“ვაჭრობა შეწყდა, ტურიზმი შეწყდა და ლარიც აყვა” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ზრუნავს და მომავალშიც იზრუნებს იმაზე, რომ ზემოქმედება ლარის კურსის ცვლილებებიდან გამომდინარე შერბილებული იყოს. როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო ლარი სხვა ქვეყნების ვალუტების გაუფასურების დინამიკას აყვა. „გლობალური ეკონომიკური კრიზისია იმიტომ, რომ გლობალური გამოწვევაა კორონავირუსი. პირველი – ამ ვითარებამ ეკონომიკას დაარტყა. ჩვენს ირგვლივ სამეზობლოში და ბევრი სხვა ქვეყანაც რომ ავიღოთ, ეროვნული ვალუტები სწრაფად უფასურდება. აქედან გამომდინარე, არასწორი იქნება და უპასუხისმგებლოც იმის მტკიცება, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მსოფლიო ტენდენციას შევეწინააღმდეგოთ. ჩვენ ამას ვერ შევძლებდით და ბუნებრივია,…

მეტი...

“კორონავირუსით დაინფიცირებული 4 პირი მარნეულიდან თბილისში ჩამოყვანილი ქალის ოჯახის წევრები არიან” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები ახალი კლასტერი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნულის შესახებ პაატა იმნაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც იმნაძე აღნიშნავს, საავადმყოფოდან გასაწერად რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტი ემზადება. „განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ისევ და ისევ ერთი ქალბატონი, რომელიც მარნეულიდანაა გადმოყვანილი. კიდევ არის რამდენიმე საყურადღებო ავადმყოფი, დანარჩენების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ემზადება კიდევ რამდენიმე პაციენტი გაწერისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არცერთი დამატებული შემთხვევა, რაც დღეს ქვეყანაში გამოვლინდა, ახალი კლასტერები არ არის. ეს არის 4 ადამიანი მარნეულიდან, იმ…

მეტი...

„StopCoV ფონდის“ ანარიშზე, დაახლოებით, 5 მლნ ლარია აკუმულირებული” – ბიზნესომბუდსმენი

ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილის ინფორმაციით, #StopCoV ფონდში, რომელშიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის თანხას კომპანიები და მოქალაქეები რიცხავენ, დღეისათვის დაახლოებით 5 მილიონი ლარია აკუმულირებული და აქტივობა საკმაოდ მაღალია. მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთმა მოქალაქემ და ათეულობით კომპანიამ გამოხატა სურვილი სხვადასხვა მიმართულებით დახმარებოდნენ სახელმწიფოს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. „კიდევ ერთხელ გვინდა ვთქვათ, რომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, ბიზნესის, საზოგადოების და სახელმწიფოს კონსოლიდაცია ასეთი გამოწვევის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. დარწუნებული ვართ, ამ ერთიანობით აუცილებლად გავუმკლავდებით covid 19-ს“, – აღნიშნა დაუშვილმა. მისივე განმარტებით, ფონდში მობილიზებული თანხების ხარჯვის პროცესი გამჭვირვალე იქნება. ცნობისთვის, კერძო სექტორის ინიციატივის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პრემიერ-მინისტრის…

მეტი...

“ჩერდება ან გადაიდება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული აღსრულებები” – ირაკლი ჩიქოვანი

„დგინდება ნოტარიუსების საქმიანობების განსხვავებული წესი, რომელსაც დაადგენს იუსტიციის სამინისტრო“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ირაკლი ჩიქოვანმა საჯარო სერვისებთან დაკავშირებული შეზღუდვები განმარტა.   „ჩერდება ან გადაიდება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული აღსრულებები, შენობების დემონტაჟი; ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და განხილვის ვადები,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.

მეტი...

„მედიის მიერ მხოლოდ სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“ – კომუნიკაციების ეროვნული კომისია

„საზოგადოებისთვის გააზრებული და სწორად ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობაში, მედიის როლი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია, ვინაიდან მხოლოდ სწორად ინფორმირებულ მოქალაქეს შეუძლია მართებული და გააზრებული არჩევანის გაკეთება“ – ინფორმაციას ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. განცხადებაში ვრცლადაა საუბარი მედიის როლზე სექმნილ სიტუაციაში. „დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა პანდემიას ებრძვის, მედიის როლი და პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაზრდილი და დიდია. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და ჩვენი მოქალაქეები ინფორმაციას სწორედ მედიის საშუალებით იღებენ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი მედიის არსებობა. მედიას რთულ და კრიზისულ ვითარებაში პასუხისმგებლობასთან ერთად, დიდი ძალაუფლებაც აქვს, შესაბამისად,…

მეტი...

“ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ჩემთვის სულ ერთია, რესტორანში იქნებოდა კლასტერი, ქელეხში, თუ ოჯახში” – პაატა იმნაძე

“ყველამ თავის საქმეს მიხედოს რა. ჩემთვის სულ ერთია, რესტორანში იქნებოდა კლასტერი, ქელეხში, თუ ოჯახში, ყველას ვსწავლობთ”, – ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იზრდება ე.წ. რომანოვების კლასტერით ინფიცირებულთა რიცხვი. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას თვითმკურნალობის სხვადასხვა მეთოდებზე, მათ შორის ჰომეოპათიურ საშუალებებზე, პაატა იმნაძემ მოსახლეობას მოუწოდა, ნუ იქნება ამის იმედზე. „ვისაც გვჯერა გაგვატარეთო, შეიძლება მითხრათ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ იქნებით იმის იმედზე, რომ დაგიცავთ რაღაც ისეთი საშუალებები. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ჩვენზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ იტალიას, ესპანეთს, საფრანგეთს, გერმანიას და ა.შ. ? ეს რომ…

მეტი...

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება საგანგებო მდგომარეობის პირობებში სასამართლო პროცესების წარმართვის ხარვეზებთან დაკავშირებით

ადამიანის უფლებათა ცენტრი სასამართლო შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორს ბესიკ თამლიანის გუშიდელ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო სხდომების საჯაროობის პრინციპის დარღვევას და მოუწოდებს სასამართლოს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში,  უზრუნველყოს პროცესების ღიაობა დამკვირვებლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

“სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევა პირველ რიგში მარნეულში მოხდება” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინეთიდან სწრაფ ტესტებს სახელმწიფო დღეს ელოდება და პირველ რიგში, მათი საშუალებით მარნეულში მოსახლეობის გამოკვლევა მოხდება. მინისტრი ამბობს, რომ სწრაფი ტესტირება რეგიონში ეპიდემიის სწრაფად გავრცელების შეკავების შესაძლებლობას მისცემთ. „დღეს ჩვენ ველოდებით სპეცრეისს, რომელიც განხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში და მივიღებთ ორი ტიპის სწრაფ ტესტს. ერთ-ერთი იქნება იმის მსგავსი, რომელიც უკვე საქართველოში გვაქვს და მოხდება ჩვენი მარაგების კიდევ დამატებით შევსება. მეორე ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც პირველ და მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას და შესაბამისად, ჩვენი გეგმა არის შემდეგი, რომ იქ, სადაც ვთვლით, რომ ეპიდემიური აფეთქების რისკია, დავიწყებთ იმ…

მეტი...

“ჩერდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიის ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს” – ირაკლი ჩიქოვანი

პრემიერ-მინისრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა იმ შეზღუდვების ერთობლიობა ჩამოთვალა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეის მდგომარეობით, შემოღებულია და მოქმედებს. თუმცა, როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე ამ შეზღუდვების გარდა, კიდევ სხვა შეზღუდვებიც არსებობს. აღნიშნული შეზღუდვებია: ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულია ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო. ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ და ხელისუფლებასთან შეთანხმებით. ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა. ჩერდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიის ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს. თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია შიდამიმოსვლა…

მეტი...

ირაკლი ჩიქოვანმა ის ობიექტები დაასახელა, სადაც 10 – ზე მეტ ადამიანს ექნება შეკრების უფლება

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი იმ ობიექტებს ასახელებს, სადაც დასაშვებია 10-ზე მეტი პირის თავშეყრა. მისი განცხადებით, 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის თაობაზე შეზღუდვა არ ვრცელდება ტრანსპორტზე, სამედიცინო და საჯარო დაწესებულებებზე, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებზე. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, საქმიანობის შეჩერება არ ეხება გარკვეულ ობიექტებს, მათ შორის სურსათის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, აგრო-ქიმიკატების სათესლე-სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას. „10 – ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო. ასევე, 10 – ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში.…

მეტი...

„საქართველოში, კლინიკაში ადამიანი არ დაინფიცირებულა“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ერონული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, კლინიკაში დაინფიცირებული ადამიანი არ გვყავს. „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვა პაატა იმნაძეს: არის თუ არა შემთხვევები, როცა კლინიკაში, სამკურნალო დაწესებულებაში  დაინფიცირდა ადამიანი და რამდენი ასეთი შემთხვევა გვაქვს? პაატა იმნაძე: მსგავსი შემთხვევა ჯერ არ გვქონია, თუმცა, ამ საკითხისადმი ყურადღება გამახვილებულია, რადგან, მოგეხსენებათ, რომ ჩინეთშიც და იტალიშიც, სხვა ქვეყნებშიც სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი საკმაოდ შემაშფოთებელი იყო.   

