VI-VII საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ორი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც VI-VII საუკუნეებით თარიღდება. სპეციალისტებმა ბრინჯაოსგან დამზადებულ ბეჭდებსაც მიაკვლიეს. შუა საუკუნეების სამარხები ერთ-ერთმა ადგილობრივმა სახლის ეზოში სამუშაოების დროს აღმოაჩინა და გურჯაანის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურს შეატყობინა. „აღმოჩნდა ბრინჯაოსაგან დამზადებული ბეჭდები, რომლებიც გადაეცემა შესანახად და გამოსაკვლევად გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ფონდსაცავს. სამარხების აღმოჩენამ მთლიანად შეცვალა სოფელ ძირკოკის ისტორია. ირკვევა, რომ დღევანდელი სოფლის ტერიტორია ჯერ კიდევ ადრეული შუა საუკუნეებიდან ყოფილა დასახლებული“, – ამბობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი.

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,3 მილიონს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 3 365 220 მილიონი დაინფიცირდა, 1 069 801 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს. ამ დროისთვის ინფექციას 237 720 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (64 914) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა იტალია (28 236), მესამეზე კი – დიდი ბრიტანეთი (27 510).

მეტი...

“ყველაფერი კეთდება, რომ არ მივიღოთ კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი, ნახტომისებური მატება” – ხათუნა ზახაშვილი

“დღეისთვის ყველაფერი კეთდება, რომ არ მივიღოთ კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი, ნახტომისებური მატება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ინფიცირების შემთხვევების მატება იყოს იმ რაოდენობის, რომ ჯანდაცვის სისტემამ მოასწროს რეაგირება. „ვიცით, რომ შემთხვევათა რაოდენობა იქნება, ვიცით რომ გაიზრდება რაოდენობა, მაგრამ ეს უნდა იყოს იმ რაოდენობის და იმგვარად, რომ თითოეულ მათგანზე მოახდინოს და მოასწროს ჯანდაცვის სისტემამ სწორი და ადეკვატური რეაგირება. ეს პროცესები ჯერ მართულია. ჩვენ შეგვიძლია ამ პროცესების მიდევნება, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ მომავალშიც ასე თუ ისე სიტუაცია იქნება სწორად მართული, სწორად შეფასებული…

მეტი...

ინფიცირებულებმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს და ექიმებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – შემთხვევა ბოლნისში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში აგრესიული ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდგინდა ერთ ოჯახს, რომლის არც ერთ წევრს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონია. როდესაც ინფიცირებულების კლინიკაში გადასაყვანად ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და პოლიცია მივიდნენ, მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ ავად არ არიან და არსად წასვლას არ აპირებენ, რის გამოც ადგილზე შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი ორგანო.

მეტი...

“ავადმყოფი იყო მძიმე, ჰქონდა კოვიდინფექცია და ბევრი თანმხლები პათოლოგია” – ამირან გამყრელიძე გარდაცვლილ პაციენტზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსით მე-7 პაციენტის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ავადმყოფი იყო მძიმე, კრიტიკული. „მიმდინარეობდა რეანიმაციული მხარდაჭერა. ინტენსიური თერაპია. მიღებულმა ზომებმა შედეგი არ გამოიღო, რადგან ბევრი თანმხლები პათოლოგია იყო. ასაკი 80 წელს ზემოთ. იყო ჰიპერტონული დაავადება და გულის უკმარისობა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს პირველ რიგში. თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა. აქ იყო დადასტურებული შემთხვევა კოვოდინფექციის, მაგრამ ამავე დროს იყო დიდი ჩამონათვალი თანხმლები დაავადებების“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მეტი...

