„ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით“ – საქართველოს პრეზდენტი

„ეს ბრძოლა ჩვენია, თითოეული ჩვენგანის. ამ ბრძოლაში ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით. ამ ბრძოლის შედეგი აისახება მთელ ქვეყანაზე და მომავალ თაობებზე. ამ კრიზისის შემდეგ მსოფლიო სრულიად სხვაგვარი იქნება. ჩვენთანაც  ბევრი რამ შეიცვლება, ბევრი გამოწვევა უნდა გადავლახოთ, მხოლოდ ერთიანი საქართველო დაძლევს ამ გამოწვევას“ – ეს განცხადება  სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნდან, საგანგებო სესიაზე გააკეთა, სადაც  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობენ.

პრემიერ – მინისტრის წარდგინებით, პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს.

ასევე, პარლამენტი იხილავს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერილ დეკრეტს, რომლის მიხედვითაც,  საქართველოს ტერიტორიაზე, ერთი თვის ვადით, საგანგებო მდგომარეობა იქნება შემოღებული.

მსგავსი თემები