2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, გადაიდოს

“სიენენის” ინფორმაციით, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, გადაიდოს.

გავრცელებული ვერსიით, ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, წლის ბოლომდე გადაიდოს. თუმცა იაპონიის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ოლიმპიური თამაშები როგორც დაგეგმილია, 24 ივლისს გაიხსნას.

ოლიმპიური თამაშების შესაძლო გადადებაზე განცხადება ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მინისტრმა, სეიკო ჰაშიმოტომ გააკეთა.

მსგავსი თემები