“ფიზიკურად შეიძლება ცალკე ვიყოთ, მაგრამ სულით, გულით და გონებით ერთად ვიქნებით” – ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი

“მოგიწოდებთ და გთხოვთ, როგორც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, რომ გაითვალისწინოთ ხელისუფლების თხოვნა, ფიზიკურად შეიძლება ცალკე ვიყოთ, მაგრამ სულით, გულით და გონებით ერთად ვიქნებით”, – ამის შესახებ ნათქვამია „გვირილობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეს მიმართვაში. მიტროპოლიტი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ხვალ, 12:00 საათზე ყველა ტაძარში სადღესასწაულო-საზეიმო ზარებს დაირეკება, „მე ქუთაისში ახალი გადმოსული ვარ და შევიტყვე, რომ ქუთაისელებს აქვთ 2 მაისს ტრადიციული დღესასწაული „ქუთაისობა“, რომელიც ათეული წლებია, აღინიშნება. ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს, დაავადებულებს და უმაგრებდნენ გვირილას მკერდზე იმ ადამიანებს, ვინც დაავადებულებისთვის საერთო კალათაში სიმბოლურ თანხას დებდა და ამიტომ ჰქვია „გვირილობა“. მიხარია, რომ ერში ერთობა, ტრადიციული,…

მეტი...

სომხეთი, პანდემიის გამო, ერთ ბავშვზე  208 დოლარს გასცემს  – სამეზობლო “კორონაპოლიტიკა”

სომხეთში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთჯერად დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომელშიც პანდემიის შედეგად არცერთი მშობელი აღარ მუშაობს, თითო შვილზე (14 წლამდე) $208-ის ოდენობით. ერთჯერად დახმარებას, $142-ის ოდენობით მიიღებენ დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს პანდემიის შედეგად. მეწარმეებს, კარგი საკრედიტო ისტორიით, ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ თანადაფინანსების, სუბსიდირების და რეფინანსირების სესხები მომგებიანი პირობებით. სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 250 მლნ. დრამს ($521,000), საპროცენტო განაკვთი კი 6%-ს. კომპანიები, რომელთაც ყავთ 2-დან 50-მდე დასაქმებული, მიიღებენ ერთჯერად გრანტს ყოველი მეხუთე დასაქმებულის ანაზღაურების მოცულობით. ერთჯერად გრანტს მიიღებენ მიკრო მეწარმეებიც, პირველ კვარტალში კომპანიის ბრუნვის 10%-ის მოცულობით მცირე და საშუალო საწარმოებს ექნებათ წვდომა სესხზე…

მეტი...

აზერბაიჯანში 600 000-მდე ადამიანი სახელმწიფოსგან 224.5 დოლარს მიიღებს – “კორონაპოლიტიკა”

აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეკონომიკის და მეწარმეობის სტიმულირება მოეხდინა 2.5 მლრდ. მანათით (დაახლოებით $1.5 მლდრ.) რაც მშპ-ს 3%-ს უტოლდება. თუმცა პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებლად მობილიზდება დამატებითი რესურსებიც. საკრედიტო გარანტიების პროგრამა მიიღებს 0.5 მლრდ. მანათს ($0.3 მლდრ.) ახალი სესხების მომსახურებისათვის. არსებული სესხებისათვის კი დამატებით 1 მლრდ. მანათს ($0.6 მლრდ.). სუბსიდირებას გაუწევს არსებული(10%) და ახალი სესხების(7%) საპროცენტო განაკვეთს. ფინანსურ დახმარებას მიიღებენ მოქალაქეები, დაახლოებით 600 000 ადამიანი, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილები პანდემიის გავრცელების შედეგად. ისინი მთლიანად ორი თვის მანძილზე მიიღებენ $224.5-ს, რაც საარსებო მინიმუმს უტოლდება. საგადასახადო შეღავათები გავრცელდება მეწარმეებზე, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალებულ…

მეტი...

“ბრძოლას ვიგებთ, ომი ჯერ კიდევ მოსაგებია” – ჩინეთში საქართველოს ელჩი განცხადებას ავრცელებს

ჩინეთში საქართველოს ელჩი განცხადებას ავრცელებს. არჩილ კალანდია მადლიერებას გამოთქვამს პანდემიის პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. „პოსტების წერის მოყვარული არ ვარ და ეს შემთხვევა იშვიათი გამონაკლისია. მოგეხსენებათ, რომ Covid-19-მა მნიშვნელოვნად შეცვალა თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრება და რა თქმა უნდა, საელჩოს მუშაობაშიც თავისი კორექტივები შეიტანა. ვსარგებლობ შემთხვევით და გულწრფელი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებმაც თავისი პოზიტიური წვლილი შეიტანეს და დღესაც შეაქვთ მრავალი მიმართულებით ამ პანდემიის დროს. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს და ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მსურს გამოვყო საელჩოს დესპანი, დავით პიპინაშვილი და კონსული სოფიკო ქოჩქიანი, რომლებმაც ყველაზე კრიტიკულ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდეც ერთი ადამიანი დაიღუპა. ჯამში, ქვეყანაში 7 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდ-19-სგან. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.

