“ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე“ – სალომე ზურაბიშვილი ფაშინაინთან შეხვედრაზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს  ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველომ და სომხეთმა ერთად უნდა იზრუნოს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა და სომხეთის პრემიერმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველო – სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

აღინიშნა, რომ სომხეთის პრემიერის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

,,ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე“, – აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები