“ერთხელ არ მოიხადეთ ბოდიში, პასუხი უნდა აგოთ!“, – აკაკი ზოიძე “ნაციონალურ მოძრაობას”

  •  

 “ჩემთვის პირადად, ბატონი ნიკას, როგორც კოლეგის პატივისცემა დამთავრდა იმ წუთას, როდესაც მან ხელის ერთი გაქნევით წაიყვანა სპეცსაშუალებებით შეიარაღებულ სპეცრაზმზე  ის ახლგაზრდები, რომლებიც გულანთებული პროტესტით, ალალად, ნამდვილად მოვიდნენ აქ და მშვიდობიან დემონსტრაციას ატარებდნენ” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება, რაც ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით უნდა მიიღონ ძალიან მძიმეა და პირველ რიგში პარლამენტარიზმის განვითარებას აზიანებს. „რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ დღეს და ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, ეს გადაწყვეტილება მძიმეა იმის გამო, რომ აზიანებს პარლამენტარიზმის განვითარებას ამ ქვეყანაში და იმ სტანდარტებს, რომლებიც უნდა…

მეტი...

„დეოკუპაციის პოლიტიკის გატარება ბევრად რთულია, ვიდრე ოკუპანტების მხილება ან მათი ლანძღვა-გინება“ – ჯემალ გამახარია

  •  

 “ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ რუსეთთან მიმართებაში, საქართველოში ნამდვილად შეიქმნა ახალი რეალობა, თუმცა სრულიად საპირისპირო შინაარსის და არა ისეთი, რაზეც კრემლის “მესვეურები” გვესაუბრებიან, ამის შესახებ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია “მედიაცენტრ მთავართან” ინტერვიუში საუბრობს და რუსეთის წინააღმდეგ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს. მისი თქმით, მართლმადიდებელთა საპარლამეტთაშორისო ასამბლეის გახსნაზე, სადაც მიწვეული იყო, იმის შემდეგ არ მივიდა, როცა გაიგო, რომ რუსული დელეგაცია საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში უნდა მიეღოთ. გამახარია თვლის, რომ რუსული ოკუპაციის მხოლოდ დაგმობა საკმარისი არ არის, საჭიროა მასთან მუდმივი ბრძოლა და არა მხოლოდ ლანძღვა-გინებით. ჯემალ გამახარია: მხოლოდ მივესალმები რუსული…

მეტი...

„მძიმეა ჩემთვის, დავაჭირო მწვანე ღილაკს თითი და ჩემს კოლეგას იმუნიტეტი მოვუხსნა “ – დიმიტრი ხუნდაძე

  •  

 „მძიმეა ჩემთვის, დიახ, მძიმეა, დავაჭირო მწვანე ღილაკს თითი და  ჩემს კოლეგას მოვუხსნა იმუნიტეტი,  მაგრამ, ჩვენი ვალდებულებაა, ხელი შევუწყოთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ  საქმე გამოიძიონ“ – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააკეთა, სადაც დეპუტატები ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ. „მედიაცენტრი მთავარი“ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო 4 დღე საკმად მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. პრაქტიკულად,  დავდექით სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოების ზღვარზე. სამართლიანი და გულწრფელი აქცია ვერ დასრულდა მომიტინგეთა, ჟურნალისტთა დს სამართალდამცველთა ზიანის გარეშე. ეს არის ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება გვეხილა ჩვენ.  ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუტის,…

მეტი...

პარლამენტმა ნიკანორ მელიას იმუნიტეტი მოუხსნა 

  •  

 დეპუტატ ნიკანორ მელიას საპარლამენტო იმუნიტეტი არ იცავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა სასამართლოს მელიასთავის აღმკვეთი ღონისძიების მოთხოვნით მიმართავს. თანხმობის შემთხვევაში კი მას დააპატიმრებენ.  გადაწყვეტილება დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ პარლამენტმა 91 ხმით მიიღო.

მეტი...