მეტი...

“კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი ანტირუსულ სანქციებზე არ აისახება” – ჟოზეპ ბორელი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისრის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი ანტირუსულ სანქციებზე არანაირად არ აისახება.  „არა მგონია, რომ კორონავირუსთან ბრძოლა რამენაირად აისახოს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა 2014 წელს ყირიმის შეერთებისა და მოგვიანებით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით კონფლიქტის გამო შემოიღეს. ამის საპასუხოდ ოფიციალურმა მოსკოვმა რუსეთში მათი პროდუქტის ექსპორტი აკრძალა.

მეტი...

რუსეთში კორონავირუსის რვა ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში დღე-ღამის  განმავლობაში კორონავირუსის გამოვლენილ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რვა ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით ინფიცირებულთა საერთო ოდენობა 114 431-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 1 169 ადამიანი. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუსისგან განკურნება შეძლო 13 220-მა პაციენტმა.

მეტი...

შეჩერებული ფრენების გამო, მსოფლიოში მილიონობით ბავშვი ვაქცინაციის გარეშე რჩება – UNICEF

“ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული საერთაშორისო ფრენები მსოფლიოში მილიონობით ბავშვის სიცოცხლეს აყენებს რისკქვეშ”, – ამის შესახებ BBC გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშზე დაყრდნობით წერს. ფონდი მოუწოდებს ქვეყნების მთავრობებსა და კერძო სექტორს, უზრუნველყონ საჰაერო სატვირთო გადაზიდვები, რათა ბავშვების აცრები გეგმიურად ჩაუტარდეს. Unicef-ის ცნობით, წითელას, პოლიოს, ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრები ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ბავშვის გადარჩენას უწყობს ხელს.

მეტი...

“პერიოდულობით რუსეთისგან ლუგარის ლაბორატორიაზე ბრალდებები ისმის, რაც ახალი არ არის” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან გარკვეული პერიოდულობით, პოლიტიკური, თუ სხვა მიზნით, ლუგარის ლაბორატორიის მიმართ ბრალდებები ისმის. „მორიგი პროვოკაციული განცხადებაა ჩვენი მეზობლისგან, რომელიც ჩვენთვის ახალი არ არის. მოგეხსენებათ, როდესაც მათ ეს სჭირდებათ გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკური, თუ სხვადასხვა მიზნით, პერიოდულობით ლუგარის ლაბორატორიაზე კეთდება ამ ტიპის განცხადებები და არც თუ პირველია ქალბატონი ზახაროვას ასეთი განცხადება. ერთი და იგივე ნარატივია სულ. მთავარი ბრალდებაა, საქართველო რატომ არის აშშ-ის ერთ-ერთი კარგი პარტნიორი და რატომ ეხმარება აშშ საქართველოს. ეს არის მთავარი არსი ამ განცხადებების. მე არ ვიცი ამაში როგორი შურია, თეთრი, შავი,…

მეტი...

“მადლობა ეკუთვნის ამერიკის საელჩოსა და ამერიკელ ხალხს, რომ გვერდში უდგანან საქართველოს” – ამირან გამყრელიძე

“მადლობა ეკუთვნის ამერიკის საელჩოსა და ამერიკელ ხალხს, რომ გვერდში უდგანან საქართველოს და განსაკუთრებით, კრიზისულ სიტუაციებში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ დღეს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა. გამყრელიძის თქმით, აშშ უზარმაზარ დახმარებას უწევს ჩვენს ქვეყანას. „ქალბატონმა ელჩმა გააკეთა განცხადება და მინდა, მას მადლობა გადავუხადო. მადლობა მინდა, გადავუხადო ამერიკელ ხალხს. მოგეხსენებათ, საელჩო წარმოადგენს ამერიკის სახელმწიფოსა და ხალხს, რომელიც უწევს უზარმაზარ დახმარებას ჩვენს ქვეყანას. მან გააკეთა სწორედ ის განცხადება, რაზეც მე ვისაუბრე, რომ ეს არის ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების ერთ-ერთი…

მეტი...

