ბრიტანეთი თბილისს მოუწოდებს, ლგბტ მარშის უსაფთხოება დაიცვას

  •  

  18-24 ივნისს, თბილისში, ლგბტ ჯგუფის მხრიდან დაგეგმილ კვირეულზე ბრიტანეთში, თემთა პალატაში იმსჯელეს. ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და მიმართავს, სექსუალური უმცირესობების დაიცვას. შოტლანდიელმა დეპუტატმა მარტინ დოჰერტი-ჰიუჯმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა და რუსულ ანტი-ლგბტ პოლიტიკის გავლენებზე ისაუბრა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თბილისში პრაიდის მონაწილეებს აქვთ პრობლემები. „სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. 2013 წელს, ჩვენ, ერთხელ უკვე ვნახეთ რუსეთის მიერ დაფინანსებული ანტი ლგბტ მოქმედებები და ახლა იგივე არ უნდა დავუშვათ. თუ საჭიროა, დავიბაროთ საქართველოს ელჩი. თუ საჭიროა, საქართველოს მთავრობას უნდა მიეცეს ახალი მითითებები, რომ აუცილებლად უზრუნველყოს გეი პრაიდის უსაფრთხოება“, – აღნიშნა თემთა პალატის სპიკერმა.…

მეტი...

„დოკუმენტი, რომელიც კომპანიამ წარმოადგინა, კრიტიკას ვერ უძლებს, ტურიზმი მხოლოდ 1 აბზაცია“ – როგორია მცხეთის განვითარების ხედვა

  •  

  მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტის დასრულების ვადა ამჯერად, წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. მოსახლეობა წლებია, ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმას ელოდება. დოკუმენტს ვადა კი რამდენჯერმე გაუხანგრძლივდა. ტენდერიც არაერთხელ გამოცხადდა. თანხა ათვისებულია, თუმცა, ხარისხიანი დოკუმენტი, სადაც ქალაქისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალიწინებული, ამ დრომდე არ ჩანს. პირველადი დოკუმენტი იუნესკომაც დაიწუნა. მთავარი ხარვეზი კი ის იყო, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ჩართულობა დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ნულოვანი იყო. დღეს, მცხეთაში, დოკუმენტზე სამსჯელოდ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, ქალაქის მერმა გიორგი კაპანაძემ, მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის” დირექტორი რევაზ მამულაშვილმა…

მეტი...

თუშეთში, სიმაღლიდან ავტომანქანის გადავარდნას მსხვერპლი მოყვა

  •  

  თუშეთში, ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაშავებულიც საქართველოს მოქალაქეები არიან. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის…

მეტი...

თუშეთში, ტურისტებით სავსე მანქანა სიმაღლიდან გადავარდა

  •  

 თუშეთში, ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ახმეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ, სიმაღლიდან გადავარდა. ნასყიდაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ ,არის მსხვერპლიც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო- სამაშველო ბრიგადები, თუმცა მათთან დაკავშირება მობილური კავშირის არ არსებობის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტურისტები „პიკაპის“ ტიპის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ, რადგანაც, მაშველებთან, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, სატელეფონო კავშირი ვერ მყარდება. ერთადერთი, რისი დადასტურებაც შეიძლება…

მეტი...

„LGBT ჯგუფები უცხო ქვეყნებს ცრუ ინფორმაციას აწვდიან და შევიწროების მოტივით, დაფინანსებას იღებენ“

  •  

  საქართველოს საპატრიარქო საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს მიმართავს და სთხოვს, ნუ წაახალისებენ LGBT ჯგუფების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, LGBT ჯგუფები უცხო ქვეყნებს არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს, ისინი საქართველოში იდევნებიან. „სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილები არიან და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული“,…

მეტი...

„ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს“ – საპატრიარქო “გეი პრაიდის” წინააღმდეგ

  •  

 საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვან “გეი პრაიდის” კვირეულის ჩატარება. საქართველოს საპატრიარქო ე.წ. გეი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აღლუმი საზოგადოებაში მღელვარებას გამოიწვევს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში. „როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 18-23 ივნისს სურთ ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარონ ე.წ. გეი პრაიდი თბილისში, რაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია. ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს. ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას,…

მეტი...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს

  •  

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „ზღვაზე, ტბებზე, მდინარეებსა და სხვა სანაპირო ზოლებზე, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, დაიცავით კონკრეტულ ადგილებში უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესები. ყურადღება მიაქციეთ სანაპირო ზოლზე არსებულ საინფორმაციო ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს. ასევე, არ გასცდეთ წყალში მონიშნულ საცურაო ტერიტორიას და მაშველთა პატრულირების არეალს; არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში. კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს. თქვენივე უსაფრთხოდ განტვირთვისა და დასვენების მიზნით, თავი შეიკავეთ წყალში შესვლისგან იქ, სადაც არ არის მოწყობილი სანაპირო…

მეტი...

„მცხეთას სუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ“ – დიმიტრი ხუნდაძემ ქალაქის განვითარების ახალი ხედვა წარადგინა

  •  

 მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტი დღეს ისევ განხილვის თემაა. მიუხედავად იმისა, რომ მცხეთაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მორატორიუმის რეჟიმი მაინც მძიმე ტვირთად აწევს ქალაქს და მოსახლეობას. ადგილობრივები განვითარების შესაძლებლობას ითხოვენ, თუმცა, დოკუმენტის არარსებობის გამო, ეს შეუძლებელია. მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის მოსახლეობას, ექსპერტებს, ბიზნეს სექტორსა და დაინტერესებულ პირებს მცხეთის განვითარების ახალი ხედვა და სტრატეგიას წარუდგინა. კონფერენცია „მცხეთა, მემკვიდრეობისა და ტურიზმის ინტეგრირებული მართვა“ მცხეთაში გაიმართა და მასში მონაწილეობა კომპანია „აქოლისმაც“ მიიღო, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და რომელმაც დოკუმენტზე მუშაობა წლის ბილომდე უნდ დაასრულოს. მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ იმ ძირითად გამოწვევებზე…

მეტი...

კახეთის რეგიონში ქერის მოსავლის აღება მიმდინარეობს

  •  

 კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1200 ჰა ფართობზე,  ქერის მოსავლის აღება მიმდინარეობს. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, კახეთის რეგიონში, კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 48 ერთეული კომბაინია მობილიზებული.  საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში. სამუშაოებს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 4 ერთეული კომბაინი  ახორციელებს. შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ მიწათმოსარგებლეებს  მოსავლის აღების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 80-მდე სხვადასხვა აგროოპერაციას სთავაზობს.

მეტი...

კომპანიებში შრომითი პირობების შესამოწმებლად მონიტორინგი დაიწყება

  •  

 პირველი ივლისიდან, თბილისის მუნიციპალიტეტები, შესაბამის უწყებებთან ერთად, კომპანიებში შრომის პირობების შესამოწმებლად, ინტენსიურ მონიტორინგს დაიწყებენ.   როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა, მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმებს, ზედამხედველი გააკონტროლებს. „მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ამ მიზნით, რეგულაციებიც კი გავამკაცრეთ, რათა მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გვქონდა. თითოეულმა მათგანმა უნდა გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება და დაცულობა. მშენებლობაზე ჩაფხუტების გარეშე, ან მაღალ სართულებზე შესაბამისი დამცავი თოკის გარეშე მუშაობის შემთხვევები ყოფილა. ეს ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს ზედამხედველი,…

მეტი...

თბილისში, სინათლის ფესტივალი გაიმართება

  •  

 თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის ფესტივალი, სოციალურ-საზოგადოებრივი ღონისძიებები და კინოჩვენებები ჩატარდება. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და „ბოქს მედია ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს უმასპინძლებს. სინათლის ფესტივალი საქართველოში პირველად გაიმართება. ფესტივალისთვის ბაღი გაფორმდება სხვადასხვა ტიპის განათებით, პროექციით, ლაზერებითა და მასშტაბური ინსტალაციებით. სინათლის ფესტივალი 5-6 ივლისს 19:00 საათიდან 01:00 საათამდე გაიმართება. პროექტის ორგანიზატორები არიან „ბოქს მედია ჯგუფი“ და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, ხოლო მხარდამჭერია თბილისის მერია.

მეტი...