გედი ფოფხაძე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ უჭერს

  •  

 საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, ამჟამინდელი დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ნიკა მელიას თანაუგრძნობს და ფიქრობს, რომ მისთვის იმუნიტეტის მოხსნა სამართლიანი არ არის. „ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის ჩამორთმევა დისკრედიტაციაა. მე არ მაქვს მორალური უფლება, ნიკა მელიას შევუჩერო იმუნიტეტი  და გადავცე ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს. ეს არ იქნება სწორი. ამ გადაწყვეტილებაში თუ მივიღებ მონაწილეობას, ჩემს სინდისთანაც მტყუანი ვიქნები და იმ ღირებულებებთანაც, რის გულისთვისაც 2012 წელს ერთად ვიბრძოდით“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან. მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი ნიკა მელიას იმუნიტეტს არ მოუხსნის და სხდომათა დარბაზი დატოვა,

მეტი...

ემზარ კვიციანი ნიკანორ მელიას თავდებში უდგება და მის პატიმრობას მხარს არ უჭერს

  •  

 „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ემზარ კვიციანი დეპუტატ ნიკანორ მელიას თავდებში უდგება და დეპუტატებს მიმართავს, კოლეგას თავდებში დაუდგნენ. „ძალიან ბევრი ადამიანი ვიხილეთ, რომლებიც აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, ივანიშვილს ხელიდან უნდა წავგლიჯოთ ხელისუფლება-ო. გახსოვთ ალბათ, ამის ავტორი ქვეყნის გამყიდველი ოქრუაშვილი, რომელსაც არც იმუნიტეტის შეჩერება სჭირდება და არც ჩამორთმევა. არის დაკითხული ან დაკავებული? რაც შეეხება ნიკანორ მელიას, მასზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გირაოთია გამოშვებული და არ გაქცეულა არსად. აგერ მოვიდა და ზის, გისმენთ და უყურებს ამ ყველაფერს. ანუ ყველა საფუძველი არსებობს იმის, რომ არსად გაიქცევა და რატომ არის მისი პატიმრობაში ყოფნა საჭირო, ძალიან მაინტერესებს. თუ არის…

მეტი...

“ნიკა გვარამია, შენ სინდისზეა ალალი პროტესტით გულანთებული ახალგაზრდების შემართების გამოყენება” – აკაკი ზოიძე

  •  

  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას მიმართავს და წერს, რომ მისი და მიხეილ სააკაშვილის დანაშაულია ახალგაზრდების დაკარგული თვალები და ყოველი ჭრილობა, ნიკა მელია კი ამ საქმეში უბრალო შემსრულებელია. “სპეციალურად მხოლოდ პირად გვერდზე ვწერ ამას. დანაშაულებრივი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდის მინისტრს ნიკა გვარამიას საერთოდ არ გავცემდი პასუხს მისთვის დამახასიათებელ ბინძურ საქციელზე ჩემი მისამართით, რომ არა თემა, რის გამოც უშვერი ლანძღვა-გინების კორიანტელი დააყენა ამ ყოვლად უღირსმა ადამიანმა: სწორედ შენ სინდისზეა შენი პატრონი მიშას ძალაუფლებისადმი დაუოკებელი ლტოლვისათვის 20 ივნისის ოკუპანტის წინააღმდეგ ალალი პროტესტით გულანთებული ახალგაზრდების შემართების…

მეტი...

პეკინზე მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისთვის დაკავებული აქციის ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორია

  •  

 თბილისში, პეკინის ქუჩაზე, „აიპლიუსის” მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისას ერთი პირი დააკავეს. პირი შეეცადა მაღაზიის დაყაჩაღებას, თუმცა, შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა დანაშაული აღკვეთეს. შსს-ს უწყების ცნობით, მამაკაცი, რომელიც მაღაზიის დაყაჩაღებას ცდილობდა, ადგილზევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. როგორც ამ წუთებში “მედიაცენტრ მთავარს” აცნობეს, მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისთვის დაკავებული ნოდარ ქარდავა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორია, რომელიც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას აქტიურად მოითხოვდა.

მეტი...

