აშშ-ში, მამაკაცმა 8 ტონა ტუალეტის ქაღალდით სავსე სატვირთო გაიტაცა

  •  

ტელეკომპანია Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში მამაკაცმა ტუალეტის ქაღალდებით სავსე სატვირთო ავტომობილი გაიტაცა. 

პოლიციის ყურადღება სატვირთო ავტომობილმა მას შემდეგ მიიქცია, რაც შტატის ერთ-ერთ მაგისტრალზე საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია. სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ მანქანა გატაცებულია. პოლიციელებმა სატვირთო ავტომობილში 8 ტონა ტუალეტის ქაღალდი აღმოაჩინეს.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ტუალეტის ქაღალდზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა.

მსგავსი თემები