„გაანეიტრალეს ლევან ვასაძე და ახლა წამოვიდნენ აქეთ“ – დიმიტრი ლორთქიფანიძე მედიის წინააღმდეგ

„5 პარალელური ოპერატიულ- ტექნიკურ გარე მეთვალყურეობის სამსახური არსებობს ქვეყანაში,“- ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში“ ყოფილმა პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.

იგი ამბობს, რომ მის მიმართ კომპრომატები მისივე სტატუსებიდან შეიქმნა. ლორთქიფანიძე დიმიტრი ქართლელიშვილზეც საუბრობს:

„გაანეიტრალეს ლევან ვასაძე და ახლა წამოვიდნენ აქეთ, მე ვამხილე სააკაშვილი, კეზერაშვილი ეკა გიგაური. მიადგნენ დიმიტრი ქართლელიშვილსაც, იმიტომ, რომ ის იცავდა ჩვენს ინტერესსს „დავით გარეჯის“ საქმეზე, ყველა, ვინც მე მაბრალებს ივერი მელაშვილის მკვლელობის ორგანიზებას უნდა აგონ პასუხი, ან დაამტკიცონ, რასაც ამბობენ.“ – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მსგავსი თემები