მეტი...

„დაახლოებით 50 – მდე სასტუმროა დღეს საკარანტინე ზონად გამოყენებული“ – ნათია თურნავას პასუხი „მედიაცნეტრ მთავარის” კითხვაზე

“მთლიანობაში რამდენი კერძო სასტუმროა გადაკეთებული ე.წ საკარანტინე სივრცედ მთელი ქვეყნის მასშტაბით და კორონავირუსის გადავლის შემდეგ აპირებს თუ არა სახელმწიფო მათ თანადგომისთვის გარკვეული ბარტერი, შეღავათები შესთავაზოს“ – ეს იყო კითხვა, რომელიც საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრს „მედიაცენტრმა მთავარმა“ დაუსვა . ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით სასტუმროების ზუსტი რიცხვის დაფიქსირება ტურიზმის სააგენტოსთან კონსულტაციის შემდეგ გახდება შესაძლებელი. თურნავა აცხადებს, რომ დაახლოებით 50 – მდე სასტუმროა ქვეყანაში საკარანტინე სივრცედ გადაქცეული. „დაახლოებით 50 – მდე სასტუმროა დღეს საკარანტინე ზონად გამოყენებული. ზუსტ სტატიკას მალე გამოვაქვეყნებთ დაახლოებით 50 – მდე სასტუმროა ჩართული ამ პროცესში და ეს მონაცემები იზრდება. ეს…

მეტი...

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი. ინფორმაციისთვის, 67 ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.

მეტი...

კახეთის მასშტაბით საკარანტინო სივრცე 7-მდე გაიზარდა

კახეთის მასშტაბით საკარანტინო სივრცე 6-დან 7-მდე გაიზარდა, სადაც 401 მოქალაქეა გადაყვანილი. თვითიზოლაციის რაოდენობაც გაიზარდა და ახლა მათი რიცხვი 403-ს შეადგენს. ინფორმაცია ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დაადასტურა. ნელი ხიზანიშვილის თქმით, სპეციალისტების მეთვალყურეობა 23 ადამიანს უკვე მოეხსნა.  “ამ ეტაპზე 1 მოქალაქე საკარანტინო ზონიდან მაღალი ტემპერატურის გამო გადავიყვანეთ თბილისში, ველოდებით ანალიზების პასუხებს. ასევე, ორმა ადამიანმა მოგვმართა, რომელიც არ იყო თვითიზოლაციაში და ისინიც თბილისში გადავიყვანეთ. კახეთის არცერთი მუნიციპალიტეტიდან ამ ეტაპზე მარნეულის კლასტერთან კონტაქტი არ იკვეთება. კახეთში კი ეპიდსიტუაცია არის სტაბილური,” – ამბობს ნელი ხიზანიშვილი. თელავის და გურჯაანის საკარანტინო ზონაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა…

მეტი...

“შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ სასწავლო პროცესი აპრილის ბოლოს ვერ განახლდეს. „მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს. ამიტომ, განათლების სამინისტრომ ოპერატიულად მიიღო გარკვეული ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშრებით და საერთოდ, ქვეყანაში ამ მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და 30 მარტიდან უკვე დაიწყება პირდაპირ ეთერში კონკრეტული გაკვეთილები საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც მოსწავლეს კლასში მასწავლებელთან…

მეტი...

“თუ ცირას დაწვავენ, მე ვერ გადავიტან” – ესპანეთში გარდაცვლილი ქართველი ქალის მეუღლე

ესპანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ცირა ნაჭყებიას ცხედარს შესაძლოა კრემაცია ჩაუტარონ. ოჯახი მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, საქართველოში ცხედრის გადმოსვენებას ვერ ახერხებს. განიხილება მეორე ვერსიაც – ცხედარი ადგილობრივ სასაფლაოზე დაიკრძალოს, რა შემთხვევაშიც ოჯახს გადმოსვენების უფლება 5-დან 7 წლამდე ვადაში ექნება. ახალგაზრდა ქალის ქმარი, მამუკა ნაჭყებია მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში, ორ კვირიან სავალდებულო კარანტინში იმყოფება. „გთხოვთ, ეს საცოდავი გოგო გადმომასვენებინოთ. საქართველოდან რომ მოვდიოდი ბავშვებმა მთხოვეს დედა ჯანმრთელი ჩამომიყვანეო. ჯანმრთელი ვერ მიმყავს და მკვდარი მაინც მივუყვანო თავის შვილებს. ბავშვები ტირიან, მას პატარა ნიკოლოზი ელოდება. იციან რომ დედა გარდაეცვალათ. საკონსულოში მითხრეს, რომ ეპიდემიის გამო გადასვენება…

მეტი...

