მარნეულიდან გადმოყვანილ ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კიდევ ერთი პაციენტი გადის მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც მარნეულიდან გადმოიყვანეს. საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის ინფორმაციით, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. პაციენტს დაუდგინდა ფილტვების ორმხრივი ანთება და ასევე აღენიშნება რიგი თანმხლები დაავადებები. 

“ეს პაციენტი არის რეანიმაციის განყოფილებაში ამჟამად, მას დადგენილი აქვს ორმხრივი პნევმონია, თირკმლის უკმარისობა რიგი თანმხლები დაავადებებით.

პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. გუშინვე გაკეთდა ტესტირება, რადგან მარნეული იყო და დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია ამან. აღმოჩნდა, რომ ნეგატიურია კორონავირუსზე. როგორც ვვარაუდობდით ზუსტად ისე აღმოჩნდა,” – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ.

მსგავსი თემები