“არცერთი ელჩის გათავისუფლებას არ ვაპირებ, ის რაც გავრცელდა ცრუ ინფორმაციაა” – სალომე ზურაბიშვილი

“არცერთი ელჩის გათავისუფლებას არ ვაპირებ, ის რაც გავრცელდა ცრუ ინფორმაციაა”, – ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში, მოქალაქე მამუკა ჟღენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი საფრანგეთში საქართველოს ელჩს ხსნის. “საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს ამ პიროვნების მიერ გავრცელებულ მორიგ უპასუხისმგებლო ცრუ ინფორმაციას. საქართველოს პრეზიდენტი არც ერთი ელჩის გათავისუფლებას არ აპირებს, პირიქით, მადლობას უხდის საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს გლობალური კრიზისისას, ამ ურთულეს პირობებში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისათვის”, – წერია სალომე ზურაბიშვილის გვერდზე და შესაბამის გავრცელებულ ინფორმაციასაც აზიარებს, რომელსაც აწერია FAKE.

მეტი...

“კორონავირუსის პირობებში, ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობა მაქსიმალურ დონეზეა დაცული” – დიმიტრი პესკოვი

“კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობა მაქსიმალურ დონეზეა დაცული”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. 30 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხეილ მიშუსტინი კორონავირუსით დაინფიცირდა. „ახლახან ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენეს. შესაბამისად, თვითიზოლაციის რეჟიმი და ექიმების რჩევები უნდა შევასრულო. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩემი კოლეგები დავიცვა ვირუსისგან“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან ვიდეოკონფერენციის დროს.

მეტი...

როგორ ვრცელდება კორონავირუსი თვითმფრინავში, რომლითაც დაინფიცირებული ადამიანი მგზავრობს (ვიდეო)

ინდიანის შტატის, პერდიუს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია, როგორ ვრცელდება კორონავირუსი თვითმფრინავში, რომლითაც დაინფიცირებული ადამიანი მგზავრობს.  ვიდეოზე ნაჩვენებია, როგორ ახველებს დაინფიცირებული ადამიანი, რის შემდეგაც ინფექცია თვითმფრინავის მთელ სალონში ვრცელდება. მეცნიერების განცხადებით, ასეთ შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ კორონავირუსით თვითმფრინავის პრაქტიკულად ყველა მგზავრი დაინფიცირდეს. ვიდეო – https://www.washingtonpost.com/video/national/health-science/how-droplets-from-a-cough-flow-through-an-airplane-cabin/2020/04/09/1029e160-0507-4d15-9131-79a3037b636e_video.html

მეტი...

“ალბათობა იმისა, რომ კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა, 99%-ია” – მედია

ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შესახებ, თითქმის 100%-ით ზუსტია. ამის შესახებ სამხრეთკორეულ სააგენტო Yonhap-ს ჩი სონ ჰომ განუცხადა, რომელიც 2006 წელს ჩრდილოეთ კორეიდან გაიქცა და ახლა სამხრეთ კორეის სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობს. „100%-იანი სიზუსტით ვერ ვიტყვი, მაგრამ იმის ალბათობა, რომ კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა, 99 პროცენტია. ჩრდილოეთ კორეა ამ ინფორმაციას მალავს, ვინაიდან ფხენიანში მემკვიდრესთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა შექმნილი“, – განაცხადა ჩი სონ ჰომ.

მეტი...

