“მოხიბლული ვარ, კორონავირუსთან დაკავშირებით როგორ მართავს პროცესს საქართველოს ხელისუფლება” – საფრანგეთის ელჩი

“მოხიბლული ვარ, როგორ მართავს პროცესს ხელისუფლება“, – ასეთ შეფასებას აძლევს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში განხორციელებულ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს.

„კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა შესაბამისი უწყება, ქვეყნის მასშტაბით, მაღალი სტანდარტით აწარმოებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებელ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. მოხიბლული ვარ, როგორ მართავს პროცესს ხელისუფლება,“ – განაცხადა ელჩმა თბილისის მერთან კახა კალაძესთან გამართულ შეხვედრაზე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისსა და საფრანგეთის ქალაქებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, ისაუბრეს ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. დედაქალაქის მერმა საფრანგეთის ელჩს თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩმა მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.

მსგავსი თემები