საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა

  •  

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

მსგავსი თემები