“შეიძლება, გარკვეული მიმართულებებით რეგულარული ავიარეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმ ქვეყნებზეც, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ” – ნათია თურნავა

“უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება, გარკვეული მიმართულებებით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმ ქვეყნების ნებასა და ვითარებაზეც, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრმა განმარტა, რომ ავიამიმოსვლა ორმხრივი და მრავალმხრივი პროცესია და მისი სრულმასშტაბიან აღდგენისთვის მხოლოდ საქართველოს მთავრობის ძალისხმევა არ არის საკმარისი. „ჩვენ რაოდენ წარმატებულიც არ უნდა ვიყოთ ეპიდემიასთან ბრძოლაში, აუცილებლად იგივე დადებითი ტენდენციები უნდა ფიქსირდებოდეს პარტნიორ ქვეყნებში, მსოფლიოში, რადგან ჩვენ ეპიდემიამდე ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ცა გვქონდა. 50-მდე ქვეყანასთან, 50-მდე მიმართულებით ვახორციელებდით პირდაპირ ფრენებს. უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება, გარკვეული მიმართულებებით, გაიდლაინების მკაცრი დაცვით,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან 207 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 207 პაციენტი გამოჯანმრთელდა.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევა არის დადასტურებული, გარდაცვლილია ექვსი პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 5320 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

მეტი...

80 მლნ აშშ დოლარი „კოვიდ-19“-თან საბრძოლველად – მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „კოვიდ-19“-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტით საქართველოსთვის 80 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ.  ფინანსთა სამინისტროს ცნობით, როგორც ონლაინშეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური პაკეტი საქართველოს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში დაეხმარება. კერძოდ, გამოყოფილი სახსრებით მოხდება ვირუსთან საბრძოლველად საჭირო სამედიცინო ტექნიკის, ჯანდაცვის მუშაკებისთვის პირადი დაცვის აღჭურვილობის, სუნთქვის აპარატების, ფილტვის სავენტილაციო მოწყობილობების, ჟანგბადის დანადგარებისა და ტესტირების კომპლექტების დაფინანსების მხარდაჭერა. ამასთან ერთად, პროექტი ითვალისწინებს კორონავირუსით უშუალოდ თუ არაპირდაპირი გზით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას, მათთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამითა და…

მეტი...

თავდაცვის ძალების ოფიცრებს უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ

საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს თავდაცვის უწყების მაღალი რანგის ოფიცრებს უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ. ოფიცრებისთვის უმაღლესი წოდების მინიჭება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის თანახმად მოხდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების დაარსების 29-ე წლისთავზე, განსაკუთრებული დამსახურების, ქართული ჯარის რეფორმირებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებს უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრები შეემატა. დასავლეთის სარდალს პოლკოვნიკ ჯონი ტატუნაშვილს, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს პოლკოვნიკ ირაკლი ჭიჭინაძესა და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალს პოლკოვნიკ იოსებ ლოლაძეს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ. თავდაცვის ძალებში განსაკუთრებული დამსახურებისთვის გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო…

მეტი...

“ძალიან გვადარდებს იმ ადამიანების ბედი, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ” – ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე 150-მდე მოქალაქეა გადმოყვანილი, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან ან მკურნალობას გადიან. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა არხის გამოყენებით ძალისხმევას არ იშურებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად ჰუმანიტარული თუ სხვა საჭიროების პაკეტებით. „ჩავედით სოფელ ტახტისძირში სწორედ იმ ადგილზე, სადაც რუსეთის ფედერაციამ ახლახან განახორციელა მორიგი უკანონო ბორდერიზაცია. ჩავედით იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას დავუდგეთ გვერდით და დავეხმაროთ, მათ შორის, სასოფლო სამეურნეო საქმიანობის წარმოებაში. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ სოფელში ისევე როგორც ყველა სოფელში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სახელმწიფო განაგრძობს…

მეტი...

“ჩამოყალიბდა რაღაც დესტრუქციული სააკაშვილის კლასტერი” – გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციის საერთაშორისო ცნება მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რა ვითარებაც დღეს ამ კუთხით საქართველოში არსებობს. მისი თქმით, „დესტრუქციული სააკაშვილის კლასტერი ჩამოყალიბდა“, რომელიც ქვეყნისთვის სახელის შელახვას ცდილობს. „ოპოზიციის ცნება საერთაშორისო სტანდარტით არის საკმაოდ განსხვავებული იმისგან, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში. ჩამოყალიბდა რაღაც დესტრუქციული სააკაშვილის კლასტერი, რომელიც ყველა თემასთან დაკავშირებით ცდილობს, სახელი შეულახოს საქართველოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ დასავლურ მედიაში საქართველოს წარმატებების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებზე ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოს წარმატებებს მთელი მსოფლიო აღიარებს. „რაც შეეხება მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს, ფაქტები რომ არ გვქონდეს სახეზე, შეიძლება რაღაც…

მეტი...

