„ვიზეარი“ ფრენების შეჩერების ვადას 20 აპრილამდე ზრდის

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) საქართველოდან ყველა მიმართულებით ფრენას 20 აპრილამდე აჩერებს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ცვლილებები ეხება ფრენებს შემდეგი ქვეყნებიდან:

• ალბანეთი – ფრენები გაუქმდება 23 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით;
• ფინეთი – ფრენები შეჩერდება 2 აპრილამდე;
• პორტუგალია – ევროკავშირს მიღმა მყოფი ქვეყნების მიმართულებით ფრენები 17 აპრილამდე შეჩერდება.

„აღნიშნული სამგზავრო შეზღუდვები გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელებისა და თავიდან აცილების მიზნით.

მომხმარებლები, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელექტრონულ ფოსტაზე. მათ ბილეთის ღირებულების 120-პროცენტიანი ანაზღაურება ავტომატურად აესახებათ მომხმარებლის „ვიზ კრედიტზე“ (Wizz Credit), რომლითაც 24 თვის განმავლობაში შეძლებენ ისარგებლონ „ვიზეარის“ პროდუქტებითა და სერვისებით, მაგრამ, ამასთანავე, ექნებათ შესაძლებლობა, მოითხოვონ ფულადი ანაზღაურება, რომელიც შედარებით უფრო დიდ დროს მოითხოვს. მათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეცნობებათ ყველა აუცილებელი საბანკო პროცედურისა თუ საბარათე ოპერაციის შესახებ. ამ შემთხვევაში მომხმარებლებს აუნაზღაურდებათ ბილეთის ორიგინალური ღირებულების 100 პროცენტი.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილებები Wizz Air-ის შესაძლებლობებს მიღმაა, კომპანია ბოდიშს გიხდით ფრენების გადადების გამო შექმნილი დისკომფორტისა და უსიამოვნებისთვის.

მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ახლა კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

მსგავსი თემები