ბრალდებას ნიკანორ მელიას წინააღმდეგ ვიდეჩანაწერები და ექსპერტიზის დასკვნები გააჩნია

სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, მათ ხელთ აქვთ ყველა ის საჭირო მტკიცებულება, რაც დეპუტატ ნიკანორ მელიას მხრიდან ჩადენილ დანაშაულს ადასტურებს.

როგორც საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მელიამ დანაშაული ჩაიდინა.

„მცდელობა აქვს მტკიცებულებათა დახლეჩვას, დამახინჯებული ფორმით წარმოდგენას და დაყოფას. მცდელობა აქვს, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას. ნიკანორ მელიას მიმართ ბრალდების დადგენილების გამოტანისას, არსებობდა საქართველოს კანონმდებლბით გათვალისწინებული საჭირო სტანდარტი, რაც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. ეს ფაქტი დგინდებოდა არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, ასევე მოპოვებული ვიდეომასალებითა და ექსპერტიზის დასკვნით“ – განაცხადა სახელმწიფო ბრალდებამ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე, სადაც პროკურორი, ამ წუთებში, დასმულ კითხვებს პასუხობს.

მსგავსი თემები