შესაძლებელია, ნიკანორ მელიასთვის საპატიმრო სანქციის გაცემა დღეს ვერ მოესწროს 

  •  

 ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება. ბიუროს დამთავრების შემდეგ კი პარლამენტის სხდომა გაიმართება, სადაც ერთადერთი საკითხი – ნიკანორ მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი განიხილება. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოსახსნელად საჭიროა დამსწრე დეპუტატთა მინიმუმ 1/3-ის თანხმობა. „საჭიროა, სესიაზე  დამსწრეთა უმრავლესობის  მინიმუმ 1/3.  დღეს განიხილება იმუნიტეტს მოხსნის საკითხი. კერძოდ, თანხმობა მიეცემა პროკურატურას, რომ ის შევიდეს სასამართლოში შუამდგომლობით ნიკანორ მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. რაც შეეხება გაერთიანებული კომიტეტის სხდომას, ვიმსჯელეთ მხოლოდ იმაზე, რამდენად საფუძვლიანია გენერალური პროკურატურის მომართვა, რომ შემდეგ, პარლამენტის სესიამ…

მეტი...

“კანონის აღსრულება აუცილებელია, მაგრამ თუ ამის გამო ქვეყანა უნდა დაანგრიოთ, თქვენი ნებაა” – ლევან ჩხეიძე

  •  

 “შევარდნაძეს აღმოაჩნდა ჭკუა და ნათელი ხედვა სიტუაციის, არ წავიდა გამწვავებაზე და თავიდან აიცილა სამოქალაქო დაპირისპირება, იგივე ჭკუა აღმოაჩნდა სააკაშვილსაც,- ამის შესახებ, 20 ივნისის მოლენების შედეგად დაკავებულთა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ, “მედიაცენტრ მთავართან” პრესკონფერენციის დროს, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ადვოკატმა 90-იანი წლაბი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო არაერთხელ მდგარა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, ის ლიდერებმა გადაარჩინეს. “თუ ხელისუფლებას სურს სიტუაციის განმუხტვა, მოვუწოდებ, შეწყვიტოს რეპრესიული რიტორიკა და წავიდეს ამნისტიების კუთხით. მეტი ახალი პოლიტიკური ლიდერი კი არ დაიჭირონ, არამედ, ისინი, ვინც დიდი ხანია, იხდიან სასჯელს, გაათავისუფლონ, წავიდნენ ამნისტიის და შეწყალების კუთხით. მაგრამ…

მეტი...

ორმა კომიტეტმა ნიკანორ მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

  •  

 15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს.  აღნიშნულ საკითზე მომხსენებლები იყვნენ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე რევაზ ბაღაშვილი და გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი. საპროცედურო და იურიდიულმა კომიტეტებმა საკითხს ცალ-ცალკე უყარეს კენჭი. უფრო ზუსტად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 6-მა წევრმა, პროკურატურისთვის მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემას მხარი დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგ წავიდა. რაც შეეხება იურიდიულ კომიტეტს, მისმა…

მეტი...

„არსებობს ზღვა ვიდეომასალა, რომლის დამუშავება პროკურატურაში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს“ – სახელმწიფო ბრალდება

  •  

 პროკურატურის წარმომადგენელი, ამ წუთებში, საქართველო პარლამენტში, ნიკანორ მელიას წინააღმდეგ აღძრულ სს საქმეზე, დეპუტატების მხრიდან დასმულ კითხვებს პასუხობს. როგორც სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელმა ამირან გულუაშვილმა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, სახეზეა საქმეში არებული მოწმეების დისკრედიტაციის მცდელობა. „რაც შეეხება საქმეში არსებულ მოწმეებს და მათი დიკრედიტაციის მცდელობას, ნამდვილად ვერ დავადასტურებ იმ ინფორმაციას, რომელიც დეპუტატებმა გააჟღერეს მოწმეებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მოხდა აქციაზე მყოფი ადამიანების ნაწილის მოწვევა და დაკითხვა. ბუნებრივია, ესენი არიან როგორც სამართალდამცველები, ისე ის პირებიც, რომლებიც იმყოფებოდნენ პარლამენტის სასახლის წინ. მოწმეთა ბაზის გარდა, არსებობს ვიდეოჩანაწერები და არა მხოლოდ ის კადრები, რაც მედიასაშუალებებში გავრცელდა. ნებისმიერი ადამიანი ტელეფონითაც იღებდა კადრებს. პროკურატრამ…

მეტი...