ბრიტანეთის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში ეხმარება

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის 100 000 ლარით დაეხმარა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საელჩოს მიერ გამოყოფილი თანხით შეძენილი ნივთები დიდი ბრიტანეთს თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ენტონი ბრუმველმა მე-4 მექანიზებული ბრიგადის ლაზარეთს პირადად გადასცა. მან თავდაცვის სფეროში ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძე და თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი პოლკოვნიკი ავთანდილ აბაშიძე დაესწრნენ. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა…

მეტი...

“გვაქვს შანსი, 2021 წელს 4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ წინასწარი პროგნოზების თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს -4 პროცენტიანი შედეგით დაასრულებს, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ 2021 წელს ეკონომიკა სულ მცირე, 4 პროცენტით გაიზარდოს. ამის შესახებ ნათია თურნავამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა. „ყველაზე კონსერვატიული პროგნოზებით, წლევანდელი წელი სულ მცირე, -4 პროცენტით დასრულდება ჩვენი ეკონომიკისთვის. თუმცა, ჩვენი ეფექტიანი პოლიტიკის შედეგად და მათ შორის, იმ ანტიკრიზისული გეგმის შედეგადაც, რომელსაც სთავაზობს მთავრობა სახელმწიფოს, მოსახლეობასა და ბიზნესს, გვაქვს შანსი, გავიზარდოთ 2021 წელს, დავუბრუნდეთ ზრდის პოზიტიურ ტრაექტორიას და 2021 წელს სულ მცირე, 4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა კვლავ გვქონდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.…

მეტი...

“ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს” – ნათია თურნავა

ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ის ინდუსტრია, რომელსაც დღეს სჭირდება შველა და გვერდით განსხვავებულად დგომა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღემდე ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაში სიკეთის დიდი შემომტანი და დიდი დამსაქმებელი იყო. სამომავლოდ კი, აღნიშნული სექტორის მიმართ ახალი მოთხოვნები იარსებებს. „თუ სხვა ბიზნესები უფრო მალე ამოიქოქება, ტურიზმში, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანა ერთდროულად ვერ დაძლევს პანდემიას და ჯერ კიდევ შენარჩუნდება შეზღუდვები, განსხვავებული სირთულე არსებობს და განსხვავებულ პრობლემებთან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმისთვის ჩვენ…

მეტი...

ირანში ბოლო 24 საათში​ კორონავირუსით 63 ადამიანი დაიღუპა

ირანში ბოლო 24 საათში​ კორონავირუსით 63 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით 6091 ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ირანში კორონავირუსის 95 646 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 2 899 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ვირუსისგან 75 103 პაციენტი განიკურნა.

მეტი...

კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში „კოვიდ-19“-ის ტესტების ახალი მარაგი გამოიგზავნა

კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში „კოვიდ-19“-ის ტესტების ახალი მარაგი გამოიგზავნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „ცნობილი კორეული კომპანია SD Biosensor, საქართველოს მიმართულებით COVID-19-ის ტესტების ახალ ნაკადს აგზავნის. მადლიერებას გამოვხატავთ ამ ხანგრძლივ თანამშრომლობაში ჩართული მხარეების მიმართ“, – წერს ბერძენიშვილი. საელჩოს ინფორმაციით, ტვირთი საქართველოში 5 მაისს ჩამოვა. საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით კორეულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობითა და კორეის მთავრობის ხელშეწყობით კორეული კომპანია…

მეტი...

