„ყველა პედიატრიულ კლინიკას აქვს რეკომენდაცია  თუ როგორ უნდა გამოავლინოს საეჭვო შემთხვევა“ – ივანე ჩხაიძე

„ყველა მშობელმა უნდა იცოდეს სად უნდა მიმართონ პედიატრიულმა პაციენტებმა სიმპტომების შემთხვევაში“ – ამის შესახებ „თსსუ“-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ივანე ჩხაიძის განმარტებით დღესდღეობით ქვეყანაში ყველა პედიატრიულ კლინიკას აქვს საეჭვო შემთხვევების გამოვლენის საშუალება. პროფესორი აქვე აღნიშნავს, რომ მოზარდები ვირუსთან მიმართებაში დაბალი რისკის კატეგორიას განეკუთვნებიან.

„ყველა პედიატრიულ კლინიკას აქვს რეკომენდაცია, როგორ უნდა გამოავლინოს საეჭვო შემთხვევა. საეჭვო შემთხვევის გამოვლენის შემდეგ ყველა კლინიკა უნდა დაუკავშირდეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჩაატაროს სპეციალური გამოკვლევა საბოლოო პასუხისთვის. საბოლოო პასუხის შემდეგ ეს პაციენტი უნდა გაიგზავნოს  ინფექციური პათოლოგიის ცენტრში, სადაც მას ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა. პედიატრიული კლინიკების ვალდებულება დღეისთვის ამ ეტაპზე არის საეჭვო შემთხვევების გამოვლენა და შემდეგ დადასტურება“ განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები