იმედგაცრუებული ბავშვები, რა ხდებოდა ვაკის პარკში 1 ივნისს

  •  

  1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, თბილისის მერია ვაკის პარკში მისულ ბავშვებს, სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებს ჰპირდებოდა, რომელიც სრულიად უფასო იქნებოდა. როგორც ვაკის პარკში მისული მშობლები „მედიაცენტრ მთავარს“ რუბრიკაში „მოგვწერეთ მთავარი“ წერენ, დაანონსებული ღონისძიებები არც ყოფილა და რაც დახვდათ, ყველაფერი ფასიანი. ღონისძიება 12:00-დან 19:00 საათამდე უნდა გაგრძელებულიყო. როგორც მშობლები აცხადებენ, ვაკის პარკში კონტაქტური ზოოპარკი, საპნის ბუშტების შოუ და კულინარიული კუთხე არც დახვდათ. „ვაკის პარკში, დაახლოებით 3 საათისთვის მივედით, თუმცა იქ მისულს, მხოლოდ თეატრი და კონცერტი დაგხვდა. მთელი ვაკის პარკი შემოვიარეთ და ვერსად ვნახეთ კონტაქტური ზოოპარკი, საპნის ბუშტების შოუ და კულინარიული…

მეტი...

„რაჭაში უნდა შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე, რომ წასულები მამაპაპისეულ სახლებში დაბრუნდნენ“ – მამუკა ბახტაძე

  •  

  “როგორც ონში, ასევე ამბროლაურში, ძალიან კარგი ტემპებით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაჭაში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის მას, ვინც იძულებული იყო, დაეტოვებინა მამაპაპისეული სახლები, შევუქმნათ შესაძლებლობები, დაბრუნდეს საკუთარ ულამაზეს კუთხეში“ – აღნშნული განცხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, შარშან, ყველაზე წარმატებული რთველი ჩატარდა და მომავალ წელი უფრო წარმატებული იქნება. „სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გააცოცხლებს ამ რეგიონს. ფაქტობრივად უკვე დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მოიცავს წყალმომარაგების პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ…

მეტი...

მთავრობის ინიციატივები რეგიონების გაცოცხლებისა და დაცლილი მოსახლეობის დაბრუნებისთვის

  •  

  ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა. სიახლის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აცნობა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება ისე, რომ სოფელი პირვანდელ იერსახეს შეინარჩუნებს. “ჩვენი ვალდებულებაა, ეს უნიკალური კულტურა, ტრადიციები, არქიტექტურა შევუნახოთ არა მხოლოდ მომავალ თაობებს, არამედ შევინახოთ მომდევნო საუკუნეების განმავლობაში. ამ სილამაზეს რამდენიმე საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენი ვალდებულებაა, ის შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს. დარწმუნებული ვარ, სოფელი გოგოლათი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება არა მხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოში. ამ სოფელში არის რამდენიმე ათეული სახლი, სადაც შენარჩუნებულია უნიკალური ქართული არქიტექტურა…

მეტი...

შსს- მ 55 მილიონი ლარის ნარკოტიკები გაანადგურა

  •  

  178 კილო და 667 გრამი ჰეროინი, 2088 აბი „სუბუტექსი“, „კოდეინის“ შემცველი 590 აბი, 38.471 გრამი მეტადონი, 525 აბი და 18.21 გრამი „მდმა“, 170 აბი „ტრამადოლი“ – ეს იმ ნარკოტიკული საშულებებს მცირე ჩამონათვალია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა დროს ამოიღო და დღეს გაანადგურა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შსს-დან აცნობეს, ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 55 მილიონი ლარია. ნარკოტილები სისხლის სამართლის 737 საქმეზე, სხვადასხვა დროს, ნივთმტკიცებად ამოიღეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით ეტაპობრივად ანადგურებენ. „შინაგან…

მეტი...

ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის, საბურთალოზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს

  •  

  შინაგან საქმეთა სამინისტრომ საბურთალოზე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 1 პირი. საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს, 1990 წელს დაბადებული ნ. კ-ს 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. როგორც შსს-დან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, “ბრაუნინგის” და “ტოზის” მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

მეტი...