ბრალდებას ნიკანორ მელიას წინააღმდეგ ვიდეჩანაწერები და ექსპერტიზის დასკვნები გააჩნია

  •  

 სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, მათ ხელთ აქვთ ყველა ის საჭირო მტკიცებულება, რაც დეპუტატ ნიკანორ მელიას მხრიდან ჩადენილ დანაშაულს ადასტურებს. როგორც საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მელიამ დანაშაული ჩაიდინა. „მცდელობა აქვს მტკიცებულებათა დახლეჩვას, დამახინჯებული ფორმით წარმოდგენას და დაყოფას. მცდელობა აქვს, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას. ნიკანორ მელიას მიმართ ბრალდების დადგენილების გამოტანისას, არსებობდა საქართველოს კანონმდებლბით გათვალისწინებული საჭირო სტანდარტი, რაც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. ეს ფაქტი დგინდებოდა არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, ასევე მოპოვებული ვიდეომასალებითა და ექსპერტიზის დასკვნით“ – განაცხადა სახელმწიფო ბრალდებამ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე,…

მეტი...

„ოცნება“ ცდილობს „სააკაშვილთან “მიდენოს” ოპოზიციურად განწყობილი ძალები“ – დავით უსუფაშვილი

  •  

 „ოცნება“ ცდილობს, სააკაშვილთან “მიდენოს” სრულიად ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები,“ – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც უსუფაშვილი განმარტავს, მშვიდ ვითარებაში ჩატარებული პროპორციული არჩევნებით ივანიშვილი კარგავს ერთპიროვნულ ძალაუფლებას, ხოლო სააკაშვილი მას ვერ მოიპოვებს. „ვაცხადებ, რომ მე და ჩემი კოლეგები „შენების მოძრაობიდან“ ვართ საქართველოს მოქალაქეების ის ნაწილი, რომლებსაც ვერც ერთი მათგანი ვერ დაგვაშანტაჟებს და ვერ აგვაცდენს ქვეყნის შენების სწორი გზას. არც მიშას მოვერიდები, როცა ბიძინასთან პროპორციულ არჩევნებზე ვილაპარაკებ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც აქციის დამრბევთა დასჯას მოვითხოვ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად; არც მიშას მოვერიდები, როდესაც პარლამენტში…

მეტი...

ავტომანქანის ფერის შეცვლის ვაუჩერი ტაქსის მძღოლებმა 10 აგვისტომდე უნდა აიღონ

  •  

 ავტომანქანის ფერის შეცვლის ვაუჩერის აღების მსურველმა ტაქსის მძღოლებმა შესაბამის კომპანიას 10 აგვისტომდე უნდა მიმართონ, – ამის შესახებ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ვაუჩერის გამოყენების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია. შესაბამისად, ტაქსების მძღოლებმა ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა, ან თეთრი ფირის გადაკვრა) პირველ ოქტომბრამდე უნდა განახორციელონ. „მინდა, შევეხო რეფორმას, რომელიც ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ. ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება –  ტაქსების რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მინდა შევახსენო ყველას, რომ მერიის მიერ შემუშავებული ვაუჩერების გაცემის ვადა მიმდინარე წლის 10 აგვისტოა, რაც იმას ნიშნავს,…

მეტი...

ტაქსის მომსახურების გადახდა QR-კოდით იქნება შესაძლებელი

  •  

 A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელ პირებს QR-კოდი გადაეცემათ, რომლის საშუალებითაც, მგზავრები მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ტაქსის მძღოლებმა QR-კოდის მისაღებად, საქართველოს ბანკის ფილიალებს უნდა მიმართონ და ის ავტომანქანის ინტერიერში განათავსონ. „ტაქსის მძღოლებისგან დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფთან არაერთი შეხვედრა და კომუნიკაცია გვქონდა, რომლის დროსაც სერიოზული პრობლემა გამოიკვეთა – ეს იყო ბანკებთან ურთიერთობა, რადგანაც ისინი სესხის აღებას ვერ ახერხებენ, იმიტომ, რომ შემოსავალი არ უფიქსირდებათ. ბანკებთან კომუნიკაციის შედეგად, შეიქმნა სპეციალური პროდუქტი, რომლის შესახებაც საქართველოს ბანკმა მოქალაქეებს უკვე აცნობა. კონკრეტული საბანკო…

მეტი...

„თუ ჩეგევარას მოდგმისა ხარ და რევოლუციები და გადატრიალებები გინდა, პასუხიც უნდა აგო  – ნუკრი ქანთარია

  •  

 „გარედან მოვდივარ, საზოგადოება ელოდება კონკრეტული პირების კონკრეტულ პასუხისმგებლობას. ასევე, მე მაქვს კითხვები პროკურატურასთან – ხომ შეიძლება, ის არ იყო მელია და უბრალოდ, ჰგავდა მელიას“ – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ საპარლამენტო კომიტეტის კომიტეტის სხდომაზე  პროკურატურის წარმომადგენლებს. როგორც ქანთარიამ აღნიშნა, თუ „ის“ ნამდვილად მელიაა, შესაბამისი პასუხი უნდა აგოს. „მთელმა საქართველომ ნახა, რომ ის ჰგავდა მელიას. თუ არ იყო მელია, ამასაც გაარკვევენ საგამოძიებო ორგანოები. მაგრამ, თუ ეს მელია იყო,    ყველამ დაინახა რასაც სჩადიოდა. ახლა, მეორე ამბავია, თუ ჩეგევარას მოდგმისა ხარ და გინდა რევოლუციები და გადატრიალებები  და ვერ გამოგდის,  კეთილი ინებე…

მეტი...

“საქართველოში მყოფი ყველა ტურისტის, მათ შორის რუსების უსაფრთხოება დაცული იქნება” – კახა კალაძე

  •  

 დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ გუნდს, ასევე, ყველა იმ პოლიტიკოსს ეკისრება, რომელმაც აქციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრისკენ პირდაპირ მოუწოდა. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პოლიტიკოსებმა ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის ძალიან ცუდი ფორმით გამოყენება სცადეს. „რუსთაველის გამზირზე ემოციურად ძალიან მძიმე მოვლენებს ჰქონდა ადგილი. სამწუხაროა, რომ კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან ძალიან ცუდი ფორმებით, ჩვენი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის გამოყენება მოხდა. სამწუხაროა ისიც, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. ძალიან მძიმე სანახავი იყო, რაც პარალმენტის სხდომათა დარბაზში მოხდა. ამაზე პასუხისმგებლობა ჩვენს გუნდს ეკისრება და ეს კარგად…

მეტი...

“მადლობელი ვიქნები, თუ ზოოპარკს არ მიმართავენ, მელია მოგვყავსო” – ნიკა მელია

  •  

 ბიძინა ივანიშვილის ძირითადი ნაკლია, რომ ის ატარებს რუსულ ინტერესებს საქართველოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ნიკა მელიას თქმით, დღეს ხელისუფლება დაბნეულია და გამოძიებას მის წინააღმდეგ არ აქვს მტკიცებულება. „ეს არის რუსული ოცნება და მისი ხელმძღვანელი რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელიც არა მარტო დიდი ფულის და გავლენის მატარებელია, არამედ ადამიანი, რომლის ძირითადი ნაკლი არის შემდეგი, იგი ატარებს რუსულ ინტერესებს საქართველოში. დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, არ მინდა სახელი და გვარის დასახელება, არის ბევრად შებოჭილი ვიდრე ნებისმიერი თავისუფალი ადამიანი ვინც ქუჩაში დადის ახლა.…

მეტი...

ნიკა მელია: უახლოეს საათებში ექნება საზოგადოებას შესაძლებლობა, გაიგოს რასთან და ვისთან გვაქვს საქმე

  •  

  „ტელევიზორს ვუყურებ და ასე ველოდები განაჩენს, რომელსაც გამოიტანენ ჩემი კოლეგები. ტრაგიკომიკურია, ვუყურებ და მეც კი სხვანაირად გავიაზრე, სად ვცხოვრობთ, ეს არის კოჰორტა საპარლამენტო უმრავლესობის, ვინც ახლა კომენტარებს აკეთებს, ესენი მართავენ ქვეყანას, უბედურ დღეში ვართ,“ – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას მოლოდინი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები დეპუტატის მანდატს შეუჩერებენ. „ბრალდების მხარს ჰყავს წარმოუდგენელი მოწმეების დასახელებული, 6 მოწმე, რომელთაც მეშვეობითაც უნდა გაამართლონ ჩემი დაპატიმრება, ბევრი ადამიანი არის ჩართული ამ ადამიანის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში, ამ დროისთვის რაც გვაქვს ინფორმაცია, საგანგაშოა ვითარება, ვიდრე, საზოგადოებას ჰგონია, უახლოეს საათებში…

მეტი...