მარნეულის სასწრაფო დახმარების პერსონალს ტესტირება ჩაუტარდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ლაფერაძე აცხადებს, რომ დღეს დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევის გამო, მარნეულის სასწრაფო დახმარების პერსონალს ტესტირება ჩაუტარდება „მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით არის ინფიცირებული სასწრაფოს თანამშრომელი. შემთხვევა დაკავშირებულია თეთრიწყაროს კლასტერთან, თეთრიწყაროდან ერთი მუშაობდა სასწრაფოში. ამჟამად რაიონში არის ხუთი ბრიგადა. ხუთივე ბრიგადას ჩაუტარდება ტესტირება, მოვიკვლევთ ყველა კონტაქტს და მაქსიმალურად გავატარებთ ღონისძიებებს, რომ არ გადაიზარდოს ინფექციის დიდ აფეთქებაში“, – განაცხადა ეთერ ლაფერძემ.

მეტი...

“საუნივერსიტეტო კლინიკაში საკარანტინო მდგომარეობა 11 მარტიდან არის გამოცხადებული” – ლალი ტურძელაძე

საკარანტინო მდგომარეობა ჩვენთან გამოცხადებულია 11 მარტიდან, როდესაც ჩვენი საავადმყოფო გადაკეთდა კორონავირუსთან ბრძოლის პლაცდარმად, –  ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა. ტურძელაძე განმარტავს, რომ კლინიკაში თანაშრომლების გარდა არავინ დაიშვებიან. ავკრძალეთ კლინიკაში გარედან შემომსვლელთა რიცხვი, რაოდენობა. არ ვუშვებთ კლინიკაში არავის, თანამშრომლების გარდა. ჩვენ აქ ვართ, ვემსახურებით პაციენტებს. საავადმყოფოს მუშაობა არ შეუწყვეტია. დღეს, პირველი რიცხვიდან მოხდა სტაფის შეცვლა. ორ-ორკვირიანი მუშაობის განრიგი გვაქვს“, – განუცხადა ლალი ტურძელაძემ საქართველოს პირველ არხს. ამასთან, ის არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათი კლინიკის ექიმს კორონავირუსი აღმოაჩნდა. „გამორიცხული არაფერი არ არის მაგრამ, ამჟამად არავის დადასტურებია. ყველას,…

მეტი...

თბილისის საბავშვო ბაღებში 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია 12 ივნისს დაიწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის 12 ივნისს დაიწყება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 12 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და 19 ივნისამდე გაგრძელდება. აღნიშნული კატეგორიებია: ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა); სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; დედმამიშვილები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები. „ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მიმდინარე წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისთვის რეგისტრაციის წესს ამარტივებს. სააგენტოში მისვლის ნაცვლად, სსსმ ბავშვების რეგისტრაციისთვის საჭირო…

მეტი...

„დღემდე გვაქვს ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა“ – ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი (ვიდეო)

ადამიანი, რომელიც დაინფიცირდა ჩვენთან, იყო ნარკოდამოკიდებული, – ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. კილაძის ინფორმაციით 9600 ადამიანიდან მათ ცენტრში რეგისტრირებულ პირთა შორის, მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. „დღემდე გვაქვს მხოლოდ ერთი ინფიცირების შემთხვევა ჩვენს ბენეფიციარებში, ეს ადამიანი ჩამოვიდა უცხოეთიდან და ჩვენთან მოხვდა საკარანტინე სივრციდან, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ის უკვე გამოჯანმრთელდა და გაეწერა ჩვენი ცენტრიდან“ – განაცხადა ლაშა კილაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ კილაძე ასევე განმარტავს, რომ აგრესიის მომატება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონდე პაციენტებში, კორონავირუსის და იზოლაციის ფონზე არ მომატებულა, მისივე ინფორმაციით მედიკამენეტით უზრუნველყოფილია…

მეტი...

დღევანდელი მონაცემებით, დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 18 033 მოქალაქეს, ხოლო 8 954 სამშობლოში დაბრუნდა

პირველი მაისის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 18 033 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 8 954, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ფარგლებში გუშინ შესრულდა მადრიდი-თბილისის რეისი, რომლითაც საქართველოში ჩამოვიდა 180 მოქალაქე. 2020 წლის 1 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18 033 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო…

მეტი...