სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას დაადგა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წმინდა ნინოს გზისკენ მსვლელობა დღეს დაიწყო. პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე მოულოცა და აღნიშნა, რომ მსვლელობას მანამ გააგრძელებს, სანამ შეძლებს. “ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა წმინდა ნინო საქართველოში და იმის მერე საქართველო გამთლიანდა, გაქრისტიანდა და ეს მადლი მოგვყვება და მე ყველას გისურვებთ, რომ ეს მადლი გფარავდეთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ფოკას მამათა მონასტერში. წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, ფოკაში სადღესასწაულო წირვა დღეს გაიმართა. წირვის შემდეგ კი მომლოცველები წმინდა ნინოს გზას დაადგნენ. მათ წინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუძღოდა. “სანამ შევძლებ…

მეტი...

კვალიფიკაცია, კომპეტენცია, კეთილსინდისიერება – მოსამართლეთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები

” ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად ობიექტურ კრიტერიუმებზე იქნება დაფუძნებული. დარწმუნებული ვარ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოც იგივე სულისკვეთებით იმოქმედებს და ეს არის გარანტია და საფუძველი იმისა, რომ საბოლოო ჯამში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე სათანადო კანდიდატებს ავირჩევთ”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ახლა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების 144 კაციანი სია 50 კაციან სიამდე უნდა დავიდეს და ამ სიის შედგენაში მონაწილეობას მიიღებენ საბჭოს როგორც უმრავლესობის, ასევე, უმცირესობის წარმომადგენლები. “შესაბამისად, ამ პროცესს ჩვენც უნდა დავაკვირდეთ. ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია და საზოგადოების დაკვირვების ქვეშ ჩაივლის. შესაბამისად, ყველა ერთად გამოვიტანთ დასკვნებს უკვე…

მეტი...

“ქართველები არასოდეს დაუშვებენ თავიანთ სიწმინდეებთან სოდომის ცოდვის ზეიმს” – “მარშის” მიმართვა ლგბტ-ებს

„ქართული მარში“ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს მიმართავს და მოუწოდებს, მათ ლიდერებს, ე.წ.ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებს გაემიჯნონ. როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, ლიდერები ლგბტ საზოგადოებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. „უმცირესობის წარმომადგენლებო, მოგმართავთ კიდევ ერთხელ,რომ გაემიჯნოთ ლგბტ მოძალადე ჯგუფს და არ ჩაებათ მათ ავანტურაში! გეი-მარში საქართველოში არასოდეს არ ჩატარდება!“ – აცხადებს სანდრო ბრეგაძე. მისი ინფორმაციით, ე.წ. პრაიდი ფულის შოვნის წყაროა და ამით ამავე საზოგადოების ლიდერები ხეირობენ. „მივმართავ უმცირესობების წარმომადგენლებს, ე.წ.ლგბტ პრაიდის ორგანიზატორები გახლავთ ჩვეულებრივი პროვოკატორები, რომლებსაც თქვენს ხარჯზე გადაწყვეტილი აქვთ დიდი ფულის შოვნა! ისინი არად დაგიდევენ თქვენს უსაფრთხოებას, პირიქით “საზარბაზნე ხორცად” გიყენებენ,…

მეტი...

თბილისში, სასმელი წყლის სოკოებზე ჩამკეტები მონტაჟდება

დედაქალაქში, სასმელი წყლის დაზოგვის მიზნით, სოკოებზე, ჩამკეტები მონტაჟდება. ამ დროის მონაცემებით, ჩამკეტები, 60 სოკოზე დამონტაჟდა. თბილისის მერიამ, აღნიშნული გადაწყვეტილება, წყლის და საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით მიიღო. ჩამკეტების დამონტაჟებით, ერთი თვის განმავლობაში, დაიზოგა 2 260 კუბური მეტრი სასმელი წყალი და 9 700 ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან.  როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, წლის განმავლობაში, ათეულობით ათასი კუბური მეტრი წყალი და 100 000 ლარზე მეტი დაიზოგება.

მეტი...

„არ დავთმობთ, თავი დაანებონ გარეჯს“ – დღეს, „პატრიოტები“ გარეჯისკენ ირაზმებიან

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით, დღეს, დავით გარეჯის მონასტრისკენ მასშტაბური მსვლელობა იგეგმება. მოხალისეები რესპუბლიკის მოედანზე 13:00 საათზე შეიკრიბებიან, მათ ტრანსპორტირებასა და პლაკატებით აღჭურვას „პატრიოტთა ალიანსი“ უზრუნველყოფს. როგორს ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აღნიშნა, მსვლელობა მშვიდობიანია, თუმცა, აზერბაიჯანის გონიერმა პრეზიდენტმა უნდა გაიგოს, რომ ქართველი ხალხი გარეჯს არ დათმობს. “დღეს, პირველ საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. მივდივართ გარეჯში. ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით, არის ტრანსპორტი. ჩვენ უკვე 2 კვირაზე მეტია, ამ მსვლელობისთვის ვემზადებით. ამ აქციის მიზანია, თბილისმაც და ბაქომაც, საქართველომაც და აზერბაიჯანმაც გაიგოს და გააცნობიეროს რომ ქართველი ხალხი არ აპირებს დავით…

მეტი...

სად და რა ღონისძიებები იმართება დღეს ბავშვებისთვის უფასოდ

დღეს, თბილისის მასშტაბით, ყველა რაიონში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება.   როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ვაკის პარკში გაიმართება გასართობი ღონისძიებები, რომელიც 12:00-დან 19:00 საათამდე გასტანს. “ღონისძიება მოიცავს საბავშვო სტუდიების და ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კონცერტს, თოჯინების თეატრის წარმოდგენებს, ზღაპრის გმირების გასართობ აქტივობებს, კონტაქტურ ზოოპარკს, დრამერებისა და ანიმატორების შოუს, საბავშვო-გასართობ სადგურებს 20-ზე მეტ ადგილზე, საპნის ბუშტების შოუს, ზალიკოს ცენტრის კუთხეს, კულინარიულ კუთხეს, ორიგამის კუთხეს, ქიმიურ ლაბორატორიას, ილუზიონისტების შოუს, საბავშვო გამომცემლობების კუთხეს, ტიტანის რობოტების შოუს და ა.შ,” – განაცხადეს მერიაში.  13:00-დან 22:30 საათამდე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ გაიმართება სასახლის აღსაზრდელთა კონცერტი…

მეტი...

თბილისის ზოოპარკში სუფთა სისხლის ცხოველებს გააჩუქებენ

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ვისაც შინაური ცხოველის ჩუქების სურვილი აქვს, თბილისის ზოოპარკს უნდა მიმართოს. 1-ელ ივნისს, თბილისის ზოოპარკში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თავშესაფრის ბინადარი შინაური ცხოველების გაჩუქების აქციას გამართავს. როგორც სააგენტოში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, მშობლებს საშუალება ექნებათ, შვილებს ნატვრა აუსრულონ და ოთხფეხა მეგობარი აჩუქონ. ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ბინადრები მომავალ პატრონს ზოოპარკში, 12:00 საათიდან დაელოდებიან. აქციის ფარგლებში, მიუსაფარი და დაკარგული ძაღლები და კატები გაჩუქდებიან. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ლომჯარიამ განუცხადა, გაჩუქდებიან როგორც ე.წ. სუფთა სისხლის, ასევე შერეული ჯიშის ცხოველები. „მჩუქებელმა, იმისათვის რომ დარეგისტრირდეს როგორც…

მეტი...