23 დეპუტატს ირანის პარლამენტში კორონავირუსი დაუდგინდა

ირანის საკანონმდებლო ორგანოს 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პარლამენტის ვიცე-სპიკერ, აბდალრეზა მესრიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეის მდგომარეობით, კორონავირუსზე ტესტის გავლის შემდეგ, 23 დეპუტატს ვირუსი დაუდგინდა“, – აცხადებს მესრი.

კორონავირუსით ირანში უკვე ორი მაღალჩინოსანი დაიღუპა. ვირუსით არიან ინფიცირებული ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ვიცე-პრეზიდენტიც.

მსგავსი თემები