მარნეულში საველე ჰოსპიტალის მოწყობა დასრულებულია

მარნეულში საველე ჰოსპიტალის მოწყობა დასრულებულია. 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა ტექნიკურად სრულად არის აღჭურვილი.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით მოეწყო ტრიაჟის კარავი, სადაც საჭიროების შემთხვევაში შეფასდება პაციენტების მდგომარეობა. ასევე გამართულია ბოქსირებული და სტანდარტული პროცედურების შესაბამისი კარვები.

ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

მსგავსი თემები