“30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება” – გიორგი გახარია

30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განახადა. მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ინიციატივა პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. „მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს. ამიტომ, განათლების სამინისტრომ ოპერატიულად მიიღო გარკვეული ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშრებით და საერთოდ, ქვეყანაში ამ მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ძალიან…

მეტი...

„შეზღუდვების გამკაცრება დამოკიდებულია საზოგადოების ქცევასა და ეპიდემიის სტატუსზე“ – დიმიტრი ხუნდაძე

„შევედით პრეკრიზისულ ფაზაში ეს გაგრძელდება დაახლოებით ერთი ორი კვირა, ამიტომ ყველაზე მეტად გვჭირდება პასუხიმგებლობა“ – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეკრების წინ განაცხადა. ხუნდაძე მოსახლეობას პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მდგომარეობის შემსუბუქება ჯერ არ მოხდება. „შეზღუდვების გამკაცრება დამოკიდებულია საზოგადოების ქცევასა და ეპიდემიის სტატუსზე. შემსუბუქება ჯერ არ იქნება, შესაძლოა გამკაცრდეს კონტროლი და რეგულაციები, ასევე დღეს გვექნება  ტესტები და ოთხ ეტაპად დაიყოფა შემოწმება.“ – განაცხადა ხუნდაძემ.

მეტი...

„მედიაცენტრი მთავარის“ მიმართვა მედიას

კოლეგებო, შექმნილი ვითარებიდან და ვირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, ამ დრომდე „მედიაცენტრ მთავარს“ გადაღებები შეჩერებული ჰქონდა და მხოლოდ დისტანციურად ვმუშაობდით. ხვალიდან კი მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადავდივართ. აქტუალური თემების შესაბამისად გვეყოლება სტუმრები, თუმცა, შეზღუდულია ჟურნალისტების დასწრება. ყველა პრესკონფერენცია გადაიცემა „ფეისბუქ ლაივის“ საშუალებით. ასევე, სრული ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა საინფორმაციო საშუალებისთვის. ვისაც გექნებათ კითხვები, როგორც ადრე, შეგიძლიათ გამომიგზავნოთ, რომელსაც დავუსვამ სტუმარს. თუ ვინ იქნება კონკრეტული დღის სტუმარი, ამის შესახებ ინფორომაცია გავრცელდება როგორც საინფორმაციო სააგენტოებზე, ისე „მედიაცენტრი მთავარის“ ფბ გვერდზე https://www.facebook.com/mcm.ge/.       

მეტი...

აგრარული ბაზრის სრული მონიტორინგი იწყება – სააგენტო მობილიზაციას აცხადებს

„სააგენტოს სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული, დღეის მდგომარეობით საკმარისად გვყავს კადრები“ – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ განაცხადა. ბასილაძის ინფორმაციით გუშინ ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ყველა აგრარული ბაზრის ხელმძღვანელთან შეხვედრა შედგა, სადაც მათ რეგულაციები გააცნეს. ვასილ ბასილაძე აცხადებს, რომ სურსათის უვნებლობის კუთხით ქვეყანაში სრული კონტროლია. „გუშინ შევხვდით, აგრარული ბაზრების ხელმძღვანელებს და გავაცანით ახალი რეკომენდაციები. ბიზნეს სექტორიდან იგრძნობა სოციალური და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. ისინი მზად არიან თავის სამოქმედო ტერიტორიაზე აღჭურვონ პერსონალი დამცავი საშუალებებით. დღეიდან დაიწყება აქტიური მონიტორინგი ყველა აგრარულ ბაზარში. სააგენტოს სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული. დღეის მდგომარეობით საკმარისად გვაქვს კადრების…

მეტი...

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ქვეყანაში 66 – მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235 პირი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან 9 ადამიანი განიკურნა

კიდევ ერთი გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ აღნიშნა ბოლოს შეყვანილი 4 პაციენტი ახალი კლასტერიდანაა. „ბოლოს შემოსული ოთხი პაციენტის ისტორია ამერიკას უკავშირდება, ეს არაა შიდა გადაცემა. გვაქვს ახალი კლასტერი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში – 3320 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 235 ადამიანი.

მეტი...

დღეიდან მიკროავტუბისით, ავტობუსითა და მატარებლით საქალაქთაშორისო გადაადგილება შეწყდა

საქართველოში დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო და ის მიკროავტობუსებს, ავტობუსებსა და მატარებლებით მგზავრობას ეხება. არ იკრძალება ქალაქიდან ქალაქში ავტომანქანებით გადაადგილება. „საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული დამატებითი გადაწყვეტილებები და ეს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას გულისხმობს. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე. ამიტომ ვზღუდავთ ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაყვანას“, – განაცხადა გუშინ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მეტი...