“ვინ ჩემი ჭრიჭინები არიან, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ”- აქციაზე დაკავებული ოპოზიციაზე

  •  

 “ვინ ჩემი ჭრიჭინები არიან ეგენი, მათ გამო ცხოვრება დავინგრიე, თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ეგენი მოვლენ, – ზღაპარია”, – ამის შესახებ ოცი ივნისის აქციაზე დაკავებულმა მოქალაქემ, მიხეილ მაღლაკელიძემ თავის ადვოკატ ლევან ჩხეიძესთან ერთად, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ყოფილიყვნენ თუ არა აქციაზე მყოფი ადამიანების გვერდით პოლიტიკოსები, და გამოიყენეს თუ არა პოლიტიკურმა ლიდერებმა ეს სიტუაცია სათავისოდ, მაღლაკელიძე პასუხობს: “ვინ ჩემი ჭრიჭინები არიან პოლიტიკოსები. მე მათ გამო ცხოვრება დავინგროე, თუ ვინმეს რაიმე ილუზია აქვს, რომ ეგენი მოვლენ, – მაგარი ზღაპარია. ეგენი ვერ მოვლენ. ქართველები იმ დონეზე დავეცით უკვე, ჩვენ…

მეტი...

” ხალხი რომ დაიფანტა, პარლამენტის კიბეზე მეგობრის მოსაძებნად ავედი”- აქციაზე დაკავებული პირი 20 ივნისის ღამეს იხსენებს

  •  

 ოცი ივნისის აქციაზე დაკავებული მოქალაქე მიხეილ მაღლაკელიძე თვლის, რომ ბრალდება, რის გამოც ის აქციაზე დააკავეს, იყო აბსურდული არამხოლოდ მის, არამედ სხვა დაკავებულებთან მიმართებაშიც. ამის შესახებ მაღლაკელიძე თავის ადვოკატ ლევან ჩხეიძესთან ერთად, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს. როგორც აქციის მონაწილე აცხადებს, პარლამენტის წინ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი, ღირსების დასაცავად მივიდა, მას შემდეგმ რაც რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმდომარის სავარძელში იხილა. “არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნები, მაგრამ იქ მისვლა უშუალოდ ჩემი ვალდებულება იყო, როგორც ქართველის და როგორც რიგითი მოქალაქის. აღმაშფოთა იმ ფაქტმა, რომ იქ, სადაც ერის საჭირბოროტო საკითხი წყდება, ვინმე გავრილოვი „იჩითება“…

მეტი...

„ნიკა მელია რუსეთის დროშის აღმართვას აღუდგა წინ“ – „ნაციონალური მოძრაობა“   

  •  

 „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მამუკა ჩიქოვანის განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით ხდება და ის იმისთვის ისჯება, რომ რუსეთის დროშის აღმართვას აღუდგა წინ. პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ისევ დაპირისპირებებისა და ურთეირთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. მამუკა ჩიქოვანი კომიტეტების სხდომაზე, პროკურატურისგან მტკიცებულებებს, ვიზუალურ მასალასა და ყველა იმ დოკუმენტის წარმოდგენას ითხოვს, რის გამოც, ნიკანორ მელიას ბრალი წარუდგინეს. „წარმოადგინეთ ყველა მტკიცებულება, ვიზუალური მასალა, რაც კი გაგაჩნიათ“ – ჩიქოვანის ამ განცხადებას იურისტი დეპუტატების რეპლიკები მოჰყვა. „სასამართლოში ვართ თუ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტში, რა მტკიცებულებებს და ვიზუალურ მასალებს ითხოვთ. პარლამენტის კომიტეტის სხდომა სასამართლო ხომ არ არის, მასალები განიხილოს და…

მეტი...

მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა

  •  

 საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა, პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებს ის დანაშაული გააცნო, რის გამოც, პროკურატურა ნიკანორ მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის შეწყვეტას ითხოვს. როგორც გულუაშვილმა აღნიშნა, მელიას ბრალი ედება, იმაში, რომ მან შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში, რაც მიუთითებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა გარკვეულ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა. „ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რაც მოქმედი კანონმდებლობით სასჯელის სახით უალტერნატივოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხანგრძლივი ვადით. მელიას 2015-2019 წლებში საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი აქვს 24-ჯერ. ბრალდებული მაღალი თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე…

მეტი...

