“ბავშვები გაიყვანეთ ქალაქგარეთ, სოფლებში, იზოლირებულ აგარაკებზე” – თემურ მიქელაძე

“დაიცავით სოციალური დისტანცირება და გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა! საქართველოში დღევანდელი ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, ბავშვები ეზოში, რეკრეაციულ და ღია სივრცეებში ჩაიყვანეთ 15-წუთიანი ხანგრძლივობით 2-3-ჯერ დღის განმავლობაში” -აცხადებს ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე.

იგი მშობლებს კორონავირუსის პანდემიის დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მათ 10 რეკომენდაციას სთავაზობს.

„დაიცავით სოციალური დისტანცირება და გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა! საქართველოში დღევანდელი ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, ბავშვები ეზოში, რეკრეაციულ და ღია სივრცეებში ჩაიყვანეთ 15-წუთიანი ხანგრძლივობით 2-3-ჯერ დღის განმავლობაში! ეზოში არ დატოვოთ მარტო, მოზრდილის მეთვალყურეობის გარეშე! ხშირად დაიბანეთ ხელები გამდინარე წყლით, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები! არ წაიყვანოთ ბავშვები და არც თქვენ წახვიდეთ ახლობლების, მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად, ეკონტაქტეთ ელექტრონული საშუალებებით! მოარიდეთ ბავშვები 5-10-კაციან თავშეყრის ადგილებსაც კი!!! არ წაიყვანოთ მარკეტებში. სასურველია პროდუქტის შესაძენად იაროს ოჯახის ერთიდაიმავე წევრმა. არ მოიმარაგოთ მალფუჭებადი პროდუქტები! დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები! ბავშები ქალაქგარეთ გაიყვანეთ, სოფლებში, იზოლირებულ აგარაკებზე! (თავი შეიკავეთ კურორტებისგან) არ შეხვდეთ მეზობლებსა და ნათესავებს!“, – აცხადებს თემურ მიქელაძე.

მსგავსი თემები