ახალი კორონავირუსით ორი ესპანელი სპორტული ჟურნალისტი გარდაიცვალა – 59 წლის ხოსე მარია კანდელა და 78 წლის ტომას დიას-ვალდესი.
როგორც ირკვევა, ხოსე მარია კანდელას 20 მარტს უნდა გაევლო ტესტი კორონავირუსზე.
ტომას დიას-ვალდესი, 30 წელი გაზეთ AS-ის რეპორტიორი იყო. ის მოტოსპორტის თემაზე მუშაობდა.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირების 20412 შემთხვევაა დადასტურებული. 1041 ადამიანი გარდაიცვალა, 1588 – გამოჯანმრთელდა.