“თუ გინდათ, რომ ხელკეტიანი ადამიანების ნაცვლად იარაღიანები არ მიიღოთ, წადით ამნისტიაზე” – დაკავებულთა ადვოკატი

  •  

 “თუ ხელისუფლებას სურს სიტუაციის განმუხტვა, მოვუწოდებ, შეწყვიტოს რეპრესიული რიტორიკა და წავიდეს ამნისტიების კუთხით”, – ამის შესახებ 20 ივნისის მოლენების შედეგად დაკავებულთა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ “მედიაცენტრ მთავართან” ისაუბრა. როგორც ადვოკატი აცხადებს, თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას. “თუ ხელისუფლებას სურს სიტუაციის განმუხტვა, მოვუწოდებ, შეწყვიტოს რეპრესიული რიტორიკა და წავიდეს ამნისტიების კუთხით. მეტი ახალი პოლიტიკური ლიდერი კი არ დაიჭირონ, არამედ, ისინი, ვინც დიდი ხანია, იხდიან სასჯელს, გაათავისუფლონ, წავიდნენ ამნისტიის და შეწყალების კუთხით. მაგრამ თუ გვინდა სიტუაციის არევა, სამოქალაქო დაპირისპირება, ჩვენ ამას აუცილებლად მივიღებთ ამ პოლიტიკის შედეგად”, – განაცხადა ლევან ჩხეიძემ. როგორც…

მეტი...

ნიკა მელია პროკურატურაში არ მივიდა, პროკურორმა ბრალი მის ადვოკატს გააცნო

  •  

 საქართველოს პროკურატურამ, დაკითხვაზე ნიკანორ მელიას გამოუცხადებლობის გამო, მისთვის წარდგენილი ბრალი მისი ინტერესების დამცველს გააცნო. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს,  მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. „საქართველოს პარლამენტის წინ 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე   მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში დღეს 10:00 საათზე ბრალდების წარდგენის მიზნით დაბარებული იყო საქართველოს პარლამენტის წევრი  ნიკანორ მელია.  მიუხედავად იმისა, რომ ნიკანორ მელიას ჰქონდა გამოცხადების ვალდებულება, მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც დადგენილება,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ნიკანორ…

მეტი...

მამუკა ბახტაძე: ჩვენ დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ ინტერესებს

  •  

 ჩვენ შევძელით, რომ საქართველოში ტურიზმი გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი, სადაც მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილია დასაქმებული და იღებს შემოსავლებს და ჩვენი ამოცანა და ვალდებულებაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “მოამბის“ წამყვანის კითხვას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა. „მე დღესაც მივიღე წერილი სასტუმროს მფლობელებისგან აჭარის რეგიონიდან, სადაც კონკრეტულად, თითოეული მათგანი  გამოხატავს თავის ემოციებს, თავის შეხედულებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ქართული სახელმწიფოს ინტერესების და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური შემოსავლის დაცვის სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი ვალდებულება. აქედან გამომდინარე,…

მეტი...

“ნიკა მელია პარლამენტში იმყოფება და მიმალვას არ აპირებს” – ადვოკატი

  •  

 “ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროკურატურის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ შუამდგომლობაში არის ძალიან ბევრი შეუსაბამო ფაქტები. ისეთ ფაქტებზეა მითითება, რომ თითქოს ნიკანორ მელია მიიმალება,” – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში, ჟურნალისტებს ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განუცხადა. პროკურატურაში ნიკა მელიას ადვოკატი მტკიცებულებების გასაცნობად მივიდა. მისი თქმით, სავარაუდოდ, ამ წუთებში ხდება საქმის მტკიცებულებების ხელოვნურად შეგროვება, ვინაიდან მისივე შეფასებით, ეს ბრალდება აბსურდული შინაარსისაა. “უნდა ჩავიბარო ბრალდების დადგენილება, თუმცაღა მინდა დავაფიქსირო, რომ აღნიშნულ საქმეში პირველივე წუთიდან არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები. გუშინდელს მერე ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას, გადმოგვეცეს მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობით განხორციელდა ბრალდება ნიკანონ მერიასთან მიმართებაში, რაც…

მეტი...

