“გვყავს სამი პრობლემური პაციენტი, ვიმედოვნებთ, მეოთხე უკვე ამოვიღეთ მძიმე პაციენტთან სიიდან” – მარინა ეზუგბაია

  •  

თბილისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ფასდება, როგორც საშუალო და მასზე მსუბუქი. ახალი ინფიცირებულის მდგომარეობა კი საშუალო და სტაბილურია. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ​ს თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვნების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

„ახალი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, ალბათ მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. მათი ტესტირება მოხდა გუშინ და კვლევები ახლა დაიწყება, ჩატარდება დინამიურად, შესწავლის მიხედვით. დღევანდელი მონაცემებით პროგნოზის გარკვევა ჯერ შეუძლებელია. რამდენიმე დღის კვლევების შედეგების შეჯერებით შეიძლება, ვთქვათ მომავალში პროგნოზულად ეს პაციენტი მსუბუქია, საშუალო თუ მძიმე. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, მისი თქმით, თბილისის ინფექციურ კლინიკაში სამი პრობლემური პაციენტია, მეოთხესთან მდგომარეობა დასტაბილურდა.

„პრინციპში, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ  გვყავს სამი პრობლემური პაციენტი, ორი ასაკოვანი და ერთი მძიმე პნევმონიით. მათი მდგომარეობაც სტაბილურია და ვიმედოვნებთ, რომ დაავადების პროგრესირება არ იქნება, გართულებები არ იქნება და ასე გავალთ ბოლომდე. მეოთხე პაციენტი, რომელიც არის მძიმე პნემონიით, იქ უკვე სტაბილურია სიტუაცია და ვიმედოვნებთ, რომ ის უკვე ამოვიღეთ მძიმე პაციენტთან სიიდან. უკვე შეგვიძლია, განვიხილოთ როგორც საშუალო და მასზე მსუბუქი პაციენტი“, – განაცხადა ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა.

მსგავსი თემები

One Thought to ““გვყავს სამი პრობლემური პაციენტი, ვიმედოვნებთ, მეოთხე უკვე ამოვიღეთ მძიმე პაციენტთან სიიდან” – მარინა ეზუგბაია”

  1. Hmm it looks like your blog ate my first comment (it was extremely
    long) so I guess I’ll just sum it up what I submitted and say, I’m
    thoroughly enjoying your blog. I too am an aspiring blog blogger but I’m still new to the
    whole thing. Do you have any suggestions for newbie blog writers?
    I’d certainly appreciate it.