საქართველოსა და აშშ შორის, შესაძლოა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შედგეს

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძეს განცხადებით, შესაძლოა აშშ-სა და საქართველოს შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდეს. როგორც მამუკა ბახტაძემ, ვაშინგტონში, აშშ-ის კომერციის მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, უახლოეს მომავალში საქართველო მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერს ხელს. „არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო. აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გადავიდა ხარისხობრივად ახალ დონეზე. კონგრესმა დააინიცირა უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, სადაც მათ შორის გაკეთებულია აქცენტი, რომ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უნდა გაფორმდეს. ჩვენ ამ საკითხს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ ვპირდები ქართულ საზოგადოებას, რომ უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მეტი...

ინტერნეტ თამაშის კიდევ ერთი, 14 წლის მსხვერპლი ისევ კომაშია – „ლურჯი ვეშაპი“ დაბრუნდა

  •  

  14 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესია. გოგონა, სავარაუდოდ, ინტერნეტ თამაშის მსხვერპლი გახდა. ექიმების დასკვნით, მან ინტოქსიკაცია მიიღო, თუმცა, პრეპარატი, რომელმაც გოგონა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, არავინ იცის, გარდა იმ ჯგუფის წევრებისა, რომლებმაც გოგონა ჯერ კიდევ დაუდგენელ ქსელში ჩართეს. გათიშული და მომაკვდავი მოზარდი სახლში დედამ ნახა. ის მერვე კლასის მოსწავლეა. ბავშვის ოჯახის წევრები და ახლობლები ეჭვობენ, რომ საქმე სახიფათო ინტერნეტ თამაშებთან აქვთ, რადგანაც, გოგონა ბოლო პერიოდში ინტერნეტს მიეჯაჭვა, საკმაოდ შეიცვალა და არაადექვატურიც იყო. გოგონა სიცოცხლეს თემქაზე, „პრივატ კლინიკაში“ ებრძვის. როგორც გოგონას დედა იხსენებს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ის საკმაოდ ჩაკეტილი…

მეტი...

ფშაველი-აბანო-ომალოს გზა მდინარემ წაიღო

  •  

 ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ მთლიანად წაიღო სავალი ნაწილი. ამის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

2 სახეობის შხამიანი გველი – გაფრთხილება მოლაშქრეებს

  •  

  ზაფხულის ცხელ დღეებში, გველები არა მარტო გარეუბნებსა და ტყეებში გამოჩდნენ, არამედ, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებშიც კი. მართალია, სპეციალისტები გვიმტკიცებენ, რომ თუ გველს არაფერს დავუშავებთ, თავს არ დაგვესხმევა, თუმცა, გვაფრთხილებენ, რომ კბენის შემთხვევაში, აუციელბლად სამედიცინო ცენტრებს მივმართოთ. როგორც დაავადეის კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, ველურ ტერიტორიაზე ლაშქრობისას აუცილებელია რამდენიმე რჩევის გათვალისწინება. „უდაბნო, ნახევრად უდაბნო, ველურ ტერიტორიებზე ლაშქრობისას გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ ტერიტორიაზე ბინადრობს 2 სახეობის შხამიანი გველი, თუმცა ისინი აგრესიულები არ არიან და თუ სტანდარტული სირფთხილის ღონისძიებებს დაიცავთ, თავს არ დაგესხმიან. მაგრამ, თუ მაინც მოხდა ადამიანის…

მეტი...

როგორ ავიცილოთ თავიდან ზაფხულის მწვავე ინფექციური დაავადებები – 15 რეკომენდაცია

  •  

  ზაფხულის პერიოდში, საკვები პროდუქტებით ინტოსკიკაციისა და სხვა მძიმე გართულებებისგან თავის დასაცავად, დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ძირითადი, 15 რეკომენდაციის გათვალისიწნებას გვირჩევს. • მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა შეიწვას ან მოიხარშოს; • მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს; • მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი და მოხარშული პროდუქტი. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მოხარშული პროდუქტი შენახული თავდახურულ პატარა ზომის…

მეტი...

ზაფხულში, საკვებითა და წყლით ინტოკსიკაციის შემთხვევები მატულობს – რეკომენდაციები მოსახლეობას

  •  

  ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის ამ დაავადებათა რეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი, რაც დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დიარეით მიმდინარე დაავადებათა/საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული, ისე ეპიდაფეთქებების სახით (ჯგუფური შემთხვევები). ეპიდაფეთქებები კი უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას. „ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) მოდის ბავშვთა ასაკზე, რაც შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების…

მეტი...