„ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი ღირსება და საყრდენია“ – სალომე ზურაბიშვილი

”საზღვრების დაცვა იწყება ერისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვით“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში დღეს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა. ქვეყის მთავარსარდალმა ქართული ჯარის მნიშვნელობაზე და ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება.

„ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი ღირსება და საყრდენია. 25 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციის დღეს მე ვიყავი კადეტთა სკოლაში, იქ დავინახე ზუსტად ის სულისკვეთება, რომლითაც უნდა იზრდებოდეს ახალი თაობა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტი სიტყვით გამოდის. ბოიკოტის ნიშნად ზურაბიშვილის გამოსვლას არ ესწრება საპარლამენტო ოპოზიცია და „პატრიოტთა ალიანსი”, ასევე ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წარმომამდგენლები.

მსგავსი თემები