“პრეზიდენტმა აქცენტი ამ ქვეყნის მიმართულებაზე, რაც შესანიშნავი საწყისი წერტილია, გაგრძელდეს განხილვები მხარეებს შორის” – კარლ ჰარცელი

“სალომე ზურაბიშვილმა აქცენტი გააკეთა იდენტობასა და ამ ქვეყნის მიმართულებაზე, რაც შესანიშნავი საწყისი წერტილია, რომ გაგრძელდეს განხილვები სხვადასხვა მხარეებს შორის”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ის თავმდაბალი დიპლომატია და სიტყვით გამოსვლების მიმომხილველი არ არის.

“ვფიქრობ, რომ გამოსვლამ მოიცვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხი, მათ შორის, ის აქცენტი, რომელიც პრეზიდენტმა გააკეთა იდენტობაზე და ამ ქვეყნის მიმართულებაზე. ვფიქრობ, შესანიშნავი საწყისი წერტილია, რომ გაგრძელდეს განხილვები სხვადასხვა მხარეებს შორის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით დღეს მეორედ წარდგა პარლამენტის წინაშე.

მსგავსი თემები