„ნაცმოძრაობა“ პროკურატურას პარლამენტში გამოსვლის საშუალებას არ აძლევს

  •  

 პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომელიც 9:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, ამ დრომდე ვერ იწყება. საპარლამენტო ოპოზიცია კომიტეტის თავმჯდომარეებს სხდომის დაწყების საშუალებას არ აძლევს. პროკურატურის წარმომადგენელი ტრიბუნასთან დგას, თუმცა, საპარლამეტო ოპოზიცია სიტყვის შესაძლებლობას არ აძლევს. სხდომაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიასთავის დაპატიმრების შესახებ პროკურატურისთვის თანხმობის მიცემაზე მსჯელობენ, ოპოზიცია პროკურატურისგან მტკიცებულებებს მოითხოვს და აღნიშნავენ, რომ პროკურატურის მიერ გაგზავნილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის. კომიტეტის სხდომათა დარბაზში, ამ დრომდე, სიტყვიერი დაპირისპირებაა. “ნაცმოძრაობის წარ​მომადგენელი” თინა ბოკუჩავა დეპუტატებს და პროკურატურის წარმომადგენელს ბიძინა ივანიშვილის პირადი “ტროიკის” წევრებს უწოდებს.

მეტი...

„უზრდელი“, „სამარცხვინო ქალი“, „მონები“ – დეპუტატის ლექსიკა

  •  

 პარლამენტში, სადაც პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან, დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თინათინ ბოკუჩავამ უმრავლესობის დეპუტატ სოფიო კილაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უზრდელი და სამარცხვინო ქალი ეძახა. „შენ სირცხვილზე ვის ელაპარაკები, ხმა არ ამოიღო საერთოდ რა…გაჩუმდი, ხმა არ ამოიღო, გაჩუმდი…  უზრდელო შენ.. უზრდელი ეს …სამარცხვინო ქალო…ეს მონები, მონები რომლებიც ხელს მოაწერენ მელიას დაპატიმრებას“ – ამ სიტყვებით მიმართა თინა ბოკუჩავამ სოფიო კილაძეს და მთლიან უმრავლესობას.   პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარეობს. საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს განიხილავენ. პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და…

მეტი...

გიორგი გახარიას მმართველი გუნდის მხარდაჭერა აქვს

  •  

 „გიორგი გახარიას ჩვენი გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალურ  მოძრაობას“ ისტერიკის ატეხვასა და გარკვეული პროცესების გადაფარვაში ადანაშაულებს. “იყო  თუ არა  სპეცრაზმელის მხრიდან გადაცდომა, ეს გასარკვევია, რადგან,  დამიზნებით ესროდნენ ახალგაზრდებსა და ჟურნალისტებს. ყველა ფაქტი იქნება შესწავლილი. მეც ვარ მომხრე ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს. დანარჩენი არის იმ უდიდესი, გამოუსწორებელი შეცდომის გადასაფარად ატეხილი ისტერიკა, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ჩაიდინა… ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი ინტერესებისათვის ბოროტად გამოიყენა და აქციის დაშლაც სწორედ მათ პროვოკაციას მოჰყვა“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

რუსი ტურისტები ვითარებას ფორს-მაჟორულად აფასებენ და ჯავშნისთვის გადახდილ თანხას უკან ითხოვენ

  •  

 რუსი ტურისტების მიერ სასტუმროების ჯავშნის გაუქმებამ, შესაძლოა, სამართლებრივი დავები წარმოშვას. დავა წინასწარ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ეხება. თანხის დაბრუნება კი ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული. კერძოდ, რა შეთანხმება არსებობს მხარეებს შორის. როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციიის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ თავარს“ განუცხადა, ემბარგოს შემდეგ, რუსი ტურისტები, სასტუმროებში ჯავშნის გაუქმებას და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ, რასაც, შესაძლოა, სამართლებრივი დავები მოჰყვეს.  „საკმაოდ რთული სიტუაციაა. ძალიან ბერი რუსი ტურისტი, ვისაც თანხა წინასწარ ჰქონდა ჩარიცხული, ამ ფაქტს ფორსმაჟორად განიხილავს და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. რა თქმა უნდა, ეს არის სასტუმროს მენეჯმენტზე დამოკიდებული. ზოგი სასტუმრო უარს ამბობს იმ…

მეტი...