“საუკუნეების შემდეგაც აღფრთოვანებულები ვართ თამარ მეფით” – კელი დეგნანი

დღეს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული.

ელჩმა მმართველობაში ქალთა მნიშვნელოვანი როლის მზარდ აღიარებასა და მათი ჩართულობის შედეგად დემოკრატიის საგრძნობ წარმატებაზე ისაუბრა.

“საქართველომ, ქალთა მმართველობის ხანგრძლივი ისტორიით, გამოცდილებით იცის, რომ ლიდერ ქალებს ბევრის მოტანა შეუძლიათ ქვეყნისთვის. საუკუნეების შემდეგაც აღფრთოვანებულები ვართ თამარ მეფით. შეერთებული შტატები აღიარებს ქალთა მნიშვნელოვან როლს მმართველობაში და არაერთ პროგრამას აფინანსებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, რომ ხელი შეუწყოს პოლიტიკაში ქალების კომფორტულ მონაწილეობას,” – განაცხადა კელი დეგნანმა. 

მსგავსი თემები