“ამ ეტაპზე, ქვეყანაში სატრანსპორტო გადაადგილება არ იზღუდება” – გიორგი გახარია

  •  

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას დღეს აქვს უფლება, შეზღუდოს სატრანსპორტო გადაადგილება, ჩვენ ამას ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ” – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერმა გააკეთა.

როგორც გახარიამ აღნიშნა ამ ეტაპზე მთავრობა სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვის საჭიროებას ვერ ხედავს.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის იმედი და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სახლში და პირველ რიგში ვზღუდავთ იმ საცალო მოხმარების ბიზნესის ნაწილს, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავიგოთ, რომ უნდა დავრჩეთ სახლში და ყველა უნდა დავიცვათ ჩვენი პირადი და ოჯახის წევრების უსაფრთხოების ნორმები. თუ საჭირო გახდა და ჩვენ თუ შევამჩნიეთ და ვნახეთ, რომ ქალაქში, საქალაქთაშორისო მობილურობა მაინც არ მცირდება, ჩვენ შემდგომ უფრო მკაცრ ნაბიჯებსაც მივიღებთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს არ არის რაღაც გადამეტებული ნაბიჯები, პირიქით, ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვთ ბალანსი ჯანრმთელობასა და ეკონიმიკის შემდგომი აღდგენის პოტენციალს შორის, მაგრამ ასევე ვამბობთ, რომ ჯანმრთელობა ნომერი ერთი პრიორიტეტია. ” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები